მთავარი,სიახლეები

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა

25.04.2022
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონიაში გარდაიცვალა 119 წლის ქალი, კეუნ ტანაკა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილი იყო, როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში. ინფორმაციას ამის შეახებ იაპონური მედია ავრცელებს.

ქალი 1903 წლის იანვარში იყო დაბადებული, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებამდე ერთი წლით ადრე.

103 წლის ასაკში ქალს მსხვილი ნაწლავის კიბო დაუდგინეს, მაგრამ მან შეძლო დაავადების დამარცხება ხუთსაათიანი ოპერაციის შემდეგ. მას მიაჩნდა, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ოჯახი, იმედი, ჯანსაღი ძილი და სწორი კვება იყო.

2018 წელს ტანაკას ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ წელს სურდა ეცოცხლა. „ვფიქრობ, კიდევ 5 წელი დამრჩა“ – უპასუხა მას ტანაკამ. იგი მართლაც 5 წლის შემდეგ, 2022 წელს გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ტანაკას გარდაცვალების შემდეგ, იაპონიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლის ფუსა ტაცუმია, რომელიც ოსაკას პრეფექტურაში ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: