ბათუმი მასპინძლობს

ირაკლი დარცმელიძე

 

26-29 ოქტომბერს ბათუმი ხელბურთში 1996-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობას მასპინძლობს დასავლეთ ზონის გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელბურთელები ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან. შეხვედრები ბონის სპორტულ დარბაზში გაიმართება.

უმედლოდ დაბრუნებულები

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="206" >ანაპაში (რუსეთი) დასრულდა ევროპის პირველობა კრივში მოსწავლეთა შორის, რომელშიც 22 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველო-ბელორუსი, დღეს ბევრი რამ გამოჩნდება

ირაკლი დარცმელიძე

 

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ. გუშინ  ჯვაროსნებმა მინსკის დინამო არენაზე ივარჯიშა სრული შემადგენლობით. ვარჯიშამდე კი სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართა.

ქართველი მკლავჭიდელის ტრიუმფი ბრაზილიაში

მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის რვაგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპირველობების პრიზიორი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ასეთია ქართველი მკლავჭიდელის გენადი კვიკვინიას სპორტული მონაგარი. სამწუხაროა, რომ მსოფლიოსა და ევროპაში უფრო მიცნობენ, ვიდრე საქართველოში, ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის. ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ქართველი მკლავჭიდელი დღეს ბათუმელების სტუმარია.


<!** Image 2 align="middle" width="300" height="404" >

რუსული ბარიერი

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც „დიდი პრიზის“ სახელს ატარებს, ბათუმელმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="2210" >

მე მიყვარს რაჭა

<!** Image 1 align="left" width="300" height="696" >ამ სათაურს არაფერი საერთო არ აქვს ცნობილ მუსიკალურ კლიპთან, სადაც რაჭის სიყვარულზე მღერიან, მაგრამ ბათუმელი ნუგზარ ბოლქვაძისათვის რაჭა უდავოდ დასამახსოვრებელი იქნება, ვინაიდან ონში გამართულ ზურაბ მაისურაძისა და გიორგი სხირტლაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ბათუმელმა ფალავანმა, რომელიც 46 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსთაველ სპორტსმენს დაეჭიდა და ორ სეტში მოუგო, რითაც ოქროს მედალს დაეუფლა. 29 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა გუგა შეშელიძე, რომელმაც ფინალი ამბროლაურელ მოჭიდავესთან დათმო. რამაზ თურმანიძემ (32 კგ.) და ზურა ირემაძემ (50 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში?!

მსოფლიო ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორის, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ვეტერანთა შორის, შოტოკან კარატე დო მეექვსე დანის მფლობელის, ბათუმელი ნოდარ ხაჯიშვილის ტიტულების კოლექციას კიდევ ერთი შიხანის წოდება შეემატა, რომელიც მსოფლიო შოტოკან კარატე დო ფედერაციამ მას წელს მიანიჭა. ნოდარ ხაჯიშვილი ბათუმელების სტუმარია.


<!** Image 2 align="middle" width="300" height="492" >



ტურნირი ბათუმელებმა მოიგეს

ბათუმში სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა წარსულში ცნობილი კალათბურთელების, ვალერი ალთაბაევისა და ალექსანდრე კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი მეოთხე წელია ტარდება. წელს მასში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა აზერბაიჯანიდან (ორი გუნდი), სომხეთიდან და თურქეთიდან. საქართველოს კი ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი წარმოადგენდა (მწვრთნელი ლაშა ოჩხიკიძე).

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="400" >

დეპარტამენტის თასი ქობულეთმა მოიგო

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თასის გათამაშება მინიფეხბურთში, რომელშიც ბათუმის, ქობულეთის, მახინჯაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ბათუმისა და ქობულეთის გუნდები დაუპირისპირდნენ, ქობულეთელების გამარჯვებით – 5:3 დასრულდა.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="600" >

ოქრო-ვერცხლი „ვახტანგაძეზე“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც ქართველი ფალავნების გარდა, აზერბაიჯანელი, სომეხი და ინდოელი მოჭიდავეები (სულ 55 ფალავანი, 8 წონითი კატეგორია) მონაწილეობდნენ. 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="400" >

ახალი სტადიონი ქობულეთში

ირაკლი დარცმელიძე

 

25 სექტემბერს ქობულეთში ფეხბურთის სტადიონი გაიხსნა, რომელსაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის სახელი მიენიჭა. 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="469" >

„დიორიდან“ „დინამოში“

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="right" width="300" height="270" >

 

ლაშა თოთაძე მცველია. გასული სეზონის მეორე ნახევარი ის გორის „დილაში“ თამაშობდა, შემდეგ კვლავ უნგრულ „დიორს“ დაუბრუნდა, თუმცა მათთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი მალევე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ბათუმში ჩამოვიდა. თოთაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ორი გოლიც აქვს გატანილი.

„ჩელემ“ ნავსი გატეხა – ჯორბენაძე ბომბარდირია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის დინამომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი მოიგო. ქობულეთის ახალგახსნილ სტადიონზე, რომელსაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად ჩელე არენა ეწოდა, დინამოელებმა მარტვილის მერანს უმასპინძლეს და 4:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გამარჯვებაა დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში.

ოთხიდან სამი გოლი მიხეილ ჯორბენაძემ გაიტანა, ერთი კი დინამოს ვეტერანმა, ამირან მუჯირმა. ამ გამარჯვებით ბათუმელებმა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილიდან ორი პოზიციით ზემოთ აინაცვლეს და ამჟამად მე-10 ადგილზე იმყოფებიან. გულშემატკივრებისთვის სასიხარულო კი ისაა, რომ ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ბათუმელი მიხეილ ჯორბენაძე 4 გატანილი გოლით პირველ ადგილზეა და თბილისის დინამოს ფეხბურთელებს ჯაბა დვალსა და ჩისკოს (3-3 გოლი) უსწრებს. დღეს მიხეილ ჯორბენაძე ბათუმელების სტუმარია


<!** Image 1 align="left" width="300" height="1684" >

„ბათუმმა“ ისევ წაგო

ირაკლი დარცმელიძე

 

შაბათს საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბათუმის „ბათუმმა“ ანგისის სტადიონზე მცხეთის „არმაზს“ უმასპინძლა და 13:18 დამარცხდა. ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში „ბათუმი“ მერვე ადგილზე იმყოფება.


<!** Image 1 align="middle" width="300" height="717" >

„ბათუმი ლეიდის ოფენ“ დასრულდა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირიბათუმი ლეიდის ოუფენ“, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი აშშ დოლარი იყო. ქართველმა ჩოგბურთელები ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.


<!** Image 1 align="left" width="300" height="1944" >

„მაჩანჩალებში ყოფნას არ შევეგუებით“ – ინტერვიუ გია გურულთან

ბათუმის დინამო წელს, ოთხწლიანი განშორების შემდეგ, უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ახალგაზრდული გუნდი, მართალია, ძალიან მოტივირებულია, მაგრამ თუ მათ მიერ ჩატარებული თამაშების სტატისტიკას გადავხედავთ, შვიდი ოფიციალური შეხვედრიდან დინამომ მხოლოდ ერთი მოიგო. ბათუმელები დინამოს მთავარ მწვრთნელს, გია გურულს ესაუბრა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="1217" >

უკვე ქართველების გარეშე

ირაკლი დარცმელიძე


ბათუმის ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია, ქართველი ჩოგბურთელები გამოეთიშნენ. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="1944" >

გორგოძე-ქვაცაბაია ფინალისკენ მიიწევენ

ირაკლი დარცმელიძე


ბათუმის საერთაშორისო ქალთა საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს – სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე
ქვაცაბაიამ უკრაინელ ვიქტორია ლუშკოვას 6:1, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში მე-7 რეიტინგის მქონე ასევე უკრაინელ ანა შკუდუნს შეხვდება. ეკატერინე გორგოძეს მეტოქე რუსი იულია კალაბინა იქნება. გორგოძემ უკრაინის სახელით მოთამაშე სოფიკო ქაჯაია 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა.

„დინამომ“ „ჩხერიმელა“ 3:0 დაამარცხა

ირაკლი დარცმელიძე


დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ხარაგაულის „ჩხერიმელსათან“ რევანში აიღო. სტუმრად 2:4 დამარცხების შემდეგ, ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. 

„ვენდეტა“ დასრულდა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა ტურნირი პროფესიონალ მკლავჭიდელთა შორის, რომელიც ვენდეტას სახელითაა ცნობილი. სახელწოდებიდან გამომდინარე, შეჯიბრის სპეციფიკა სხვაგვარია, ანუ სპორტსმენები ერთ წონით (ამ შემთხვევაში 78 კგ.) კატეგორიაში ასპარეზობენ და ერთმანეთს სამ მოგებამდე ეპაექრებიან. 

 

მალე ერთობლივი წვრთნები დაიწყება

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის ტაეკვონდოს ფედერაცია თურქებთან ერთობლივი წვრთნებისა და ბათუმში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას გეგმავ. ამ დღეებში ბათუმს თურქი მწვრთნელები შაფაკ ტატოღლუ და ჯენგიზ ანგინი სტუმრობდნენ , რომლებიც კლუბ რიზეს წარმოადგენენ

ჩოგბურთელი გოგონები ბათუმში დაბრუნდნენ

<!** Image 1 align="middle" width="300" height="661" >



ირაკლი დარცმელიძე

 

საჩოგბურთო ტურნირი ქალთა შორის – „ბათუმი ლეიდის ოუფენ ბათუმში ბოლოს 2007 წელს გაიმართა. შეჯიბრი ხუთი წლის განმავლობაში თბილისში ტარდებოდა და კვლავ ზღვისპირეთს დაუბრუნდა. როგორ ემზადებოდა ბათუმი აღნიშნული ტურნირის დასახვედრად და რა სიახლეებია აჭარის საჩოგბურთო სამყაროში?! ამის შესახებ ბათუმელებს შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ასათიანი ესაუბრა

გამოიყენებს „დინამო“ შანსს?

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 მატჩის პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ სტუმრად პირველი ლიგის მკვიდრ ხარაგაულის „ჩხერიმელასთან“ 2:4 დამარცხდა. 



<!** Image 1 align="middle" width="300" height="540" >

„სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ტურნირის ფავორიტები არიან” – ინტერვიუ ლეილა მესხთან

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი კვლავ ბათუმში დაბრუნდა. მართალია, წლევანდელი გათამაშება მონაწილეთა რაოდენობით წინამორბედი ტურნირებისგან სიმცირით დიდად განსხვავდება (32 მონაწილე), მაგრამ როგორც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი აცხადებს, მათთვის ეს მისაღებია და ცუდს ამაში ვერაფერს ხედავს.

ძიუდოისტთა ნაკრებს ცირეკიძე უთავკაცებს

გადაწყდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს დღეიდან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ჩაიბარებს, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა უკვე დაასრულა. 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="458" >

ქედის “ბეთლემი” პირველ ლიგაში

ირაკლი დარცმელიძე

 

მომავალი საფეხბურთო სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში აჭარიდან სამი გუნდი იასპარეზებს: ბათუმის “ადელი”, ქობულეთის “შუქურა” და ქედის “ბეთლემი”. ზღვისპირელთაგან განსხვავებით, აღნიშნულ პირველობაში მთიელები ძალებს პირველად მოსინჯავენ. “ბათუმელები” “ბეთლემის” მთავარ მწვრთნელს, ედიშერ კაკაბაძეს ესაუბრა. 

მსოფლიო ჩემპიონს ოქრო წაართვეს

<!** Image 1 align="" alt="რამაზ ზოიძე (მარცხნივ)" sub="რამაზ ზოიძე (მარცხნივ)" width="300" height="436" >ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სამმა ფალავანმა აჭარიდან ვერცხლის მედლები მოიპოვა. 42 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენადი ჩიტაძემ (მწვრთნელი – ავთო აბულაძე) და 63 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (მწვრთნელი – ლევან შავაძე) მხოლოდ ფინალური შეხვედრები წააგეს და ვერცხლს დასჯერდნენ. რაც შეეხება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რამაზ ზოიძეს, ფინალში მისი და აზერბაიჯანელი ფალავნის ჭიდაობისა და ოქროს მედლის ბედიც მსაჯებმა გადაწყვიტეს. თუ რა მოხდა კონკრეტულად ბაქოს ხალიჩაზე, ამაზე „ბათუმელებთან“ რამაზ ზოიძემ, მარად არძენაძის მწვრთნელმა, ისაუბრა. 

 

ირაკლი დარცმელიძე

ცურვა – პერსპექტივა და დღევანდელობა

„ბათუმს ჰყავს ისეთი სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს რეალურ წარმატებას მოუტანენ 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში გაიმართება“, – განაცხადა აჭარის ცურვის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ცხოიძემ, რომელიც ამასთან აჭარის მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა. დღეს მწვრთნელ-პრეზიდენტი „ბათუმელების“ სტუმარია. იგი სპორტის ამ სახეობაში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს: 


ირაკლი დარცმელიძე

შავფაროსნები – დაცემა სიკვდილის ტოლფასია


<!** Image 1 align="" alt="ზვიად ჯაფარიძე" sub="ზვიად ჯაფარიძე" width="300" height="1030" >ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც მსოფლიოს სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან გამოირჩევა. თითქმის მივიწყებულის აღდგენა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო თბილისში, კახა ზარნაძისა და ლაშა კობახიძის თაოსნობით და პირველი ორგანიზაცია სწორედ მაშინ შეიქმნა. 2007 წლიდან კი „კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება“ ბათუმშიც შეიქმნა, თუმცა მას დღეს უკვე ქართული საბრძოლო ხელოვნება – „შავფაროსნების“ აჭარის ფედერაცია ეწოდება, რომელიც გოჩა გოგიბერიძისა (პრეზიდენტი) და ზვიად ჯაფარიძის (მთავარი მწვრთნელი) ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ბათუმელები ზვიად ჯაფარიძეს ესაუბრა.

 

ირაკლი დარცმელიძე

პარკური – ადრენალინი, სპორტი თუ გართობა

პარკური – დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვისა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება, სადაც ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს და ა.შ.) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე, დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. საქართველოში პარკურის მიმდევრები 7-8 წლის წინათ გამოჩნდნენ, ბათუმში კი ეს ჯერჯერობით ”ახალი ხილია”, თუმცა მიმდევრები უკვე გამოუჩნდნენ. ბავშვობის მეგობრები, ბათუმელები ანრი მექვაბიძე და ნიკა ქვირია ორი წლის წინ დაინტერესდნენ ამ ხელოვნებით და დღეს უკვე მზად არიან, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. ჩვენი გაცნობა პარკში შედგა, სადაც ბიჭები ვარჯიშობდნენ.


ირაკლი დარცმელიძე

თავისუფლებიდან კლასიკურში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ პოლონეთში გამართულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჯერად ზოიძე 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. შარშან იგი ერთი წონით დაბლა _ 42 კილოგრამში ჭიდაობდა და თავი ევროპული ბრინჯაოთი და მსოფლიოს ოქროთი გამოიჩინა. კატოვიცეს ხალიჩაზე რამაზ ზოიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. სომეხი არტურ სიმონიანის, ფინელი მიკო პელტოკანგასისა და თურქი ბატუჰან ბოზკურტის ძლევის შემდეგ ბათუმელი მოჭიდავე ფინალში აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვს დაუპირისპირდა და სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში აჯობა.

 

ირაკლი დარცმელიძე

ცურვის მწვრთნელები მოცურავეების გარეშე

ცურვაში აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც ეროვნულ შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობდა, წელიწადნახევრის წინ დაიშალა. მწვრთნელის, საშა ცინცაძის თქმით, გუნდის დაშლის მიზეზი უფულობა გახდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოცურავეები დიდ თანხას ითხოვდნენ, რისი დაფინანსებაც მათ არ შეეძლოთ.

Exit mobile version