გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი „მწვანეთა პარტიიდან“, ყოფილი მოსამართლე რობინ ვაგენერი პლატფორმა X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც 1 აგვისტოსაა ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 200 დღის განმავლობაში უკანონოდ იყო დაპატიმრებული. ხვალ მისი „სასამართლო პროცესი“ დასრულდება.
მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალებების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ის პრესის თავისუფლების შუქურასა და ადამიანის უფლებების ძლიერ დამცველს წარმოადგენს.
მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და მას დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა“ – წერს რობინ ვაგენერი.
მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლოს წინ, რომელიც ხვალ, პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოხსნან ვეტერანი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
„ამაღლობელი იანვარში დაპატიმრების შემდეგ უსამართლოდ იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, რა დროსაც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა საშიშად გაუარესდა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსით პოლიციელზე თავდასხმისთვის — ბრალდება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ფართოდ განიხილება, როგორც გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებული.
დაპატიმრების შემდეგ ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ასევე უსამართლოდ დაადანაშაულა იგი უცხო ძალების სახელით მოქმედებაში, რაც, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის, სანდოობის შელახვის მცდელობაა“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში „ქართული ოცნების“ მიერ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ ზეწოლის კამპანიად არის შეფასებული მედიასაშუალების ანგარიშების დაყადაღება.
„ამაღლობელი ქართული მედიის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მოხდა.
მმართველმა პარტიამ შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე რეპრესიული კანონების, თვითნებური დაპატიმრებების, განზრახ ეკონომიკური ზეწოლისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის გზით.
1-ელ აგვისტოს დაგეგმილ საბოლოო მოსმენამდე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ჩვენი ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი ამ თვის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში წინა მოსმენის მონიტორინგის მიზნით, ყურადღებით დააკვირდებიან ხვალინდელ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სიმბოლოს ეს დისკრიმინაციული და გადაჭარბებული დევნა დასრულდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 13 ორგანიზაცია:
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
პირველ აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში, „გზა“, საქართველოს საელჩოს წინ მზია ამაღლობელისა და სინდისის პატიმრების სოლიდარობის აქციას აანონსებს.
ამის შესახებ „გზა“ ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას.
„1 აგვისტოს ჩანიშნულია საბოლოო სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე.
მიუხედავად სარწმუნო მტკიცებულებების არარსებობისა და სერიოზული პროცედურული დარღვევებისა — მათ შორის, საეჭვო გარემოებებში მიცემული პოლიციელების ჩვენებებისა — საქმე მიჰყავთ შესაძლო მსჯავრდებამდე, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ:
მზია ამაღლობელი იმისთვის ისჯება, რომ იყო ჟურნალისტი.
1 აგვისტოს, ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ ვიკრიბებით, რათა დავუჭიროთ მხარი ყველას, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის და კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ სოლიდარობა მზია ამაღლობელს!
მისამართი:Rauchstraße 11, 10787 ბერლინი – საქართველოს საელჩოს წინ
თარიღი: პარასკევი, 1 აგვისტო, 2025
დრო: 13:00–დან 19:00 საათამდე.
აქციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება არტ-ინსტალაცია „სინათლე წყვდიადიდან“, რომელიც ეძღვნება სინდისის პატიმრებს — ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის გამოხატვის გამო დღეს დიდი სასჯელის წინაშე დგანან.
მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაწერონ გზავნილები პოლიტპატიმრებისთვის“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
პარასკევს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს.
„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა.
დღეს “ნიკორა ტრეიდმა” ობლიგაციების ₾120-მილიონიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალსა და “ნიკორა ჯგუფს” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ – დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ და ერთად ვავითარებთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განხორციელდა თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. ეს ჩვენს ისტორიაში რიგით მერვე და მოცულობით ყველაზე მსხვილი ემისიაა, არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ბოლო პერიოდში საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც, რაც ინვესტორების მაღალი ნდობის ნათელი მაგალითია.მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება 42,000 კვ.მ. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემით.ახალი ლოგისტიკური ცენტრი არსებითად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც კომპანიის ოპერაციებზე, ისე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებზე“, – თემურ ალექსანდრია, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.
„ნიკორა ტრეიდი“ ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბრეს“ ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700-მდე ფილიალს მართავს. კომპანია უკვე 25 წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს და ამ დარგში ლიდერი ქართული კომპანიაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან 1 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 აგვისტოს ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.
პარასკევს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს.
21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის დასკვნითი სიტყვა – პროკურორმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება შესთავაზა, რაც ბრალის აღიარების სანაცვლოდ კონკრეტული შეღავათების მიღებას გულისხმობს.
14 ივლისის პროცესზე კი სასამართლოს მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება.მისი თქმით, იგი დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, დაკავების დროს კი, ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს აგინა და დაემუქრა, რაც ვიდეოჩანაწერითდასტურდება.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
„1 აგვისტოს, 13 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე, ვიკრიბებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
თბილისიდან წასვლის მსურველებისათვის ტრანსპორტი დაიძვრება დილის 7 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან. წასვლის მსურველებმა წინასწარ მოგვეწერეთ.
თავისუფლება და გამარჯვება მზია ამაღლობელს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
მზია ამაღლობელის საქმეზეპარასკევს, პირველ აგვისტოს, დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილს შეუძლია ამავე დღეს განაჩენიც გამოიტანოს.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველებისშეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
„წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა. თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის იმისთვის, რომ ის დაიცვას. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე ისტორია მის ცხოვრებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფიკო მენაბდიშვილი.
რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული 150 ოჯახის და მათი მცირეწლოვანი შვილების შემთხვევაში? რა უნდა გაეკეთებინა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს და არ გააკეთა? რატომ დატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობრივ გარემოში ბავშვები, სადაც მათ მშობლების დაკავება და მათი სახლების ჩამონგრევა აყურებინეს? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ სოფიკო მენაბდიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტს.
ქალბატონო სოფიკო,ყველამ ვნახეთ24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე იძულებით გამოსახლების კადრები. ვნახეთ, როგორ აყურებინეს ბავშვებს მათი ერთადერთი საცხოვრებლის დანგრევა. ვნახეთ მათი შიშით სავსე თვალები. შემდეგ კი ვნახეთ, როგორ ეძინათ ღია ცის ქვეშ ამ ბავშვებს ქუჩაში გამოყრილ ავეჯზე. ბავშვების რა უფლებები დაარღვია ამ დღეს „ოცნების“ ხელისუფლებამ?
პირველი, უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ბავშვთა დაცვის როგორც ეროვნული მექანიზმი, ასევე საერთაშორისო – ვგულისხმობ ბავშვის უფლებათა კოდექსს და გაეროს კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ გამოსახლების პროცესში ბავშვები გამოყარეს ქუჩაში და გარდა იმისა, რომ გამოყარეს, ბავშვებს აყურებინეს ეს პროცესი. ბავშვები თავიდან ბოლომდე ხედავდნენ ამ პროცესს. ამ ბავშვების ტრავმირებას ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს. ვერანაირი გადაწყვეტილება, თუნდაც სასამართლოსი, ვერ იქნება იმაზე აღმატებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა.
აღსრულების პოლიცია ამბობდა, რომ ისინი კერძო მესაკუთრეების ინტერესებს იცავდნენ.
შესაძლოა არსებობდეს იგივე კერძო მესაკუთრის ინტერესები, ასევე არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც ამ ოჯახების იმ შენობებში ცხოვრებას ხელს არ უწყობდა, მაგრამ ბავშვების ტრავმირება არ უნდა ხდებოდეს, ისე უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რომ არ დაზიანდნენ ბავშვები.
შესაბამისად, ვერც სასამართლოსი და ვერც სხვა რაიმე ტიპის აღსრულება ვერ იქნება კანონიერი, თუ ეს არღვევს ბავშვის უფლებას.
სამართალში არის ასეთი პრინციპი, რომ როდესაც საკითხი ეხება ბავშვს, მისი უფლებები უნდა იყოს უპირატესად დაცული.
სახელმწიფოა ვალდებულია ბავშვს შეუქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები – ბავშვიან ოჯახებს. თუნდაც საუბარი იყოს კერძო საკუთრებაზე. ბავშვების ქუჩაში გაგდება და ქუჩაში დატოვება კერძო საკუთრების დაცვის ალტერნატივა ვერ იქნება.
კერძო საკუთრება ნამდვილად კონსტიტუციით დაცული უფლებაა და თუ სახელმწიფომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დაიცავს კერძო საკუთრების უფლება, აი, ამ პროცესში, არ უნდა დაგავიწყდეს ის, რომ ბავშვების ქუჩაში დატოვება აღსრულების პროცესში, არის დამატებით ერთი დიდი უკანონობა.
თუ აუცილებლად უნდა დაცლილიყო ეს შენობა, სახელმწიფოს უნდა შეეთავაზებინა ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული, ღირსეული საცხოვრებელი. მეტიც, ჩვენ გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსის 47-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სათანადო სტანდარტს, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის გარემო.
სულ მცირე, გარემო უნდა იყოს საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, უბედური შემთხვევისგან დაცვის საბაზისო ინფორმაციით და 46-ე მუხლით. ეს კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ სტანდარტი უნდა არსებობდეს – როგორ უნდა იცხოვროს ბავშვმა, მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური, იგივე სოციალური განვითარების საჭიროებები უნდა იყოს დაცული, რომ არ დავარღვიოთ ბავშვის უფლება.
რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ძალიან რთული სანახავი ნამდვილად, ყურებზე ხელს იფარებდნენ ბავშვები, რომ არ გაეგონათ კარებზე ბრახუნის ხმა. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები.
იქ იყო კადრები, თუ როგორ გამოჰქონდათ ამ ბავშვების ნივთები, როგორ ყრიდნენ ამ ნივთებს, შემდეგ როგორ ისხდნენ ეს ბავშვები ამ ნივთებით ქუჩაში. იქ იყო კადრი, როცა ფეხსაცმელები ელაგა დივანზე და ისე ეძინა ღია ცის ქვეშ ბავშვს.
ეს იყო ბავშვის უფლებების ნამდვილად მძიმე დარღვევა.
გამოსახლებული ბავშვი თვალჭრელიძის ქუჩიდან. ფოტო: ლევან ზაზაძე
იმ პროცესში აუცილებელი იყო ბავშვებს ჰქონოდათ იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები. ამის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს.
სახელმწიფოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მშობლების მხრიდან გამოსახლებას შესაძლოა მოჰყოლოდა პროტესტი და გაპროტესტების შემთხვევაში ბავშვებს შესაძლოა მიეღოთ ტრავმა. ამიტომ ერთი მხრივ, უსაფრთხო გარემო უნდა ყოფილიყო და მეორე, ამ ბავშვებს თეორიულად ტრავმის მიღების შემთხვევაში უნდა ჰქონოდათ ფსიქოლოგიური დახმარების შესაძლებლობა.
ჩვენ ისეთი კადრები ვნახეთ, რომ ბავშვზე ზრუნვის სისტემა წესით ფეხზე უნდა იდგეს, თითოეული ბავშვი შეფასებული უნდა ჰყავდეს, არკვევდეს მათ საცხოვრებელ პირობებს, სად წავიდნენ ბავშვიანი ოჯახები, ნაწილი ვიცით, რომ ისევ ქუჩაში ათენებს ღამეს და მეშვიდე დღეა წარმოდგენა არ გვაქვს, იღებენ თუ არა რაიმე იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ სერვისს ან შესთავაზეს თუ არა ამ ოჯახებს რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი.
ჩვენ ვნახეთ კადრი, როცა მამა ეუბნებოდა პოლიციას, შვილმა დამირეკა და მისი სათამაშოების გადარჩენა მთხოვაო. ამ დროს კი ათამდე პოლიციელი აკავებს მას ძალით, უხეშად და ამ ყველაფერს უყურებენ ბავშვები. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ, როცა სახელმწიფო იჭერს მშობელს და ამას აყურებინებს ბავშვებს?
ესეც ტრავმის შემადგენელი ნაწილია, რადგან ისე არასწორად მოხდა გამოსახლების პროცესის წარმოება, რომ არავინ გაითვალისწინა, მაგალითად, იქ მაცხოვრებელი პირების მდგომარეობა.
პროცესი იყო ძალიან არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული: ყველამ იცოდა, რომ იქ ბავშვები ცხოვრობდნენ. იცოდნენ, რომ ეს პროტესტი, შესაძლოა, იმ ბავშვებს დაენახათ. შესაბამისად, როდესაც პოლიცია უყურებს ამ პროცესს, ის უნდა უყურებდეს ბევრი მიმართულებით.
საპროტესტო აქციებზე პოლიცია თავს იმართლებდა იმით, არ ვიცოდი ეს ადამიანი არასრულწლოვანი თუ იყოო. არ იცოდა კი არა, სულ ამ სტანდარტით უნდა მუშაობდეს. იმ სოციუმში არიან ბავშვები, შშმ პირები, ქალები… ანუ მოწყვლადი ჯგუფები, რომლებზეც კიდევ ორმაგად და სამმაგად შეიძლება იქონიოს მძიმე შედეგი იმან, რაც დაანახეს. შესაბამისად, ეს პროცესი ისე უნდა დაეგეგმათ, რომ არ ყოფილიყო ზიანის მომტანი არც ზრდასრულებისთვის და არც მათი შვილებისთვის.
მშობლებმაც ვერ შეძლეს, რომ ბავშვები ამ ზიანისგან დაეცვათ და თავისთავად, ეს სახელმწიფომაც არ უზრუნველყო.
ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტო მთელი დღე ხედავდა გამოსახლების ამ პროცესს და ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებაზე, იმაზე, რომ დაიცვას ბავშვთა უფლებები, არაფერი მოიმოქმედა.
არცერთი სოციალური მუშაკი არ გვინახავს იქ, რომელსაც შეიძლება შეესწავლა ბავშვების მდგომარეობა. ან ამ 7 დღის განმავლობაში მივიდა თუ არა ვინმე იმ ოჯახებთან და დაელაპარაკა… თუ ეს ბავშვები კიდევ ქუჩაში არიან, ეს საერთოდ კატასტროფაა.
როგორც ვიცი, არც სახალხო დამცველს გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება.
ველოდებოდი მისგან შეფასებაც, მაგრამ არ შემხვედრია ეს განცხადება.
როგორც ვიცით, იმ კორპუსებში დევნილი ოჯახები და მათი შვილებიც ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს კი ამ შემთხვევაში აქვს ორმაგი ვალდებულება ამ ბავშვების მიმართ.
რასაკვირველია.
დევნილობის შემთხვევაში დამატებითი ვალდებულებები შემოდის. რაც უფრო მოწყვლადია ჯგუფი, მით უფრო მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მათ შორის, როცა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება, რიგ შემთხვევაში დევნილთა სააგენტოს მიერ, ყოველთვის არის გათვალისწინებული ბავშვები, მათ შორის რაოდენობა. საცხოვრებლით ისეთი ოჯახების დაკმაყოფილება უნდა იყოს უპირატესი, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვები.
შესაბამისად, ეს ვალდებულება სახელმწიფოს ორმაგად ჰქონდა დევნილი ოჯახების მიმართ, ვინც გამოასახლეს იმ მომენტში თვალჭრელიძის ქუჩიდან.
პოლიტიკური პროტესტის დროს, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ხშირად აპელირებენ თავიანთი შვილების უფლებებზე და ამბობენ, რომ მოქალაქეების პროტესტმა არ უნდა დაარღვიოს მათი შვილების სიმშვიდე. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, როცა სხვისი შვილების ტრავმირებაზე საერთოდ არ რეაგირებენ?
რა თქმა უნდა.
ბავშვთა უფლებებთან კავშირი არ აქვს არც პოლიტიკას, არც პოლიტიკურ გემოვნებას, არც რომელიმე პარტიაში ყოფნას ან არყოფნას, არც თანამდებობას. ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული ქვეყანაში ყველა მიმართულებით და ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული.
გნებავთ ეს იყოს პოლიტიკოსის შვილი, გნებავთ დევნილის შვილი, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვი თუ სხვა.
ამ ბავშვების უფლებების დარღვევაზე განცხადება არ მოგვისმენია არც „ოცნების“ პარლამენტარების მხრიდან. მაგალითად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისგან. მაშინ, როცა ამ კომიტეტის თავმჯდომარემ ორი ადამიანი გაუშვა ციხეში, მისი შვილებისთვის „დისკომფორტის შექმნის“ გამო.
საერთოდ არ ესმის მაშინ ბავშვის უფლებების სტანდარტი, თუ ამის შესახებ განცხადებას არ აკეთებს. გამოსახლება იქნება ეს თუ პოლიტიკოსის ოჯახზე საუბარი, ბავშვის უფლება არის ბავშვის უფლება.
ამ შემთხვევაში, გამოსახლების პროცესში არავინ შეისწავლა ბავშვების საჭიროებები. ისე იღებენ გადაწყვეტილებებს და ისე ასახლებენ ამ ბავშვიან ოჯახებს სხვადასხვა შენობიდან, რომ საერთოდ არ სწავლობენ და არც კი გეგმავენ, რა უყონ ბავშვიან ოჯახებს, სად წაიყვანონ. არავინ არ სწავლობს მათ რეალურ საჭიროებებს და თუ დეპუტატების შვილების შემთხვევაში ასეთი მოქნილია მართლმსაჯულება, ყველა ბავშვის შემთხვევაშიც ასეთი მოქნილი უნდა იყოს.
სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სახეზე ნამდვილად არ გვაქვს.
ჩვენ არ ვიცით, სად არიან ეს ბავშვები, სად წაიღეს თავიანთი ნივთები, სად ცხოვრობენ, არის თუ არა მათი სამედიცინო საჭიროებები შესწავლილი – არავის ამაზე განცხადება არ გაუკეთებია. ეს ნამდვილად არის ორმაგი სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან.
ასე რომ, დღეს სახეზე გვაქვს მთელი რიგი უფლებების დარღვევა ამ ბავშვებთან მიმართებით.
პირველ რიგში დარღვეულია ამ ბავშვების საუკეთესო ინტერესი.
მეორე უფლება, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რაც ამ შემთხვევაში არ არის შექმნილი, მათ შორის გამოსახლებისგან დაცვასაც გულისხმობს.
არ არის დაცული ბავშვის უსაფრთხოება, არის დაზიანებული მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და წარმოდგენა არ გვაქვს პერსპექტივაში რა გავლენას მოახდენს ამ ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ეს პროცესი, რაც მათ გაიარეს.
ჩვენ არაერთი ადამიანის ისტორია მოგვისმენია, მათ შორის დევნილების, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლების და ვიცით, როგორ მტკივნეულად იხსენებენ ეს ადამიანები ბავშვობაში მიყენებულ ტრავმებს. შესაძლოა იგივე ემოციები ჰქონდეთ ამ ბავშვებსაც წლების შემდეგ?
ამიტომ ვამბობ, რომ ის, რაც ნახეს ამ ბავშვებმა, ამას ვერ გაამართლებს ვერაფერი.
რ არსებობს ბუნებაში მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს ბავშვებთან მიმართებით.
ამ ბავშვებს შეუძლიათ უჩივლონ კიდეც სახელმწიფოს ამ ტრავმების გამო, რადგან ერთია, როგორც მოექცნენ ამ ბავშვებს გამოსახლების დროს, რა აყურებინეს, რა ანახეს და მეორე ის, თუ რატომ არ შეწყვიტეს გამოსახლების პროცესი, როდესაც დაინახეს, რომ ამდენი ბავშვი ქუჩაში ამ მდგომარეობაში იყო.
იმ დღეს ხუთი შვილის დედა დააკავეს და მამაც ორ შვილთან ერთად…
ამ ყველაფრის შემდეგ, რა ბედი ეწია ამ ოჯახებს, ამის შესახებაც არ აცნობეს საზოგადოებას.
წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა და თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის მის დასაცავად. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე მომენტი მის ცხოვრებაში.
სოფიკო მენაბდიშვილი/„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 053 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
ტანკი – 11 067 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 066 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 30 911 ერთეული [+16]
MLRS – 1 451 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 203 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 48 894 ერთეული [+209]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 548 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 822 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
73 691 უპილოტო საფრენი აპარატი
624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 395 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 031 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 946 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი დღე.
„1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი.
იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ.
იმაზე, თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ, ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში.
ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს სახელის ესოდენ დისკრედიტაცია), ერთი ლოყაგალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა) და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით…
ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილი ადამიანობის გაღვიძების, მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.
ეს დღე ყველას ეხება და ყველას ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი, მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის.
აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის:
მზიას ნაცების მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის (თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავს და ესმის, რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუა და ყველაფერზე ამიერიდან დახუჭავს თვალს, სანამ მას არ შეეხებიან… უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!
აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ. ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
„დასავლეთის მთავრობებს არანაირი “დიფ სთეითი” არ აკონტროლებს. ის უბრალოდ არ არსებობს,” – ასე პასუხობს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი, “ქართული ოცნების” ნარატივს, რომლითაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას და მათი რეკომენდაციების იგნორირებას ცდილობს.
30 ივლისს, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნით სასამართლო სხდომამდე ორი დღით ადრე, ბრიტანეთის ელჩმა მოინახულა „ბათუმელების“ რედაქცია – დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, რომელიც მზიამ 24 წლის წინ დაარსა. “ბათუმელებმა” მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
დასაწყისისთვის გვითხარით, რა მიზნით იმყოფებით ბათუმში?
პირველად ვსტუმრობ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, თუმცა ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი ბათუმში – ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ ვარ აქ. ძალიან საინტერესო ქალაქია და ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობისთვის.
ამჯერად, პირველ რიგში, საზღვაო აკადემიას ვეწვიე, რადგან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვთ განათლების სფეროში. მე ყოველთვის მსიამოვნებს ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათი იმედებისა და სამომავლო გეგმების მოსმენა.
ასევე შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეებთან – ვისაუბრეთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, რადგან გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და ქვეყანამ შეინარჩუნოს კავშირი დასავლურ და ევროპულ ეკონომიკებთან.
დიდ ბრიტანეთს აქ დიდი ინვესტიციები აქვს, თანდათან იზრდება ბრიტანელი ტურისტების რაოდენობაც. იმედი მაქვს, ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს ბრიტანელი ტურისტების მოზიდვას არა მხოლოდ თბილისსა და კახეთში, არამედ აჭარასა და ბათუმშიც.
ამჯერად თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქისა და რეგიონისთვის მთავარი ამბავი მზია ამაღლობელია, ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი – ის თითქმის 7 თვეა პატიმრობაშია. თქვენ უკვე გააკეთეთ განცხადება ამ საკითხზე, ისევე როგორც არაერთი სხვა ქვეყნის ელჩმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ორ დღეში სავარაუდოდ მის საქმეზე განაჩენი დადგება. თქვენი აზრით, იმ ადამიანებმა, ვინც მიიჩნევს, რომ მზია პოლიტიკური პატიმარია, სინდისის პატიმარია, რა უნდა გააკეთონ მისი გათავისუფლების მისაღწევად?
როგორც თქვენ ამბობთ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ამ საკითხზე თავიდანვე მკაფიო იყო – ჯერ კიდევ იანვარში, “მედიის თავისუფლების კოალიციის” ფარგლებში 14-მა ქვეყანამ ერთად გავაჟღერეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დაკავება გაუმართლებელი იყო და ის უნდა გათავისუფლდეს. ეს ჯერ კიდევ მაშინ, იანვარშივე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმაც თქვა.
შემდეგ, აპრილში, OSCE-ს ფარგლებში 37-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, კვლავ გამოხატა შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების კლებისა და ჟურნალისტების მიმართ მზარდი მტრული დამოკიდებულების გამო. კვლავ მოვითხოვეთ მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
და სულ ახლახან, მიმდინარე თვეში, დაახლოებით 20-მდე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრშიდამა კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოში თვითნებური დაკავებებისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესების პრობლემებზე, მათ შორის ჟურნალისტებთან მიმართებით და მოითხოვეს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
ასე რომ, ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელია. ვფიქრობ, ყველა, ვისაც საქართველო უყვარს და სურს დემოკრატიის წარმატება – მათ შორის ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში – სწორედ ეს უნდა გააკეთოს: ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რაც გვაშფოთებს.
ესაა საერთაშორისო საზოგადოების როლი – მიაპყროს ყურადღება ასეთ საქმეებს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეშფოთება ყურად იქნება მიღებული.
დღეს „ოცნების“ ხელისუფლებას დაახლოებით 60 პოლიტპატიმარი ჰყავს და თუ გადავხედავთ სასამართლო პროცესებს, ჩანს, რომ რეჟიმი არ აპირებს მათ გათავისუფლებას. გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა იმ პირთა მიმართ, ვინც ადამიანის უფლებები სერიოზულად დაარღვია ან/და ვერ უზრუნველყო ამ დარღვევების სათანადო გამოძიება. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ის პირი, ვისაც გაერთიანებული სამეფოს სანქციები შეეხო, „ოცნებამ“ უკვე თანამდებობიდან გადააყენა. სწორედ ამიტომ ბევრ ქართველს სჯერა და აქვს განცდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქცირებულთა სია უნდა გააფართოოს, რადგან იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებათადარღვევებს, კანონის უზენაესობისა და სამართლის ხელის შეშლაში. თქვენი ინფორმაციით, უნდა ველოდოთ ახალ სანქციებს? და თუ კი – როდის?
დიახ, მართალია – დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა ორი დამოუკიდებელი რეჟიმის ფარგლებში: ერთია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სანქციები – განსაკუთრებით აქციების დროს ძალადობის გამოყენებაზე; მეორე კი ანტიკორუფციული რეჟიმია, რაც შეეხება სასამართლოში კორუმპირებულ დანიშვნებს.
ეს სანქციები საჯაროდ არის ცნობილი და ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კვლავაც ძალიან შეშფოთებულები ვართ; როგორც ევროპის ირგვლივ არაერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე თქვა, თუ “ქართული ოცნება,” ქართველი მაღალჩინოსნები გააგრძელებს დემოკრატიისგან დაშორებას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც ჩვენს ურთიერთობაში არსებობს, რათა გადავხედოთ ამ ურთიერთობას.
თუმცა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პოლიტიკაა, რომ სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ. შესაბამისად, არ შემიძლია დეტალებზე საუბარი მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ.
როგორ ფიქრობთ, უკვე დაწესებულმა სანქციებმა იმუშავა?
ვიტყოდი, რომ ჯერაც არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როცა პოლიციის მხრიდან ძალადობა გამოიძიეს. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც ჩვენ ვაყენებთ. შესაბამისად, კვლავ მოვითხოვთ იმ სამართალდამცველთა პასუხისმგებლობასა და გამოძიებას, ვინც იმ სისასტიკეში იყო ჩართული.
როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე, ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება თითქმის ყველა ევროპელ ლიდერს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ ალბანეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე – ვციტირებ: „თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.“„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ევროპულ ქვეყნებში მთავრობებს „დიფ სთეითი“ მართავს, რომელიც თითქოს საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასავლელი პარტნიორის – გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რა ფენომენია ეს „დიფ სთეითი?“
შემიძლია ძალიან მკაფიოდ გითხრათ: არ არსებობს არანაირი „დიფ სთეითი“, რომელიც დასავლურ მთავრობებს მართავს – ეს უბრალოდ არ არის სიმართლე.
ასევე, არ არსებობს არანაირი „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ცდილობს საქართველო ჩართოს ომში ან მეორე ფრონტი გახსნას. ეს არაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, – პირიქით.
ჩვენ საქართველოში არც უცხოური, ლიბერალური ღირებულებების შემოტანას ვცდილობთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი – ეს დიდ ბრიტანეთისთვის, პირველ რიგში, ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, აქტიურ მონაწილეობას ეუთოსა და ევროპის საბჭოს საქმიანობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხარო და საზიანოა, როდესაც მსგავსი ნარატივები და დეზინფორმაცია გამოიყენება დასავლეთის თითქოს ცუდი ზრახვების წარმოსაჩენად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით – ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს და კვლავ დაუბრუნდება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
თქვენ ხართ დიპლომატი დიდი გამოცდილებით, „დიფ სთეითი“ კი ნამდვილად არ არის ქართული ფენომენი. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და უარი თქვას შეთხზული „დიფ სთეითის“ შიშზე, სად არის ახლა და საიდან უნდა დაბრუნდეს?
რა თქმა უნდა, მე ახლოს ვთანამშრომლობ ჩემს ევროპელ კოლეგებთან და სულ რამდენიმე დღის წინ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება დეზინფორმაციის საფრთხეებზე.
ვფიქრობ ეს ასევე ის თემაა, რასაც გაერთიანებული სამეფო სრულიად მოაწერდა ხელს. ჩვენ ვიცით, რომ მის-ინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება ევროპის წინააღმდეგ. ჰიბრიდული საფრთხეები მოდის რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ – ცდილობს დააზიანოს ჩვენი დემოკრატია და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება.
ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ერთად ვიყოთ უფრო მედეგნი ამ საფრთხეების, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია.
ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.
2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის სხვა წევრები.
რეაბილიტირებული გმირთა ხეივნის გახსნა ბათუმში
მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები, დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.
ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ხიდებზე განთავსდა ლიფტები.
გახსნიდან ერთი წლის შემდეგ გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურა გამართული არ არის და არც უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
ჟიული შარტავასა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთზე საფეხმავლო ხიდის ნაწილი ჩამოვარდნილია, ნაწილი კი ისეა ჩამოწეული, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს.
ბათუმი, გმირთა ხეივანი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩახიდის დაზიანებული ნაწილი იუსტიციის შესახლის შესასვლელიდან კარგად გამოჩნდება
შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები, რომლითაც მათ ხიდზე ასვლა უნდა შეეძლოთ, დაკეტილია.
ლიფტი დაკეტილია – შესვლას ვერ შეძლებთ. 30 ივლისი, 2025 წელი.დაკეტილია მეორე ლიფტიც.
საფეხმავლო ხიდების ქვედა ნაწილში კომერციული ფართობებია მოწყობილი – აქ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შუშებითაა შეფუთული. ყველა მათგანი დაკეტილია და არცერთი არ მუშაობს, თუმცა რა ვითარებაც ამ ფართობებშია [რაც დამტვერილი შუშებიდანაც ჩანს], გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ემუშავა.
კომერციული ფართობი გმირთა ხეივანშიეს ფოტო შუშიდან არის გადაღებული, რადგან ფართობი საგულდაგულოდ არის ჩაკეტილიმეორე კომერციული ფართობი – ეს ფოტოც შუშიდან არის გადაღებული. 30 ივლისი, 2025 წელი
ხეივნის ორივე მხარეს დასასვენებელი ადგილებია მოწყობილი მაგიდებით და სკამებით, სადაც წესით, ლუდის ან ყავის დალევა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა უმეტესობა დაზიანებულია, დაზიანებულია ნაგვის ურნებიც.
გმირთა ხეივანში ორი საპირფარეშო მიუწყვიათ, თუმცა ორივე დაკეტილია, შესვლას ვერ შეძლებთ. მათ შორის ერთის გამჭვირვალე შუშიდან თუ შეიხედავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ კარგად მოქცეულან, რომ ჩაუკეტიათ, რადგან ის სავალალო მდგომარეობაშია.
ბათუმი, გმირთა ხეივანი
ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო ხიდების მოსაწყობად სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობდა. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 7 მილიონ 315 132 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა 18 096 153 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა პროექტის საბოლოო ღირებულებაც და საბოლოდ 25,4 მილიონ ლარს მიაღწია.
სამუშაოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო პროგრამის – „განვითარებული რეგიონები“ ფარგლებში.
ეს ფილა შეიძლება მალე ჩამოვარდეს. 30 ივლისი, 2025 წელი.
სავარაუდოდ აქ წყალი ჩადის, ამიტომაც არის ფასადი დაზიანებული და ხავსმოდებული. თუ გმირთა ხეივანში ბავშვებთან ერთად წახვალთ, სიფრთხილეა საჭირო, რადგან რამდენიმე ადგილი ბავშვებისთვის შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს.
ბათუმი, გმირთა ხეივანი. 30 ივლისი, 2025 წელიბათუმი, გმირთა ხეივანი
გმირთა ხეივანში ელექტროსადენების ქაოსია, არავინ იცის უსაფრთხოა თუ არა ისინი.
ბათუმი გმირთა ხეივანისადენები გმირთა ხეივანში. 30 ივლისი, 2025 წელი
გმირთა ხეივანში განთავსებული ნაგვის ურნებიც ისევე გადავსებულია, როგორც მთელ ქალაქში და ტროტუარებიც მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანია. ზოგადად, ბათუმში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ არავინ ივალდებულებს თავს მოაწესრიგოს გარემო კონკრეტული სამუშაოს შესრულების შემდეგ და არც კომერციული ობიექტების მესაკუთრეები იწუხებენ თავს სიგარეტის ნამწვავები მაინც მოასუფთაონ მათი ობიექტის შესასვლელის წინ.
გმირთა ხეივანი, 30 ივლისი, 2025 წელი.ტროტუარიგმირთა ხეივანი. 30 ივლისი, 2025 წელი
ვინ ზრუნავს გმირთა ხეივნის და იმ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე, რომლის მოსაწყობადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი დაიხარჯა? – ვკითხეთ ბათუმის მერიას. მერიიდან გვიპასუხეს, რომ გმირთა ხეივანი მათი არ არის, თუმცა რეესტრის მონაცემებით გმირთა ხეივანი სწორედ მუნიციპალური საკუთრებაა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ კომპანიას საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს: „დამატებით კითხვებზე მოგვწერეთ და გიპასუხებთ“, – გვითხრეს აქ.
როდის დაიწყებს კომპანია ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას?
ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე გმირთა ხეივანში?
როცა ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი იხარჯება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფრასტრუქტურა ერთ წელში მწყობრიდან არ უნდა გამოვიდეს, მით უმეტეს, რომ კომპანიამ სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა არაერთხელ ითხოვა? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს.
უწყებიდან პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
გმირთა ხეივანში სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს ორი კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღიდან. გამწვანების სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოების დასრულების თარიღიდან.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, თითოეული ლოკაციის მიხედვით, ითვლება ინდივიდუალურად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღის მიხედვით.
გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ „მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული საპროექტო მომსახურება იქნება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, არ გამოავლენს ხარვეზებს და შესრულებული იქნება მაღალხარისხოვნად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ის გამოსწორება“.
სამუშაოებს აქ ფაქტობრივად 2 კომპანია ასრულებდა: „საბა კონსტრაქშენი“ და ამხანაგობა „მეგობრობის ხიდი“ [ამ ამხანაგობაში შედიან: შპს „საბა კონსტრაქშენი“ და შპს Georgian Bridge Company]. შპს „საბა კონსტრაქშენის“ 100 პროცენტი „საბა ინვესტს“ ეკუთვნის, ამ კომპანიის 100 პროცენტს სლავა შერაზადიშვილი ფლობს, დირექტორად ლევან თარგამაძე ფიქსირდება.
20 წლის დესი სახვაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ბიზნესის მიმართულებაზე მენეჯმენტს სწავლობს.
წელს პირველად ისარგებლა სტუდენტური დასაქმების პროგრამით და ორი თვით გერმანიაში წავიდა სამუშაოდ.
„უვიზო მიმოსვლის გამო ვიზაზე წვალება არ დამჭირდა. საბუთების შეგროვება ყველაზე ადვილი იყო. სტუდენტური დასაქმებისთვის გჭირდება რა თქმა უნდა, ბიომეტრიული პასპორტი, ცნობა უნივერსიტეტიდან, რომელზეც თანხა არ გეხარჯება. ასევე იმატრიკულაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაუგზავნო დამსაქმებელს. იმატრიკულაციაში მითითებულია რა პერიოდიდან რა პერიოდამდე გაძლევს უნივერსიტეტი უფლებას, რომ წახვიდე სხვა ქვეყანაში და იმუშაო“, – უყვება „ბათუმელებს“ დესი სახვაძე.
დესის თქმით, გერმანიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამით წასვლა სამი მიზეზის გამო გადაწყვიტა – უნდოდა უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება მიეღო, მიეღო ენის პრაქტიკა და ასევე ჰქონდა ფინანსური ინტერესიც.
„სტუდენტები აქ სამუშაოდ, პირველ რიგში, ფინანსური სარგებლის მისაღებად მოდიან. სტუდენტური ცხოვრება არცერთ ქვეყანაში არ არის მარტივი და მით უმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში. აქ აღებული ხელფასი დიდი დახმარებაა.
მე, პირადად, ვგეგმავ გერმანიაში აღებული ხელფასით უნივერსიტეტის სწავლის თანხა გადავიხადო – არ მინდა საქართველოში სწავლის პარალელურად ვიმუშაო და მერე ამის გამო ლექციებს ვერ დავესწრო.
თუმცა მარტო ფინანსური სარგებლისთვის არ წამოვსულვარ. ენის შესწავლაც მინდოდა. ინგლისური ვიცი კარგად. სამწუხაროდ, ინგლისურის გარდა სხვა ენა არ ვიცოდი, დავიწყე მასწავლებელთან გერმანულში მომზადება. აქ რომ ჩამოვედი უკვე ბუნებრივ გარემოში მიწევს კომუნიკაცია და ეს ძალიან მეხმარება,“ – ამბობს დესი სახვაძე.
დესი სახვაძემ ორთვიანი სტუდენტური სამუშაო სარესტორნო სფეროში იპოვა, სადაც მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საათში 13 ევროა.
დესის თქმით, მას რესტორანში მუშაობის გამოცდილება საქართველოშიც ჰქონდა. დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობდა და დღიური ანაზღაურება 30 ლარი იყო.
„უვიზო მიმოსვლა რომ გაუქმდეს, ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის. თუ სხვა ქვეყანაში არ წახვალ, გამოცდილებას ვერ შეიძენ. სტუდენტისთვის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, მიიღოს იმ პროფესიის ირგვლივ მაქსიმალური ინფორმაცია, რომელსაც ეუფლება. სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად სხვაგან იცხოვროს, საერთაშორისო კონფერენციებსა და მოკლევადიან სტაჟირებებში მიიღოს მონაწილეობა.
ეს ყველაფერი შეიძლება ვერ მოგცეს შენი ქვეყნის უნივერსიტეტმა. ჩვენი განათლების სისტემას თუ გადავხედავთ ასეა – განათლებაში იხდი კოლოსალურ თანხას, რასაც არ უნდა იხდიდე წესით. იმიტომ, რომ ჩვენი უნივერსიტეტები უფრო ორიენტირებულები არიან, რომ ჩვენგან, სტუდენტებისგან რაღაც სარგებელი ნახონ.
ვიზალიბერალიზაცია სტუდენტებს ზუსტად ამაში გვეხმარება, უვიზოდ ვიაროთ ევროპაში, ვიმუშაოთ ან მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობით გამოცდილება შევიძინოთ. გაცვლითი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასე ეცნობი ქვეყანას, უნივერსიტეტს. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რასაც გაძლევენ საზღვარგარეთ უნივერსიტეტები ან მოკლევადიანი პროგრამები, არის უფრო ხარისხიანი, ვიდრე საქართველოში,“ – ამბობს დესი სახვაძე.
როგორ იმოქმედებს უვიზო მიმოსვლის გაუქმება სტუდენტურ დასაქმებაზე? – ვკითხეთ სტუდენტს.
„პირველ რიგში არ გვექნება საშუალება, თუნდაც ფინანსური სარგებლის მისაღებად წამოვიდეთ სხვა ქვეყანაში, რაღაც გამოცდილებები შევიძინოთ ან ენა შევისწავლოთ.
სამომავლოდ განვითარების პერსპექტივას შეგვიზღუდავს. საქართველოში ფართო ბაზარი ცოდნის მიღების არ არის.
ეგრე თუ მოხდა, ბაზა შეგვეზღუდება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ.
რაღაც უფრო მეტი შევისწავლოთ. რაც მერე მომავალზეც ცუდად აისახება, რადგანაც ნაკლები პროფესიონალი იქნება ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც მედიცინა ავიღოთ, რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას მიიღებ, უფრო ნაკლები იცი იმ სფეროსთან დაკავშირებით და პროფესიონალად ვერ ყალიბდები.
მედიცინა ისეთი რამაა, მარტო საქართველოში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით ვერ განვითარდები,“ – ამბობს დესი სახვაძე.
სტუდენტის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება მიხვდეს, რომ ევროპის დემონიზება პროპაგანდის ნაწილია და არაფერი აქვს მას საერთო სიმართლესთან.
„ევროპაში წასვლა ამ ხალხს მარტო ის ჰგონია, რომ ზაფხული მოვიდა, დასვენება გვინდა ორი დღით, ან ერთი კვირით გარეთ გასვლა. არა, ეგ არ არის მარტო ევროპაში წასვლა.
თუნდაც სხვა უნივერსიტეტებში გაცვლითით წასვლა, თუნდაც სტუდენტური დასაქმებები, ეს ყველაფერი არის ევროპასთან კავშირში. ამ წუთას გერმანიაში ვარ და ვმუშაობ. უვიზო რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი.
უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, ყველაფერი შეგვეზღუდება. უფრო მეტ ფინანსურ რესურსთან იქნება დაკავშირებული ყველაფერი. თუნდაც ვიზის ასაღებად უფრო მეტი საბუთის მოძიება დაგჭირდება.
სტუდენტი აქ მოდის ანაზღაურებისთვის, რომ მერე ის თანხა საქართველოში გამოიყენოს საჭიროებებისთვის. თუ საბუთებში დიდი თანხის გადახდა მოუწევს, წარმოიდგინეთ ახლა რა თანხა უნდა გამოიმუშაოს სტუდენტმა ორ-სამ თვეში იმდენი, რომ ის ხარჯებიც გადაფაროს და რისთვისაც სჭირდება თანხა, იმისთვისაც ეყოს? მე, პირადად, გერმანიაში ჩამოსასვლელად არ დამიხარჯავს დიდი თანხა, საბუთებიც ადვილად შევაგროვე, მაგრამ ვიზის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯები გაიზრდება,“ – ამბობს დესი სახვაძე.
დესის აქვს იდეა, როგორ უნდა ებრძოლოს საზოგადოება პროპაგანდას, რომელიც ევროპის იდეის დაკნინებით არის მოცული.
„ჩემი აზრით, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს ხალხის მენტალიტეტი – ევროპას და ევროპულ მომავალს რომ ახსენებ, ყველა იწყებს საუბარს „მორჩა, ქართველობას დავკარგავთ, იქ გეები ცხოვრობენ, მორჩა!“ – რეალურად არაა ასე.
პროპაგანდა ისე ატრიალებს ყველაფერს, რომ თითქოს ევროპა ცუდია.
ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ? ვაჩვენოთ დადებითი მხრიდან რა ხდება ევროპაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩვენზე ბევრად წინ არიან წასული ნებისმიერ სფეროში და ჩვენზე განვითარებულები არიან. რატომ არიან ასე? ე.ი. არ არის აქ ცუდი. თუნდაც ინფრასტრუქტურა, თუნდაც ტრანსპორტი – ნებისმიერი მნიშვნელოვანი სფერო რომ ავიღოთ, ევროპა არის ჩვენზე წინ.
აქვთ ისეთი პოლიტიკა, რაც კარგად მუშაობს. და ეს დადებითი რაღაცები რომ გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში.
მე ჩამოვედი გერმანიაში, ორი თვე ვაპირებ აქ ცხოვრებას, საქართველო როგორ მიყვარს და მენატრება, არ ვიცი. სხვა ქვეყანაში რომ ვარ უფრო ვაანალიზებ, რომ უფრო პატრიოტი ადამიანი ვარ. ქართველობა ვინ უნდა დამაკარგვინოს?
არ არსებობს ეგეთი რამე, წარმოუდგენელია.
რესტორანში ვმუშაობ და ვხედავ, როგორ შემოდიან ასაკოვანი ადამიანები სასადილოდ.
მე რომ დავბერდები მინდა, რომ ასე ვიცხოვრო, როგორც ესენი ცხოვრობენ – რესტორანში სადილობენ, ვახშმობენ, დიდ თანხებს ტოვებენ, ლაღად ცხოვრობენ. პრობლემები ყველა ქვეყანას და ყველა ადამიანს აქვს.
მაგრამ განვითარებულია ეს ქვეყანა. ამ ქვეყანაში დაბერების არ ეშინიათ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ სიბერეში მწვანილის გაყიდვა მოუწევთ, რომ მერე შვილებს ან შვილიშვილებს საჭმელი აჭამონ.
ჩემი თანატოლებისადმი გზავნილი იქნება, რომ აუცილებლად შეხედონ რა არის ევროპის დადებითი მხარეები და ეს დადებითი მხარეები გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ, რომ განვითარდნენ ნებისმიერ სფეროში. მაქსიმალურად გამოიყენონ ახალგაზრდული წლები.
შანსები რაც ეძლევათ, მაქსიმალურად გამოიყენონ.
ევროპული მომავალი აირჩიონ და არ დაუჯერონ სტალინის თაობას, არ აჰყვნენ პროპაგანდას, რომ ქართველობას დაკარგავ თუ ევროპაში წახვალ, ერთი კვირა იმოგზაურებ ან ორი თვე დასაქმდები“.
46 წლის გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის 14 მაისს წარადგინეს. აქამდე მისი საქმიანობა არ უკავშირდებოდა თვითმმართველობას.
გიორგი მურვანიძე პროფესიით იურისტია, სადოქტორო ხარისხი კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს დაცული.
ღია წყაროების თანახმად, მისი სამუშაო გამოცდილება ათვლას იწყებს 2004 წლიდან, როცა ის საქართველოს პროკურატურაში უფროს გამომძიებლად დასაქმდა და იმუშავა 2006 წლამდე.
2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს და თანამდებობა 2014 წლამდე შეინარჩუნა.
შემდეგ გიორგი მურვანიძე ამავე უწყებაში დაწინაურდა და გახდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე. ის ამ თანამდებობას 2025 წლამდე იკავებდა.
გიორგი მურვანიძეს ორ სამეცნიერო კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან ერთ-ერთი ადამიანის უფლებებს და ევროპული ინტეგრაციის საკითხებს შეეხებოდა. მეორე კი სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის საკითხებს.
ამავე წლის მაისიდან კი, როცა ბათუმის ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქ-პოსტით დატოვა თანამდებობა, ის უცებ მოიყვანეს ბათუმის მერიაში და ჯერ ვიცე-მერად დანიშნეს, შემდეგ კი მერის მოვალეობის შემსრულებლად.
„ოცნებას“ ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გაუჟღერებია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი მურვანიძე მერობის კანდიდატი იქნება მათი პარტიიდან, თუმცა ყველაფერი მიუთითებს, რომ ის ამ ნიშნით პოზიციონირებს.
გიორგი მურვანიძე ჯერ მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე ჩანს და თითქმის არსად გვხვდება მისი შეფასებები ან კომენტარები მაგალითად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მასობრივ პროტესტზე, სინდისის პატიმრებზე და ასე შემდეგ.
ერთადერთი სიუჟეტი, სადაც გიორგი მურვანიძე ბათუმზე, მის ბავშვობასა და ქალაქზე საუბრობს, აჭარის ტელევიზიას აქვს მომზადებული.
გიორგი მურვანიძის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი მერების – ოფიციალური შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომელზეც მიმდინარე პროექტების მასალებთან თავდახრილი მურვანიძეა ასახული, კონცერტებზე და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების ამსახველი კადრები, რასაც, პერიოდულად, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ფოტოები ენაცვლება.
მისი ხედვა ქალაქის განვითარებაზე, საცობებზე, კორპუსებისგან დაკარგულ სივრცეებზე და თითქმის გამქრალ რეკრეაციულ ზონებზე, ჯერ საჯაროდ არ მოგვისმენია.
გიორგი მურვანიძე ბათუმშია დაბადებული.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელსაც ის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ავსებდა, გიორგი მურვანიძემ, 2015 წელს საჩუქრად მიიღო 600 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, რომელიც გაყიდა. 2017 წელს, ამავე ადგილას, ასევე 600კვ/მეტრი მიწა შეიძინა 42 ათას დოლარად და წამოიწყო სახლის მშენებლობა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 80 000 დოლარი დაუჯდა.
2017 წელს გიორგი მურვანიძეს ასევე შეუძენია მიწა კასპის რაიონში, 4 315 კვ/მეტრი, რომელსაც მის გარდა კიდევ ჰყავს სამი მეწილე.
სხვა ქონება გიორგი მურვანიძეს ქონებრივ დეკლარაციაში ჯერჯერობით არ იძებნება, მათ შორის, არ ჩანს რა საკუთრება აქვს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ბათუმში და აქვს თუ არა საკუთარი ბინა ან სახლი.
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მურვანიძის წლიური ხელფასი ექსპერტიზის ბიუროში უფროსის მოადგილის პოსტზე 96 248 ლარი იყო. ამავე პერიოდში მას ასევე უფიქსირდება შემოსავალი ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 655 ლარის ოდენობით.
გიორგი მურვანიძის მეუღლე, ნარი შალიკაშვილი კერძო კლინიკაშია დასაქმებული მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად და მისი წლიური ხელფასი ამ თანამდებობაზე 27 269 ლარს შეადგენდა 2024 წლისთვის.
2024 წელს გიორგი მურვანიძეს უფიქსირდებოდა ორი სესხი. ერთი 140 000-ლარიანი, ფიზიკური პირისგან და გასავლის სახით წელიწადში იხდიდა 14 000 ლარს, ხოლო მეორე სესხი საქართველოს ბანკიდან – 149 890 ლარის ოდენობით, რომლის გასავალშიც მითითებულია 140 203 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მურვანიძემ, ეს სესხი ფაქტობრივად დაფარა.
მერის მოვალეობის შემსრულებელი ასევე იხდის 3 400 დოლარს სწავლის საფასურს შვილის განათლებაში, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი მურვანიძის შვილი არ სწავლობს საჯარო სკოლაში.
გიორგი მურვანიძის მშობლები მისი ქონებრივი დეკლარაციიდან 2019 წლის შემდეგ აღარ იძებნებიან. ბოლოს, 2024 და 2025 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მხოლოდ მეუღლე და არასრულწლოვანი შვილია დაფიქსირებული.
გიორგი მურვანიძის მამის, მიხეილ მურვანიძის სახელზე არც ბათუმში და არც სხვაგან, ქონება არ ფიქსირდება. წლების წინ შევსებულ დეკლარაციებში კი ფიქსირდებოდა მხოლოდ დედის სახელზე არსებული ქონება – მემკვიდრეობით მიღებული მიწა და სახლი გურიაში, ასევე ორი ბინა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე, თუმცა ბოლო წლების დეკლარაციაში არც დედა და არც მის სახელზე არსებული ქონება აღარ ჩანს.
ამიტომ უცნობია, სად ცხოვრობს ამჟამად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ არ აქვს ასახული დეკლარაციაში ეს ინფორმაცია.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი მურვანიძეს საკუთრებაში არ აქვს კერძო ავტომობილი.
“There is no ‘deep state’ controlling Western governments. It simply doesn’t exist,” said UK Ambassador to Georgia Gareth Ward, addressing the Georgian Dream’s frequent narrative used to discredit Western partners and dismiss their concerns — from calls for the release of political prisoners to demands for accountability over police brutality during protests, and more.
When asked what this ‘deep state’ claim reminded him of, Ambassador Ward pointed to the disinformation and “hybrid threats coming the direction of Russia against Europe”.
On July 30, just two days before the final hearing in Mzia Amaglobeli’s case, the British ambassador visited the office of Batumelebi – the independent media outlet she founded 24 years ago. In the interview, he recalled several statements the UK has joined in support of Mzia’s release and emphasized: “the UK’s position has been clear”.
– Thank you so much for being here, for this interview and for all the support that you offer to Georgia’s democracy as the ambassador of the UK.
And to begin with, tell us about your visit to Batumi this time.
Thank you. It’s great to be here. It’s my first visit to Batumelebi and Netgazeti, but it’s not my first visit to Batumi. I’ve been here four times over the last year, and it’s a fascinating city. Also, I think there’s a lot of potential for UK–Georgian cooperation here.
So, I have been visiting the Maritime Academy, first of all, because the UK and Georgia have a long cooperation on education, and I always like to meet young people and discuss their hopes and future plans.
I’m also meeting with businesses — talking about tourism, talking about infrastructure — because the UK wants Georgia’s economy to succeed. We want Georgia to stay connected to the Western economy, to the European economy. The UK is a big investor here, and we also have an increasing number of tourists coming here.
So, I hope that my visit will help attract British tourists not only to Tbilisi and Kakheti, but also to Adjara and Batumi.
– And also, it’s very important that this time you are here, because for this city and for this region, the main story right now is a journalist and the founding CEO of the independent media organization, Mzia Amaglobeli, who has been in prison for almost seven months now. You have made a statement once already, as many other ambassadors and foreign ministries from various countries. And in two days, Mzia’s verdict is expected. In your view, what should people who believe that she’s a political prisoner, prisoner of conscience, do to secure her release?
So, as you say, the UK position has been clear. Back in January, we joined a group of 14 other countries in the Media Freedom Coalition to talk about our concerns about the fact that her detention was unjustified and that she should be released. That was something that the Council of Europe Human Rights Commissioner had also said at that stage in January.
And then again in April, a large group of countries, including the UK — 37 countries in the OSCE organization — noted our concerns about the decline in media freedom in Georgia and the growing hostility toward journalists here, and we called for the release of Mzia.
And then, just earlier this month, 20 or so foreign ministers from across Europe also pointed out the problems with arbitrary detention and the politicized trials here in Georgia, including for journalists, and asked for the release of all political detainees.
So, I think our position has been very clear. And I think that’s what everyone can do — Georgia’s friends and partners, like the UK. We want the best for democracy in Georgia, and so we talk about the things we’re concerned about. And I think that’s the role of the international community in drawing attention to this case.
And we hope that, in the nearest future, our concerns will have been listened to.
– So, you’ve talked about the political prisoners and the statements made by many different partners of Georgia. We also see that, currently in Georgia, the Georgian Dream party has around 60 political prisoners, and looking at the court hearings, the regime doesn’t really show any intention of releasing them.
There is another measure that the UK has also used: sanctions. The UK has imposed sanctions on individuals who have seriously violated human rights and failed to properly investigate those violations. It’s interesting that almost all the individuals sanctioned by the UK have since been removed from office by the Georgian Dream government.
This makes many Georgians believe and feel that the UK should expand the list of sanctioned individuals, as an increasing number of people are involved in rights violations and the obstruction of the rule of law and justice.
Based on your information, should we expect new sanctions? And if so, when?
So, you’re correct that the UK has imposed sanctions under two sanctions regimes. First of all, under our human rights sanctions regime, relating to the use of force against protesters, and secondly, under our anti-corruption regime, relating to corrupt appointments in the judiciary.
Those sanctions are public knowledge, and all I can say at this stage is that we remain very concerned. As foreign ministers from across Europe have said, if Georgian Dream, if the Georgian authorities continue to move away from democracy, we will use all the measures that we have in our relationship to downgrade our relationship.
But I don’t comment — it’s UK government policy — we not to comment ahead of time on future sanctions designations. So I’m not going to get into detail on any future moves.
– Do you feel that those already imposed sanctions were effective?
What I would say is that there are still no instances of investigation of police for the use of force during the protests, and that was one of the main issues that we identified. So, we still call for accountability of those police officers and for an investigation into those who were involved in that brutality.
– And to my last question: when we talk about the partnership between the countries, we see that the Georgian Dream government criticizes nearly all European leaders. Irakli Kobakhidze even claimed that, during the European Political Community summit in Albania, at the round table — and I quote — “The UK Prime Minister kept his head down the entire time because he didn’t like hearing facts that directly pointed to the unjust treatment of Georgia.” Georgian Dream also claims that governments in Europe are controlled by a so-called ‘deep state’, which allegedly is trying to drag Georgia into war.As the ambassador of the UK — one of Georgia’s major Western partners — can you share your thoughts on the phenomenon of the ‘deep state’?
So, I can be very clear. There is no ‘deep state’ which controls Western governments. It doesn’t exist. There is no global war party which is trying to drag Georgia into opening a second front. That is not what we are trying to do.
And we are not trying to force foreign liberal values onto Georgia. We want Georgia to be a part of the Euro-Atlantic, which for the UK particularly means to integrate with NATO and to be an active partner in the OSCE and Council of Europe.
Of course, Georgia also has an important relationship with the European Union. So, I think it’s very sad and unhelpful that these narratives and misinformation are used to suggest that the West has a negative agenda towards Georgia. We don’t, and quite the opposite.
We very much hope that the Georgian authorities will change path and return to integration with Euro-Atlantic.
– You are a diplomat with a long history and experience, and the ‘deep state’ is not a very Georgian phenomenon. What can you tell us — what does it remind you of? So, when we say Georgia has to return to the European path and abandon this use of made-up ‘deep state’ fear, where is it headed now, and where does it have to return from?
I, of course, work closely with my European colleagues, and a few days ago the European External Action Service made a statement talking about the dangers of misinformation. I think that’s also something the UK would fully subscribe to.
We know that misinformation is being used against Europe, that hybrid threats are coming from the direction of Russia against Europe, trying to undermine our democracy and trying to undermine the security of our continent. We want to work with Georgia to make sure that we are all more resilient to those threats, including disinformation.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს.
რექტორობის კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა კანდიდატს სრულად გამოუცხადეს ნდობა.
მამუკა ალაფიშვილის რექტორად არჩევამდე ამავე უნივერსიტეტში 6 თვე რექტორის მოვალეობას ასრულებდა. ის აკადემიურმა საბჭომ 4 წლის ვადით აირჩია.
გასულ წელს ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი დააკავეს. ისინი პროევროპული აქციების მხარდასაჭერად გაიფიცნენ. სტუდენტების და დეკანის დაპატიმრების შემდეგ უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, თემურ კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა.
რამდენიმე დღის წინ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და სტუდენტების საქმეზე სასამართლომ განაჩენი მიიღო.
2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.
ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [361.8 ათასი], თურქეთისა [308.3 ათასი] და სომხეთის [210.0 ათასი] მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 928.3 ათასი და 629.8 ათასი ვიზიტი.
2025 წლის II კვარტალში [აპრილი, მაისი, ივნისი] საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 პროცენტი კი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7.0 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატი სტატისტიკურ მონაცემებს რამდენიმე განმარტებას ურთავს:
მოგზაური – ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
ვიზიტორი– 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით [გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).
ვიზიტი– ვიზიტორების გადაადგილება.
ტურისტი– ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.
ექსკურსანტი– არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 6.0 პროცენტით შემცირდა და 2 116.8 ლარი შეადგინა.
ფოტოზე: 2022 წლის სექტემბერი, ლარსი. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE
შუამთობაზე მუსიკალური ჯგუფების ჰონორარებში, ტრანსპორტირებასა და სასტუმროს მომსახურებაში აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 154 179 ლარი დაიხარჯება. აქედან 136 229 ლარი – მხოლოდ ჰონორარებში.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შესაბამისი ბრძანებები 29 ივლისს გამოსცა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სახალხო დღესასწაულები ბეშუმში, ჩირუხსა და ზორტიყელში ადგილობრივი ფოლკლორის, სპორტული სანახაობის, ეთნოგრაფიის, კულინარიისა და ტრადიციების ღია დემონსტრირებაა… დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის, მიზანშეწონილია გაიმართოს შემდეგი მუსიკალური ჯგუფების ღონისძიებები:
2025 წლის 2 აგვისტოს ბეშუმში [ხულო] – მუსიკალური ჯგუფები „კახაბერი და ხანუმები“ და „ურსა“;
2025 წლის 4 აგვისტოს ჩირუხში [შუახევი] – მუსიკალური ჯგუფი „ურსა“ და ანსამბლი „გორდელა“;
2025 წლის 10 აგვისტოს ზორტიყელში [ხულო] – მუსიკალური ჯგუფი „ღამის შოუს ბენდი“.
სახალხო დღესასწაულის ორგანიზება უნდა განხორციელდეს სამინისტროს პროგრამის – „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ პირველი პუნქტის – „ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა“ – ფარგლებში.
2025 წლის 29 ივლისის ბრძანებიდან
„ხსენებული ჯგუფების წევრების სატრანსპორტო და სასტუმრო ხარჯისთვის გამოყოფილ უნდა იქნეს თანხა – 17 950 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით“ – აღნიშნულია „ოცნების“ მინისტრის ბრძანებაში.
აღნიშნულ 154 179 ლარს აჭარის კულტურის სამინისტრო „ექსკლუზიური უფლებამოსილებისა“ და „შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობის“ გამო, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დახარჯავს.
აჭარის კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეთანხმებისთვის უკვე მიმართა.
სამინისტრო თავის განაცხადში წერს, რომ „აღნიშნული დღესასწაული „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში, წლების განმავლობაში იმართება“, თუმცა, კითხვას, „რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?“ – სამინისტრო პასუხობს, რომ „2025 წლის 21 ივლისს გამოიცა აჭარის მთავრობის განკარგულება, რომლითაც აჭარის კულტურის სამინისტროს დაევალა რიგი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება უმოკლეს ვადაში.“
„აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი შეფერხებით ჩატარების ან/და ჩაშლის თავიდან ასაცილებლად დადგა სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების საჭიროება“ – წერს სამინისტრო.
28 Georgian Diaspora Organizations and Emigrant Unions Issue Joint Statement on Mzia Amaglobeli’s Case.
Batumelebi presents the complete statement without edits:
“In the coming days, the so-called court of Georgian Dream plans to issue a verdict against Mzia Amaglobeli. By doing so, the regime will essentially be signing its sentence as well.
We, the diaspora organizations and emigrant unions, call on the repressive regime and its representatives: immediately and unconditionally release Mzia Amaglobeli!
If not, we will spare no time or effort to ensure that anyone involved in fabricating the politically motivated, baseless, and unlawful case against Mzia, anyone who commits violence against her, misleads the public, or prepares, facilitates, or issues the so-called court verdict, will be held fully and fairly accountable before a free and democratic justice system.
We promise that these individuals will face the strictest personal sanctions, and their names will forever be remembered as servants of a violent and treacherous regime.
Mzia Amaglobeli is a highly respected professional and exemplary citizen currently being tortured by the system. Her health is deteriorating due to unlawful imprisonment. A repressive regime is targeting her, and what we are witnessing is a systemic crime against an illegally detained citizen.
The Georgian public is fighting against this repressive, anti-Georgian regime. This struggle is about freeing prisoners of conscience and political prisoners, ensuring free and European elections, and achieving the complete defeat of the repressive regime known as Georgian Dream.”
The statement is signed by:
Platform 2025
Georgian Community in Cyprus – “Strength in Unity”
Members of the Georgian Diaspora in Denmark
“Georgian Americans for Progress”
Association “Tamarieli”
“Generations for Georgia”
Georgian Community in Austria
Stuttgart Group
International Center of Georgian Emigrants (ICGE), Belgium
“Generations for Georgia” – Italy
“Georgians in Australia and New Zealand”
“Tskhratvala”
Umbrella Organization of Georgian Cultural Groups in Estonia – “Georgian House”
Groups of Georgian Emigrants in Madrid, Barcelona, and Valencia
Pulse of Georgia
Representatives of the Georgian Diaspora in Sweden
League of Georgians in Stuttgart
“Georgian Women in Spain”
Georgian Community in Kaunas
Georgian Society in Poland
“Georgian Canadians for Progress”
GeoVoice, USA
“Georgia Seen from France”
“Freedom Fund,” United Kingdom
Dasi, Switzerland
Georgian Association in Norway – “Kreba”
“Institute of Georgian Emigration and Diaspora,” Italy
Georgian Initiative Group in the Czech Republic
Mzia Amaglobeli’s final court hearing at the Batumi City Court is scheduled for August 1 at 13:00, with a verdict likely to be issued on the same day.
What You Need to Know
Mzia Amaglobeli is the co-founder and director of the media outlets Batumelebi and Netgazeti. She has been unlawfully imprisoned for almost seven months, with the prosecution accusing her of attacking a police officer after slapping one.
According to leading human rights defenders, the act of slapping, which caused no harm, does not constitute assault and is not a criminal offense at all. Even the Supreme Court has established that a slap does not qualify as an attack.
Leading global press freedom organizations have rallied around Mzia Amaglobeli’s case. Representatives from the Committee to Protect Journalists (CPJ), the International Press Institute (IPI), and Reporters Without Borders (RSF) visited the women’s prison colony in Rustavi on July 13 to show their solidarity with Mzia Amaglobeli. They also attended the court hearing in Batumi on July 14.
The European Parliament’s resolution includes a demand for the “immediate and unconditional release of Mzia Amaglobeli and the dropping of all politically motivated charges against her.” The resolution also expresses “deep concern over the critical deterioration of her vision while in custody” and calls for her immediate access to reliable medical care.
Mzia Amaglobeli’s case is currently under review by the European Court of Human Rights in Strasbourg.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 052 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
ტანკი – 11 066 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 065 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 30 895 ერთეული [+30]
MLRS – 1 451 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 202 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 48 685 ერთეული [+100]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 548 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 754 ერთეული [+67]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
73 389 უპილოტო საფრენი აპარატი
624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 375 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 583 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 948 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 855 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.
„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას.
„უახლოეს დღეებში, „ქართული ოცნების“ ე.წ. სასამართლო აპირებს განაჩენი გამოუტანოს მზია ამაღლობელს და ამ განაჩენით, რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს.
დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები მივმართავთ რეპრესიულ რეჟიმს და ამ სისტემის მსახურებს – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი!
წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დავიშურებთ დროსა და ძალისხმევას, რომ ნებისმიერი, ვინც მონაწილეობს მზიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო საქმის შეთხზვაში, მასზე ძალადობაში, საზოგადოების დეზინფორმაციაში, ასევე – ვინც მოამზადებს, ხელს შეუწყობს და გამოიტანს ე.წ. სასამართლო განაჩენს – აუცილებლად, სამართლიანად აგებს პასუხს თავისუფალი და დემოკრატიული მართლმსაჯულების წინაშე.
ვპირდებით, რომ ისინი მოხვდებიან ყველაზე მკაცრი, პერსონალური სანქციების ქვეშ, ხოლო მათი სახელები და გვარები, ისტორიას სამუდამოდ დარჩება, როგორც მოღალატე და მოძალადე რეჟიმის მსახურები.
მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალი და სამაგალითო მოქალაქე, რომელსაც სისტემა აწამებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება უკანონო პატიმრობის გამო. მას უპირისპირდება რეპრესიული რეჟიმი და სახეზე გვაქვს სისტემური დანაშაული უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის მიმართ.
ქართული საზოგადოება იბრძვის რეპრესიული ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გადის სინდისის და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაზე, ნამდვილ, თავისუფალ, ევროპულ არჩევნებზე და ქართულ ოცნებად წოდებული რეპრესიული რეჟიმის სრულ დამარცხებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
„პლატფორმა 2025“
ქართველთა საზოგადოება კვიპროსში. „ძალა ერთობაშია“
ქართული დიასპორის წევრები დანიაში
„ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“
ასოციაცია „თამარიელი“
„თაობები საქართველოსთვის“
ქართველთა სათვისტომო ავსტრიაში
შტუტგარტის ჯგუფი
ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი (ICGE), ბელგია
„თაობები საქართველოსთვის“ იტალია
„ქართველები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში“
„ცხრათვალა“
ქართულ კულტურულ ორგანიზაციათა ქოლგა გაერთიანება ესტონეთში – „ქართული სახლი“
ესპანეთში ქართველი ემიგრანტების ჯგუფები – მადრიდში, ბარსელონასა და ვალენსიაში
საქართველოს პულსი
ქართული დიასპორის წარმომადგენლები შვედეთში
შტუტგარტელების ლიგა
“ქართველი ქალები ესპანეთში”,
ქართველი ხალხის თემი კაუნასში
ქართველთა საზოგადოება პოლონეთში
„კანადელი ქართველები პროგრესისთვის“
GeoVoice, აშშ
“საფრანგეთიდან დანახული საქართველო“
„თავისუფლების ფონდი“, გაერთიანებული სამეფო
დასი, შვეიცარია
ქართველთა ასოციაცია ნორვეგიაში „კრება“
,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი”, იტალია
ქართველთა საინიციატივო ჯგუფი ჩეხეთში
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს, 13 საათზე დაიწყება. შესაძლოა, იმავე დღეს გახდეს ცნობილი განაჩენის შესახებ.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველებისშეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
„რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად და ხშირად მოდის ინფორმაცია და სურვილი, მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ. ეს ეხებათ დანარჩენებსაც. და მათაც უნდათ ამაზე აზრის გამოთქმა.
სინამდვილეში საკითხი დგას ასე. ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს. ეს შეწყალება შესთავაზონ რუსთაველზე რომ დარბოდნენ, იმ პოლიციელებს. მე შეწყალება არ მჭირდება. ბრალდება მოგონილია. ვიდეომტკიცებულებები, რაც აქვს წარმოდგენილი პროკურატურას, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, ამით დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს თავი“ – ეს სიტყვები მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ დღეს, 29 ივლისს, საკუთარ სასამართლო პროცესზე წარმოთქვა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროევროპულ აქციებში მონაწილე 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ირაკლი ქერაშვილს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ვაკო თეთრაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკს, რუსლან სივაკოვსა და რეზო კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ასამართლებენ.
29 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლუკა ჯაბუამ, ირაკლი ქერაშვილმა, გიორგი ტერიშვილმა და ჯანო არჩაიამ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსად მკაფიო განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ არ აპირებენ სინანულს და ბოდიშის მოხდას, რადგან „უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ სანანებელი და არაფერზე აქვთ ბოდიში მოსახდელი“.
რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოდიშს სინდისის პატიმრებისგან? – „ბათუმელები“ ამ თემაზე მწერალ ლაშა ბუღაძეს ესაუბრა.
„გამაოგნებელი სიდიადეა! აღარც მეგონა, ჩვენს ვაჭრულ დროში ასეთი ნების ადამიანებიც თუ გვყავდა“ – ასე გამოეხმაურა მწერალი დღეს, სინდისის პატიმრების განცხადებას, რომ ისინი არ აპირებენ ბოდიშის მოხდას, რადგან უდანაშაულოები არიან და არაფერი აქვთ საბოდიშო.
ბატონო ლაშა, როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სინდისის პატიმრებისგან ბოდიშს?
ჩემი აზრით, პრობლემა აქვთ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების უმრავლესობისთვისაც კი დისკომფორტია სინდისის პატიმრების ციხეებში ყოფნა. ყველა გამოკითხვა და ყველა კვლევა აჩვენებს ამას, რომ ეს ადამიანებიც არ გრძნობენ თავს მშვიდად სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნით.
მათ რაღაცნაირად უნდათ სიტუაციის ნორმალიზება. „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, უჭირს მისჯა მათთვის [პოლიტიკური პატიმრებისთვის], განცდა მაქვს, რომ ამიტომ ჭიმავენ ამ პროცესს.
ამასთან, „ოცნების“ მზაკვრული ქცევის მოდელსაც ვხედავთ, რომელიც სათავეს იღებს საბჭოური „კაგებეს“ და რუსული „ეფესბეს“ ტრადიციებიდან – უდანაშაულო ადამიანს აღიარებინო რაღაც და შემდეგ უფრო გაგიადვილდეს მისი წნეხში მოქცევა.
მათ შორის მორალური თვალსაზრისით, რეპუტაციულად უნდათ შებღალო ისინი. ბოდიშის მოხდა არის ერთგვარი აღიარება. ეს ძალიან დიდი ტრადიციაა.
ჩვენ ეს ვიცით ისტორიიდან, უახლესი ისტორიიდანაც, დაწყებული ცნობილი მონანიების მოთხოვნები საბჭოთა „კაგებეს“ მიერ დისიდენტების მიმართ და ახლაც, თანამედროვე რუსეთში, კადიროველების ქცევა იქნება, სხვა თუ სხვა, სადაც ვიდეოებზე აწერინებენ მონანიებებს და ბოდიშებს, ეს ერთი ლოგიკის ნაწილია.
უნდა გატეხო მორალურად პატიმარი, იმისათვის რომ შემდეგ გააძლიერო წნეხი, მათ შორის საზოგადოებაზე – „აი, თქვენი გმირებიც კი აღიარებენ დანაშაულს“.
ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს სინდისის პატიმართა პერსონალურ დემორალიზებას. როგორი ტიპის მმართველებს სურთ ადამიანების ასე განადგურება?
ავტორიტარიზმი არის რეპრესიული სისტემა, სადაც ყველაფერი ჩამოკიდებულია ავტორიტარზე. დანარჩენ შემთხვევაში, ვინც ამ სისტემის ვერტიკალშია, არ ფლობს ინდივიდუალობას. ის, ვინც ამ სისტემას უპირისპირდება, მათ შორის სინდისის პატიმრები, ვინც იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ისინი არიან ინდივიდები.
მზია ამაღლობელი ინდივიდია, ანდრო ჭიჭინაძე ინდივიდია, ვეფხია კასრაძე ინდივიდია, ყველა სინდისის პატიმარი ინდივიდია, რომელთა სიმტკიცეზე, ნებელობაზე და პიროვნულ თვისებებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ მათში სწორედ ამ ინდივიდის ჩაკვლას ცდილობენ უპირობო და უსახო ავტორიტარიზმის სასარგებლოდ.
წარმოიდგინეთ, როგორ უჭირთ იქ, სადაც ბოდიშებს და მადლობებს იხდიან წინასასიკვდილო წერილებშიც კი, „ქართული ოცნების“ სატრაპები და პოლიტიკური მარიონეტები.
ე.წ. მონანიების პროცესი მახსენებს ზვიად გამსახურდიას დემორალიზების მცდელობას.
ე.წ. მონანიება – ეს ტერმინიც საბჭოთა პროპაგანდამ შემოიტანა ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა კავშირში და შემდეგ თავადვე დაიწყეს ამ ტერმინის დამუშავება და დამკვიდრება, [თუ როგორი მოინანია დისიდენტმა]. ეს ძალიან ჩვეულებრივი და კლასიკური შემთხვევაა.
ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემი მაგალითი უნდა მოვიყვანო. წიგნიც მაქვს დაწერილი „პატარა ქვეყანა“, როდესაც მკაცრი ცენზურის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ ჩემს მიმართ, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, ვგულისხმობ საქართველოს საპატრიარქოს.
მომიწოდებდნენ ბოდიში მომეხადა მოთხრობა „პირველი რუსის“ დაწერის გამო, თითქოს [ამ მოთხრობით] შევბღალე რუსეთი. მე მახსოვს ორი თვის განმავლობაში რამხელა წნეხი იყო ჩემზე, რომ ბოდიში მომეხადა.
კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ საკუთარი მაგალითი მომყავს, მაგრამ აქ ჩემზე არაა მხოლოდ საუბარი. ამბავი ისაა, თუ როგორ გაწვება სისტემა.
სისტემას უნდა გაგტეხოს. სისტემას არ უნდა, რომ არსებობდეს გმირი, იმიტომ, რომ ახლა არის ანტიგმირების დრო და ანტიგმირებში ადვილად ბალახობს ივანიშვილი. არარაობებში ის ყოველთვის გამარჯვებულია.
ცნობილი თეზისია, რომ მზესუმზირებს თავები უნდა წააჭრა, რასაც ტირანია აკეთებს არისტოტელესეული მეტაფორით.
შემდეგ ადვილია სარეველაში რაღაც შენთვის მოიპოვო. აი, ეს მეტაფორაა. ამიტომ ეს უნდათ.
სინდისის პატიმრები ჩვენი დროის დისიდენტები არიან. მზია ამაღლობელი ჩვენი დროის დისიდენტია, დიდი. ისტორიაშია უკვე შესული. ის გვანიჭებს იქიდან გამძლეობას ჩვენ, აქეთ. ამიტომ ავტორიტარულ სისტემაში ამ გმირის რაღაცნაირად დაბეჩავება უნდა მოხდეს. „ქართული ოცნების“ სურვილი ასეთია, მაგრამ ეს არ გამოსდით. მოულოდნელია მათთვის სინდისის პატიმრების ქცევა.
იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მონა ხომ ძალიან მალევე ხდება მონა. წუთებიც კი არ სჭირდებათ იმისათვის, რომ იღოღონ ბოდიშებით და მათ წინაშე იფოფხონ.
მათი ქცევა მოულოდნელია და ივანიშვილი ვერ კითხულობს მათ ლოგიკას. მით უმეტეს, ვერცერთი რუსული ტიპის ავტორიტარი ვერ კითხულობს. პუტინმაც ვერ წაიკითხა პოლიტკოვსკაიას და ნავალნის ლოგიკა.
დიქტატორები ბანალურები და მშიშარები არიან. ამიტომ ცდილობენ, რომ მათში ეს ნებელობა ჩაკლან.
დღეს ვნახეთ სინდისის პატიმრების განცხადება, რომ არ აპირებენ ბოდიშის მოხდას. ერთმა პატიმარმა მაინც რომ ისარგებლოს შეთავაზებით, თქვენი აზრით, ამას როგორ გამოიყენებს პროპაგანდა?
სინდისის პატიმრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი ტყვეობა არის ბრძოლის ნაწილი. ანდრო ჭიჭინაძემ ძალიან მართებულად და გონივრულად ახსენა იოზეფ კა, ფრანც კაფკას „პროცესიდან“, მაგრამ კაფკას „პროცესისგან“ განსხვავებით, სინდისის პატიმრები არიან თანმიმდევრულები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
სინდისის პატიმრებმა, მზია ამაღლობელის ჩათვლით, იციან, რომ მათი ბოდიში, ეს არის უდიდესი სტრატეგიული უკან დახევა ამ ბრძოლის პროცესში. ეს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტი და უკან დახევა კი არ არის, ამ ადამიანების როგორც მებრძოლების, ტაქტიკურ-სტრატეგიული პოზიციაა ივანიშვილთან დაპირისპირების პროცესში.
ამით განა იმას ვამბობ, რომ ღმერთმა დამიფაროს, ვიღაცას მოვუწოდო ან ასე ქნას, ან ისე. არ მინდა ჩემი ეს ნათქვამი პროპაგანდამ სათავისოდ გამოიყენოს.
არსობრივად რთულია ვილაპარაკოთ გარეთ მყოფებმა ციხეში მყოფ ადამიანებზე რა როგორ უნდა ქნან. ისინი დიდ წნეხში არიან და მართლა უმთავრესზე ამბობენ უარს – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებაზე. ეს ბრძოლის ნაწილია. ისინი იბრძვიან.
ყველა სიტყვას, ყველა გამოსვლას, აქვს სიმბოლური დატვირთვა და არამხოლოდ ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების პროცესში.
აქ არის დიდი, პოლიტიკური, ისტორიული ბრძოლა.
როდესაც ქვეყანას ამდენი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, ვაჭარი, გაყიდული, უსინდისო, უზნეო ადამიანი ჰყავს, რაზეც სამწუხაროდ დგას რეჟიმი, რეჟიმს აბსოლუტურ შოკში აგდებს სინდისის პატიმრების ძალიან ფხიზელი, გაცნობიერებული და პოლიტიკურად ძალიან გამართული პოზიცია. ძალიან მყარები არიან ისინი.
ეს მაშინ, როცა რეჟიმის პროპაგანდისტებს, რეჟიმის დასანქცირებულ მოსამართლეებს, ძალიან ცუდად აქვთ ნიღბები მორგებული და უკვე ავლენენ შფოთვის ნიშნებს.
ისინი არ გრძნობენ თავს მშვიდად.
______________
მთავარ ფოტოზე: სინდისის პატიმრები. 15 მაისი, თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: „პუბლიკა“
დღეს, 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ლუკა კურტანიძეს, „ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს.
კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. თუმცა, აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალადობის ამსახველი ვიდეო.
„არ ვამაყობ, რომ ასეთი ემოცია გამოვხატე… იმისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე?“ – ჰკითხა მოსამართლეს ლუკა კურტანიძემ ბრალდებულისთვის განკუთვნილი, იზოლირებული ადგილიდან დღეს, 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ლუკა კურტანიძის განმარტებით, ყოფილ ცოლზე ძალადობის წინაპირობა ქონებრივი დავა იყო, რაც წლებია გრძელდება, ძალადობის ფაქტს კი, რასაც სხეულის დაზიანება მოჰყვა, ლუკა კურტანიძე „ემოციის გამოხატვას“ უწოდებს.
ლუკა კურტანიძის თქმით, მან ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ ცოლს – ხათუნა მიქაცაძეს სახლი ქობულეთში აჩუქა და სხვა უძრავი ქონების თანამესაკუთრედაც აღიარა, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი მისი ცოლი გახდებოდა, მაგრამ პარლამენტის ყოფილმა წევრმა მოსამართლეს უთხრა, რომ ქალმა „პირობა არ შეასრულა“.
ელდარ [ლუკა] კურტანიძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია [126-ე პრიმა მუხლი]; ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება [11 პრიმა 187-ე] – საუბარია ყოფილი ცოლის, ხათუნა მიქაცაძის ავტომანქანაზე და დამცავი ორდერის დარღვევა [11 პრიმა 381-ე მუხლი] – ლუკა კურტანიძეს ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა ლუკა კურტანიძის გათავისუფლება 50 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.
ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, პროკურორმა დავით კირცხელმა ჰკითხა ბრალდებულს: „რატომ დახვდა ქალბატონ ხათუნას თავისი საკუთრება სხვის მიერ გამოკეტილი?“
„მზად ვარ ჩემი სიბრიყვისთვის ვაგო პასუხი, რასაც ქონების გაყოფა ჰქვია… მოტყუებული დავრჩი, პროტესტი გამიჩნდა,“- აღნიშნა ლუკა კურტანიძემ და ძალადობის შემთხვევა, „ოცნების“ სტილში, მედიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა:
„ცეზარ ჩოჩელთან მუშაობდა, დავით კირკიტაძესთან, კარგად იცით ვინც არის ვანო მერაბიშვილი… მიდის ცილისწამება, რომ მე ვარ მოძალადე და დამნაშავე, ბაია პატარაიას ოფისში დაიწერა ეს… ამ ჯგუფმა ხან რა შოუ მოამზადეს და ხან რა, „ტვ პირველით“, მერე „ფორმულაც…“ – თუმცა ამ დროს ლუკა კურტანიძე მოსამართლემ შეაჩერა, იქნებ საქმეზე ისაუბროთო.
ლუკა კურტანიძე წამოდგა და მოსამართლეს დეტალურად მოუყვა საკუთარი უიღბლო სიყვარულის ამბავს, რამდენიმე მონაკვეთში ოლიმპიურ ჩემპიონს თვალებიც აუცრემლიანდა და ხმაც დაუწვრილდა, მე ამ ქალთან ერთად ოჯახი მინდოდაო.
ლუკა კურტანიძეს ხათუნა მიქაცაძე 2012 წელს გაუცნია.
„ნაქირავებში ცხოვრობდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად… მე ბინა გადავეცი საჩუქრად, რომ ღირსეული ქართველი კაცი ვყოფილიყავი.
მე მას მთელი ჩემი სიცოცხლით მივენდე… მასაც უყვარდა ზღვის სანაპირო, როგორც მე – აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც ავაშენეთ სახლი ქობულეთში,“- დაახლოებით ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი ამბის მოსამართლისთვის მოყოლა ლუკა კურტანიძემ.
დარბაზში პროცესს ლუკა კურტანიძის რამდენიმე ახლობელი ესწრებოდა, მათ შორის, როგორც თავად ლუკა კურტანიძემ აღნიშნა – საცოლე, სოფო მეფარიშვილი. პროკურორის, დავით კირჩხელის განმარტებით, სოფო მეფარიშვილი ქობულეთის სადავო სახლის თანამესაკუთრეა ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან, ხათუნა მიქაცაძესთან ერთად.
სახლს, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს, ერთი შესასვლელი ჰქონია.
„დასაოჯახებელი ვარ,“- ხაზი გაუსვა ბრალდებულმა ლუკა კურტანიძემ და შემდეგ აღწერა, პარლამენტარი რომ გახდა „ოცნებიდან“, ხათუნა მიქაცაძემ შემომთავაზა, ქონება ჩემზე გადმოაფორმე, შენ ხელი რომ არ შეგეშალოსო.
ლუკა კურტანიძის თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ ქალმა მას პოლიცია გამოუძახა, როცა იგი ცდილობდა აეხსნა, მხოლოდ „ოჯახური სიყვარულის“ შენარჩუნება რომ სურდა.
„2021 წელსაც ინიციატივა ჰქონდა, თანამესაკუთრე გამხადე და მოვაწეროთ ხელიო, ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ოჯახის აღდგენაზე უარი მითხრა – გადავიფიქრეო.
წავედი და ბორჯომში ვცხოვრობდი ნახევარი წელი. როცა ჩამოვედი თბილისში და მივაკითხე, დამირეკა და მითხრა, გხედავ ჩემს კართან, წადი, თორემ პოლიციას გამოვიძახებო…
ასე დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერი. მერე ჩატარდა ჯვრის აყრის ცერემონიალი – მომატყუე და ჩემს გრძნობებზე ითამაშე-მეთქი, ვუთხარი. მე ემოციური ადამიანი ვარ,”- დარბაზს გადმოხედა თანაგრძნობის მისაღებად ბრალდებულმა და მერე პროკურორს გაუბრაზდა:
„ჩემი სალი კლდეები არ გამიცვლია სხვა ქვეყნის მილიონებზე, როცა პროკურორი ამბობს, მიიმალებაო, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია… რაც კი ორდენი არსებობს, ყველა ორდენის კავალერი ვარ, ჩემი სიცოცხლით ვებრძოდი იმ რეჟიმს“ – „ოცნებასთან“ კავშირს გაუსვა ხაზი ბრალდებულმა.
უშუალოდ ქობულეთის ინციდენტზე კი, ბრალდებულმა თქვა, რომ 22 ივლისს ჩამოვიდა ქობულეთის სახლში საცოლესთან ერთად, მაგრამ სახლის კარი ვანდალურად დაზიანებული დახვდა, ამიტომაც პოლიცია გამოვიძახე და ჩვენებაც მივეციო.
27 ივლისს კი, ინციდენტის დღეს, ლუკა კურტანიძე სავარჯიშოდ შეკვეთილში წასულა:
„როცა დავბრუნდი, სახლთან დამხვდა პატრულის მანქანა და ხათუნა გაჰკიოდა, ეს ძალადობააო… არც იმას უარვყოფ, რომ მისთვის ტელეფონის წართმევას ვცდილობდი, პედოფილს მეძახდა. მზად ვარ ყველა შეკითხვას პასუხი გავცე“ – დაასრულა ლუკა კურტანიძემ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვეტერან სპორტსმენს, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და პარლამენტის ყოფილ წევრს „ქართული ოცნებიდან”, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დღეს, 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოფილი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს. მას ბრალად ედება ყოფილ მეუღლეზე ძალადობა, ნივთის დაზიანება და დამცავი ორდერის დარღვევა.
გავრცელებული ვიდეო კადრების მიხედვით, კურტანიძე, ქობულეთში, ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელების თვალწინ.
ადვოკატი ივანე მეფარიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი მზად არიან 50 ათასი ლარის გირაო გადაიხადონ და წინასწარი პატიმრობიდან ლუკა კურტანიძის გათავისუფლება მოითხოვონ.
„კურტანიძე დაესწრება სასამართლოს, მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. რეალურად რა მოხდა, როგორ მოხდა და რა იყო წინაპირობები.
ბრალთან დაკავშირებით თავის პოზიციას თვითონ გაახმოვანებს სხდომაზე, ისაუბრებს იმ ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდა“, – ამბობს ადვოკატი.
მას ვკითხეთ, თუ რა პოზიცია აქვს დაზარალებული ქალის სხეულზე არსებულ დაზიანებების შესახებ. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, რა გარემოებებში მიიღო ქალმა ეს დაზიანებები.
„ლუკა არასოდეს შეეგუება იმ იარლიყს, რომ ის არის მოძალადე, განსაკუთრებით ქალების მიმართ. დავაყენებთ საკითხს, რომ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს, მაგრამ მზად ვართ, გირაოც გადავიხადოთ 50 ათასი ლარის ოდენობით“, – ამბობს ლუკა კურტანიძის ადვოკატი.
___
კადრებში, რომელიც TV პირველმა გაავრცელა, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. ამავე კადრებში ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლციის ეკიპაჟი. თუმცა, აქვე ისმის ხათუნა მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალდობის ამსახველი ვიდეო.
ხათუნა მიქაცაძე TV პირველს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ჩაერთო და მოუყვა, რომ პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა მათ აქამდე არ ჰქონიათ შესაბამუსი რეაგირება. მისივე თქმით, კურტანიძეზე დამცავი ორდერი იყო გამოწერილი და მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მიქაცაძეს ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი სახეზე და მკლავებზე. მისივე თქმით, დაზიანებები აქვს მუხლებზეც.
ვეტერანი სპორტსმენი, ლუკა კურტანიძე იყო პარლამნეტის წევრი „ქართული ოცნებიდან”. ის ასევე არის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. მისი მხირდან ძალადობაზე მიქაცაძეს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
სამუშაოებისთვის 300 ათასამდე ლარია გამოყოფილი, რაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას 2025 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, „რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე.
შესაბამისად, საზღვრის პროცედურის ფარგლებში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა განთავსდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში… ამასთან, შსს-მ უნდა უზრუნველყოს უცხოელის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნა“ – წერს სასაზღვრო პოლიცია.
რადგან აღნიშნული კანონი 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობა?
სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოწვეული იქნა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ:
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ საზღვარზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალი“ ერთადერთი მოქმედი სასაზღვრო გამტარი პუნქტია, სადაც ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით.
ისინი აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იხდიდნენ სასჯელს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, მათ შორის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, სასჯელის მოხდა დაასრულეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში.
სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ ხდება აღნიშნული პირების ე.წ. „დეპორტაცია“ საქართველოს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან…“
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ზემოთ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
რა ხდება?
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალსა“ და რუსულ გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს“ შორის ათობით უკრაინელი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალის“ უფროსის მოადგილემ, ლუკა პაატაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაახლოებით 80 ადამიანია საზღვართან.
მისივე თქმით, მათ ნაწილს საერთოდ არ აქვს საკმარისი დოკუმენტაცია და დადასტურებით იმის თქმაც უჭირს, არიან თუ არა ისინი უკრაინის მოქალაქეები. პაატაშვილის კომენტარი „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა“ – ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო საქართველოში „მტკიცე სულის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს.
„ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს.
კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა.
აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ პოსტში.
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული – Agile Spirit 2025“ საქართველოში 25 ივლისს დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა.
ხოლო შემდეგ, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.
ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით – ქართული წარმოების „დიდგორი“ და „კობრა“.
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება.
სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
პროკურატურა წერს, რომ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საუბარია „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ, სპორტსმენ ლუკა კურტანიძეზე, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს ქობულეთში.
„ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს უწყება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“Azerbaijan is not a “bite-sized target” for Russia — there’s the Turkey factor,” says expert on Turkey Kamran Osmanli, who believes that if Russia finds time for military provocations in the South Caucasus, it will be met by an already active Turkey in the region.
Armenia and Azerbaijan have turned their backs on Russia in the South Caucasus. So, what role is Turkey gaining in the region, and what changes for Georgia if it remains in Russia’s orbit? Batumelebi spoke to expert on Turkey Kamran Osmanli:
Mr. Kamran, what role is Turkey acquiring in the region now, as Armenia and Azerbaijan are trying to distance themselves from Russia’s orbit?
Turkey has long sought to become a decisive factor in the region. Maybe not indispensable so, due to its limited resources, but we are seeing it engage more actively in this process.
You could say Turkey is playing a mediating role between Armenia and Azerbaijan: if you look closely, there is very little time between Aliyev’s and Pashinyan’s visits to Turkey — meaning Turkey held consultations first with one side, then with the other.
How seriously does Russia take Turkey’s growing involvement in the Caucasus, considering that Russia may find time to resort to its usual tactics and provoke military conflict?
Yes, Russia always tries that. It has managed to keep countries in this region within its orbit through provocations until now.
From Russia’s point of view, Azerbaijan may seem like a small country — but it’s not a “bite-sized target” at this stage. First of all, Russia is fighting — and not successfully — in Ukraine. It doesn’t have the resources to launch a separate military campaign in the Caucasus. Second, there’s the Turkey factor, and I am confident that Turkey would not allow such a move.
After the end of the Karabakh war, Azerbaijan and Turkey signed the Shusha Declaration, which essentially reflects NATO’s Article 5 principle: if one country is attacked, the other is obligated to activate its military component and intervene.
Kamran Osmanli
Who will protect Armenia? We’re also hearing that Russia is adding more troops to its base in Gyumri.
Yes, Armenia is left vulnerable, facing its former ally alone. A scenario similar to what happened in Abkhazia is possible — although Armenia doesn’t have separatists, there are many within the population who remain loyal to Russia.
It would be unfortunate if that were to happen.
If that happens, would Turkey turn a blind eye, even though it aspires to be a regional leader?
Turkey’s interest lies in regional peace and stability. It has come forward with conflict-resolution initiatives in Syria, Ukraine, and elsewhere.
Turkey does not have the tools to stop Russia or any other state from acting on Armenian territory.
But if Azerbaijan is attacked, or if something happens in Georgia — Turkey could get involved. Georgia hosts critical transit routes that are directly in Turkey’s interest: an oil pipeline, a gas pipeline, and the railway leading to Kars. Therefore, Turkey has serious interests and investments in both Azerbaijan and Georgia. But in the case of Armenia, I believe Turkey will limit itself to issuing statements.
Pashinyan traveled to meet Erdogan. There’s talk that Erdogan might visit Armenia. Do you see a real prospect for deepening Armenia–Turkey relations?
There is no official information yet on Erdogan traveling to Armenia. If that happens, it’ll be interesting to see how the local population receives him.
When Pashinyan visited Turkey, he met with local Armenians and clergy — it sparked discussions. That’s significant because in Yerevan, Pashinyan is at odds with the Catholicos (head of the Armenian Church). It’s not unthinkable that he might bring clergy from Turkey who are more loyal to him.
If Armenia truly wants to leave Russia’s orbit, it must take steps to normalize relations with Turkey and Azerbaijan. If Armenia doesn’t open its borders with these two countries, it won’t be able to develop and will remain a kind of Russian province — entirely dependent on Russia, isolated.
So, this necessity must be recognized both by society and the government — they need to move toward reconciliation.
Until Armenia and Azerbaijan sign a peace agreement, any talk of new projects or progress is premature. The media is full of reports claiming agreements are already in place, that the U.S. companies are entering, and so on. But in reality, nothing concrete has happened yet.
Some argue that Turkey is not actually ready for regional leadership: its economy is weak, democratic backsliding is severe, Erdogan has cracked down on the opposition and jailed critics — meaning it won’t have Western support in this process.
Turkey is very eager to become a regional leader. At the same time, its Achilles’ heel is the economy — which is indeed very weak. In the end, it all comes down to money, despite Turkey’s strong military capacity, army, and defense industry. In recent years, Turkish weaponry has been used successfully in many conflicts.
Turkey’s internal crisis does affect Erdogan’s standing — but ultimately, geopolitics is what matters most. From a geopolitical standpoint, the EU and each of its member states currently need Erdogan.
In addition, Erdogan is close to Trump and his inner circle — and this is evident from their statements. Trump has said Erdogan is his friend and capable of resolving conflicts. We can say he even left the issue of Syria–Israel on Turkey.
So despite Turkey’s internal turmoil, both the Trump camp and the EU are betting on Erdogan. The West sees what’s happening in Turkey — statements are being made — but if all this had occurred 10 years ago, Turkey would’ve faced serious sanctions and pressure. Today, though, with the war in Ukraine on one side, turmoil in the Middle East on the other, and the Armenia–Azerbaijan issue in the region, the West needs Turkey as a strong, reliable partner — regardless of its domestic problems.
So whether we like it or not, Erdogan is what they call a “political animal” — he senses the situation both inside and outside the country and knows how to use it to his advantage. He could have arrested Imamoglu five years ago — but he didn’t dare. Today, however, he did — along with 104 members of the opposition party.
Turkey has already established itself as a strong regional power. Its economy may not be thriving, but it is already a key player — one without whom conflict resolution is almost impossible. At negotiating tables, other countries now request Turkey’s presence. That didn’t happen before.
What kind of strategy should Georgia adopt now? How might Turkey–Georgia relations change if Turkey becomes the regional leader, while Georgia remains Russia’s agent?
I don’t think Turkey will change its attitude toward Georgia, because relations between the two countries are very close. Turkey’s growing strength is good for us — we have a strong relationship with Turkey. Turkey recognizes our territorial integrity, supports us, and so on.
Georgia’s central government must take care to preserve the trust and interest that a regional power like Turkey has shown toward it.
Experts say Georgia is losing its strategic role. My view is this: if there is peace in the Caucasus, everyone benefits. Cargo from China will still need a corridor — the Silk Road. What’s essential is for Georgia to have functioning infrastructure: roads, railways, highways, ports.
What’s happening now in the Caucasus will take years to resolve. It will take at least 5–10 years to settle the Zangezur Corridor issue. There’s still deep distrust between local populations. So it won’t all be resolved quickly. We are a bridge on the route to Central Asia.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, 2025 წლის 2-9 აგვისტოს კი მას პეკინი უმასპინძლებს.
ეროვნული ოლიმპიადაში წარმატების შემდეგ, ნაკრების წევრები ოლიმპიადისთვის უკვე ინტენსიურად ემზადებიან. ნაკრების მწვრთნელები თიბისის და საქართველოს სხვა წამყვანი AI პროფესიონალები არიან. ოლიმპიელები ასევე ხვდებიან ქართველებს, რომლებიც ისეთ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ, როგორიც Google-ის DeepMind და OpenAI-ია. მოსამზადებელი ეტაპი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 1 აგვისტოს კი ნაკრები და მწვრთნელები პეკინში გაემგზავრებიან.
პეკინში მონაწილეები ღონისძიებას შეუერთდებიან სხვა AI ენთუზიასტებთან ერთად და ქვეყნის სახელით პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ამის გარდა, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეწვიონ წამყვან AI კომპანიებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ კულტურულ აქტივობებში, იმუშაონ ახალ იდეებზე და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
ოლიმპიადის ორგანიზატორი: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA).
მხარდამჭერები: თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.
თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 33 – 37 გრადუსი სითბო
ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 31 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 1-2 აგვისტოს კი ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.
2 აგვისტოს, ბათუმში 8 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები ევროპულ მარშს გამართავენ.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, ევროპული მარში ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელი კოლონადებიდან დაიწყება 20 საათზე.
„მიტაცებული ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს.
ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი – პოლიტპატიმართა გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელთა შესრულებამდეც ყველა სხვა სახის შეხება, მათ შორის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა რამ, ყველაფერი არის ლეგიტიმაციის მიღმა.
ყველა იმ თანამოქალაქეს, ბათუმის მკვიდრს თუ სტუმარს, გელოდებით, ბათუმის კოლონადებთან, საიდანაც დაიწყება ბათუმის ევროპული მარში,“ – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ციალა ქათამიძემ.
2 აგვისტოს ბათუმის ევროპულ მარშში მონაწილეობას მიიღებენ პარტიები: „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახლები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 051 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
ტანკი – 11 065 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 064 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 30 865 ერთეული [+39]
MLRS – 1 451 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 202 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 48 585 ერთეული [+192]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 548 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 56 687 ერთეული [+91]
სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
664 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
73 153 უპილოტო საფრენი აპარატი
624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 581 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 929 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
38 813 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„რუსეთისთვის აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პროვოკაციებისთვის მოიცლის, მას უკვე აქ გააქტიურებული თურქეთი დახვდება.
სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს. როგორ იზრდება ამ დროს თურქეთის რეგიონული როლი და რა იცვლება საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის ორბიტაზე დარჩება? – „ბათუმელებმა“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლისთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო ქამრან, რა როლს იძენს თურქეთი რეგიონში ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ რუსულ ორბიტას მოშორდნენ?
თურქეთი აქამდეც აქტიურად ცდილობდა რეგიონის გადამწყვეტი ფაქტორი გამხდარიყო, შეიძლება უპირობო ვერა, თავისი შეზღუდული რესურსების გამო, თუმცა ვხედავთ, რომ თურქეთი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში.
შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი ასრულებს მედიატორის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: თუ დააკვირდებით, ალიევის და ფაშინიანის თურქეთში ვიზიტებს შორის მცირე დროა, ანუ თურქეთმა კონსულტაციები გაიარა ჯერ ერთ მხარესთან, შემდეგ – მეორესთან.
რამდენად ანგარიშგასაწევია თურქეთის გააქტიურება კავკასიის რეგიონში რუსეთისთვის, რომელმაც შესაძლოა მოიცალოს თავისი ტრადიციული მეთოდისთვის და სამხედრო პროვოკაცია დაგეგმოს?
დიახ, რუსეთი ამას ყოველთვის ცდილობს. ის ამ დრომდე პროვოკაციებით ახერხებდა ამ რეგიონის სახელმწიფოები თავის ორბიტაზე შეენარჩუნებინა.
აზერბაიჯანი შესაძლოა პატარა სახელმწიფო რუსეთის გადმოსახედიდან, მაგრამ ამ ეტაპზე აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. ერთია, რომ რუსეთი უკრაინაში იბრძვის და იბრძვის წარუმატებლად – მას არ გააჩნია რესურსი ცალკე სამხედრო კამპანია წამოიწყოს კავკასიაში, მეორეს მხრივ კი, არსებობს თურქეთის ფაქტორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს.
ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებობს შუშის დეკლარაცია, რაც გულისხმობს ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპით მოქმედებს: თუ ვინმე თავს დაესხმება ერთ სახელმწიფოს, მეორე სახელმწიფო ვალდებულია, რომ გაააქტიუროს სამხედრო კომპონენტი და ჩაერთოს.
ქამრან ოსმანლი
სომხეთს ვინ დაიცავს? თანაც სომხეთში არსებულ გიუმრის რუსულ ბაზაზე რუსები სამხედროებს ამატებენო.
დიახ, სომხეთი დაუცველი რჩება თავის ყოფილ მოკავშირესთან პირისპირ. შესაძლებელია, აფხაზეთის მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები – მართალია, სომხეთს სეპარატისტები არ ჰყავს, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში ბევრია ისეთი, ვინც რუსეთის მიმართ ლოიალურია.
სამწუხარო იქნება, თუ ეს მოხდება.
თუ ეს მოხდება, თურქეთი თვალს დახუჭავს, როცა მას ამბიცია აქვს რეგიონულ ლიდერობაზე?
თურქეთის ინტერესია, რომ რეგიონში იყო მშვიდობა, სტაბილურობა. ის კონფლიქტების მოგვარების ინიციატივით გამოდის იგივე სირიის, უკრაინის და სხვა კონფლიქტებში.
თურქეთს არ გააჩნია ბერკეტები, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთი, ან სხვა სახელმწიფო გააჩეროს.
თურქეთს შეუძლია აქტიურად ჩაერთოს აზერბაიჯანის შემთხვევაში თუ იქნება თავდასხმა, ასევე საქართველოს შემთხვევაში – საქართველოში მოგეხსენებათ გადის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები, რომელიც თურქეთის პირდაპირ ინტერესშია, გადის ნავთობსადენი და გაზსადენი, ასევე ყარსამდე მიმავალი რკინიგზა. ამიტომაც, აზერბაიჯანსა და საქართველოში თურქეთს სერიოზული ინტერესები გააჩნია, შესაბამისი რესურსებიც აქვს ჩადებული. მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, თურქეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.
ფაშინიანი ჩავიდა ერდოღანთან სალაპარაკოდ. აღინიშნა, რომ ერდოღანიც აპირებს სომხეთში ჩასვლას. ჩანს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივა?
ერდოღანის სომხეთში ჩასვლის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. თუ ასე მოხდება, საინტერესოა, როგორ დახვდება მას ადგილობრივი მოსახლეობა.
ფაშინიანი როცა ჩავიდა თურქეთში, იქ ადგილობრივ სომხებს შეხვდა და სასულიერო პირებსაც – მათთან ჰქონდა დისკუსია. ეს საინტერესოა, რადგან ერევანში ფაშინიანს დაპირისპირება აქვს კათოლიკოსთან. არ არის გამორიცხული, თურქეთიდან სომხეთში ჩაიყვანოს კიდეც სასულიერო პირები, რომლებიც მის მიმართ ლოიალურად იქნებიან განწყობილი.
სომხეთს თუ სურს, რომ გამოვიდეს რუსული ორბიტიდან, მას აუცილებლად მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები საბოლოოდ დალაგდეს. თუ სომხეთი არ გახსნის საზღვრებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება და დარჩება რუსეთის გუბერნია, მიჯაჭვული რუსეთზე, რომელიც რაღაც ერთეული იქნება. ასე რომ, ამის აუცილებლობა საზოგადოებამ და მთავრობამ უნდა გაიაზროს და შერიგებაზე წავიდნენ.
ვიდრე ხელი არ მოეწერება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, მანამდე რაღაც ახალ პროექტებსა და პროგრესზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მედიაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ აი, უკვე შეთანხმდნენ, ამერიკული კომპანიები შემოდიან და ასე შემდეგ. რეალურად ჯერ არ არის არაფერი კონკრეტული.
არსებობს მოსაზრება, რომ სინამდვილეში თურქეთი არ არის მზად რეგიონული ლიდერობისთვის – ეკონომიკურად სუსტია, ასევე დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აქვს, ერდოღანი ოპოზიციონერებს დაერია და ციხეებში გამოკეტა, ამიტომაც დასავლეთის მხარდაჭერაც მას ამ პროცესში არ ექნება.
თურქეთს უზარმაზარი სურვილი აქვს, გახდეს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო. ამავდროულად, თურქეთის აქილევსის ქუსლია ეკონომიკა, რომელიც ძალიან დასუსტებულია. ყველაფრის თავი და ბოლო ფინანსებია იმის მიუხედავად, რომ თურქეთს აქვს ძლიერი სამხედრო კომპონენტი, თავისი არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ბევრ კონფლიქტში სწორედ თურქული შეიარაღება გამოიყენეს და გამოიყენეს ძალიან წარმატებულადაც.
თურქეთის შიდა კრიზისი მოქმედებს ერდოღანის პრესტიჟზე, მაგრამ გადამწყვეტი მაინც გეოპოლიტიკაა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერდოღანი სჭირდება ახლა ევროკავშირს და მის თითოეულ სახელმწიფოს. ამას გარდა, ერდოღანი დაახლოებულია ტრამპთან და მის გარემოცვასთან – ეს განცხადებებშიც კარგად ჩანს. როცა ტრამპი ამბობს, რომ ერდოღანი მისი მეგობარია და მას შეუძლია კონფლიქტების გადაჭრა. იგივე სირია-ისრაელის საკითხიც ტრამპმა, ასე ვთქვათ, თურქეთს მიანდო.
ასე რომ, თურქეთში არსებული კრიზისის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირიც ფსონს ერდოღანზე დებენ. დასავლეთი ხედავს ყველაფერს, რაც თურქეთში ხდება, განცხადებებიც კეთდება, მაგრამ ეს პროცესები რომ ყოფილიყო სადღაც 10 წლის წინ, თურქეთი ძალიან მძიმე სანქციების და წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. დღევანდელ პირობებში კი, იქეთ რუსეთ-უკრაინის ომია, აქეთ ახლო აღმოსავლეთის პროცესებია, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებია რეგიონში – ამ ფონზე დასავლეთს სჭირდება თურქეთის სახით სანდო და ძლიერი პარტნიორი, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირებისა.
ამიტომაც, მოგვწონს თუ არა, ერდოღანი ე.წ. პოლიტიკური ცხოველია – გრძნობს სიტუაციას, რაც ხდება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ და შეუძლია ისარგებლოს სიტუაციით თავის სასარგებლოდ. იგივე იმამოღლუს დაჭერა შეეძლო 5 წლის წინაც, მაგრამ მაშინ ეს ვერ გაბედა. დღეს კი, იმამოღლუც დაიჭირა და მასთან ერთად ოპოზიციური პარტიის კიდევ 104 წევრი.
თურქეთი უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ, რეგიონულ სახელმწიფოდ, რომელიც ეკონომიკურად არ ყვავის, მაგრამ უკვე არის მთავარი მოთამაშე, რომლის გარეშეც კონფლიქტების გადაჭრა შეუძლებელიც კი ხდება. მოლაპარაკებების მაგიდაზე სხვადასხვა სახელმწიფო ითხოვს, რომ იყოს თურქეთის მხარე. ეს აქამდე არ ხდებოდა.
რა გათვლებით უნდა მოქმედებდეს ამ დროს საქართველო და როგორ შეიცვლება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა, თუ თურქეთი გახდება ლიდერი ჩვენს რეგიონში, საქართველო კი, რუსეთის აგენტი?
მე არა მგონია, რომ თურქეთმა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რადგან ამ ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობებია… თურქეთის გაძლიერება ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან ჩვენ თურქეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თურქეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს გვიჭერს და ასე შემდეგ.
საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ დაიკარგოს ეს ნდობა და ინტერესი, რაც რეგიონულ მოთამაშეს გააჩნია.
გვესმის ექსპერტებისგან, რომ საქართველო კარგავს თავის სტრატეგიულ როლს. მე ასე მგონია: თუ კავკასიის რეგიონში იქნება მშვიდობა, ამით ყველა იხეირებს, ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებს კი, ისევ დასჭირდება დერეფანი და დიდი აბრეშუმის გზა. მთავარია, საქართველოს წესრიგში ჰქონდეს ინფრასტრუქტურა: გზები, რკინიგზა, მაგისტრალები, პორტები….
ის, რაც ახლა კავკასიაში ხდება, გაგრძელდება წლები, მინიმუმ 5-10 წელი დასჭირდება ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხის გარკვევას: ადგილობრივ მოსახლეობაშიც ჯერ უნდობლობაა ერთმანეთის მიმართ. ასე რომ, უცებ ეს ყველაფერი ვერ დალაგდება. ჩვენ ვართ ხიდი ცენტრალურ აზიამდე მიმავალ გზაზე.
„ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მათ შორის ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდება გადარჩენა და სიცოცხლე და ხვალ მათთვის გვიანი იქნება.
მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წევრის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია.
ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო სამ დღეში, მინიმუმ სამი ადამიანი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ვიზალიბერალიზაცია რომ არა, ეს ადამიანები ვერ ჩამოვლენ ევროპაში, საფრანგეთში და ვერ გადაირჩენენ სიცოცხლეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი ზაზა ფუტკარაძე, რომელიც 16 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და ქართველებს მკურნალობაში ეხმარება.
ზაზა ფუტკარაძე საფრანგეთის კლინიკური კვლევების ცენტრის თანამშრომელი და ჯანდაცვის სპეციალისტია. ასევე არის ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ ხელმძღვანელი.
„ძალიან ბევრ ქართველ პაციენტთან მაქვს შეხება. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ქართველი ჩამოდიოდა და ახლაც ჩამოდის ყოველდღიურად იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. ბევრი მათგანი არის უკიდურესად მძიმე სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობაში, ბევრ მათგანს აქვს ძალიან მძიმე ოჯახური ისტორია, ბევრი არის ძალადობის მსხვერპლი ქალი. გამორბიან პირდაპირი მნიშვნელობით, თავშესაფარს ნახულობენ საფრანგეთში, იმიტომ, რომ ბევრი მათგანისთვის ეს არის ერთადერთი ხსნა.
რომ არა ვიზალიბერალიზაცია, ეს ადამიანები უბრალოდ ვერ მოხვდებოდნენ საფრანგეთში, ზოგადად ევროპაში.
ზაზა ფუტკარაძე, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი
ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არიან უცხოელები, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ ფინანსური საშუალებები, ევროპა უწვდის ხელს. ისინი პოულობენ აქ თავშესაფარსა და სიმშვიდეს.
ახლაც, გუშინ წინ დამიკავშირდა ერთი საავადმყოფოს სოციალური სამსახური, ძალადობის მსხვერპლი ქალია ჩამოსული შვილებთან ერთად და აქ ცდილობს, რომ გადარჩეს.
ვიზალიბერალიზაცია რომ არ გვქონდეს, არ ვიცი ასეთი ადამიანები სად იქნებოდნენ, ან როგორ იქნებოდნენ“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
მისი თქმით, საფრანგეთში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანებიც, რომლებიც დაუცველად გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში თავს.
„ბევრ მათგანს სხვადასხვა ფაქტორის გამო უჭირს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რადგან თუ რაიმეს იტყვიან ან გააკეთებენ, საზოგადოება ისევ მათ ადანაშაულებს, ამიტომ ცდილობენ უცხო ქვეყანაში თავის გადარჩენას.
ვიზალიბერალიზაცია ასევე არის საშუალება ტურიზმისთვის. ბევრი ქართველი ჩამოვიდა და ნახა, რომ სხვაგანაც არანაკლები ბუნებაა, არანაკლები შესაძლებლობაა, ხშირად სტიგმატიზებულია ევროპა და ბევრს ჰგონია, რომ აქ მარტო გეები ცხოვრობენ.
ნახეს, რომ მოწესრიგებულია ქვეყნები, სადაც იცავენ კანონს და კანონებზე დაფუძნებული ურთიერთობებია და არა ის, რომ თურმე კაცები „თხოვდებიან“ ევროპაში და ასე შემდეგ.
პირველ რიგში ქართველ კაცებს არ უნდა აკადრო ეს. ყველა ადამიანი ის ვართ სხვა ქვეყანაშიც, რაც ჩვენივე ქვეყანაში. ყვავის ამბავია რა, სხვაგან თუ გადავიდე თეთრ კვერცხს დავდებო – ასეთი გამოთქმა არსებობს. ასე არ არის.
მეორე მხრივ, სექსუალური უმცირესობები ყველა ქვეყანაშია. მე, მაგალითად, ევროპაში 16 წელია ვცხოვრობ და არასდროს არ შევუწუხებივარ სექსუალურად განსხვავებულ ადამიანებს. და ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ბევრი არიან ასეთი ადამიანები ევროპაში.
განსხვავება ისაა, რომ აქ, ზოგადად, ძალიან ცოტა თუ ცხოვრობს ორმაგი ცხოვრებით, აქ უფრო მეტად გამოხატავენ იმას, როგორებიც არიან. ჩვენ, უბრალოდ, ვმალავთ ინფორმაციას და ეს ქმნის პრობლემას.
სხვებს, ჩვენგან განსხვავებით არ აქვთ სტიგმები და აქ ყველა განსხვავებული ადამიანი რეალიზებულია, მუშაობს, არ ეშინია გარემოს, ჩვეულებრივად ინტეგრირებული არიან.
ამიტომ, ასეთი ცუდი პროპაგანდა, პირველ რიგში, მავნეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი წარსულისთვის, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრი ვყოფილიყავით, ცივილიზებულ ადამიანებთან ერთად გვეცხოვრა. იმიტომ ჩამოვდივართ სასწავლებლად, სამუშაოდ, განვითარებისთვის, თუნდაც ტურიზმისთვის, იმიტომ მოგვიწევს აქეთ გული, რომ ჩვენზე კარგთან, ჩვენზე განვითარებულთან გვქონდეს კავშირი.
დღეს, როცა ევროპასთან ამ ურთიერთობებს აზიანებ, ძალიან დიდი დანაშაულია წარსულთანაც და მომავლის წინაშეც. გავა ეს პერიოდი, გადალახავს ჩვენი საზოგადოება ამ კრიზისსაც და მომავალი თაობა ძალიან ცუდად შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას, რომ დრო დავკარგეთ, რომ ხელოვნური ბარიერები შევქმენით იმის ნაცვლად, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ ცივილიზაციასთან“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია საფრანგეთში ცხოვრობს, ზაზა ფუტკარაძე არ წყვეტს კავშირს საქართველოსთან და სტუმრადაც ჩამოდის. ამიტომ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მისთვის ნაცნობია.
„ახლახან ვიყავი საქართველოში, მაქვს კონტაქტები ახლობლებთან და ვიცი რა ხდება ქვეყანაში. ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთთან მარტო პირისპირ დგომა, რადგან რუსეთს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენი ისტორიაც ძალიან ბევრს ლაპარაკობს.
2008 წლის ომშიც ვარ ნამყოფი და ეს ყველაფერი კარგად ვიცი. ამიტომ, ისევ რუსულ ორბიტაზე, რუსულ ჭაობში დაბრუნება ჩვენი მომავლისთვის არ იქნება კარგი. ერთადერთი არჩევანი საქართველოს უნდა ჰქონდეს განვითარებისკენ, სხვა არჩევანი ჩვენნაირ პატარა ქვეყანას უბრალოდ არ აქვს.
ფეხბურთი ყველას უყვარს, სპორტი ზოგადად. ბოლოს თამაშები როცა იყო გერმანიაში, მე, პირადად, ამაყი ვიყავი, როცა ვხედავდი ამდენ ქართველს ერთ სტადიონზე, ერთ ქალაქში. ვიზალიბერალიზაცია რომ არ ყოფილიყო, ამდენი ქართველი უბრალოდ ვერ მოახერხებდა ევროპაში ჩამოსვლას და ეს შესაძლებელი გახადა მხოლოდ იმან, რომ ჩვენ ახლა თავისუფალი მიმოსვლა გვაქვს ევროპასთან.
ეს სიკეთე ჩანს ყველა სფეროში – სპორტში, ტექნოლოგიებში, მეცნიერებაშიც და ყველგან გვჭირდება ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი.
სტუდენტებისთვისაც არის გაცვლითი პროგრამები და როცა ჩამოდიან სამუშაოდ, მათ აქვთ ხელფასიც და პროფესიული განვითარების შესაძლებლობაც. ამიტომ ევროპასთან გზების ჩაკეტვა ზიანს მოუტანს ახალგაზრდებსაც და მთელ ქვეყანას“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მტრული რიტორიკა აზიანებს.
ზაზა ფუტკარაძის თქმით, საფრანგეთში არაერთმა ასოციაციამ გამოთქვა საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელების სურვილი, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებების შემდეგ, მათ უბრალოდ დაკარგეს მოტივაცია.
„დღეს 2-3 ასოციაციასთან მქონდა საუბარი, ძალიან სერიოზული პროგრამები და პროექტები ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით, მაგალითად მოხუცთა სახლის და შშმ ბავშვთა სერვისების მხრივ. ეს ყველაფერი მათი ენთუზიაზმით უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ამ პოლიტიკის გამო შეეცვალათ გეგმები.
კეთილი ადამიანები ცდილობენ, რაღაცები გააკეთონ ჩვენს ქვეყანაში და ასეთ ადამიანებს ეუბნები, რომ აგენტი ხარ, ის აღარ დაგეხმარება. დასახმარებლის მეტი რა არის, წავა და სხვა ქვეყანაში გააკეთებს.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასრულდება, რადგან ისეთი დიქტატორებიც კი, რომლებსაც ეგონათ, რომ ათწლეულები იქნებოდნენ ხელისუფლებაში, ისინიც გაუშვიათ ხომ?
„ოცნების“ წარმომადგენლების უმეტესობა ძალიან ახალგაზრდაა და მე, პირადად, მაგრად მეცოდებიან, რადგან როცა დაასრულებენ პოლიტიკაში ყოფნას, როგორ იცხოვრებენ იმ წარსულით, იმ პოლიტიკით, რომელსაც დღეს აწარმოებენ?
ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს არასწორად იქცევიან და არასწორ რაღაცებს აკეთებენ, ხომ მოუწევთ ხვალ პირისპირ ყოფნა ქართულ საზოგადოებასთან. არ იქნება ეს მათთვის კარგი.
ერთ დროს მეც მეგონა, რომ აი, მილიარდერია კაცი, მოვა რაღაც კარგს გააკეთებს, მაგრამ ასე არ მოხდა. კოვიდის და უკრაინის ომის შემდეგ კი ძალიან რადიკალური იყო მათი ცვლილება.
ყველაფერი ანაზღაურებადია, ზოგადად, და შეიძლება ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც ეშველოს, მაგრამ არაფერი ეშველებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდებათ გადარჩენა და სიცოცხლე. ხვალ მათთვის გვიანი იქნება.
მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წვერის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია.
ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო სამ დღეში, მინიმუმ სამი ადამიანი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ვიზალიბერალიზაცია რომ არა, ეს ადამიანები ვერ ჩამოვლენ ევროპაში, საფრანგეთში და ვერ გადაირჩენენ სიცოცხლეს. ასეთი ადამიანი არის უამრავი, ვისაც დღეს სჭირდება დახმარება.
ისინი, ვინც 5-10 წლის წინ ჩამოვიდნენ გადაწურული იმედებით, დღეს ბედნიერად არიან. დაცული არიან და ინტეგრირდნენ კიდეც და ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2017 წელს მიიღო. თუმცა ბოლო წლებში ანტიევროპული რიტორიკისა და „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის გამო, შესაძლოა ევროპამ საქართველოსთან თავისუფალი მიმოსვლა შეაჩეროს.
ევროკავშირი „ოცნების“ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციით განსაზღვრული პირობების შესრულებას სთხოვს. ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ მიცემული. თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს და იზოლაციის რისკის წინაშე აყენებს საქართველოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს რომც ჰქონოდა დიდი სურვილი, საქართველოს სხვა უწყებებისაგან ფარულად განეხორციელებინა ეს პროექტი [ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვა], ამის პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა შალვა ლომიძემ. ის ამ თანამდებობაზე 2021-2024 წლებში მუშაობდა.
თუ დავუშვებთ, რომ რიგი სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რას აკეთებდა შსს საოკუპაციო ხაზზე, მაშინ დღესაც შეიძლება რამე ხდებოდეს და ისევ „არაფერი იცოდნენ“ ამ უწყებებმა? ვინ და როგორ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ქვეყნის უსაფრთხოებას, „თუ არავინ არაფერი არ იცის“? – ჩორჩანას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, არსებულ კითხვებზე და გამოწვევებზე „ბათუმელები“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ შალვა ლომიძეს ესაუბრა.
შალვა ლომიძე ამჟამად “ჯეოქეისის” მრჩეველია უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში.
ბატონო შალვა, როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, როგორ აფასებთ ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე საგუშაგოს განთავსება არის მისი სუვერენული და ლეგიტიმური უფლება. ცხადია, ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთპიროვნულად და საჭიროებს უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ინფორმირებას, მათთან კონსულტაციას და კოორდინაციას.
აუცილებელია საკითხს შევხედოთ ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან.
გვაქვს საკითხის აღწერის ორი ვერსია: პირველი – 2025 წელს სახელმწიფო აცხადებს, რომ 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა საოკუპაციო ზოლზე, რამაც მათივე განცხადებით გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გაკეთდა ფაქტის დადგომიდან 6 წლის მერე და იგივე პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.
მეორე ვერსიით: საკითხი წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმებულ პროცესს, ეს ფაქტი ემსახურებოდა საოკუპაციო ზოლზე „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციას და დღეს შედეგი არის ის, რაც იყო განსაზღვრული თავდაპირველი ამოცანით.
მნიშვნელოვანია შევეხოთ რამდენიმე საკითხს: ოკუპაციის პრობლემა, შესაბამისად მასთან დაკავშირებული ქვესაკითხები, არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განსაკუთრებული კვლევისა და შესწავლის ობიექტი, იგი წარმოადგენს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელ საკვანძო ელემენტს.
შესაბამისად, საოკუპაციო ზოლზეც არსებული ვითარება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მასზე ერთდროულად მუშაობს მრავალი უწყება, მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
ოკუპაციის ზოლზე არსებული ვითარების ფიზიკური კონტროლი, არსებულ ინციდენტებზე რეაგირება და პრევენცია წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირ ამოცანას, ხოლო ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფილის საკითხის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და რეაგირება, ასევე არის სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამინისტროების, უწყებებისა თუ სპეციალური სამსახურების ამოცანა.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელიც ადგილზე პროცესებს ამონიტორინგებს.
წარმოუდგენლად მეჩვენება შინაგან საქმეთა სამინისტროს საოკუპაციო ზოლზე განეხორციელებინა მსგავსი მასშტაბის პროექტი და ამის შესახებ ქვეყანაში არ ჰქონოდა ინფორმაცია აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რომც ჰქონოდა დიდი სურვილი საქართველოს სხვა უწყებებისაგან ფარულად განეხორციელებინა ეს პროექტი, ამის პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობდა.
ეს შემიძლია განვაცხადო დარწმუნებით.
ვფიქრობ, ამის შესახებ ინფორმირებული იქნებოდა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. სხვა საკითხია რომელ უწყებებს და რა დოზით ჰქონდათ ინფორმაცია პროექტის არსის, ამოცანის, მასში ჩართული სუბიექტების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, საკითხის ამგვარი ჩაშლა ასევე სწორ და ტაქტიკურად გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა, განსაკუთრებით, მათ ვინც პასუხისმგებლები იყვნენ ცალკეულ საკითხზე.
შეფასების ნაწილში ვიტყოდი, რომ ჩორჩანას საკითხის ირგვლივ ასეთი საჯარო განხილვები, არანაირად არ ჯდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, სასურველია საკითხი განხილულიყო დახურულ ფორმატში. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებდით ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში შესაძლო არსებული ხარვეზებისა თუ გამოწვევების თაობაზე საჯარო დისკუსიებს, სამომავლოდ მეტად დავაზღვევდით უსაფრთხოების საკითხებს და საზოგადოების არ გაუღრმავებდით დაუცველობის განცდას.
თქვენი აზრით, ზიანდება თუ არა სახელმწიფო ინტერესები იმ პროცესით, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს (ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვები პროკურატურაში და მათი საჯარო უარყოფა, რომ არაფერი იცოდნენ საგუშაგოს შესახებ) და თუ ზიანდება, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ზიანი?
უპირობოდ ზიანდება. ის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დისკრედიტაციის უმწვავეს პროცესს. თუ გავყვებით სამთავრობო ვერსიას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია და ასე იყო მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში.
ანუ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის ირგვლივ მიმდინარეობდა პროცესი, რომლის მონიტორინგი არ ხდებოდა და საერთოდ ადგილი ჰქონდა თვითნებობას. სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ ჰქონდა ინფორმაცია ურთულეს და უმწვავეს პროცესზე, ხოლო ინფორმაციის მიღების შემდეგ, არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, მასზე სწორი, სამართლებრივი რეაგირებისათვის. საინტერესოა რამ განაპირობა ეს მდუმარება.
თუ გავყვებით მეორე მხარის ვერსიას, მივალთ დასკვნამდე, რომ ყველა შესაბამისი პირი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო ინფორმირებული დასაშვებ ფარგლებში, ისინი მოქმედებდნენ მათი კომპეტენციის ფარგლებში ამოცანის გადაწყვეტისათვის, შესაბამისად შემდგომში ბუნებრივია არ და ვერ ექნებოდათ არანაირი მწვავე ან კრიტიკული რეაქცია, ვინაიდან მათი თანამონაწილეობით მოხდა პროცესი.
ეს ვერსია უფრო დამაჯერებლად ჟღერს ჩემთვის. ვთვლი, რომ სწორედ ასეთ პროცესთან გვექნებოდა საქმე. სხვაგვარად ძნელად ასახსნელია, ინფორმაციის გაგების შემდგომ (საგუშაგოს გახსნა და გამოწვეული რეაქციები ოკუპანტების მხრიდან) როდესაც გაირკვა, რომ თურმე ადგილი ჰქონდა დიდ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვას, ასევე სხვა პრობლემებს უსაფრთხოების ჭრილში, რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთაც სამართლებრივად მოეთხოვებათ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე რეაგირება.
როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სუს-მა არ იცოდა, რას აკეთებდა შსს ჩორჩანაში, ასევე არც სხვა უწყებებმა, რამდენად დამაჯერებელია ეს? რას ეუბნება ამით სახელმწიფო თავის მოქალაქეებს? მაშინ როგორ არის დაცული ქვეყნის უსაფრთხოება, თუ უწყებებს შორის კოორდინაცია არ არსებობს?
პირადად ჩემთვის სრულიად არადამაჯერებლად გამოიყურება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ იცოდა მიმდინარე პროცესის შესახებ და ეს მათთვის ცნობილი გახდა პოსტფაქტუმ.
აქვე უნდა ავღნიშნო: უსაფრთხოების სამსახური არის სპეციალური სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია საოკუპაციო ზოლზე ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და ოკუპაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მართვაზე. იგი წარმოადგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უწყებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე პროცესის მონიტორინგში და, შესაბამისად, აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ვალდებულება, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია რამდენიმე დღის განმავლობაში საგუშაგოსკენ მიმავალი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა, სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება, საპოლიციო ძალების რიცხობრივი ზრდა, პროცესთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები, შეუმჩნეველი გამხდარიყო უსაფრთხოების სამსახურისთვის. ასეთი ტიპის ინფორმაციის ფლობა მისი პირდაპირი ამოცანაა და ამისათვის მას გააჩნია შესაბამისი ძალებისა და საშუალების (მათ შორის ფარული) გამოყენების ვალდებულება.
თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ კონკრეტულ მომენტში ვერ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, ჰქონდა ჩავარდნა მინიმუმ საოკუპაციო ზოლის ოპერატიული მომსახურების ნაწილში და სამსახური გამოიყურება არაკვალიფიციურად ყველაზე კარგ შემთხვევაში.
ძნელად წარმოსადგენია მიმდინარე პროექტის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და არ ყოფილიყო მათი მხრიდან შესაბამისი კომუნიკაცია უსაფრთხოების სამსახურთან. აქვე მინდა აღვნიშნო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ვალდებულება – მიმდინარე პროცესის თაობაზე მათ უნდა შეაგროვონ ინფორმაცია და აცნობონ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას, დადგენილი წესით. მათ შორის, პირველ რიგში გუბერნიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, წარმოუდგენლად მეჩვენება საოკუპაციო ზოლზე ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება შეუმჩნეველი გამხდარიყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
თუ დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, სახელმწიფოს მართვის მექანიზმები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იყო მორღვეული, გაუმართავი და გაჯერებული უამრავი ხარვეზით. ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო უწყებრივი თუ ადამიანური სისუსტეებით. ამის დაჯერება ძალიან რთულია. თუმცა, ნათელი სიგნალია საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანას აქვს პრობლემა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და მისი მართვის ნაწილში, რაც შემაშფოთებელია.
აქვე საყურადღებოა, რომ პოსტფაქტუმ ეს საკითხი ცნობილი გახდა რიგი უწყებებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებებისათვის. მაინტერესებს, რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ახალი მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირობებში საკითხის სრულფასოვანი შესწავლის, არსებული ხარვეზების გამოვლენის, შესაბამისი რეაგირების, შესაძლო გადაცდომებზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.
როცა დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ „მედიით გაიგო ჩორჩანას ამბავი“, როცა სუს-ის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ „პოსტფაქტუმ გაიგო ჩორჩანას ამბავი“, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ამბობს, რომ „არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია“ – თქვენი აზრით, როგორ ხედავენ ამ ამბავს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? როგორ ხედავენ რუსეთში?
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებების იმ პერიოდში პირველი პირების განცხადებას თუ მივიღებთ სარწმუნოდ და გავყვებით მათ ლოგიკას, შეგვიძლია დავასკვნათ: უწყებათაშორისი თანამშრომლობა პრაქტიკულად არ არსებობდა, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იყო უფუნქციო, არ არსებობს სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი, არ მოქმედებს საპარლამენტო ზედამხედველობა ან თუ მოქმედებს სიმბოლური დატვირთვით, აზრს კარგავს უსაფრთხოების საკითხებზე საკომიტეტო მოსმენები, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში საქმიანობა და ა.შ.
დაუჯერებელია მინიმუმ შემდგომ წელს პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე ან ნდობის ჯგუფის ფორმატში უსაფრთხოების სამსახურს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონოდა მოხსენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე და ამ საკითხების ჩამონათვალში არ მომხდარიყო ჩორჩანას საკითხი.
თუ ეს საკითხი არ მოხვდა, რატომ? და თუ იქნა განხილული, რა დასკვნამდე მივიდა საქართველოს პარლამენტი. ასევე საინტერესოა, როდესაც ჩორჩანას საკითხის რეალიზაციის შემგომ შედგა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველივე შეხვედრა, იყო თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის გაჟღერდა თუ არა საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელთა მხრიდან მათი დღევანდელი პოზიცია…
თუ ხელისუფლების დღევანდელი ვერსიით ვიმსჯელებთ, იმ დროისათვის მინიმუმ ადგილი ჰქონდა შს ყოფილი მინისტრის მხრიდან თვითნებურ მოქმედებას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც გამოიწვია დამატებითი ტერიტორიების დაკარგვა…. სად იყო რეაგირება ამ ერთობ მნიშვნელოვან საკითხზე… რა ტიპის მოხსენებები არსებობს სხვადასხვა უწყების ანგარიშებში? ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე სხვა გარემოებასთან..
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების საკითხს – ცხადია, ეს პროცესი აუცილებლად გახდებოდა საქართველოს სახელმწიფოთი დაინტერესებული მეზობელი ქვეყნებისა თუ სხვა სახელმწიფოების მზარდი დაკვირვების საგანი.
დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ თემის მიმართ იქნება გაკეთებული სხვადასხვა სახის შეფასება და ძირითადად აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის საქმიანობის შესახებ, იმაზე თუ როგორ მოქმედებდა ქვეყანა უმწვავესი პრობლემის პირობებში, რა მექანიზმი მოქმედებს ინფორმაციასა თუ პროცესზე რეაგირების ნაწილში, გავლენის ფიგურები, გადაწყვეტილებების მიმღები პირები, საზოგადოებრივი რეაქციები, საექსპერტო შეფასებები და ა.შ.
ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობით დაინტერესებული სტრატეგიული პარტნიორები შეეცდებიან სარეკომენდაციო ხედვის ფორმირებას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მოაგვაროს უსაფრთხოების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები.
ჯანსაღი ურთიერთობების შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორებისაგან იქნება შემოთავაზება დახმარების აღმოჩენისა და სისტემის გამოსწორების თაობაზე.
რაც შეეხება მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს თუ აქტორებს, ისინი მიიღებენ ყოველივე არსებულ ინფორმაციას მხედველობაში და საქართველოსთან მიმართებით დაგეგმილი სხვადასხვა პოლიტიკური თუ სპეციალური სვლების დროს შეეცდებიან იხელმძღვანელონ გამოვლენილი ხარვეზებითა და მისი თავისებურებებით.
ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს ერთობ უცნაური პროცესი ვერ იქნება აღქმული ჯანსაღ პროცესად და გამოიწვევს მრავალ კითხვას, სამომავლოდ ასეთი ხარვეზების მქონე სახელმწიფოსთან სენსიტიურ საკითხებზე თანამშრომლობის ნაწილში.
ეს პროცესი საგრძნობლად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ჩვენი მეგობრების თვალში, ქმნის ქვეყნის მიმართ უნდობლობის ზრდის რისკებს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორმატებში და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს უსაფრთხოების სისტემაში დასაქმებულ საზოგადოებას.
წლების განმავლობაში ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობის გაძლიერებაში ჩადეს კოლოსალური რესურსი.
წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას, როდესაც ამხელა რესურსი გაქვს ქვეყანის უსაფრთხოებაში ჩადებული და ხედავ, რომ ის დრო, რესურსი და კაპიტალი ტყუილად იქნა გახარჯული. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს მათში დიდ ფრუსტრაციას და გულისტკენას.
საჯარო კომენტარების მიხედვით, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ერთადერთია, ვინც დაადასტურა, რომ ის ფლობდა ინფორმაციას ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შესახებ. რამდენადაც ცნობილია, საოკუპაციო ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი. სტრუქტურული მოწყობის რეალური მოდელი როგორია? თეორიულად რა შანსი არსებობს, რომ ინფორმაცია, რომლის ცოდნა შედიოდა სუს-ის კომპეტენციაში, ამ უწყებას არ სცოდნოდა და საქმის კურსში ყოფილიყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო?
პროექტი თავისი არსით მოიცავდა მათ შორის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლოგიკურია, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება იქნებოდა ინფორმირებული და ჩემი სუბიექტური აზრით არამარტო დედაქალაქში, არამედ კონკრეტულ რეგიონშიც.
თუ დავუშვებთ იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროექტს ახორციელებდა თვითნებურად, მინიმუმ სამუშაოების დაწყებისათანავე ეს ინფორმაცია ცნობილი უნდა გამხდარიყო უსაფრთხოების სამსახურისათვის სხვადასხვა არხებიდან შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში უსაფრთხოების სამსახური პრაქტიკულად იყო უფუნქციო და პროფესიულად მძიმე ვითარებაში.
და თუ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ საინტერესოა, შედგა თუ არა კომუნიკაცია პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჩატარდა თუ არა სამუშაო შეხვედრა, განხილული იქნა თუ არა პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოიკვეთა თუ არა ის პრობლემატიკა, რამაც დღეს იჩინა თავი და ა.შ.
თუ საკითხი იყო შესწავლილი და დადგინდა პრობლემები, მაშინ რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი პროცესის შეჩერებისათვის, ხოლო თუ პროექტი იმ დროს მიჩნეული იქნა გამართლებულად (სავარაუდოდ ეს ასეც იყო), მაშინ დღეს რამ გამოიწვია საკითხის ასეთ ჭრილში განხილვა და რატომ გახდა უსაფრთხოების მრავალი ფაქტორის შემცველი საკითხი, ამჯერად საჯარო განხილვის საგანი.
თუ გავყვებით ყოფილ მაღალჩინოსანთა ლოგიკას, რომ „სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზზე“, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ახლაც ხდებოდეს რამე საოკუპაციო ხაზზე, რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის ან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მხრიდან, რასაც ქართული მხარე ვერ ხედავს?
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, შეიძლება მივიდეთ კატასტროფულ დასკვნებამდე. საოკუპაციო ზოლის მონიტორინგი და, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მზარდი დაინტერესებისა და რეაგირების საკითხს.
ეს პროცესი არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შემავალი ნომერ პირველი საკითხი. შესაბამისად, სწორედ ოკუპაცია და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ჩვენი ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას და მომავალს.
თუ ვიხელმძღვანელებთ ბოლო დროს ჩორჩანას საკითხის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბატალიებით, ადვილად დასაშვებია, რომ განვლილი წლების განმავლობაში, ამჟამად და შესაძლოა მომავალშიც იქნება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური თემები, საკითხები, რომელზეც ვერ მოხდა სათანადო რეაგირება, საკითხები, რომლებიც ვერ მოხვდა ყურადღების ცენტრში, ან საკითხები, რომელთა რეალიზებაც შედიოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და არ იქნა განხორციელებული.
სრულიად ლოგიკურია, რომ რუსეთის ფედერაციას თუ თვითმარქვია ხელისუფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გააჩნიათ რიგი ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციას. მისი ძირგამომთხრელი/მტრული საქმიანობის პრევენცია და შესაბამისი რეაგირება, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში თუ არსებობს სახელმწიფოს ნება გასწიოს ასეთი ტიპის წინააღმდეგობა, თუ სახელმწიფოს გააჩნია ასეთი წინააღმდეგობის გაწევის რეალური მექანიზმები, თუ სახელმწიფოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები შესაბამისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით და თუ ქვეყანა რეალურად ნომერ პირველ პრობლემად ხედავს ოკუპაციის საკითხს.
თუ ისევ გავყვებით ყოფილ მაღალჩინოსანთა ლოგიკას, რომ „რიგი სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რას აკეთებდა შსს საოკუპაციო ხაზზე“. დღესეც შეიძლება რამე ხდებოდეს და არაფერი იცოდნენ?
დიახ, სრულიად სწორი და მართებული შეფასებაა. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არსებული ხარვეზებზე, ან საერთოდ არ რეაგირებენ ან რეაგირებენ წლების შემდეგ, დაგვიანებით, მაშინ როდესაც ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო მყისიერად და ის შედეგი არ დამდგარიყო, რაზეც დღეს არის საუბარი.
ამავე ლოგიკით, ჩვენ შესაძლოა წლების შემდგომ შევიტყოთ სხვა პრობლემური საკითხების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში, ან ადგილი აქვს ამჟამად და რეაგირება არ ან ვერ ხდება რიგი პოლიტიკური მიზანშეუწონლობისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
თუ მივიჩნევთ ჩორჩანას საკითხში გამოკვეთილ გარემოებებს როგორც დადგენილ ფაქტებს, რომელიც მხარეების მიერ იქნა გაჟღერებული ბოლო პერიოდში, მივალთ დასკვნამდე, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, ისეთი თემები, რაც ტერიტორიული მთლიანობას ეხება, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, თავდაცვისუნარიანობა და ა.შ. დამოკიდებულია არა ეროვნულ ინტერესებზე, არამედ სხვა გარემოებებზე:
სახელმწიფო მოხელეები მოქმედებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, ან არ არსებობს ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა, უსაფრთხოების თემები ეწირება სხვადასხვა პოლიტიკურ მდგენელებს და წლების განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ჩატარებული რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები, სამსახურების გაძლიერების მიზნით გადადგმული სხვა ნაბიჯები, იყო ფუჭი, არაეფექტური და ახლა ქვეყანა საჭიროებს ახალ ეტაპს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაჯანსაღებისათვის.
ვინ და როგორ იცავდა ქვეყნის უსაფრთხოებას თუ „არავინ არაფერი იცოდა“? რას ეუბნებიან ამ ამბით ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს მოქალაქეებს?
მოსახლეობამ გააკეთა დასკვნები ამ საკითხის ირგვლივ. შესაბამისად, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ იდეალური უსაფრთხოების სისტემის შექმნა რთულია, მით უმეტეს ერთობ ტურბულენტურ გარემოში, თუმცა არა შეუძლებელი. ამის პრაქტიკული მაგალითები არსებობს და არის ამის განხორციელების კარგი შესაძლებლობები, თუ: ქვეყანას ექნება მიზანი შესაბამისი პოლიტიკური ნებით, თუ რა ტიპის უსაფრთხოების სისტემა უნდა რომ შექმნას, ეცოდინება ვინ არის პარტნიორი და ვინ მტერი, მუდმივად იქნება რეფორმები და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, სამართლებრივი რეაგირებები, სრულფასოვანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან, შეიქმნება სხვადასხვა უსაფრთხოების ქოლგები სხვადასხვა მიმართულებებზე და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან დიდია.
არაფერი შეუძლებელი ამ საკითხში არ არსებობს, მერწმუნეთ. სურვილის, მზაობის და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს გამართული უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში წარმოადგენდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილში პროგრესირებად სახელწიფოს. ცხადია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება.
უნდა დადგეს თუ არა იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამბობს, რომ არ იცოდა ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობის ამბავი, თუმცა მათი მოვალეობა იყო რომ უნდა სცოდნოდათ.
ცნობილია, რომ საქართველო გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხზე და მოსალოდნელია, რომ გამოძიება მივა გარკვეულ შედეგებამდე. ამ საკითხის საჯარო განხილვებმა წარმოაჩინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ხარვეზები, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები და ქართულ საზოგადოებაში გაზარდა უნდობლობა უსაფრთხოების სისტემის მიმართ, გააჩინა ან გაზარდა მათი და ქვეყნის დაუცველობის განცდა.
სწორედ ამ ვითარების გამოსწორებისა და სამომავლოდ მსგავსი გადაცდომებისა თუ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე გამართული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობისთვის, სახელმწიფო ვალდებულია ობიექტური გამოძიების პირობებში განახორციელოს ყველა სახის მოქმედება. პირველ ეტაპზე სიცხადე უნდა შევიდეს არსებულ ვითარებაში, გამოკვეთოს ის პირები, რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ზიანი მიაყენეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
სახელმწიფო ვალდებულია დასვას მათი პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი გახდა საჯარო განხილვის თემა და მოხდა საზოგადოების დეტალური ინფორმირება (პირადად მე ამას არ მივესალმები) ისეთი თემების ირგვლივ, რომელიც შესაძლოა არ წარმოადგენდა მისი პირდაპირი მომეტებული ინტერესის საგანს, სახელმწიფო ვალდებულია დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას გამოძიების შედეგების შესახებ.
აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება რა ტიპის ზომები იქნა მიღებული გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, რა ტიპის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა პროცესში სხვადასხვა ფორმით მონაწილე საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებმაც გავრცელებული ვერსიების მიხედვით, რიგ შემთხვევაში იმოქმედეს თვითნებურად, ან რიგ შემთხვევაში ჯეროვნად ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები და წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ასევე წარმოადგენს მზარდი ინტერესის საგანს.