სიახლეები

სახალხო დამცველი პროკურორს №3 დაწესებულებაში პატიმრის სავარაუდო წამების გამო მიმართავს

05.12.2014
სახალხო დამცველი პროკურორს №3 დაწესებულებაში პატიმრის სავარაუდო  წამების გამო მიმართავს

 

სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა მას ხელებზე ბორკილი დაადეს, იატაკზე დააწვინეს და უმოწყალოდ ცემეს. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელ-ფეხ შეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა.

ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრო ნათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.