რუსეთში MTV-ი, nickelodeon-ი და Paramaunt-ის სხვა არხები გაითიშება

რუსული ტექნოლოგიური მედიაგამოცემა „კაბელშიკი” წერს, რომ რამდენიმე დღეა რუსული ოპერატორები იღებენ შეტყობინებებს კორპორაცია Paramount-ისგან, რომ მისი არხების ქვეყანაში დაიხურება 20 აპრილიდან. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ამ ფორმით შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. რუსულ მაუწყებლობას ტოვებს კინოარხი Paramount Channel-ი, გასართობი Paramount Comedy, საბავშვო არხები – Nickelodeon-ი, Nickelodeon HD-ი, NickToons-ი …

IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო

საჯარო სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება იწყება. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრში უთხრეს, შეფასება IV-IX კლასის ჩათვლით ჩატარდება. „სადიაგნოსტიკო შეფასებას განათლების სამინისტრო ატარებს იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი. დავალებები როგორ არის შედგენილი, ვერ გეტყვით. დავალებების შედეგები არ ფასდება ნიშნით და არც სემესტრულ ნიშნებზე აისახება“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე. როგორც „ბათუმელებს“  საქართველოს განათლების …

გერმანიაში 140-ზე მეტ საქმეს იძიებენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მხარდაჭერისთვის

გერმანიაში რამდენიმე ფედერალური მიწის პოლიცია და პროკურატურა იძიებს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა და გამართლების 140-ზე მეტ საქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, Redaktionsnetzwerks Deutschland მედიაჯგუფის გაზეთებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქმეების უმეტესობა რუსული მილიტარიზმისა და თავდასხმის სიმბოლოდ ქცეული Z-ის გამოყენებას ეხება. Z-ის საჯარო ადგილებში გამოჩენა ექვემდებარება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს …

რუსებმა 12 წლის გოგოს მამა მოუკლეს, მას კი რუსეთის ობოლთა თავშესაფარში აგზავნიან

„უბრალოდ არ იტირო ან ინერვიულო, კარგი?“ – ეს აუდიოშეტყობინება 12 წლის კირა ობედინსკიმ ბაბუას გამოუგზავნა რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. შემდეგ კი თავად ვერ შეძლო ცრემლის შეკავება: „რატომღაც მინდა ვიტირო, იმდენი ხანია არ მინახიხარ, რომ მინდა ვიტირო“, – ისმის ბავშვის მეორე აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც CNN-ი აქვეყნებს. კირას დედა წლების წინ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო. მამა, …

წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ყველაზე მეტი ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 601 ფაქტი გამოავლინეს, მათგან ყველაზე მეტი – 218 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, ქვემო ქართლში – 50, კახეთში – 44, იმერეთში – 34, გურიაში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 10-15 გრადუსი სითბო. ზღვის …

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას აქვეყნებს და წერს, რომ შეთანხმებულმა უკრაინულმა წინააღდეგობამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული გამოცდა მოუწყო და სხვა ადგილებში მათი გადაადგილება შეანელა. „რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა: – „მარიუპოლის დაკავების მცდელობა ძალიან ძვირად უჯდებათ მის მცხოვრებლებს. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა …

რუსეთის და უკრაინის დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 20 600 ადამიანი ტანკი – 790 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 041 ერთეული საარტილერიო სისტემა – 381 ერთეული MLRS – 130 ერთეული საზენიტო …

მიწის დასამუშავებლად ფერმერები 300 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა. „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების მიზნით, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდიები. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ …

კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში –0, შიდა ქართლში – 1, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში –2, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 4 970, მათ შორის, ანტიგენის …

განხორციელდა 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ დღეს, 18 აპრილს, ლვოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. „ძველ ევროპულ ლვოვში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ერთდროულად განხორციელდა 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა. რუსეთი აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმას, მთელი მსოფლიოსთვის ცინიკურად დეკლარირებას, რომ მათი „უფლებაა“… უკრაინელთა დახოცვა“, – აცხადებს პოდოლიაკი. Five powerful missile strikes at once on the …

გვტკივა იმის ნახვა, თუ როგორ ანადგურებენ ქალაქებს, კლავენ ჩვენს მოქალაქეებს – ინტერვიუ

ავტორი: თამარ რუხაძე ალისა იურჩენკოს მობილურსა და ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველდღიურად, ათობით ფოტო, ვიდეო და ინფორმაცია მიდის რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, მისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილებიდან. ყოველი ახალი შეტყობინება ახალ ტკივილს ნიშნავს, უკვე იცის, რა შეიძლება დახვდეს მის მიღმა – მაინც მუშაობენ, სჯერათ, რომ ახლა ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც იცის და შეუძლია. …

ესტონეთმა, იტალიამ და რუმინეთმა დახურეს პორტები რუსული გემებისთვის

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსული გემებისთვის პორტების დახურვა დაიწყეს. დღეიდან, 17 აპრილიდან, რუსეთის დროშით მცურავ გემებს ესტონეთის პორტებში შესვლა ეკრძალებათ. „კრემლი არ აჩვენებს აგრესიის შეწყვეტის ნიშანს, ამიტომ ევროპა თანდათან ეძებს სტრატეგიულ გზებს, რათა ომის ღირებულება იმდენად გაზარდოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის გაგრძელების პერსპექტივა გაქრება. ყველა საწარმოს, რომლის საქმიანობაც არის დაკავშირებული …

მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ

მარიუპოლის მცველები აგრძელებენ ბრძოლას მიუხედავად რუსეთის ულტიმატუმისა  დანებების შესახებ. „უკრაინის არმიამ, რომელიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფება, უარი თქვა დანებებაზე,“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ABC-სთან ინტერვიუში. მან თქვა, რომ უკრაინული ჯარები კვლავ აკონტროლებენ მარიუპოლის ნაწილს და ქალაქი „ჯერ კიდევ არ დაცემულა“. მარიუპოლი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები …

მე არ მჯერა მსოფლიოს, მას შემდეგ, რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა მსოფლიოსი და მხოლოდ განცხადებების, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხდება. „თქვენ დაკარგეთ წინაპრები ჰოლოკოსტის დროს. ყოველ წელს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსაგონებელ დღეს პოლიტიკოსები ამბობენ: „აღარასოდეს, აღარასოდეს“. როცა მსოფლიო ამბობს – აღარასოდეს“ – ნამდვილად ამას გულისხმობს?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა ჯეიკ ტაპერმა ზელენსკის. „მე არ მჯერა მსოფლიოს. მას შემდეგ, …

ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი. საგრძნობლად გართულდა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობაც – ისინი ფინანსური, ლოგისტიკური და სხვა პრობლემების წინაშე დგანან. როგორ შეცვალა უკრაინული მედიის ყოველდღიურობა ომმა, როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს …

რა მოითხოვეს დღეს მთავრობისგან „ოცნების ქალაქში“ – აქცია

დღეს, 17 აპრილს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისგან მოითხოვეს აქ მცხოვრები ოჯახების ადგილზე რეგისტრაცია – დამისამართება, „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება და უკვე აშენებული კორპუსების ექსპერტიზის დასკვნა უსაფრთხოებაზე. „ვითხოვთ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ, სადაც ახლა ჩაწერეს საარჩევნოდ [მოსახლეობა], 1740 ოჯახის იურიდიულ დამისამართებას; კატეგორიების, 18 კატეგორია რომ …

რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ დონბასში კაცების იძულებით მობილიზებას – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი დონბასში მცხოვრები კაცების იძულებით მობილიზაციას ახდენს. პოდოლიაკის თქმით, რუსები დონბასელებს წვრთნისა და აღჭურვილობის გარეშე უშვებენ საბრძოლველად და მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ. „რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ დონბასში 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცების იძულებით მობილიზებას. “ადმინისტრაციასთან” განსაკუთრებული კავშირების ქონასაც კი არ შეუძლია გამოძახებისგან თავის არიდებაში დაეხმაროს ვინმეს, რადგან რუსი …

რომის პაპმა სააღდგომო მილოცვა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა

დღეს, 17 აპრილს, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. სააღდგომო წირვის დროს რომის პაპმა, ფრანცისკემ დაგმო ომი უკრაინაში „სისასტიკისა და სიბნელის გამო“. „ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად“ – განაცხადა რომის პაპმა. ქადაგების დასასრულს პაპმა ტრადიციული სააღდგომო მილოცვა – “ქრისტე აღდგა”, უკრაინულ ენაზე წარმოთქვა. ამავე თემაზე: „ეს სპეციალური ოპერაცია კი არა, ომია“ – …

ბულგარეთმა პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალა

ბულგარეთმა აუკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემს წვდომა ბულგარეთის პორტებზე. ბულგარეთში პორტებით სარგებლობის უფლება აეკრძალათ ასევე გემებს, რომელთაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რეგისტრაცია რუსეთიდან სხვა სახელმწიფოზე გადაიტანეს. ამის შესახებ ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციამ განაცხადა. ბრძანება ძალაში 16 აპრილს შევიდა. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და საჭიროებს საგანგებო დახმარებას ან/და საფრთხე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 8 – 13 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 3 – 8 …

უკრაინაში 202 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 202 ბავშვი დაიღუპა და 561-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაშავდნენ დონეცკის ოლქში – 117, კიევის ოლქში – 106, ხარკოვის ოლქში – 89, ჩერნიგოვის ოლქში – 54 და ხერსონის ოლქში – 41. უკრაინაში რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, აქედან 95 …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 3 ახალი შემთხვევა

17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სულ ჩატარდა 8 018 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში კოვიდით გარდაიცვალა 3 ადამიანი. აჭარაში გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-1.23 პროცენტი.    

მტირალაზე დაკარგული ჩეხი ტურისტი იპოვეს

მტირალას ეროვნულ პარკში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს დაკარგული ჩეხი ტურისტი, 28 წლის კაცი. „ღამის პირველ საათზე მივიღეთ შეტყობინება, რომ დაკარგული იყო ტურისტი. მთელი ღამე სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით. გამთენიისას, დაახლოებით 6-ის წუთებზე ხმა მოგვაწვდინა და ვიპოვეთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ მტირალას ეროვნული პარკის დირექტორმა, გიორგი ქურიძემ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ რეინჯერები და მაშველები. _____________ ფოტოზე: მტირალას ეროვნული …

რუსეთი მარიუპოლის მცველებს დანებებისკენ მოუწოდებს

რუსეთმა უკრაინულ ჯარისკაცებს, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას იცავენ, დანებება შესთავაზა. „ყველას, ვინც დადებს იარაღს, შეუნარჩუნდება სიცოცხლე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიზინცევმა. ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, ქალაქში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იტანჯება შიმშილით, წყლისა და სითბოს ნაკლებობით. დღეს, 17 აპრილს, 53 …

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 20 300 ადამიანი ტანკი – 773 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 002 ერთეული საარტილერიო სისტემა – 376 ერთეული MLRS – 127 ერთეული საზენიტო …

1 კვირა ოკუპანტების ტყვეობაში – როგორ გადავურჩი ФСБ-ს და კადიროველებს

ვიქტორია როშჩინა ციფრული ტელევიზიის – „ჰრომადსკეს“ ჟურნალისტია, რომელმაც რუსი სამხედროების ტყვეობაში ერთი კვირა გაატარა. ვიქტორია მაშინ დააკავეს, როდესაც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შესვლას ცდილობდა. რეპორტაჟში, რომელიც ჟურნალისტმა გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა, ის დეტალურად ჰყვება თავისი დაკავებისა და პატიმრობაში გატარებული დღეების შესახებ. ______________________ „12 მარტის დილას ზაპოროჟიეში ვიყავი. გადავწყვიტე, მარიუპოლამდე მიმეღწია და იქიდან რეპორტაჟი მომემზადებინა. მიმაჩნდა, რომ ალყაშემორტყმულ …

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო. ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან …

დღეს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში – ნადირაძე

დღეს, 16 აპრილს, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პირველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ინფორმაცია 15:29 საათზე გაავრცელა, მოგვიანებით კი, დაახლოებით 17:30 წუთზე, მან ფეისბუკზე კიდევ ორი მებრძოლის შესახებ დაწერა. პირველად არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავაზე. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, მძიმედაა დაჭრილი კიდევ …

დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს ამ თამაშით. უკრაინას სჭირდება იარაღი. ახლა. – პოდილიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე უკრაინისთვის კვლავ მძიმე იარაღის მიწოდების საჭიროებაზე წერს. „უკრაინა ევროპას სთხოვს იარაღს. ევროპელები მხარს უჭერენ მათი მთავრობებისთვის მიმართვას. ევროკავშირი უკრაინას აწვდის იარაღს, არა იმას, რომელიც ჩვენ ვითხოვეთ. შეიარაღების ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო მიაქვს. დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს ამ თამაშით. უკრაინას სჭირდება იარაღი. არა ერთ თვეში. ახლა“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე. 1. …

რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. ამ დროისთვის კი, სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება. „ვაკანსიები ძირითადად არის დასუფთავების, მეეზოვის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, დარაჯის, დამხმარე პერსონალის, კურიერის და გამწვანების თანამშრომლის პოზიციაზე. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემა სოციალური გასაცემელი, თვეში არაუმეტეს 300 …

რუბეჟნოიში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში მიმდინარე ომში. „ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია“, – წერს ვანო ნადირაძე. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუბეჟნოიში გაწმენდის დროს დაიღუპა. არკადი კასრაძის დაღუპვამდე, რუსეთ-უკრაინის ომში 6 ქართველი მებრძოლი იყო სულ დაღუპული. სამი მებრძოლი ირპინთან …

რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

დღეს, 16 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების სამძიმარზე, განაცხადა, რომ ის ყველაფერს აკეთებს, როგორც ხელისუფალი და სხვა ყველაფერი სპეკულაციაა. „მე კიდევ ერთხელ გირჩევთ…. დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული …

22 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი გამოცხადებულია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 12 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 მაისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების …

„ტელეგრამის“ მფლობელმა „ფორბს“ სთხოვა, აღარ უწოდონ რუსი მილიარდერი

„ტელეგრამის“ მფლობელმა პაველ დუროვმა „ფორბს“ სთხოვა, აღარ მოიხსენიონ, როგორც რუსი მილიარდერი. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორბსი“ ავრცელებს. „პაველმა მრავალი წლის წინ დატოვა რუსეთი და არ აპირებს დაბრუნებას“, – განუცხადა Forbes-ს მისმა წარმომადგენელმა. დუროვი Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელია. 2014 წელს მან დატოვა რუსეთი და დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, …

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 20 100 ადამიანი ტანკი – 762 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 982 ერთეული საარტილერიო სისტემა – 371 ერთეული MLRS – 125 ერთეული საზენიტო …

Exit mobile version