კვირის ამბები

სემინარი „დედაბრული ხელით“ შესრულებული ნამუშევრების შესაქმნელად

10.02.2015
სემინარი „დედაბრული ხელით“ შესრულებული ნამუშევრების შესაქმნელად

 

„პროექტის იდეა ამ წერილების გარშემო შექმნილი პროექტის განვითარებაა, იქნება ეს ადამიანური ისტორიები, პიროვნებები თუ თავად ფაქტი, რომელმაც უნიკალური კვალი დაგვიტოვა და შესაძლოა ყველაზე ზუსტად ასახავდეს ქვეყნის, რეგიონის იმდროინდელ მდგომარეობას, ადამიანურ სურვილებსა და სწრაფვებს,“ – ნათქვამია „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე batumiartspace@gmail.com ან ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე. პროექტში მონაწილეობისათვის მსურველმა უნდა წარადგინოს ნამუშევრების პორტფოლიო, ბიოგრაფია და პროექტ „დედაბრულის“ ფარგლებში განსახორციელებელი იდეის მოკლე მონახაზი.

 

შეირჩევა მაქსიმუმ 10 ხელოვანი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ  ახალი ნამუშევრების შექმნაზე. შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ იდეების დახვეწის საშუალება და ნამუშევრის შესრულებისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა. შესრულებული ნამუშევრები გამოიფინება ბათუმის თანამედროვე სივრცეში.

 

დღეისათვის „დედაბრული ხელით“ შესრულებული წერილები დაცულია  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობისა და   ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.

 

დედაბრული ხელით შესრულებული წერილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.