სიახლეები

სტაჟირების პროგრამა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”

04.12.2014
სტაჟირების პროგრამა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”

 

კანდიდატს მოეთხოვება: იყოს დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური, იყოს მოტივირებული, ინიციატივის მქონე და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა, კარგად ფლობდეს საბაზისო კომპიუტერულ პროგრამებს ((Microsoft Word, Excel) და ბეჭდვით უნარებს, შეეძლოს ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერა, კარგად ესმოდეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისია და მანდატი.

 

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, ხოლო სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

 

უპირატესობა მიენიჭება სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებს და ახლად კურსდამთავრებულებს.

 

„აღნიშნული სტაჟირება აქტიური და საქმის ერთგული ახალგაზრდებისთვისაა, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ გაეცნონ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას და მენეჯმენტს, მიიღონ გამოცდილება და გაზარდონ მომავალში მათი დასაქმების შანსები,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში.

 

სტაჟირება დაიწყება 2015 წლის იანვრის თვეში და გაგრძელდება 3 თვე. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა  19 დეკემბერია. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.