სიახლეები

როგორ აღნიშნეს შშმ პირთა საერთაშორისო დღე ბათუმში

03.12.2014
როგორ აღნიშნეს შშმ პირთა საერთაშორისო დღე ბათუმში

„ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღეს ამ ადამიანებს მიეცეთ მათი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარის წარმოჩენის საშუალება. დღეს, ხელოვნების უნივერსიტეტში გამოფენილი მათ მიერ შესრულებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამის დასტურია და ვფიქრობ, საზოგადოება უნდა ხედავს მათ შესაძლებლობებს,“ – აღნიშნა ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, თომა კაკაბაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, რომელიც მთავრობამ 2014  წლის 20 იანვარს მიიღო. „თუ სახელმწფო იხელმძღვანელებს ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით და ღონისძიებებიც დაიგეგმება ამ გეგმის მიხედვით, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება შშმ პირებს,“ – აღნიშნა თომა კაკაბაძემ.

დღესვე, პრესკაფეში ორგანიზაციამ მინი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა/პერფორმანსი გამართა,  სახელწოდებით – “სამკუთხედი”.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ მორიგი ნაბიჯების გადადგმა: საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალური ჯგუფი მას კი არ ამძიმებს, არამედ – მეტად მრავალფეროვანს ხდის; სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული და აქცენტირებული გზავნილების გაჟღერება, რათა მათ უკეთ შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.