მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 58 ახალი შემთხვევა – 25 აპრილი

25.04.2022
დადასტურდა კოვიდის 58 ახალი შემთხვევა – 25 აპრილი

25 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 4 243 კვლევა ტესტით. ვირუსით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა.

ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,37 პროცენტია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარაში – 1, იმერეთში – 9, ქვემო ქართლში – 2, შიდა ქართლში – 0, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 0, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში -2, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 654 313 , ბოლო 24 საათში – 58
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 636 004 , ბოლო 24 საათში – 213
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 800
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 4 243, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 179, PCR ტესტით – 1 064
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 321

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 483, მათგან, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 188, აჭარაში – 9, იმერეთში – 71. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი, მათ შორის, თბილისში – 50, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


რა ხდება, თუ გამოცდაზე აბიტურიენტს 37 და მეტი ტემპერატურა აქვს – ახალი რეკომენდაციები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: