მთავარი,სიახლეები

როგორ კონტროლდება რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია საქართველოში – შემოსავლების სამსახურის განმარტება

24.04.2022 • 2341
როგორ კონტროლდება რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია საქართველოში – შემოსავლების სამსახურის განმარტება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე, ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი [რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები]“.

„განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია:

  • „მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.
  • საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე [ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე]. ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან მიმართებაში,  განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე, დაწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვები. მკაცრი სანქციები  დაუწესდათ აგრეთვე რუსეთსა და ბელარუსში  მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით,  სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართულმა მხარემ „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა ამ ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.

მოგვიანებით უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა.

რაც შეეხება სანქციებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით:

ამავე თემაზე:

რუსული მედია ღარიბაშვილზე: „რა კარგად მუშაობს წერტილოვანი ოპერაციები ტვინის გაწმენდაზე“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: