სიახლეები

თურქი ბიზნესმენების შეხვედრა ბიზნეს ომბუდსმენთან დახურულ კარს მიღმა

03.12.2014
თურქი ბიზნესმენების შეხვედრა ბიზნეს ომბუდსმენთან დახურულ კარს მიღმა

 

საგადასახადო ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელმა, ოთარ რიკაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ზოგად პრობლემებზე იყო საუბარი,  „მაგალითად,  სავიზო რეჟიმთან დაკავშრებულ პრობლემებზე,“- განაცხადა ოთარ რიკაძემ. 

ბათუმში თურქეთის კონსულის, იასინ თემიზქანის თქმით, რომელიც ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას ესწრებოდა, მათი მიზანია  საქართველოს ეკონომიკა იყოს ძლიერი და თურქმა ბიზნესმენებმა მათი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, რადგან, მისი თქმით, ძლიერი საქართველო უფრო სასურველი მეგობარი იქნება თურქეთისათვის.

„არსებობს  ტექნიკური პრობლემები, რაზეც მე დღეს არ გავამახვილებ ყურადებას, პრობლემები ეხება ძრითადად ცენტრალურ ხელისუფლებას. რადგან ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთნ პირდაპირ ურთიერთობები არ გვაქვს, გადავწყვიტეთ ასეთი ტიპის შეხვედრებით მივაწვდინოთ მათ იმ მცირე ტექნიკურ პრობლემებთან ანდა ინვესტიციებთან დაკავშირებული ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები,“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა ჟურნალისტებთან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.