მთავარი,სიახლეები

ქართველმა ემიგრანტებმა საზღვარგარეთ საპროტესტო აქციები გამართეს

29.11.2025
ქართველმა ემიგრანტებმა საზღვარგარეთ საპროტესტო აქციები გამართეს

28 ნოემბერს უწყვეტი, პროევროპული პროტესტის ერთი წლის თავზე, ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოაწყვეს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ სიდნეიში, ჰააგაში, ტალინში, ვენაში, კიოლნში, ჰანოვერში, ვაშინგტონში, ფრანკფურტში, პარიზში, ოსლოში, ბუდაპეშტში და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების ამსახველ ფოტო მასალას მოძრაობა „ქარები“ აქვეყნებს. სწორედ „ქარების“ მიერ იყო ინიცირებული კამპანია სახელწოდებით „მე ვარ ქართველი, მე ვარ ევროპელი“.

გთავაზობთ ფოტოებს იმ ქალაქებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

საპროტესტო აქცია სიდნეიში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ტალინში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია შტუტგარტში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

ერთი ემიგრანტის საპროტესტო აქცია ავსტრალიაში, ქალაქი გოლდ-კოსტი ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ვაშინგტონში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია პარიზში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია პარიზში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ფრანკფურტში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ჰააგაში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ირლანდიაში, ქალაქ ლიმერიკში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ოსლოში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია კიოლნიში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ჰანოვერში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში ფოტო: ქართული დიასპორების მოძრაობა – „ქარები“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: