მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის მშვილდოსნობის ფედერაცია 2013 წელს სიახლეებით შეხვდა. ორგანიზაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თანამდებობა ლევან ჯიოშვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში მუშაობდა. ვიცეპრეზიდენტებად აირჩიეს ხათუნა ნარიმანიძე და ზემოაღნიშნული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნოდარ ფუტკარაძე. როგორც აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ ბათუმელებთან საუბარში განაცხადა, გუნდი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="720" >

ბათუმის „დინამო“ მეორე წრეს გადახალისებული ხვდება

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას უკვე შეუდგა. გუნდში ცვლილებებია. როგორც „ბათუმელები“ იუწყებოდა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა დიასამიძემ კლუბი დატოვა და დედაქალაქის „დინამოს“ შეუერთდა.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ნიკა დიასამიძე" sub="ნიკა დიასამიძე" width="300" height="399" >

მკლავჭიდში აჭარის პირველობა გაიმართება

ირაკლი დარცმელიძე

 

9 თებერვალს ბათუმში აჭარის პირველობა გაიმართება მკლავჭიდში, რომელშიც როგორც ვაჟები, ასევე გოგონები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი ვაჟებს შორის 21 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ჩატარდება.

„უკრაინა კარგი ვარიანტია, მაგრამ ჯერ საქართველოში მირჩევნია“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის დინამოს მარცხენა გარემარბმა ნიკა დიასამიძემ უკვე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება. ნახევარმცველისთვის 12 შეხვედრაში 5 გოლის გატანა ურიგო შედეგი არ არის. ბათუმელებისთვის ცნობილი გახდა, რომ დიასამიძით თბილისის დინამო დაინტერესდა და, სავარაუდოდ, მეორე წრეს დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. თავად ფეხბურთელი ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.


<!** Image 1 align="left" alt="ნიკა დიასამიძე" sub="ნიკა დიასამიძე" width="400" height="1333" >

„თასს ბათუმში ჩამოვიტანთ“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის სასპორტო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფეხბურთის გუნდი იმერეთის ზონის გათამაშების ლიდერია. ტურნირი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გივი ნოდიას თასის გათამაშებაცაა და ბათუმელები მის მოპოვებასთან საკმაოდ ახლოს არიან.

ბათუმელები გუნდის მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ კუნჭულიას ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

მშვილდოსანთა გუნდური მესამე ბაქოდან

ირაკლი დარცმელიძე

 

ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მშვილდოსნობაში აჭარის ნაკრებმა (მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე) საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა შორის. ტარიელ ქადიძის, ტარიელ ბასილაძისა და არჩილ ფარსენაძის სამეულმა ბრინჯაო მოიგო.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="720" >

ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="მუხრან ვახტანგაძე" sub="მუხრან ვახტანგაძე" width="300" height="300" >აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ამიერიდან მსოფლიო ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე უხელმძღვანელებს. ყოფილმა პრეზიდენტმა რაულ თავართქილაძემ, რომელიც ფედერაციას 2004 წლიდან თავკაცობდა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა: არჩილ არობელიძე, მამუკა ჟღენტი და მუხრან ვახტანგაძე. დელეგატებმა უპირატესობა ვახტანგაძეს მიანიჭეს.

აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გააერთიანებს და მათ სპორტში ჩართვაში შეუწყობს ხელს. კომიტეტის პრეზიდენტად გოჩა მუხაშავრია აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტად – ლევან ჯიოშვილი და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარია, გენერალური მდივანი კი ტიგრან ბირიუკოვი იქნება, რომელიც მის განკარგულებაში მყოფ დარბაზს დაუთმობს სპორტსმენებს.. 


<!** Image 1 align="middle" width="400" height="400" >

რა პრობლემებია აჭარის რაგბში? – „ბათუმი“ ბრალდებებს პასუხობს

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში რაგბისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება, გუნდის მუშაობა არასწორი მიმართულებით მიდის, რაც შედეგებზე აისახება, ამ სიტყვებით დაიწყეს ჩვენთან საუბარი რაგბის გულშემატკივართა საზოგადოების დამფუძნებელმა დავით მესხიძემ და პირველი ლიგის გუნდ დელფინების მთავარმა მწვრთნელმა მინდია ღლონტმა, რომლებიც  „ბათუმელებს თავად დაუკავშირდნენ.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="707" >

ხუთი მედალი აჭარის ფალავნებს ეროვნულ პირველობაზე

 

ირაკლი დარცმელიძე

 

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აჭარის ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="319" >

„ჩვენ სპორტს უნდა ვემსახუროთ და არა კერძო ინტერესებს“

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. მერაბ ნაგერვაძე პროფესიით ეკონომისტია, ფინანსები და საბანკო საქმეა მისი პროფილი. იგი ორი კვირაა რაც აღნიშნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მანამდე სახელმწიფო სტრუქტურაში არ უმუშავია და მხოლოდ კერძო სექტორში იყო დაკავებული.


<!** Image 1 align="middle" alt="მერაბ ნაგერვაძე" sub="მერაბ ნაგერვაძე" width="400" height="400" >

“ნაკრების მწვრთნელად აღარ დავბრუნდები”

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის მშვილდოსანთა ნაკრები ბაქოს საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 4-9 დეკემბერს გაიმართება. რეგიონის ნაკრები შეჯიბრზე 6-კაციანი შემადგენლობით წარსდგება. თუ ვინ მოხვდება ნაკრებში, ამას ტურნირის წინა დღეს მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე დაასახელებს.


<!** Image 1 align="middle" alt="თამაზ ფუტკარაძე" sub="თამაზ ფუტკარაძე" width="400" height="453" >

ორთაბრძოლების კლუბი ბათუმში

ირაკლი დარცმელიძე

 

FIGHT CENTER   ასე იწოდება ორთაბრძოლების კლუბი, რომელიც ახლახან ბათუმში გაიხსნა. სამი მეგობრის: გივი კერესელიძის, გოჩა აბაშიძისა და არტურ უსტიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიკბოქსინგის, კრივისა და კარატეკიოკუშინკაის შეისწავლიან კლუბში. ბათუმელები კლუბის ერთერთ დამფუძნებელს გივი კერესელიძეს ესაუბრა


<!** Image 1 align="middle" width="400" height="400" >

ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს საკალთბურთო ჩემპიონატში ბათუმს წელს დებიუტი ექნება. 2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები პირველად მოსინჯავენ ძალებს ეროვნულ პირველობაზე, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, გუნდის მწვრთნელი მალხაზ დოხაძე იმედოვნებს, რომ ბათუმი ხუთეულში მოხვდება.


<!** Image 1 align="middle" width="600" height="1039" >

დასავლეთი გაერთიანდა

ირაკლი დარცმელიძე

 

მორიგი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება ჩაატარა აჭარის ტაეკვონდისთა ნაკრებმა, რომელსაც ამჯერად ქუთაისისა და ფოთის ახალგაზრდული და კადეტთა გუნდები სტუმრობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" width="600" height="768" >

„თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ

ირაკლი დარცმელიძე

 

სხვადასხვა სინჯის 11 მედალი მოიპოვეს აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (მწვრთნელი _ მარად არძენაძე) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირზე, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="336" >

რა კავშირი აქვს მადრიდის „რეალს“ ბათუმის „დინამოსთან“

ირაკლი დარცმელიძე



ბათუმის „დინამო“ უკვე რამდენიმე წელია სტადიონის გარეშეა დარჩენილი. წლებია საუბრობენ, რომ ბათუმს სტადიონი სჭირდება, იქნება, აშენდება და ასე შემდეგ, მაგრამ სავარაუდო ადგილების გამოყოფის გარდა, კონკრეტულად არაფერი გაკეთებულა.

 

 

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის სტადიონის მაკეტი" sub="ბათუმის სტადიონის მაკეტი" width="300" height="441" >

 

 

„დინამო“ საშინაო მატჩებს ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ მართავს. რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, რომ ახალი სტადიონი თითქოსდა ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

 

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში სტადიონის აშენების სურვილი ერთ-ერთმა ესპანურმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა:

 

 

„საქართველოში ჩამოვიდნენ ესპანური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩემთან შეხვედრა ითხოვეს. როგორც მითხრეს, მათი კომპანია მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შეადგინა ბათუმის სტადიონის პროექტი, რომელიც მაჩვენეს და მომეწონა. საუბარია 30-ათასიანი, ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე, თავისი სათადარიგო მოედნით, სპორტული კომპლექსითა და დასასვენებელი პარკით.  ეს არის კერძო შემოთავაზება, ესპანელებს დავაკავშირებ იმ ხალხს, ვის კომპეტენციაშიც შედის სტადიონის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ბათუმში სტადიონი რომ უნდა აშენდეს და ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს, ეს უდავოა“. – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

 

„ბათუმელები” ინფორმაციის გადამოწმებას აჭარის ფეხბურთის ფედერაციაშიც შეეცადა, თუმცა, „რეალის“ თავკაცის ბათუმით დაინტერესების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სტადიონი ადლიაში აღარ აშენდება და ის ქალაქში განთავსდება. თუ კონკრეტული სად, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.



ბათუმელთა კაპიტანი პრობლემებსა და პერსპექტივებზე

ირაკლი დარცმელიძე

 

მიმდინარე საკალათბურთო სეზონში ბათუმირსუ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ოთხი წაგების შემდეგ ბათუმელებმა სოხუმს 75:67 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმელთა კაპიტანი ლაშა კეშელავა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. დღეს ლაშა კეშელავა ბათუმელების სტუმარია.


<!** Image 1 align="middle" alt="ლაშა კეშელავა" sub="ლაშა კეშელავა" width="400" height="2559" >

ფინალისტები და მედალოსანი

ირაკლი დარცმელიძე

 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, წარმატებით გამოვიდნენ ბათუმელი მოცეკვავეები (მწვრთნელი – ნინო ქავზინაძე).

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="960" >

14 მედალი 13 წონაში

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ჭანუყვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელიც მეშვიდე წელია ტარდება. მასში ჩვენი ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრი 13 წონით კატეგორიაში გაიმართა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="330" >

“ბათუმი” ჩემპიონია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა სპორტული სკოლის ღია პირველობა ფრენბურთში 1997-1998 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, რომელშიც თბილისის, ბათუმის, სამტრედიისა და ქუთაისის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა. ჩემპიონის ტიტული ბათუმელმა გოგონებმა მოიპოვეს, რომლებმაც გადამწყვეტ მატჩში სამტრედიელები დაამარცხეს, მესამე ადგილზე თბილისის გუნდი გავიდა.

 

<!** Image 1 align="middle" alt=" " sub=" " width="400" height="600" >

ორი ბრინჯაო ერევნიდან

ირაკლი დარცმელიძე

 

სომხეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, რუდოლფ კარაპეტიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეოთხე, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში კადეტთა შორის, აჭარის ნაკრებმა (მწვრთნელი _ მარად არძენაძე) ორი მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდნენ ჯონი დიასამიძე (46) და კახა ფუტკარაძე (63). ქართველთა გარდა ტურნირზე ირანის, დაღესტნისა და სომხეთის კადეტთა ნაკრების ფალავნებიც მონაწილეობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="332" >

დაპირისპირება ქართულ ჭიდაობაში

<!** Image 3 align="left" alt="ჯემალ წულუკიძე" sub="ჯემალ წულუკიძე" width="250" height="2592" >

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის პოზიცია  მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, 2012 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს  ართულიჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, უშანგი ყურაშვილის გამოსვლის დეტალებთან დაკავშირებით


ეროვნულ ნაკრებში ნაცნობობით ვერავინ ხვდება

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="აკაკი ცენტერაძე და ილქან აშქი" sub="აკაკი ცენტერაძე და ილქან აშქი" width="300" height="2808" >ბათუმს სამდღიანი ვიზიტით თურქეთის ტაეკვონდისტთა A ნაკრების წევრები სტუმრობდნენ. ერთობლივ წვრთნებთან ერთად ქართველმა და თურქმა სპორტსმენებმა სპარინგმატჩებიც გამართეს. რა შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა და რა პერსპექტივები დაისახა სამომავლოდ, ამის შესახებ ბათუმელებს თურქეთის A ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი, პროფესიული ლიგა თუბათის ხელმძღვანელი, VI დანის მფლობელი ილჰან აშქი ესაუბრა.

ბათუმელი მძიმეწონოსანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="გურამ ფერსელიძე" sub="გურამ ფერსელიძე" width="300" height="592" >საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ბათუმელ მძიმეწონოსან გურამ ფერსელიძეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას კი ჯარიმის სახით 12 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. 

„თავისუფლების“ ოთხი მედალი

ირაკლი დარცმელიძე

 

ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო – ასეთია აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების (მწვრთნელი მარად არძენაძე) მონაგარი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკთა შორის. ბათუმელთაგან ჩემპიონი ხუსეინ ირემაძე (96 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამაზ დარჩიძემ (55 კგ.), ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე პრიზიორმა შოთა ფარტენაძემ (60 კგ.) და დავით უნგიაძემ (74 კგ.).

ბათუმის სკოლებში კარატეს უფასოდ ასწავლიან

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1200" >„ბევრს უნდა ვარჯიში, მაგრამ ვინაიდან ჯგუფები ფასიანია, გადასახადის გამო ამას ვერ ახერხებს, ასე დაიწყო ბათუმელებთან საუბარი აჭარის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ.

სპარინგ-მატჩი შედგა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმს ამხანაგური სპარინგ-მატჩის ჩასატარებლად თურქი ტაეკვონდისტები ესტუმრნენ. ორდღიანი ერთობლივი წვრთნები ჩაატარა თურქეთის A ნაკრების მწვრთნელმა, თურქეთის ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა და პროფესიული ლიგა „თუბათის“ ხელმძღვანელმა ილჰან აშქიმ.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1840" >

 

 

 

ისევ წაგება

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="221" >საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში „ბათუმმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და 13:26 დამარცხდა, რითაც საკუთარი მიზანი – ექვსეულში მოხვედრა საეჭვო გახადა. თუმცა, ამ ეტაპზე „ბათუმი“ ინარჩუნებს ძველ პოზიციას და14 ქულით გათამაშების ცხრილში კვლავ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ორ მედალს დასჯერდნენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ამ დღეებში ამბროლაურმა გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ორ ასაკობრივ (1997-1998 და 1999-2000 წ.წ.) კატეგორიაში გაიმართა. აჭარის ნაკრები ტურნირზე 15 ფალავნით წარსდგა, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა მოახერხა მესამე ადგილის დაკავება. ლაშა ფუტკარაძემ (32 კგ.) და ნარიმან ცეცხლაძემ (42 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბათუმი ჩემპიონია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა ქალაქის სასპორტო სკოლის ღია პირველობა ხელბურთში ჭაბუკთა შორის. ტურნირში, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1200" > 

„ბათუმი“ ექვსეულს უმიზნებს

ირაკლი დარცმელიძე

 

 

საქართველოს ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატში ბათუმი დღესდღეობით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში, შედეგების გათვალისწინებით, გუნდი არც თუ მთლად დამაჯერებლად ასპარეზობს, მორაგბეები იმედს არ კარგავენ, რომ დასახულ ამოცანას შეასრულებენ და ექვსეულში მოხვდებიან. დღეს ბათუმელებს ორი მორაგბე სტუმრობს გუნდის წამყვანი მოთამაშეები კახა უჩავა და თომა მჭედლიძე. კახა უჩავა შეიძლება ვეტერან მორაგბედაც ჩაითვალოს. მას ადრე უთამაშია ბათუმში, როდესაც გუნდს დათვები ერქვა. მისი სპორტული კარიერის მანძილზე უჩავა გამოდიოდა როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ, რუმინულ და რუსულ კლუბებში. რაც შეეხება თომა მჭედლიძეს, ის მხოლოდ მესამე წელია რაც პროფესიულ რაგბს თამაშობს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ბათუმის ღირსებას იცავს

38 მედალი აჭარას

ირაკლი დარცმელიძე

 

ხულოში გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სსრკ სპორტის ოსტატის გოდერძი ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი ტრადიციულია და მასში საქართველოს ყველა რეგიონის ფალავნები იღებენ მონაწილეობას. აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში 9 ოქროს, 9 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1155" >

ოქრო-ვერცხლი-ბრინჯაო

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="DIGITAL IMAGE" sub="DIGITAL IMAGE" width="300" height="2560" >ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე სპორტულ ტანვარჯიშში 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელშიც ყველა რეგიონის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა (2 გოგო და 3 ვაჟი ბათუმიდან), ბათუმელმა ტანმოვარჯიშეებმა სამი მედალი მოიპოვეს. ოსტატთა შორის მეორე ადგილზე გავიდა ქეთევან ბოლქვაძე, მეორე თანრიგის მქონე ჭაბუკთა შორის კი პირველი და მესამე ადგილები ბიძაშვილებმა, გიორგი და ლევან აროშიძეებმა დაიკავეს. 

კარაკუჩა – ჭიდაობა თოვლზე თოვლის გარეშე

ირაკლი დარცმელიძე

 

კარაკუჩა თურქული ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობაა, რაც თოვლზე ჭიდაობას ნიშნავს, წელს ზემოთ შიშველი ფალავნები ზურგზე პირველ დაცემამდე ჭიდაობენ. ჯერ თოვლი არ მოსულა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ტურნირისათვის და ჭიდაობა ბალახზე გაიმართა.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1063" >

აიკიდო – ხელოვნება თავდაცვის ელემენტებით

ირაკლი დარცმელიძე


<!** Image 1 align="left" width="300" height="1944" >აიკიდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც მორიხეი უესიბამ (დიდი მასწავლებელი) 1883 წელს ჩამოაყალიბა. დღესდღეობით მსოფლიოში აიკიდოს ბევრი სკოლა არსებობს და მას უამრავი მიმდევარი ჰყავს, გამონაკლისი არც საქართველოა. აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, აიკიდოს ჩამოყალიბება მერაბ გოგუაძის სახელს უკავშირდება, რომელიც აჭარის აიკიდო ტაკემუსუ აიკის ფედერაციის პრეზიდენტი და III დანის მფლობელია

Exit mobile version