სიახლეები

ეს არის ქობულეთის სირცხვილი – ნაცმოძრაობა გამგებლის თანაშემწის ვაკანსიის პირობების შესახებ

03.12.2014
ეს არის ქობულეთის სირცხვილი – ნაცმოძრაობა გამგებლის თანაშემწის ვაკანსიის პირობების შესახებ

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი გამგებლის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელსაც, კონკურსის პირობების თანახმად, შეუძლია არ ჰქონდეს დიპლომი და ჰქონდეს მხოლოდ სკოლის ატესტატი. მინდა ვუთხრა სულხან ევგენიძეს, გამგებელს, რომელიც აირჩია ხალხმა, ეს არის რაიონის სირცხვილი! ჩვენ ვითხოვთ გაუქმდეს ეს საკონკურსო პირობები, რაც სამარცხვინო ფაქტია. მე იმედი მაქვს ქობულეთის საკრებულო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა რევაზ ხარაზმა.

 

„ქობულეთში მუნიციპალიტეტის გამგეობა საშუალო სკოლა დამთავრებულს სთხოვს სამართლებრივი აქტების ცოდნას – ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი, ადგლობრივი თვითმართველობის შესახებ ევროპული ქარტია, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს შრომის კოდექსი  და, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. საშუალო სკოლა დამთავრებულმა როგორ უნდა შეძლოს ეს?!“ – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა, მერაბ  ცინცაბაძემ.    

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი პირველ დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, არც გამგებლის თანაშემწის და არც საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისათვის უმაღლესი განათლების ქონა სავალდებულო არ არის. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.