როგორ გამოვიცნოთ ანემია ბავშვებში

  • ქალბატონო თამარ, რა დაავადებაა ანემია, როგორ აისახება იგი ორგანიზმზე?

ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც მცირდება ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოქმნა, ან ძლიერდება მათი დაშლა, ან ეს ორივე პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად. ერითროციტების დაქვეითება იწვევს ძირითადი ფუნქციის – ჟანგბადის მიწოდების შემცირებას ქსოვილებში. ბავშვთა ასაკში ცვლითი პროცესების ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ ქსოვილების მოთხოვნა ჟანგბადზე მეტია და უმნიშვნელო ანემიასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.

ანემია შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორით განპირობებული და შეძენილი. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება ერითროციტების მომწიფების დარღვევით და ერითროციტების არაეფექტური წარმოქმნით განპირობებული ანემიები, ესენია რკინადეფიციტური, ვიტამინდეფიციტური და ცილადეფიციტური ანემიები, ხოლო ახალშობილობის პერიოდში – ჰემოლიზურიანემია და დღენაკლთა ანემია.

  • როგორ იზომება ერითროციტების რაოდენობა სისხლში და რა არის ჰემოგლობინის ნორმა სხვადასხვა სქესისა და ასაკის შემთხვევაში?

სისხლში წითელი უჯრედების შემცირება გამოიხატება ჰემოგლობინის ერითროციტების რკინაშემცველი პიგმენტის (ის, რაც სისხლს წითელ ფერს ანიჭებს) კონცენტრაციის დადაბლებით. ეს მაჩვენებელი სისხლის საერთო ანალიზის შემადგენელი ნაწილია. ლაბორატორიების უმეტესი ნაწილი – სისხლის საერთო ანალიზს – სპეციალური აპარატის მეშვეობით აკეთებს, ამ დროს, ანალიზისთვის სისხლს ვენიდან იღებენ, სპეციალიზებული ლაბორატორიები ანალიზს დამატებით კაპილარული სისხლიდან (ანუ თითიდან) იღებენ, ასეთ შემთხევაში ერითროციტებს ითვლიან და მათ მორფოლოგიურ ცვლილებებს სწავლობენ, რაც მნიშვნელოვანია ანემიის დიაგნოსტირების დროს. რაც შეეხება ჰემოგლობინის ნორმას, ზოგადად, 120 გ/დლ ფარგლებშია, რაც 72 ერთეულის ტოლია, თუმცა მისი მაჩვენებელი ვარიაბელურია, განსაკუთრებით ახალშობილობის ასაკში.

  • რა შეიძლება იყოს ანემიის გამომწვევი მიზეზები?

ანემია შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის დაკარგვით (ტრავმა, ჭრილობები, პუბერტატულ პერიოდში ხშირია მენსტრუალური ციკლის დაწყების დროს), სისხლწარმოქმნის დარღვევით, ერითროციტების უჯრედების გაძლიერებული დაშლით. ასევე, იგი შეიძლება მეორადად განვითარდეს სხვადასხვა დაავადების დრო, მაგალითად, ბაქტერიული ინფექციის, ლეიშმანიოზის, სეფსისისა თუ ლეიკემიის დროს.

  • როგორ ვლინდება ანემია, რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ანემიის გამოვლინება დამოკიდებულია მის წარმომავლობაზე, სიმძიმეზე, განვითარების სიჩქარეზე და რაც მთავარია, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, ანემიის საწყის ეტაპზე იშვიათად მიმართავენ ექიმს, ხოლო უკვე ღრმა ანემის დროს ჩნდება სისუტე, ქოშინი, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), თავბსუსხვევა და მადის გაუკუღმართება, იგულისხმება ის, რომ მოსწონთ ცარცის, გაჯის, მიწის და ა.შ. გემო.

ზოგადად, ყველა სახის ანემიას სხვადასხვა დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვს, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებლებიც – ბავშვი ხდება ფერმკრთალი, მოდუნებული, ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება თამაშის დროს, აქვს უძილობა ან პირიქით – მოჭარბებული ძილიანობა.

  • რამდენად საშიში დაავადებაა ანემია, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?

სისხლში ჟანგბადის შემცირება იწვევს ნახშირორჟანგის მომატებას, ეს კი თავისთავად იწვევს ქოშინის განვითარებას, გული იძულებულია იმუშაოს არანორმალურ რიტმში, რაც ავითარებს ტაქიკარდიას, გულის ტონების მოყრუებას, შუილს და ა.შ.

  • რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება ამ დაავადებასთან მიმართებაში?

დღეს ბავშვთა პოპულაციის უმეტესობა არასწორად იკვებება, შეიძლება ამას ხელი შეუწყო თანამედროვე ცხოვრების წესმა, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ, რაც არამარტო ანემიის, არამედ სხვა ბევრი პათოლოგიის განვითარების რისკსაც ზრდის. ხშირად ბავშვები მხოლოდ ერთფეროვან საკვებს იღებენ, მაგალითად სიმინდის ფაფას, მანანის ბურღულს, მაწონს… ის ერთი შეხედვით გამხდარი არ არის, მაგრამ მოდუნებულია. მშობლებს უჭირთ ასეთი ბავშვების ანემიის დროული გამოვლენა, ამიტომ ამ დროს განსაკუთრებული როლი პედიატრებს ენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ გოგონებს პუბერტატულ პერიოდში (მენსტრუაციის შემდეგ).

ბავშვის კვების რაციონი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პედიატრის რჩევები. ბავშვისთვის აუცილებელია რკინაშემცველი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ხორცისა და მისი პროდუქტების, ხაჭოს, ყველის, ასევე სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

  • როგორ მკურნალობენ ანემიას?

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ანემიის რა სახესთან გვაქვს საქმე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისადმი დროულ მიმართვიანობას, რადგან შორსწასულ შემთხვევაში შედეგი და მკურნალობის ხანგრძლივობაც განსახვავებულია. მაგალითად, ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტოზურია და იგი სამ თვეს მოიცავს. ამ დროს ჰემოგლობინის აწევის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია დროზე ადრე მოიხსნას მედიკამენტი, რადგან რკინის მარაგის ავსება არ ხდება რკინის დეპოებში (ქსოვილებში). ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს, მკურნალობაში ფოლიუმის მჟავა ირთვება, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგებაც. ღრმა ანემიის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაძლოა გაკეთდეს ერითროციტალური მასის ტრანსფუზია, ანუ გადასხმა.

უბნის ინსპექტორებმა ბათუმში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს

 

 

 

უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.


ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი.



როდის გაიხსნება ახალი რკინიგზის სადგური ბათუმში

რკინიგზის სადგურის მშენებლობა

მშენებლობას შპს „გზა“ „GEORGIA INN “-ის დაკვეთით აწარმოებს.

დაგვიანების მიზეზად მშენებელმა კომპანიამ ამჯერად ბათუმის მერიისგან მიღებული მითითებები დაასახელა. კომპანიამ დამკვეთთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან განმარტა, რომ მერიასთან შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში კორექტირებების შეტანა გახდა აუცილებელი.

„გათვალისწინებული იქნა მითითებები, რომლის საფუძველზეც პროექტიდან ამოღებული იქნა საფრთხის შემცველი ობიექტები, „ავტოგასამართი სადგური“ და „ავტოგაზგასამართი სადგური“, რის შედეგადაც გაიზარდა სამუშაოები, კერძოდ გაიზარდა ბაქნის მოწყობისა და სხვა სახის სამუშაოები“.

ამ სამუშაოების შესასრულებლად კომპანიამ დამატებით ექვსი თვის ვადა მოითხოვა. კომპანიას სამინისტრომ ვადა ამჯერადაც გაუხანგრძლივა და სამუშაოს დასრულების ვადად 2015 წლის 9 აპრილი განუსაზღვრა.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ისევ ვერ შეასრულებს, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი მიიღებს წერილობით გაფრთხილებას, სადაც დარღვევის გამოსწორების ვადის გარდა, პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებაც იქნება შეტყობინება.

ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენებული ეს შენობა და მასზე მიმაგრებული 22 566 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2009 წელს ბიზნესმენმა ემზარ ბასილაიამ 2 მილიონ 40 ათას ლარად იმ პირობით შეისყიდა, რომ რკინიგზის სადგურის დარბაზს 48 თვეში მოაწყობდა. პირობა ვერ შეასრულა. მშენებლობა ცოტა ხნის წინ კომპანია „GEORGIA INN“ -მა ემზარ ბასილაიას გარეშე განაახლა.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ახალი რკინიგზის სადგურის მშენებლობა ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ისევ  განახლდა.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“

 

დისკუსიის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება 2013 წელს, პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი – “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?”. რეჟისორი: ია ბარათელი.

 

დისკუსიის ბოლოს, მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ბეჭდური გამოცემები პროექტის სახელწოდებით, რომლებშიც განთავსებულია პროექტის ფარგლებში, ფემინიზმის თემაზე წაკითხული რვავე ლექციის ბეჭდური ვერსია.

ცვლილებები სოციალურად დაუცველთათვის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიაში

 

 

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველტათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგიის შედეგად, ქულებზე გავლენს აღარ მოახდენს სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგალითად: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა და ა.შ.

 

გათვალისწინებული იქნება ოჯახებში შშმ პირისა და ქრონიკული ავადმყოფის არსებობა; ნაკლები ქულის მქონდე ოჯახი შემწეობის სახით მიიღებს მეტ თანხას ან სერვისს; ოჯახის ყველა წევრი მიიღებს თანაბარ თანხას; ოჯახში თითოეულ ბავშვზე გაიცემა დანამატი; 65 000 – 100 000 ქულის მქონე ოჯახები, რომლებიც ვერ ხვდებიან საარსებო შემწეობის მიმღებტა სიაში, მაინც მიიღებენ ბავშვზე დანამატს. 

ბათუმში გორგასლის ქუჩის ნაწილი დაიტბორა

„ვახტანგ გორგასლისა და ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთაში გადის  მაგისტრალური კვანძები. რომელიღაცა კვანძი დაზიანდა. ჯერ ვერაფერს ვერ  ვამბობთ გრუნტის სამუშაოები მიმდინარეობს. ბეტონის საფარია და მოთხრის შემდეგ ვნახავთ მიზეზი რა არის. გადავკეტეთ ერთი კვარტალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის წყალის ხელმძღვანელმა ალეკო მიქელაძემ.

მისივე თქმით სამუშაოები ამაღამ დამთავრდება და წყლის მიწოდება მოსახლეობას უახლოეს საათებში აღუდგება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იტალიაში გაემგზავრა

 

სხვადასხვა განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამიკუს კურიე საკითხზე „გარდაცვლილ პირთა რეპუტაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობაში“ .

 

კომისია ასევე იმსჯელებს უკრაინის ლუსტრაციის შესახებ კანონის დასკვნის პროექტზე.

ვენეციის კომისა სესიას 13 დეკემბერს დაასრულებს.

 

ბილიარდის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში

 

 

 

ევროპის ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების გადაწტვეტილება მსოფლიო და ევროპის კლასიკური ბილიარდის ორგანიზაციამ მიიღო. საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ალექსიძის თქმით ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად საქართველოს ბილიარდის ფედერაციამ აჭარის ფედერაციის დელეგაცია მიავლინა.

 

„ღონისძიება უკვე ჩასმულია პირამიდის საერთაშორისო კომიტეტის კალენდარში. მანამდე კი მინსკში შევხვდი ბილიარდის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს. ასევე რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის ფედერაციის ხელმძღვანელებს. ჩვენ ვიმსჯელეთ სად ჩატარებულიტო 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი. მე შევთავაზე ბათუმი. მათ სიამოვნებით დამთანხმდნენ. ჩამოვიდა კომიტეტის წარმომადგენელი დაათვალიერა ქალაქი. ჩემპიონატი ჩასატარებლად შევთავაზეთ ორი ადგილი ბათუმის კალათბურთის დარბაზი ე.წ. „ბასკო“ და ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი.  იქიდან გამომდინარე, რომ უნდა იყოს სივრცე მაგიდების თავისუფლად განლაგებისთვის და მაყურებლისთვის, მათ აირჩიეს „ბასკო“. გადაწყვეტილების შემდეგ დავუკავშირდი ბათუმის მერიასა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. მათ მომცეს თანხმობა რომ გვერდში დაგვიდგებიან“ – ამბობს აჭარის ბილიარდის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ კახიძე.

 

ჩემპიონატზე გათამაშდება საპრიზო ფონდი მამაკაცებისათვის 20 000,ხოლო ქალებისათვის 7 000 აშშ დოლარი.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იქნებიან, როგორც საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაცია, ასევე აჭარის ბილიარდის ფედერაცია.

 

დღემდე საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა – „კავკასიის თასს“ 2004 წელს თბილისში, 2005 წელს ბათუმში. 2007 წელს ასევე ბათუმში გაიმართა ზაზა დარასელიას თასის გათამაშება. 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანი აირჩიეს

 

ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დაშლის შედეგად შეიქმნა, მხოლოდ ვლადიმერ ღლონტმა, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი. 

 

დეკანის სტატუსის მისაღებად კანდიდატს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51% სჭირდებოდა. ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.

 

ქედის გამგეობაში დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა

 

„მისი კუთვნილი ტაბელური იარაღით მოიკლა თავი. მისთვის გამოყოფილ მოსასვენებელ ოთახში შევიდა, კარი ჩაკეტა და გაისროლა. გასროლიდან რამდენიმე წუთში ვიპოვეთ მისი გვამი და გამოვიძახეთ პოლიცია. არავითარი ვერსია არ არსებობს თუ რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი.  34 წლის იყო. ძალიან  სამწუხარო ფაქტია და ვუსამძიმრებ ოჯახს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ.

 

„აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან გასაუბრებით ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა,  ძალიან დადებითი პიროვნება იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ჭაფოშვილმა. 

 

გარდაცვლილი აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი იყო.

რიგები ბათუმში მართვის მოწმობის მისაღებად

 

მომსახურების სააგენტოს აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე, ფორმა და ვიზუალური მხარე: გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა.

 

 

 

დისკუსია პრესკაფეში (ანონსი)

 

დისკუსიის მომხსენებელი “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი -ეკატერინე აღდგომელაშვილი იქნება.

 

ეკა აღდგომელაშვილი

აჭარაში 73 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  შპს „TCF GEORGIA“-ს არასტანდარტული მანდარინის მიმღები საკონსერვო ქარხანა 2014  წელს ამოქმედდა და სეზონისათვის 13 000 ტონამდე არასტანდარტულ ნაყოფს მიიღებს. მეორე საწარმო, რომელიც არასტანდარტულ ციტრუსს ჩაიბარებს და გადაამუშავებს არის შპს „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი“-ს საკონსერვო ქარხანას, რომელიც მიიღებს 15 000 ტონა არასტანდარტულ ნაყოფს.

 

  დღეის მდგომარეობით  შპს  TCF  GEORGIA-ს  მიღებული და გადამუშავებული აქვს 200 ტონა ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფი. ხოლო  „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფს“  კი 3434 ტონა. მეციტრუსე  ფერმერებს ყოველ 1კგ ჩაბარებულ არასტანდარტულ ციტრუსზე  0.10 თეთრს  სახელმწიფო უხდის, ხოლო 0.10 თეთრს საკონსერვო.

 

წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 73 000 ტონას შეადგენს. მათ შორის მანდარინი-67 145 ტონა, ფორთოხალი-4678 ტონა და ლიმონი-1177 ტონა.

 

 

თემურ კახიძე: „ამომრჩეველთან თავს უხერხულად ვგრძნობ“

 

თემურ კახიძე

 

გვითხარით იმ კანონპროექტების შესახებ, რაც უმაღლესმა საბჭომ ამ ორი წლის განმავლობაში შეიმუშავა.

 

– ჩვენი მუშაობის პერიოდში პირველად აჭარის კვოტა გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. პარლამენტის კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატს აჭარიდან, გენო გელაძეს ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის დაგვეჭირა მხარი. შემდეგ პარლამენტმა დაბლოკა მისი კანდიდატურა, ის ჩვენ მეორედაც წარვადგინეთ [საბოლოო ჯამში, უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძის ნაცვლად მაინც სხვა კანდიდატს დაუჭირა მხარი. ავტ].

 

მთავარ საკითხად გამოვყოფდი ასევე ტელევიზიის ბორდის შემადგენლობის დაკომპლექტებას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ჰქონდათ უფლება ბორდში ჰყოლოდათ ის პიროვნებები, რომლებც მათ უნდოდათ. მე ამას ღიად დავუჭირე მხარი, შემეძლო თავი შემეკავებინა, როგორც, მაგალითად, ვიცე-სპიკერი მოიქცა, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“, ყოველთვის მიგვანიშნებდნენ, რომ არ ვყოფილიყავით კონტექსტიდან ამოვარდნილები. გამოვყოფდი პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ დადგენილებასაც.

 

რამდენად ამომწურავად სრულდება მთავრობის დადგენილება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ?

– ვიცი, რომ ძალიან ნელა მიდის ეს პროცესი. საზოგადოების დაინტერესება და მოთხოვნა რომ იყოს, რეაგირებაც სხვა იქნებოდა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა აქტუალური.

 

უმაღლესი საბჭო საზოგადოების განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა, თქვენი კოლეგების ქმედებების გამო შეგქმნიათ დისკომფორტი?

 

– ყველა ფაქტთან მიმართებაში მქონდა ჩემი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, განვიცდიდით, რადგან პოლიტიკის მიღმა მეგობრები ვართ და სხვაგვარი ურთიერთობა გვაქვს. თავმჯდომარესთან მიმართებაში იყო ბევრი ამბავი. თუნდაც ქალბატონ მედეაზე, თუმცა რაც ჩემი თვალით არ დამინახია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.

 

მაგრამ მედეა ვასაძის ჟურნალისტთან საუბარი ხომ მოისმინეთ?

 

– ჰო, რაც შეეხება ჯაბას [ანანიძე] გადაცემას, მე იქ ვამბობდი, რომ ბევრს ვსწავლობ. თუ საზოგადოებისთვის სწავლა სირცხვილია, არ ვიცი. მე ჩემი დიდი შრომით ვახერხებ იმას, რომ იურიდიული კომისია მუშაობს. მე არა ვარ ამ სამსახურზე დამოკიდებული ადამიანი, ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი პოლიტიკაში ყოფნაა. ამ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული რომ იყოს, თემურ კახიძე პოლიტიკაში არ იქნებოდა… მაქვს საინტერესო პროფესია – სპორტული კლუბების მენეჯერი ვარ და ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როდესაც სიამოვნებით წავალ პოლიტიკიდან.

 

დამისახელეთ იურიდიული კომისიის რამდენიმე ინიციატივა, გარდა რეგლამენტის ცვლილებისა.

 

-ერთ-ერთია კანონი მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ჩვენი ფრაქციის წევრის, ანზორ თხილაიშვილის ინიციატივა.

 

თქვენ ხართ ხელვაჩაურის მაჟორიტარი. ვთქვათ, მე ვარ გლეხი ხელვაჩაურის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან და  თქვენ მოგეცით ხმა, რა გააკეთეთ ჩემთვის?

– გული მწყდება, რომ არ გავდიოდი ამომრჩეველთან ამ ორი წლის განმავლობაში და არ მქონდა ხშირი კონტაქტი. მერჩივნა არ მივსულიყავი მათთან, ვიდრე მივსულიყავი და მეთქვა ტყუილი. გამოდიოდა, რომ უნდა მეკრიტიკებინა ხელისუფლება, რომელშიც ვიყავი. მაგრამ ვპირდები მათ, რომ ახლა ოპოზიციაში ვარ და უფრო გახსნილად ვისაუბრებ ყველა იმ პრობლემაზე, რაც არის. მათ ინტენსიურად შევხვდები.

 

–          ანუ თუ ხალხთან მიხვიდოდით, უნდა გეთქვათ, რომ საქმე ვერ კეთდება?

– დიახ და როგორც კი მივიდოდა ხმა ხელისუფლებამდე, ძალიან ცუდად აისახებოდა ეს ჩვენზე. იტყოდნენ `თავისუფალი დემოკრატები~ ხელისუფლებას აკრიტიკებენო და არ მინდოდა განხეთქილების მიზეზი მე გავმხდარიყავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველთან სტიქიის დროს ან დღესასწაულებზე არ მივდიოდი. იმედი მაქვს, ამომრჩევლის გონიერების და ვფიქრობ, რომ ისინი გამიგებენ.

 

ხელვაჩაური ძალიან რთული მუნიციპალიტეტია. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ მუნიციპალიტეტში სამი გამგებელი შეიცვალა. აღვნიშნავდი ნოდარ თურმანიძის წვლილს, როდესაც ჰესების დაფარვის ზონაში მოხვედრილ ონტოფოს მოსახლეობას კომპენსაციის მიღებაში დაეხმარა.

 

ვიბრძვი იმისთვის, რომ ხელვაჩაურს ჰქონდეს ცოტა მეტი დაფინანსება აჭარის ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის სახით. ვაპირებ ასევე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, რადგან სულ გზები იგება და მაინც არა აქვს პრობლემას დასასრული.

 

თქვენ თქვით, რომ არ მიდიოდით ამომრჩეველთან იმის გამო, რომ მათ სიმართლეს ვერ ეტყოდით. გამოდის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენ მათთან გულწრფელი არ იყავით. არ ფიქრობთ, რომ ხვალ ეს უხერხულობას შეგიქმნით?

 

– რა თქმა უნდა, ეს უხერხულობას მიქმნის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტყუილი უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე არ თქმა. ამომრჩეველთან არ მისაუბრია, თორემ შიგნით ძალიან ინტენსიური ჭიდაობა მიდიოდა.

ზოგადად, საზოგადოებაში არის განცდა, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. დამერწმუნეთ, ბევრ სოციალურად დაუცველს შევთავაზეთ ემუშავა ხუთასლარიან ხელფასზე და მიიღებდა უფრო მეტს, ვიდრე 150-ლარიანი შემწეობაა, ისინი არჩევენ მიიღონ შემწეობა. ძალიან მიმძიმს ასეთი შეფასების გაკეთება, მაგრამ საზოგადოება გაზარმაცებულია.

 

კარგია, როცა სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეზე, მაგრამ როდემდე? – როდემდე გაუძლებს ამას ბიუჯეტი? – არ შეიძლება სახელმწიფოს მუდმივად ჰყავდეს მოქალაქე დაზღვეული. კარგია, რომ ჩვენი ბიუჯეტი უფრო სოციალური გახდა, კარგია, მაგრამ როდემდე?

 

– ალბათ მანამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არ გაჩნდება სამუშაო ადგილები და ხელფასები არ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც, მაგალითად, თანამდებობის პირებს აქვთ…

 

– მე მქონდა ინიციატივა ყოფილი საკოლმეურნეო მიწები, რომლებიც შემდეგ ტყედ იქცა, გადაგვეცა მოსახლეობისთვის. ამ მიწაზე მათ შეუძლიათ თხილის მოყვანა, რომელიც ძვირად ფასობს. მაგრამ როდესაც ადგილზე არ გაქვს მხარდაჭერა, აზრი არ აქვს ამის პარლამენტში გატანას.

 

რით განსხვავდება ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო წინასგან?

 

– ძალიან ბევრი რამით. ასეთი პოლიტიკური პროცესები, რაც ამ უმაღლეს საბჭოში დაიწყო, არც ერთ უმაღლეს საბჭოში არ ყოფილა. მაგალითად, არასდროს დაუწყია უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა.

 

მაგრამ თქვენ  მხარს არ უჭერდით ამაში ფრაქცია  „ქართულ ოცნებას“…

 

– არ ვუჭერდით, რადგან მე ვერ დავინახე იმ ბრალდებების საფუძველი, რაც მათ ჰქონდათ. მეც მაქვს მთავრობასთან პრეტენზიები, მაგრამ სხვა მიმართულებით, მაგალითად, ის, რომ რიგ საკითხებში მათ არა აქვთ კომპეტენცია, რაზეც, ალბათ, ბიუჯეტის განხილვისას ვისაუბრებ.

 

რამდენია თქვენი, როგორც კომისიის თავმჯდომარის ხელფასი?

 

– დარიცხვით 3780 ლარი, საკმაოდ მაღალი ხელფასია, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არის ტყუილად გადაყრილი.

 

პრემია აგიღიათ?

 

– არა. ჩემი მოსაზრებით, თუ ჩვენ საჯარო სამსახურებში პრემიებს არ გავცემთ, დავკარგავთ იმ გონიერ მასას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. შეიძლება მინისტრებმა ცოტა მოიკლონ, მაგრამ საჯარო მოხელეები უნდა იღებდნენ პრემიებს.

ცოტა რამ ყველაზე კეთილი ჯადოქრობის შესახებ

 

ჯოან როულინგის ლეგენდარული პოტერიადა მშვენიერი, ხელშესახები მაგალითია იმისა, როგორ ცვლიან წიგნები უკეთესობისკენ – რა ასაკის მკითხველმაც არ უნდა წაიკითხოს ეს წიგნები, შეუძლებელია, არ იგრძნოს, როგორ გახდა ცოტა უფრო კეთილი, ცოტა უფრო თანაგრძნობით სავსე, ცოტა უფრო მეგობრული…

 

ჰარი პოტერზე უამრავი თქმულა და დაწერილა. ალბათ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ, დიდხანს იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მოერიდებიან ამ წიგნის წაკითხვას, მაგიაზე აქცენტის გამო, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ერიდებიან ჰარი პოტერის წაკითხვას და შვილებს უკრძალავენ ამ წიგნის ხელში აღებას, ოდესმე მას გადაშლიან, ნახავენ, რომ ერთადერთი მაგია, რომელიც აქ მოქმედებს, უზომო სიყვარულია. კიდევ, თავდადებული მეგობრობა, სინათლე და სიკეთე.

 

პოტერიადა შვიდ წიგნს აერთიანებს, მაგრამ მათ წასაკითხად ერთ კვირაზე მეტი, ალბათ, არ დაგჭირდებათ. და საოცარი შეგრძნებაა, როცა წიგნის გმირები თქვენს თვალწინ გაიზრდებიან ნელ-ნელა, პატარა ბავშვებიდან ჯერ თინეიჯერებად, შემდეგ ზრდასრულ ადამიანებად, ბოლოს კი მშობლებად გარდაიქმნებიან და ეს ყველაფერი ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს მრავალი წელი გაატარეთ მათთან ერთად.

 

მთელი შვიდივე წიგნი არის ერთი დიდი ბრძოლის ისტორია. ჰო, ჯადოქრები იბრძვიან, მაგრამ ხომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმას, რისთვისაც იბრძვიან? ისინი ყველაფერს სწირავენ იმისთვის, რომ ქვეყნად იყოს მეგობრობა, სიყვარული და მხიარული სიცილი, რომ არსებობდეს ერთგულება და სიმშვიდე, რომ ბავშვებს მუდამ შეეძლოთ იზეიმონ შობა და მშვიდად ითამაშონ, იბრძვიან ყველაფერ მშვენიერისთვის და როგორ შეიძლება, ამ ყველაფრისთვის ბრძოლა შავბნელი იყოს, ან რომელიმე რელიგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს?

 

ძალიან ხშირად იმასაც ამბობენ, ჰარი პოტერი არასერიოზული ლიტერატურააო. მართალია, აქ ვერ შეხვდებით ფილოსოფიურ მოსაზრებებს, რთულ და ჩახლართულ მსჯელობებს საკამათო საკითხებზე, ვერც ბევრ უცხო ტერმინს შეხვდებით (შელოცვების გარდა), მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრჯერ იტირებთ სიხარულით და სევდით, უფრო მეტად დააფასებთ თქვენს მეგობრებს, მეტად გაგიხარდებათ ყოველდღიური წვრილმანები და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ბიჭი, რომელიც გადარჩა…

 

ჰარი პოტერი ცხოვრებას ამშვენიერებს. ლიტერატურის ფუნქციაც სხვა რაღაა?!

 

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა საყრდენი გეგმის გარეშე

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა ვერ მოხვდა. ბიუჯეტში მის გასათვალისწინებლად შენიშვნა ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ გამოთქვეს.

 

„ალბათ ჩათვალეს, რომ საყრდენი გეგმა არ არის პირველადი და ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან თუ არ არის საყრდენი გეგმა, არ ჩანს სახელმწიფოს პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. როცა ეს გეგმა იქნება, ამის მიხედვით გაიცემა რეკომენდაციები, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქის ისტორიულ ნაწილში და რისი არა“, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ თემურ ყურაშვილმა.

 

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლში განმარტებულია, რომ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისთვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობით და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ. 2014 წლიდან, როცა ამოქმედდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი, საყრდენი გეგმა სავალდებულო გახდა თვითმმართველი ერთეულებისთვის.

 

ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორისა და ბათუმის მერის მრჩევლის გიორგი რამიშვილის თქმით, გეგმის შემუშავება შეუძლია როგორც ბათუმის მერიას, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

 

„თვითმმართველობის შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ კულტურული-ისტორიული ძეგლის მოვლა-აღმოჩენა-ფიქსაცია არის თვითმმართველობის ამოცანა. ამიტომ ლეგიტიმურია გეგმის შემუშავება შეუკვეთოს როგორც მერიამ, ასევე სააგენტომაც, ან ორივემ ერთობლივად“. 

 

სააგენტოს ხელმძღვანელის თენგიზ ცინცაძის განმარტებით, საყრდენ გეგმაზე მუშაობა ბათუმის მერიის კომპეტენციაში შედის, თუმცა თუ გეგმის შემუშავება დაიწყება, სააგენტო თავის წვლილს შეიტანს.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბიძინა აფხაზავა კი ამბობს, რომ გეგმის შექმნას „უზარმაზარი თანხა უნდა“: „ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო,“ – ამბობს ბიძინა აფხაზავა. იგი პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერის აუცლებლობას ხედავს: „პირველ რიგში რაცაა გასაკეთებელი, ესაა შენობების თავიდან აღწერა. 100 000 ლარის ფარგლებში მხოლოდ აღწერას დასჭირდება. შემდეგ პასპორტიზაციაა, რომელიც უფრო დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. მერეა საყრდენი გეგმის შემუშავება. უნდა ჩვენ ჩვენი სპეციალისტები არ გვყავს ამიტომ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და გადავუხადოთ ფული“.

 

თავის შენიშვნაში საკრებულოს წევრი თემურ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ 2007 წელს იყო მცდელობა შექმნილიყო საყრდენი გეგმა.

 

„საქართველოს მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყრდენი გეგმის შემუშავება ტენდერის საფუძველზე შპს „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა. გაიმართა პრეზენტაციაც, თუმცა გეგმა არ იქნა მიღებული და გათვალისწინებული. ამის მერე ქალაქიც გაიზარდა და საყრდენ გეგმაზე თავიდან უნდა გამოაცხადოს ტენდერი მერიამ ან „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული გეგმა განახლდეს“.

 

ბათუმს ამ დროისთვის არ გააჩნია საყრდენი გეგმა. არ არის ცნობილი კონკრეტულად თანხის რაოდენობაც, რაც მის შემუშავებას დასჭირდება. მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის რეგულირება 2009 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ქალაქის ურბანული განვითარების ფარგლებში ხორციელდება.

 

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ საყრდენი გეგმა არის გენერალური გეგმის შემადგენელი ნაწილი და კონტექსტიდან ამოვარდნილად ვერ განიხილება.

 

„მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის დამუშავება დაკავშირებულია შრომატევად საქმიანობასთან, კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევასთან. დასაზუსტებელია ბიუჯეტი ამ გეგმაზე მომუშავე ხალხის და ჯგუფების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თანხის დაზუსტების შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, 2015 წლის დასაწყისში შევძლებთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას“, – ამბობს ირაკლი ახალაძე.

 

რა პრობლემებს ქმნის ის, რომ დღემდე არ არის საყრდენი გეგმა ისტორიულ-კულტურული ძეგლების დასაცავად და, შესაბამისად, არ არის კონკრეტული რეგულაციები? საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ საყრდენი გეგმის არარსებობა გაუმჭვირვალე პროცესებს შეუწყობს ხელს.

 

„ამ დოკუმენტის არარსებობა იდეალურ საფუძველს ქმნის ქაოსისა და კორუფციისთვის, ხელსაყრელია კლანებისა და ჩინოვნიკებისთვის მიიღონ მხოლოდ მათთვის მისაღები, ანუ არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები, რომელიც საზიანოა საზოგადოებისათვის“.

 

გიორგი რამიშვილი კი მიიჩნევს, რომ გეგმის არარსებობით შეიძლება მშენებელი კომპანიები იყვნენ დაინტერესებული.

 

„კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები თავმოყრილია ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელიც ჩვენთან პრესტიჟულ საცხოვრებლად მიიჩნევა. ამიტომ მენაშენისთვის უმჯობესია სახლის აშენება ქალაქის ცენტრში, სადაც შეიძლება 1200-1500 დოლარად  გაყიდოს ერთი კვადრატული მეტრი. განსხვავებით, ვთქვათ, ბაგრატიონის ქუჩისგან, სადაც მაქსიმუმ 500 დოლარად გაყიდის ერთ კვადრატულ მეტრს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ინვესტორისთვის, რომელიც არ არის ღრმად ჩახედული, ან მას ნაკლებად აინტერესებს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქური ფასეულობები, მისთვის იყოს ხელსაყრელი ამ გეგმის არარსებობა. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად საყრდენი გეგმა არის პირველი ნაბიჯი“, – ამბობს ქალაქის ყოფილი არქიტექტორი.

 

გაითვალისწინებს თუ არა თანხას ბიუჯეტში ბათუმის მერია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავებისთვის, მომდევნო კვირაში გაირკვევა.

ქსენოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები [ვიდეო]

 

 

 

სიუჟეტში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები განიხილავენ რა არის ქსენოფობია, რა იწვევს ქსენოფობიას, რამდენად აწუხებს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. სიუჟეტის პრეზენტაცია გაიმართა პრესკაფეში დღეს და ასევე, გაიმართა დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

“ხოფის“ ხანძრის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

როგორც „ბათუმელებს“ ადვოკატმა, რამაზ ჯორბენაძემ განუცხადა, დაკავებულს ბრალი 240-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო  ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისმხობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე.

 

დაკავებული ერთ-ერთია, ვინც იმ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდა.  გავრცელებული ვერსიით, ხანძრის მიზეზი შედუღების სამუშაოების დროს გაჩენილი ნაპერწკალი გახდა.

 

7 დეკემბერს „ხოფის“ ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა ხანძრის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. 

ოთხი კანდიდატი და დეკანის სამი ვაკანსია

 

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურენცია მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზეა, სადაც ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ფაკულტეტის მართვის სურვილი გამოთქვა ქეთი ბერიძემ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ. 

 

რაც შეეხება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს, მისი მართვის სურვილი მხოლოდ ამ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ მახარაძემ გამოთქვა, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე – დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ღლონტმა. 

 

დეკანის სტატუსის მისაღებად კანდიდატს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51% სჭირდება. ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.

 

„ერთი კანდიდატიც რომ დარეგისტრირდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გახდება დეკანი, მაგრამ თუ ფაკულტეტის საბჭოს სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, ის ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს“, – ამბობს გიორგი დიასამიძე, ბსუ-ს იურისტი.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე –  12 დეკემბერს. 

ზამთრის მარკეტინგი ბათუმში

 

„ბრაიტონი“  ბათუმში, ერას მოედანთან ახლოს მდებარე 15-ნომრიანი სასტუმროა. გასულ კვირას ამ სასტუმროში ერთი ნომერიც კი არ ყოფილა დაკავებული. რამდენიმე კვირაა თავისუფალია სასტუმროს 25 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზიც. ადმინისტრატორ ზურა ნაგერვაძის თქმით, წელს, ზამთარში „ძირითადად ასეა“ და მომხმარებლის ოდენობის ზრდა უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, „ხდება თუ არა ქალაქში რაიმე საინტერესო“.

 

„გასულ თვეში, ჭადრაკის ფესტივალის მიმდინარეობისას, თითქმის ყველა ნომერი დაკავებული იყო. ახლა ქალაქში არაფერი ხდება“, – ამბობს ზურა. მისივე ინფორმაციით, „ბრაიტონს“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ფასდაკლებები აქვს.

 

„თუ საკურორტო სეზონზე ჩვეულებრივი სტანდარტული ნომრის ფასი 160 ლარია, შემოდგომაზე 130 ლარამდე, ხოლო ზამთარში 110 ლარამდე მცირდება“.

 

როგორ უნდა მიიღოს ინფორმაცია მომხმარებელმა ფასდაკლების შესახებ? – კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ზურას არ აქვს. ინფორმაცია ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ ფასდაკლებაზე, არც სასტუმროს  ვებგვერდზე იძებნება.

 

სასტუმროებში – „შერატონი“ და „რედისონ ბლუ ივერია“ არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ნომერია ამ დროისთვის დაკავებული. ორივე შემთხვევაში მარკეტინგული სამსახურის სპეციალისტების ინფორმაციით, დატვირთვა ისეთი არ არის, როგორიც ზაფხულში, ტურისტულ სეზონზეა.

 

„ზამთრის პერიოდისთვის სტუმრებს ვთავაზობთ გაილამაზონ ცივი დღეები, ეწვიონ ჩვენს სასტუმროს და გაატარონ არაჩვეულებრივი დრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში. სწორედ ამისათვის შევიმუშავეთ ზამთრის ტარიფები ფასდაკლებებითა და დამატებითი შეღავათებით“, –  წერილობით უპასუხა  „ბათუმელებს“ „შერატონის“ წარმომადგენელმა მეგი ჟღენტმა.

 

ინფორმაცია მის მიერ ნახსენებ შეღავათებზე, ქართულ ენაზე, არც „შერატონის“ ვებგვერდზე იძებნება.

 

სასტუმრო „ინტურისტის“ მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის თქმით კი, ზამთარში სასტუმროს დატვირთვა ისეთი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის მოახლოებამდე ერთი თვით ადრე, ან ახალი წლის დღეებში იყო.

 

„როდესაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებაზე მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ, სასტუმროში ტევა აღარ იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებას სასტუმრო დამოუკიდებლად ვერ მოაწყობს, რადგან ფიზიკურად არ დაეტევა 300-400 ადამიანზე მეტი. ამ შემთხვევაში ბილეთის ფასი იმდენად არარეალუარად გაიზრდება, რომ  დიდი ვარაუდია, არ გაიყიდოს ბილეთები და სასტუმრო წაგებული დარჩეს“, –  ამბობს „ინტურისტის“ პიარმენეჯერი ეკატერინე ყაველაშვილი.

 

კითხვაზე, რატომ უნდა გაწიოს სახელმწიფომ ხარჯი იმისთვის, რომ სასტუმროს მფლობელმა ფული იშოვოს? – ეკატერინე ყაველაშვილი პასუხობს:

 

„მესმის, მაგრამ ეს სახელმწიფოსაც აწყობს, რადგან აქ ადამიანები არიან დასაქმებულები. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, სასტუმროებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ მთავრობაში, რომლებსაც ამბავი მიაქვთ მთავრობამდე, თუ რა უჭირს სასტუმროს და მთავრობა რიგი პროექტების განხორცილებისას  მიღებულ ინფორმაციას ითვალისწინებს.“

 

ზამთრის სეზონზე სასტუმროების დასახმარებლად გარკვეული ძალისხმევის გაწევის აუცილებლობას სახლმწიფოს მხრიდან არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამორიცხავენ. თუმცა ბევრი თანხის ხარჯვას ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებების დასაგეგმად იმისათვის, რომ სასტუმროებმა ან სხვა კერძო სექტორმა იხეიროს, არასწორ მიდგომად მიიჩნევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი. 

 

„როცა სასტუმროს ხსნი, თავად უნდა ეძიო გზები იმისთვის, რომ შენი სერვისი გაყიდო. სახელმწიფოს არ დაუვალებია სასტუმრო გაეხსნათ, ეს მათ გადაწყვიტეს. სასტუმროს შეუძლია ბევრი რამ მიაბას ზამთარში თავის პროდუქტს იმისთვის, რომ საინტერესო გახადოს შეთავაზება, მაგალითად, ბევრი ტურისტული მარშრუტის გამოყენება შეიძლება ზამთარში. შეიძლება ასევე მუზეუმებთან, საბაგირო გზის მენეჯმენტთან შეთანხმება, ამას ორგანიზება სჭირდება. ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა უმეტესწილად არ იცის, როგორ გაყიდოს პროდუქტი. თუმცა ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ზოგადად, ტურისტული მიმართულებით ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, ბოლო ათი წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

 

დავინახეთ ამის საჭიროება და მესამე წელია პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტისთვის, ვგეგმავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ვასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტრადიციული და ონლაინმარკეტინგული ხერხები. ზოგადად, როგორ უნდა მივიდნენ კლიენტამდე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.“

 

მოსაზრებას, რომ ზამთრის სეზონზე მომხმარებლის ნაკლებობის პრობლემის გადამწყვეტი მთავრობა ვერ იქნება, გარკვეულწილად საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანიც ეთანხმება. თუმცა, ამავდროულად მიიჩნევს, რომ არასაკურორტო სეზონზე გარკვეული ივენთების სუბსიდირება თუ არ განხორციელდა, ტურისტის მოზიდვა რთული იქნება.

 

„აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ან რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა,  სახალხო დღესასწაულების კარგ დონეზე ორგანიზება. შეიძლება ეს იყოს საშობაო ბაზრობა – როგორც ევროპაშია და ამის პიარ-მარკეტინგული მხარდაჭერა. საახალწლო ღონისძიებები ბოლო წლებია ქაოსურად, ფორს-მაჟორულ ფორმატში იგეგმება და ხარისხიც შესაბამისად დაბალია, რაც ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას.  აშკარად დგას კოორდინაციის პრობლემა სამთავრობო ორგანოებს შორის.

 

კერძო სექტორი კი, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დიდად ვერ აცნობიერებს ჯერ  არასეზონურ პერიოდში ფასდაკლებების, პრომოაქციების განხროციელებისა და ამის სათანადო რეკლამირების მნიშვნელობას, ვერ ახერხებს აქტიური პრომოუშენის განხორციელებას. საერთო ჯამში, მათ აკლიათ სწორი მენეჯმენტი და მარკეტინგის გამოცდილება“.

 

წელს, ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისთვის, საახალწლო დღეებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მომხმარებელს ფასდაკლებების სეზონს შესთავაზებს. „25 დეკემბრიდან, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს ვთავაზობთ ფასდაკლებების სეზონს აჭარაში. ეს იქნება 30-50-პროცენტიანი ფასდაკლება ქალაქის სასტუმროებში. ამ პროექტში დაახლოებით 30 სასტუმროა ჩართული და რამდენიმე ტურისტული ობიექტი, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები“, – უთხრა „ბათუმელებს“ დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, სოფო გუჯაბიძემ.  

ნანა მესხის საავტორო საღამო ბათუმში

 

საღამოძე მონაწილეობას მიიღებენ: ნანა მესხი, დათო არჩვაძე, ლაშა ღლონტი, გიორგი მეფისაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო თბილისური, ირაკლი კვანჭიანის ბენდი, ქართული ხმების კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, კვარტეტი “ჰანგები”, პოეტი ნანა ცინცაძე. ღონისძიებას წაიყვანს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.

 

ღონისძიება ხორციელდება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიებაზე სპეციალურად იქნებიან მოწვეულები კულტურის მუშაკები, სახელოვნებო სკოლების პედაგოგები, საჯარო სკოლის მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია 27 თვეში უნდა დასრულდეს

 

10 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს წყლის სამარაგო რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაციას, ასევე კომპაქტური წყლის გამწმენდი ნაგებობების მოწყობას შესაბამის წყალარინების ქსელთან ერთად ჩაქვის, მწვანე კონცხისა და მახინჯაურის ტერიტორიაზე.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში, სატენდერო პაკეტი 2 – ლოტი 1–1–ის შესაბამისად ხორციელდება.


კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელთა ღირებულება 4 080 571 ევროა, კომპანია „ეჯიტაში“ შეასრულებს. პროექტის განხორციელების ვადა 27 თვეა. 

 

 

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი 2007 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  განხორციელდა I და II ეტაპები. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში განახლდა მუნიციპალური წყლის კომპანია შპს „ბათუმის წყალი“.

 

 

 

ევროკავშირის მეზობლობის საინიციატივო ფონდი (EU NIF) უზრუნველყოფს საგრანტო სახსრებს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროქტის ფარგლებში, რაც ბათუმის თითოეული მაცხოვრებლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას გულისხმობს. გრანტის ოდენობა 4.5 მლნ ევროა. 


დეკანების არჩევნები ბათუმის უნივერსიტეტში – იქნება თუ არა კონკურენცია?

 

 

დღეს, 10 დეკემბერს გაირკვევა, იქნება თუ არა კონკურენტული გარემო დეკანის არჩევნებში. კანდიდატთა რეგისტრაცია 10 დეკემბრამდე გრძელდება. როგორც გიორგი დიასამიძე, უნივერსიტეტის იურისტი აცხადებს, ამ დრომდე  (5 დეკემბერი) არც ერთ კანდიდატს არ შეუტანია განაცხადი. დეკანის სტატუსი რომ მოიპოვო, საჭიროა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51%-ის მიღება, ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.

 

„ერთი კანდიდატიც რომ დარეგისტრირდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გახდება დეკანი, მაგრამ თუ ფაკულტეტის საბჭოს სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, ის ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს. მე არ ვფიქრობ, რომ კითხვითი ნიშნები გაჩნდება კონკურენციასთან დაკავშირებით, მოთხოვნებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა კანდიდატს შეუძლია დარეგისტრირდეს“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე –  12 დეკემბერს. „კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ იმავე ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება“, – ამბობს გიორგი დიასამიძე, უნივერსიტეტის იურისტი.

 

ადამ მახარაძე
ადამ მახარაძე

ადამ მახარაძე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად ის სამართლის ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებელია. იგი ამბობს, რომ ახლა უფრო უადვილდება მუშაობა, რადგან მართვის სისტემა გაიოლდა. ადამ მახარაძე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი ვარაუდით, კონკურენტები არ უნდა ჰყავდეს:

 

„ჩემს ფაკულტეტზე 12 პროფესორია, აქედან ექვსი პარალელურ რეჟიმში სხვაგან მუშაობს, დარჩენილ ექვსს არ გამოუთქვამს ამ დრომდე სურვილი. ბევრი დადებითი მხარე აქვს ამ ფაკულტეტის დაშლას, უფრო მეტი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ კონკრეტული მიმართულების განვითარებაზე ვიფიქროთ. სამართალი რეგულირებადი დარგია, ამ მიმართულებისთვის უკეთესია დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს“.

 

ადამ მახარაძე ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც მომავალში იმუშავებს, არის საერთაშორისო ინტეგრაცია: `უცხოელ პროფესორ-მასწავლებელთა მოწვევა, მეორე მხრივ – ჩვენი სტუდენტების ინტეგრაცია ევროპულ სასწავლებლებში – ეს მთავარი სამოქმედო გეგმაა. ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ახლაც ვაწარმოებთ. ადამიანური რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, განსაკუთრებით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული მუშაობაა საჭირო, სამოქალაქო სამართალში სამაგისტრო პროგრამა მზად გვაქვს, აკრედიტაციას გავლასაც ვგეგმავთ. ჩვენი რეგიონის ბაზაზე საერთაშორისო სამართლის პროგრამის შემუშავებაც შეიძლება“.

 

ქეთი ბერიძე
ქეთი ბერიძე

ფაკულტეტზე უმთავრეს პრობლემად ადამიანური რესურსის ნაკლებობას მიიჩნევს ქეთი ბერიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. მან არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და ფიქრობს,  რომ კონკურენტები სავარაუდოდ ეყოლება: „გაძლიერება გვჭირდება, ჩვენ ვზრდით კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც სამომავლოდ ამ პრობლემას მოხსნიან. ვფიქრობ, სხვადასხვა პროგრამის დამატებაა საჭიროა, მალე შემოგვემატება ჟურნალისტიკა, სოციოალური მუშაკის და პოლიტოლოგიის პროგრამებზე ვმუშაობთ. ვნახოთ რა გამოვა, ამას რა თქმა უნდა, რამდენიმეთვიანი მუშაობა არ ეყოფა“.

 

ქეთი ბერიძის თქმით, ფაკულტეტის მთავარი სტრატეგია გაცვლითი პროგრამებია, რომლებშიც სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან ლექტორ-მასწავლებლებიც: „გარდა ამისა, გვინდა ფსიქოლოგიის კლინიკის ამოქმედება. ფსიქოსაკონსულტაციო მომსახურება არის უფასო ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ეს არის იმის პირობა, რომ სამომავლოდ სერიოზული სახე მიეცემა ამ ყველაფერს. მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ სტუდენტების პრაქტიკულ გადამზადებას, ორგანიზაციებთან გავააქტიურებთ მუშაობას“.

 

ვლადიმერ ღლონტი
ვლადიმერ ღლონტი

საარჩევნო აგიტაციას ყველაზე აქტიურად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ღლონტი ეწევა. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფომ სტრატეგიულ ამოცანად უნდა დაისახოს განათლების სტიმულირება: „განათლება და კეთილდღეობა არსებითად უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ავტონომიის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი საიმედო კერა რეგიონში. ჩვენი ფაკულტეტი დგას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემის წინაშე, რომელიც, მათ შორის, მოიცავს არასათანადო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც. ამ პრობლემების მოგვარებას უნივერსიტეტი საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებს. მე მინდა შევთავაზო მთავრობას ჩვენი ფაკულტეტისთვის შენობის აშენება, რადგან იმ სართულზე, სადაც ჩვენი ფაკულტეტია, კიდევ ორი ფაკულტეტი მუშაობს“.

 

ვლადიმერ ღლონტი დასძენს, რომ მათი ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია: „სწორედ ეს რესურსი უნდა მოვახმაროთ ფაკულტეტის განვითარებას. საჭიროა დროის მოთხოვნათა შესაბამისი კადრების მომზადება, დიფერენცირებული სწავლის პრინციპების დაუყონებლივ დანერგვა, ფაკულტეტის სპეციალური, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფა. აუცილებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა უცხოეთის სასწავლო ცენტრებიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებთან ურთიერთობების დამყარების, გამოცდილების გაზიარების მიზნით“.

 

არჩევნებში კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება ფაკულტეტის ყველა აკადემიურ პირს აქვს. ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტებსაც.  

“თავისუფლება ხადიჯა ისმაილოვას“ – აქცია ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან

აქციას აზერბაიჯანის საკონსულოდან არავინ გამოხმაურებია, საკონსულომ ასევე არ ჩაიბარა ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც აქციის წევრები ხადიჯა ისმალოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„თავისუფლება ხადიჯა ისმალოვას”, „მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანელ კოლეგებს“  – ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში, აზერბაიჯანის საკონსულოსთან, გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერ, სოლიდარობის აქციაზე. ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, გასულ კვირას დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„არა აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი დედამიწის რა წერტილში იქნება და სად შეეზღუდება მას მუშაობის უფლება, ამიტომ, სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ფაქტი, ყველა ჟურნალისტმა უნდა გამოხატოს სოლიდარობა“ – აღნიშნა მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა „ბათუმელებთან“.   

ჯაბა ანანიძე, ტვ 25-ის, სტუდია „რექ“-ის გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, რომ სოლიდარობას ყოველთვის აქვს შედეგი, შესაბამისად, მსგავს აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია:მიუღებელია, როცა ზეწოლას ახდენენ ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. სოლიდარობას აქვს ძალიან დიდი ძალა და ეს არის მნიშვნელოვანი აქცია.“

„ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ ჩვენი საქმიანობის გამო არ ვიქნებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ლოკალურად იმ ქვეყანაში, სადაც იცნობენ ამ ჟურნალისტს, არამედ ზოგადად, მსოფლიოში, ჟურნალისტებს ჰქონდეთ სოლიდარობა. კონკრეტულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც არასწორად ან კანონის მიღმა შეუძლიათ რაღაც მოაგვარონ, ეს სოლიდარობა უშლის ხელს და მე მგონი ეს ყველაზე კარგი აქტია, რაშიც შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჟურნალისტმა სოფო ჟღენტმა.

აქციის მონაწილეებმა განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც აზერბაიჯანის მთავრობას „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლება სთხოვეს.

„დღეს, 10 დეკემბერს, როდესაც მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებსა და კოლეგებს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ცნობილი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, და მასთან ერთად, ლეილა და არიფ იუნუსები, რასულ ჯაფაროვი, ინტიგამ ალიევი, ანარ მამადლი და სხვა სინდისის პატიმრები“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში, თუმცა აზერბაიჯანის საკონსულომ განცხადება არ ჩაიბარა.

„სამწუხაროდ აზერბაჯანში ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა. აქ მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე არ არის ლაპარაკი, უამრავი ადამიანია საპყრობილეში და 21-ე საუკუნეში ცდილობენ მიიღონ კანონი, რომლის თანახმად, ორი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც გაამტყუნებს მედიასაშუალებას, შესაძლებელია მოჰყვეს მედიასაშუალების დახურვა და ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო მთლიანად აზერბაიჯანის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს. ამას არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ ის სახელმწიფოებიც უნდა აპროტესტებდნენ, რომლებიც დემოკრატიისკენ მიისწრაფიან“ – განაცხადა ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა.

 

პროგრამა „მომავლის თაობა“ საჯარო სკოლებისთვის

პროექტის პრეზენტაცია

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

PH International -ის  პროგრამის  ,,მომავლის თაობა“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  მანანა ყუბანეიშვილის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე პროექტებსა და იდეებსაც დაუფინანსებენ, ერთი საჯარო სკოლა ამ შემთხვევაში 450-500 დოლარის ფარგლებში დაფინანსდება. გამარჯვებულს ჟიური შეარჩევს.

ვსვამთ თუ არა უსაფრთხო წყალს

 

წყალი
წყალი

ბოლო დღეებში ბათუმის წყლის რამდენიმე მომხმარებელი ჩიოდა წყალში ქლორის სუნისა და თეთრი ნადების გამო, რომელსაც ჭურჭელი წყლის დაყენების შემთხვევაში იდებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თეთრი ნადები წყლაში რკინის მაღალი შემცველობის გამო ჩნდება. რაც შეეხება ქლორის ნორმას, „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სტანდარტით დადგენილი ნორმა არ დარღვეულა. ალექსანდრე მიქელაძე, ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების თაობაზე.

 

„იმ პერიოდში, როცა ძლიერი ნალექი მოდის, სათავეებში შედარებით მეტ ქლორს ვიყენებთ, მაგრამ ლაბორატორიიდან ქალაქამდე წყალი 24 კილომეტრის შემდეგ ხვდება წყლის რეზერვუარებში. ამის შემდეგ ქლორის მაჩვენებელს ისევ ვსაზღვრავთ და მხოლოდ სინჯის აღების მერე მიეწოდება მომხმარებელს. ტელევიზიით არასწორი ინფორმაცია გააშუქეს, რადგან თქვეს, რომ ქიმიური მაჩვენებელი კარგი იყო, ბაქტერიოლოგიური კი – ცუდი. ასეთი რამ არ ხდება, როცა სტანდარტი დარღვეულია, მაშინ ორივე მაჩვენებელი უარყოფითი უნდა იყოს“.

 

ბათუმში მომხმარებელი გაზქლორით დამუშავებულ წყალს მოიხმარს, „ბათუმის წყალი“ წყლის გაწმენდის მეთოდის შეცვლას მომავალი წლიდან აპირებს. „გაზქლორის ნაცვლად წყალი ჰიპოქლორიდით ანუ თხევადი ქლორით გაიწმინდება“, – აცხადებს დირექტორი. ორივე შემთხვევაში, წყალი ქლორის მეშვეობით იწმინდება, რომელიც სპეციალისტის განცხადებით, ადამიანის ორგანიზამისთვის ძალიან საშიშია და ის კიბოს გამომწვევ კარცეროგენების წარმოშობას იწვევს.

 

„ჰიპოქლორიდს (თხევად ქლორს) გაზქლორთან შედარებით მძაფრი სუნი არ ახასიათებს, წყალი არ იცვლის გემოს და მომხმარებელიც ვერ გრძნობს მის არსებობას წყალში, ამიტომ არის შედარებით უკეთესი ამ ტექნოლოგიით წყლის დამუშავება. თუმცა, გაზქლორით დამუშავების ნორმებიც სტანდარტშია“, – აცხადებს ალექსანდრე მიქელაძე. მისი თქმით, გაზქლორის დასაშვები დოზა წყალში 03-იდან 05 პროცენტამდეა. „თუმცა, 01-ის შემთხვევაშიც წყლის ხარისხი დაცულია“.  

 

შპს „ეკოლაინის“ დირექტორის, მალხაზ ქათამაძის განცხადებით კი, წყალში არსებობს მავნე ორგანიზმები, რომელიც 0,1მლ ქლორის გამოყენების შემთხვევაში არ კვდება, ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ტრიჰალომეთანები, რომელსაც ქლორირება ვერ კლავს: 

 

„მსოფლიო კველევითმა ინსტიტუტებმა ბოლო პერიოდში ჩაატარეს კვლევა ამ ორგანიზმებზე და აღმოჩნდა, რომ თუკი დაახლოებით 50 წლის წინ მათ წინააღმდეგ გამოიყენებოდა ქლორის დაახლოებით 1,5 მლ დოზა, ახლა ეს დოზა 3,4 მლ-მდეა გაზრდილი, რადგან ამ ტიპის ორგანიზმების რეზისტენტულობა არის გაზრდილი. შესაბამისად, ქლორის ოდენობის გაზრდა ამ ორგანიზნების დამუშავების მიზნით, წარმოშობს ისეთ საშიშ ორგანიზმებს, როგორიცაა კიბოს გამომწვევი კარცეროგენები.  

 

ამის თაობაზე არსებობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის ბრძანებაც, სადაც სწორედ ამ პრობლემაზეა საუბარი. თუმცა, წყლის გაწმენდის ქლორირების მეთოდი ისევ გამოყენებაშია. განვითარებულ ქვეყნებში ამ მეთოდს დიდი ხანია აღარ იყენებენ. ევროპაში წყალს ოზონის მეშვეობით ამუშავებენ. ძალიან ეფექტური და სრულიად უსაფრთხოა წყლის დამუშავება ულტრაიისფერი დასხივებით და ვერცხლის იონებით, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება, ჰიპოქლორიდით წყლის დამუშავებასთან შედარებით. ეს მეთოდი დიდი ხნის წინ შევთავაზე აჭარის მთავრობას, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ სხვა ინტერესები იკვეთება, რადგან ჩემი წინადადება დღემდე არ არის გაზიარებული. მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამომეხმაურა და როგორც გამგებელმა მითხრა, 2015 წლის ბიუჯეტში აპირებენ ჩვენი პროექტის ჩაშვებას და წყლის გაწმენდას ოზონის მეშვეობით“.

 

რატომ არ იყენებს „ბათუმის წყალი“ გაცილებით უსაფრთხო და იაფ ტექნოლოგიებს წყლის დამუშავებისთვის? ამ კითხვაზე ალექსანდრე მიქელაძის პასუხი ასეთია: „ოზონით, ვერცხლის იონებით თუ სხვა მეთოდებით წყლის დამუშავება ეფექტურია, თუმცა, ასეთი დამუშავება მხოლოდ სათავეებშია ეფექტური, რადგან წყლის ტრანსპორტირების დროს, ქსელში, მომხმარებელთან მისვლამდე შეიძლება წყალი ისევ დაბინძურდეს. მილი დაზიანდეს, ან რაიმე ავარია მოხდეს და ამ გზით მოხვდეს წყალში მავლე ნივთიერებები. ქლორის თვისება კი ის არის, რომ წყალს ბოლომდე მიყვება, მომხმარებლამდე და მილებსაც წმენდს ბაქტერიებისგან“. ალექსანდრე მიქელაძე აღიარებს რომ გაზქლორით წყლის დამუშავებას უკუჩვენებები აქვს, რასაც არ ეთანხმება ჰიპოქლორდთან დაკავშირებით: „გაზქლორს აქვს გარკვეული უკუჩვენებები, მაგრამ ჰიპოქლორიდს ეს უკუჩვენებები არ გააჩნია და გაცილებით სუფთაა. ამ მეთოდს დღემდე იყენებენ ევროკავშირის ქვეყნები და დღესაც აქტიურ წარმოებაშია“. 

 

რაც შეხება „ბათუმის წყლის“ ახალ მეთოდზე გადასვლას, ამის თაობაზე კომპანიამ ტენდერი უკვე მესამედ გამოაცხადა, რადგან პირველი ორი ტენდერი ჩაიშალა.

 

„სამჯერ გამოვაცხადეთ ტენდერი დანადგარების შესყიდვაზე. ორჯერ დადგა უარყოფითი შედეგი. გამარჯვებული იყო გერმანული კომპანია, რომელიც ხელშეკრულების გასაფორმებლად აღარ გამოცხადდა. ახლა მესამედ გამოვაცხადეთ და ჩინური კომპანიაა გამარჯვებული“, – ამბობს „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მიქელაძე.  

 

დირექტორისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ ამბობენ უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე გამარჯვებული კომპანიები. კომპანიას, რომელმაც უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, დირექტორის განცხადებით, საჯარიმო სანქცია დაეკისრა: „კომპანიამ დანადგარების ღირებულების ერთი პროცენტი უნდა გადაიხადოს“.

 

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მილიონ ოთხასი ათასი ლარის ფარგლებში უზრუნველყოს ახალი დანადგარების მიწოდება 25 აპრილამდე, მონტაჟი და დაახლოებით 14 თანამშრომლის გადამზადება ერთი თვის განმავლობაში. 

11 წლის გოგონაზე მოძალადის საქმე

„დაზარალებული გოგონა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ქარცივაძემ მოაწოდა. სწორედ ეს უწყებაა ვალდებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციაზე იზრუნოს.

ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ძალმომრეობითი  ქმედების განსახორციელებლად თავისი მეზობლის კუთვნილ  პირუტყვის სადგომში მოტყუებით შეიყვანა მეზობლის ბავშვი. დაკავების ოქმში წერია, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ გოგონა  „ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გამო იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში“.

სასამართლოს სხდომის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გოგონას „პირზე ააფარა ხელი, ფიზიკური ძალის გამოყენებით შებოჭა ის და იძულებით გახადა ტანსაცმელი. ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, უკანა ტანში დაამყარა სექსუალური კავშირი“.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138-4გ ქვეპუნქტით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პირის ბრალეულობას, სასამართლო განჩინების ოქმში ასეა ჩამოთვლილი: განცხადება დანაშაულის არსებობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტო. ამოღებული ნივთები, დაზარალებულისა და ბრალდებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები.

სასამართლო დარბაზში პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული შესაძლოა მიემალოს გამოძიებას, არ გამოცხადდეს სასამართლოში, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, გაანადგუროს მტკიცებულებები ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რადგან ის განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის ჩადენაშია ბრალდებული. ამიტომაც აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურორმა მისთვის პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატი რამინ გვარიშვილი და ბრალდებული კი გირაოს – ოცი ათასი ლარის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განჩინებაში წერს, რომ არსებობს რისკი ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალოს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს, ამიტომაც მას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულს ცოლ-შვილი არ ჰყავს.

პოლიციამ ბრალდებული გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს ნებართვის (განჩინების) გარეშე დააპატიმრა. პირველი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 იანვარს გაიმართება.

ინციდენტი ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 17 ნოემბერს მოხდა.

სწავლა დიდ ბრიტანეთში – აჭარის განათლების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა

 

პროგრამის მიზანია კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, აჭარის რეგიონში კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით აჭარის რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში, მაგისტრატურაში სასწავლებლად, ყოველწლიურად გაემგზავრება ორი სტუდენტი.
 
ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ხელოვნებისა და კულტურის შემდეგ დარგებს და უნივერსიტეტებს:
 
 
კინგს კოლეჯი, ლონდონი: სამაგისტრო კურსი კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიაში (MA in Cultural and Creative Industries),  სამაგისტრო კურსი ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტში (MA in Arts and Cultural Management)
 

ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი: სამაგისტრო კურსი ხელოვნებასა და პოლიტიკაში (MA in Arts and Politics), სამაგისტრო კურსი ხელოვნებისა და კულტურის პოლიტიკაში (MA in Arts Administration and Cultural Policy), სამაგისტრო კურსი კულტურის პოლიტიკაში, ურთიერთობებში და დიპლომატიაში (MA in Cultural Policy, Relations and Diplomacy), სამაგისტრო კურსი კულტურასა და კრეატიულ მეწარმეობაში (MA in Creative & Cultural Entrepreneurship), სამაგისტრო კურსი კულტურის პოლიტიკასა და ტურიზმში (MA in Cultural Policy and Tourism).
 

ედინბურგის უნივერსიტეტი: სამაგისტრო კურსი ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტში (MA in Arts and Cultural Management),  სამაგისტრო კურსი კულტურასა და კრეატიულ მეწარმეობაში (MA in Culture and Creative Enterprise)
მანჩესტერის უნივერსიტეტი, სამაგისტრო კურსი ხელოვნების მენეჯმენტში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში (MA in Arts Management, Policy and Practice), სამაგისტრო კურსი მუზეუმთმცოდნეობაში (MA in Art Gallery and Museum Studies)
 
 
ედინბურგის უნივერსიტეტი: სამაგისტრო კურსი ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტში (MA in Arts and Cultural Management),  სამაგისტრო კურსი კულტურასა და კრეატიულ მეწარმეობაში (MA in Culture and Creative Enterprise)
 
მანჩესტერის უნივერსიტეტი: სამაგისტრო კურსი ხელოვნების მენეჯმენტში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში (MA in Arts Management, Policy and Practice), სამაგისტრო კურსი მუზეუმთმცოდნეობაში (MA in Art Gallery and Museum Studies)
 
 
პროგრამა დააფინანსებს კანდიდატის შემდეგ ხარჯებს: მაგისტრატურის სრული კურსის სწავლის საფასური;  ცხოვრების ხარჯები 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით;  ბრიტანეთის ვიზა; მგზავრობა (ორმხრივი ავია ბილეთი); IELTS ტესტი; სასწავლო რესურსების ხარჯებისამაგისტრო თეზისზე სამუშაოდ; სამედიცინო დაზღვევაუზრუნველყოფილი იქნება ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის (NHS) რეგულაციების შესაბამისად. 
 

თურქეთის კონსულის მეუღლე ბათუმში

  • თქვენმა მეუღლემ აღნიშნა, რომ როგორც ხელოვნებათმცოდნე, თქვენ მას ეხმარებით მუშაობაში და ბათუმში ამ კუთხით აქტივობებიც გაქვთ დაგეგმილი. შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს გეგმებზე?

აღმოვაჩინე, რომ ბათუმი შესანიშნავი ადგილია იმ ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ხელოვნება, შეიძლება აქ ვერ ვიპოვო შოპინგცენტრები, ინგლისური ან თურქული კინო, მაგრამ თვითონ ეს ქალაქი ჰგავს მუზეუმს. ჩემი ინტერესის დაკმაყოფილება ადვილად შევძელი, რადგან აქ არის ბევრი კულტურული მიმართულება, ეწყობა ბევრი შეხვედრა. არ შემიძლია ჩემს გეგმებზე ახლა დაწვრილებით საუბარი, ამ დროისთვის მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი სამეგობრო წრე გაიზარდოს. ხელოვნება საერთაშორისო ენაა, შეიძლება საუბარი არ გვესმოდეს ერთმანეთის, მაგრამ ხელოვნებით ვსაუბრობთ ერთმანეთში და კომუნიკაციის ეს ენა საინტერესოა. ერთი გამოფენა ხელოვნების ცენტრში უკვე გვქონდა, კიდევ ვგეგმავთ სხვა აქტივობებს, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული ზუსტად. გვინდა მოვიწვიოთ თურქეთიდან ხელოვანები, აქედანაც ვაპირებთ წაყვანას. ზუსტი გეგმები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ორივემ – თურქულმა და ქართულმა მხარემ – კარები უფრო გააღონ.

  • აპირებთ აქ სამუშაოს ძებნას?

მე დავიწყე ქართული ენის შესწავლა. ხელოვნების უნივერსიტეტში ვსწავლობ ქართულ ცეკვებს, საუკეთესო მასწავლებელი მყავს – „ქართულით“ დავიწყეთ სწავლა, აქ ჩამოსვლამდე ნანახი მქონდა ცეკვა „განდაგანა“, ძალიან მხიარული ცეკვაა, რომ უყურებ, ადვილი გეჩვენება, მაგრამ ძალიან რთულია ამ მოძრაობების შესრულება. მინდა მუშაობა დავიწყო ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, ალბათ შემდგომ პროექტში უკვე ვიქნები ჩართული.

  • ადვილია თქვენთვის დიპლომატის ცოლობა? თუ ითვალისწინებთ დრესკოდის მოთხოვნებს?

როცა შეხვედრაზე ან ღონისძიებაზე მივდივარ,  ვცდილობ თურქული ელემენტები ერთვოდეს ჩემს სამოსს. დრესკოდის დაცვა არ არის ჩემთვის რთული, მე ჩემი გემოვნებით ვიცვამ და არ მაქვს რაიმე შეზღუდვები, აქ პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი ქმარი ექიმი რომ ყოფილიყო, იურისტი ან ბიზნესმენი, მე ისევ ასევე ჩავიცვამდი და შევეცდებოდი კარგად გამოვიყურებოდე, როგორც ამას ნებისმიერი ქალი ცდილობს.

  • მეუღლის პროფესიის გამო გიწევთ ხშირად საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ამას როგორ ეგუებით?

დიპლომატიური მივლინებები საშუალოდ ოთხი წელი გრძელდება, ყოველი ასეთი ვიზიტის შემდეგ თურქეთში ვბრუნდებით ერთი-ორი წლით და მერე ისევ გვიწევს  სხვაგან გამგზავრება. რა თქმა უნდა, ეს  რთულია, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემს ქმარს მუშაობა ბათუმისნაირ ლამაზ და საინტერესო ქალაქში უწევს. როგორც ვიცი, ისეთ პრობლემურ ქვეყნებში, სადაც ომია, დიპლომატებს ოჯახებით წასვლის უფლებას არ აძლევენ. ჩემთვის რთულია დამშვიდობება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვმეგობრობ დიპლომატიური მივლინების განმავლობაში. მაგრამ ასეთ პირობებში მუდმივად უნდა იყო მზად დამშვიდობებისთვის. ბათუმამდე ვიყავით მალაიზიაში.

  • ბათუმში უკვე მოახერხეთ კომფორტული გარემოს შექმნა, თუ ჯერ კიდევ დაგრჩათ რამე მოსაგვარებელი?

შემიძლია ვთქვა, რომ აქ ბედნიერი ვარ. იმ ქალაქებს შორის, სადაც მიმოგზაურია, ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. მართალია, ხალხთან კომუნიკაციას ენის ბარიერის გამო ვერ ვახერხებ, მაგრამ აქ ყველაფერი ხელოვნების ნიმუშია, ასე რომ დრო შეუმჩნევლად გარბის. ერთადერთი პრობლემა რაცაა, ორშაბათობით არ მუშაობს მუზეუმები, მაშინ ვიწყებ ფიქრს რა გავაკეთო? მე თვითონ ჩემ თავს ხელოვანს არ  ვუწოდებ, თუმცა თავისუფალ დროს ვცდილობ სხვადასხვა დიზაინის შექმნას, იქნება ეს ტანსაცმელი თუ აქსესუარი. მიყვარს ძველი ნივთების რესტავრირება და, საერთოდ, რასაც თვითონ ვქმნი, იმისთვის სიძველის იერის მიცემა.

  • თურქეთში ხშირად ჩადიხართ?

თურქეთში ანკარაში ვცხოვრობთ, მოგზაურობა არც ისე მარტივია, ვინაიდან ანკარა არც ისე ახლოსაა, აქედან სტამბულის გავლით შეგიძლია მოხვედრა და თვითმფრინავით თუ მოახერხებ ჩასვლას. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ ხშირად ჩასვლას. ანკარა განსხვავებული ქალაქია, რადგან ის სამთავრობო ხასიათისაა. როცა ბათუმში ცხოვრება გადაწყდა, ველოსიპედი ვიყიდე, ვგეგმავდი მესეირნა ხშირად, მევარჯიშა ზღვის პირას, თუმცა გამოგიტყდებით, ბუნებით ცოტა ზარმაცი ვარ, ამიტომ მხოლოდ ორ-სამჯერ მოვახერხე გეგმის სისრულეში მოყვანა და გასეირნება. სამაგიეროდ, ძალიან მომწონს ბოტანიკური ბაღი, იქ ხშირად ვსეირნობ.

  • რა იცოდით ამ ქალაქზე მანამდე, მოლოდინი როგორი გქონდათ?

მეგობრებისგან ბევრი მქონდა გაგებული ამ ქალაქზე, ისინი მაჩვენებდნენ რუკაზე ადგილს, სადაც იყო მზე და ლამაზი პლაჟი. რომ გავიგე აქ მოვდიოდი, მოვიძიე უფრო მეტი ინფორმაცია, „იუთუბზე“ მხოლოდ ზაფხულში გადაღებული ვიდეოები დევს, იქ ისეთი განსხვავებული რიტმია ასახული, მზიანი ამინდი, ახალგაზრდები, რომლებიც ერთობიან ათასგვარი ხერხით, ყველგან ცეკვავენ. გამოგიტყდებით მოლოდინიც შესაბამისი მქონდა, თუმცა აქ სექტემბერში ჩამოვედი, შესაბამისად, ეს ყველაფერი არ დამხვედრია, წვიმიანი ამინდი და ცარიელი ქუჩებია. ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან მოლოდინი არ დაემთხვა, თუმცა ახლა შევეჩიე ამ სიტუაციას, მომწონს ამ ქალაქის სიმშვიდე და რიტმი. ვიპოვე ჩემი გზა, რა შეიძლება ვაკეთო სეზონის ამ პერიოდში.

  • როგორც თურქეთის მოქალაქეს მინდა გკითხოთ –  თქვენი აზრით, თურქეთი როგორ ვითარდება?

თურქეთი ყველა მიმართულებით ვითარდება, განათლების, ეკონომიკისა თუ სხვა კუთხით. ის ცდილობს არა მხოლოდ თვითონ განვითარდეს, არამედ დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ, მაგალითად, სირიას, სადაც ძალიან  ბევრი პრობლემაა. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, სადაც კომუნიკაციის საშუალებები წინწასულია, ქრება ყველანაირი საზღვრები ქვეყნებს შორის, ქვეყნების სახელწოდებები მეორე პლანზე გადადის. არსებობს მხოლოდ ხალხი. კომუნიკაციის საშუალებები გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობა გქონდეს ყველგან, სადაც ინტერნეტია, დაუმეგობრდე ყველა ეროვნების ხალხს, ვინაიდან ყველანი ერთნი ვართ საბოლოო ჯამში. მე ამის გამო ბედნიერი ვარ.

  • თუ გსმენიათ საქართველოში არსებული თურქოფობიის შესახებ?

არ ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი შიში შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან, ვფიქრობ, ეგ ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლოა შეგხვდეს. ბევრი ქართველი რომ ჩამოდიოდა თურქეთში, იქაც ჩნდებოდა შიში ერთეულ ადამიანებში. ეს მათი უფლებაა და ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, ვფიქრობ, მსგავსი სახის შიში უსაფუძვლოა, დიდი ხნის წინ დამთავრდა დამპყრობლური სისტემის ეპოქა. ცივილურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განათლებულ ადამიანს არ ექნება ეს შიში. როგორც ვიცი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად, საქართველოში განათლება საკმაოდ წინწასულია. მეც ვხედავ – აქ კულტურული და განათლებული ხალხი ცხოვრობს, წარსული უკან დარჩა, ჩვენ ახლა აწმყოში ვართ, პანიკის საფუძველი არ არის, ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. დღეს არ არის ის დრო, როცა ასე მარტივია სხვა ქვეყანაზე გავლენის მოპოვება.

  • ქალთა უფლებებზე, და ზოგადად, ფემინიზმზე რას ფიქრობთ?

ფემინისტი არ ვარ, მაგრამ არც მათი წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ყველა ერთი ვართ, თანასწორი… პატივს ვცემ ამ მიმდინარეობას, უბრალოდ, არ მომწონს ზოგიერთი გზა, რასაც ირჩევენ ფემინისტები თავიანთი უფლებების დასაცავად (შიშველი, პიკანტური და სკალდალური გამოსვლები და ასე შემდეგ).

  • როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი, როგორც დიპლომატის მეუღლის სოციალური პასუხისმგებლობა?

სოციალური პასუხისმგებლობა იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ ვისი ცოლი ხარ, უბრალოდ, როგორც ადამიანი ვალდებული ხარ გააკეთო რამე კარგი. ახლა მაქვს შანსი მხარი დავუჭირო ჩემს მეუღლეს და მივიღო მონაწილეობა სოციალურ პროექტებში. ბათუმი პატარა ქალაქია, აქედან გამომდინარე არ არის ხშირი აქტივობები, ამიტომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ისე ვცდილობთ ჩავერთოთ ან გავუწიოთ ორგანიზება გამოფენებს თუ რაიმე სახის მოვლენას. საკონსულოს კარი მუდამ ღიაა, ნებისმიერ წინადადებას სიამოვნებით მივიღებთ, განვიხილავთ და შევეცდებით ორგანიზებაში მონაწილეობას.

29313,53 ლარის ოქრო აღმოაჩინეს “სარფის” საბაჟოზე

 

აღმოჩენილი ოქრი 466,05 გრამია. საქონლის საერთო ღირებულებამ  შეადგინა 29313,53 ლარი. 

       საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ონკოლოგის უფასო კონსულტაციები ბათუმში

 

კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება დეკემბრის ყოველ შაბათ-კვირას. გათვალისწინებულია ონკოლოგის, გინეკოლოგის და თერაპევტის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში – კოლკოსკოპია. 

 

მისამართი: პუშინის ქ. #118, აჭარის ონკოლოგიის ცენტრი.

ტელეფონი: 22 60 60

ექნება თუ არა ბათუმს ქალაქის განაშენიანების გეგმა

 

ბათუმი
ბათუმი

გერგეს არარსებობის გამო ქალაქის განაშენიანება მკაცრად დადგენილი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს. არც მერიაში და არც საკრებულოში  არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რამდენი ლარია ქალაქმშენებლობის განაშენიანების გეგმის შექმნისთვის საჭირო და რატომ ვერ მოიპოვა ეს თანხა თვითმმართველობამ ბიუჯეტში. 

 

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ქალაქის გენერალური გეგმის შექმნამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი.

 

„გენგეგმის წინმსწრებად ჩვენ მივიღეთ შესყიდვების გეგმა და ახლა ტენდერს ვაცხადებთ აქტივების ელექტრონული რუკის პროექტის შესაქმნელად. პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორებთან, რომ ძალიან სერიოზულად გავთვალოთ ყველაფერი“, –  აცხადებს თენგიზ აფხაზავა.

 

მისი აზრით, ელექტრონული რუკის პროექტი იყო აუცილებელი პირველი ეპატი, ქალაქმშენებლობის გეგმის შექმნამდე. 

 

„ამ პროექტის შემდეგ, რომელიც 60 ათასი ლარი ჯდება, ჩვენ საბოლოოდ გვეცოდინება, რა მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს ვფლობთ. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ როგორ ვიყენებთ ამ რესურსს. ჩვენ ჯერ არც კი ვიცით, რა რესურსით ვმართოთ ქალაქი, რადგან ქაოტური ინფორმაცია გვაქვს. რამდენი დაჯდება მთლიანობაში ეს გეგმა, რთული სათქმელია“, – ამბობს თენგიზ აფხაზავა. მისი თქმით, ქალაქის ინვენტარიზაცია შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, დაახლოებით 450 ათასი ლარი დაჯდა.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, თუ დონორები დაგვაფინანსებენ, უფრო მაღალი ხარისხის რუკას გავაკეთებთ. შეგვიძლია ვიქირაოთ თვითმფრინავი, რომელიც ზემოდან გადაიღებს ქალაქს და შემდეგ, 3D ვარიანტში შეგიძლია დავთვალოთ თითოეული შენობის, ქუჩის სიგრძე, სიმაღლე, თითოეული ბუჩქი და ყვავილი“. 

 

თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ამ პროექტის მომზადებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება. „ის, რასაც ახლა ვაკეთებთ ელექტრონული რუკების სახით, ქალაქმშენებლობის გეგმის დაახლოებით 40 პროცენტია. პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადებულია და გვინდა, რომ იანვარში უკვე დაიწყოს მასზე მუშაობა.  გარდა ამისა, დეკემბრის შუა რიცხვებში ხელს მოვაწერთ გაეროს განვითარების პროგრამაზე  და პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებში ვეძებთ დონორებს. თუ მივიღეთ დაფინანსება, ეს იქნება უზარმაზარი საპილოტე პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში არ იქნება“. 

 

თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ქალაქის განაშენიანების რეგულაციების გეგმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების ფინანსურ მენეჯერთანაც: „ისინი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმას გვთავაზობენ, რომელიც ძალიან ახლოს დგას ჩვენს გეგმებთან. თუ კარგად ვიმუშავებთ, დაახლოებით წელიწად-ნახევარში ძალიან სერიოზული მასალა გვექნება“. 

სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობა

 

 

თამთა კვარაცხელია, მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, მომხსენებელი: ვინ არის აქტიური? ვინც აზროვნებს, ვინც ფიქრობს, ვისაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია, ვისაც ინფორმაცია აქვს… ანუ, ვისაც განათლება აქვს. მხოლოდ განათლება არ კმარა. რა უშლის ხელს ჩვენში სამოქალაქო აქტიურობის გამოვლენას?

1. ტრადიციები: უფროსს არ უნდა შეეკამათო; მაგას რა უქნია ჯერ, რომ გააკრიტიკოს ვინმე (წინაპარი, მამათა თაობა); “შვილიშვილი ბაბუას ასწავლიდაო“, – ამბობს ქართული ანდაზა და ხშირად უგულებელყოფილია ახალგაზრდის, ახალი თაობის აზრი, მოსაზრება, არ ვეკითხებით (ან ძალიან ნაკლებად) ოჯახში აზრს ახალ თაობას; ქართველი ძალიან გვიან ხდება დამოუკიდებელი; დედიკოს შვილია 40 წელს მიტანებული ქალი და კაცი.

2. მენტალური პრობლემა: ქართველმა განსაკუთრებით იცის შენჩემობა: ანუ საკუთარს უფრთხილდება და სხვისას- არა; სხვისად მიაჩნია ის, რაც მისი კარის ზღურბლს იქით არის, ანუ საკუთარ ჯამს არის ჩაჩერებული (ოთარაანთ გიორგისა და ქვრივის მაგალითი, თანასოფლელებს არ ესმით მათი ქცევის მოტივაციისა – ჩემი რა მიდისო)

3. საზოგადო საქმეზე არ ვზრუნავთ, ჩვეულებრივ, საკუთარი კეთილდღეობით ვართ დაკავებული. არ გვგონია, რომ ის ჭირი (სხვასთან რომ არის) ჩვენთანაც დადგება. სხვის საქმეში ჩარევად და `არამკითხე მოამბეობად“ აღიქმება თავგამოდება საზოგადო საქმისთვის.

 

რითი შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია? აღზრდაში მეტი დემოკრატიულობის გამოვლენით; ეს ამბობს, რომ სწავლა-სწავლების ცენტრში არის მოსწავლე, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ასე არ არის, დღესაც გაცილებით მეტი გავლენა აქვს სკოლაში მასწავლებელს, ვიდრე _ მოსწავლეს. სტუდენტი ნაკლებად აქტიურია იმიტომ, რომ ნაკლებად აქტიურია მოსწავლე სკოლაში. მოსწავლეთა თვითმმართველობა სუსტია, მოსწავლეთა ინიციატივები არ არის წახალისებული. მოსწავლეს, სტუდენტს არ უსმენენ შინ, სკოლაში, უნივერსიტეტებში, ქუჩაში, მთავრობაში… ეს იწვევს მათ ინდიფერენტიზმს, ამიტომ გვყავს სტუდენტები სუსტად გამოხატული სამოქალაქო აქტიურობით. სამოქალაქო აქტიურობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას. პასუხისმგებლობა ნიშნავს ნებისყოფის წრთობას, მოქმედებას. უპასუხისმგებლოდ, მდინარის დინების მიმართულებით ცურვა კი საკმაოდ კომფორტულია, რადგან არ ითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, მაგრამ შედეგი სავალალოა: `როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან არ ვიყავი პროფკავშირელი. კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო“…

 

ლევან კუტუბიძე, ბსუ-ს სტუდენტი, მომხსენებელი: სამოქალაქო პროცესებში ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული, იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი სწორედ რომ მათზე ვრცელდება. სტუდენტთა ჩართულობა უფრო ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ახალგაზრდა თაობის ყველაზე ჩამოყალიბებულ ნაწილს. საბედნიეროდ, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ პოზიციას, აზრს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებას. საქართველოს რეალობაში ბევრჯერ დავინახეთ, რომ სტუდენტობა დიდ ძალას წარმოადგენს.
რა არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა? ჩემი განმარტებით ეს არის პირთა გაერთიანება იმ რეალობის გამოწვევების წინაშე, სადაც ისინი ცხოვრობენ, სადაც მათ კვებავენ პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, სადაც ისინი წევრებად ითვლებიან. ამიტომ სტუდენტებმა უნდა შეძლონ გადადგან მკაფიო ნაბიჯები, აიღონ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის აღება უთუოდ გააზრებული არჩევანი უნდა იყოს, ღირებულებათა აწონ-დაწონისა და გადაფასების შედეგი. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ შეიძლება სტუდენტური ძალის გამოყენება. სამწუხაროდ, ორივე მხრივ.

 

როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო პროცესებზე, აუცილებლად უნდა შევეხოთ პოლიტიკური პროცესების ცნებასაც. ხშირად რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესები შენიღბული, სამოქალაქო აქტივობის სახით გვევლინება. შეუძლებელია მათი განსხვავება, თუკი არ გაქვს შესაბამისი განათლება, სიტუაციის შეფასების უნარი. ამიტომ, სანამ სტუდენტები მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის აღებისა და სამოქალაქო პროცესში ჩართვის შესახებ, უნდა დავფიქრდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რათა მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ გამოვიყენოთ ჩვენი ძალები.

 

თამარ ბაუჟაძე, ბსუ-ს სტუდენტი, დისკუსიის მონაწილე: დღეს მთელ საქართველოში რკინიგზელებს ჰქონდათ გაფიცვა. ისინი ითხოვდნენ ხელფასის მომატებას, შრომითი უფლებების დაცვას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას. ჩვენ ვამბობთ, რომ სამოქალაქოდ აქტიური პიროვნებები ვართ, სად ვიყავით ჩვენ? რაში გამოიხატება ჩვენი აქტივიზმი? სამოქალაქო აქტივიზმი არ არის მარტო შეკრება და საუბარი.

თამთა კვარაცხელია: ყოველ შემთხვევაში რკინიგზელებს არ ვლანძღავთ, როგორიც იყო ავტობუსების მძღოლების პროტესტის შემთხვევაში. მოქალაქეები მათ ლანძღავდნენ. არიან ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერენ მჩაგვრელ ძალას. თუ ჩვენ არ ვილაპარაკეთ, სხვებს არ ვუთხარით, მაშინ ქმედება კიდევ დიდხანს არ იქნება.
გიორგი ბოლქვაძე, ბსუ-ს სტუდენტი: როცა არის საპროტესტო აქციები, მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საზოგადოების კითხვებს ვერ პასუხობს.

 

ლევან კუტუბიძე: ნუ გავაიგივებთ სტუდენტების აქტიურობას ქუჩაში გამოსვლასთან. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი საკრებულოში – იქ არც ერთი სტუდენტი არ დამინახავს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ დაინტერესებულიყო თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა საკრებულო ან მერია… სხდომები არის ღია, მაგარამ იქ სტუდენტები არ დადიან.
ზურაბ მესხიძე, ბსუ-ს სტუდენტი: რამდენიმე დღის წინ სტიქია დაატყდა ბათუმს, ზღვა გადმოვიდა და დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ ერთი ახალგაზრდაც არ გამოსულა ქალაქის დასასუფთავებლად. სტუდენტების გაერთიანებას აქვს ძალიან დიდი ძალა – ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა აგრარულ უნივერსიტეტს შეუჩერეს აკრედიტაცია, მთელი ქვეყნის სტუდენტების პროტესტმა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შეაცვლევინა და აკრედიტაცია დაუბრუნეს.

 

Exit mobile version