მთავარი,სიახლეები

რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები ომში – 24 აპრილის მონაცემები

24.04.2022 • 1663
რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები ომში – 24 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 800 ადამიანი
  • ტანკი – 873 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 238 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 408 ერთეული
  • MLRS – 147 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
  • თვითმფრინავი – 179 ერთეული
  • ვერტმფრენი – 154 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 557 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 191
  • სპეციალური აღჭურვილობა – 28
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 141 თვითმფრინავი
  • 110 ვერტმფრენი
  • 551 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 264 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 282 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 093 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 343 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ოდესაში 23 აპრილს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა. მისი თქმით, თავდასხმამ სულ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 18 კი დაშავდა.

რუსეთის ჯარებმა 23 აპრილს პირველად განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე – უკრაინის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქზე.

„თუ ჩვენ ხალხს განადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გამოვა“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა:

ზელენსკიმ დაასახელა გარემოებები, რა შემთხვევაში დატოვებს უკრაინა მოლაპარაკებებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: