5 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე ომის გამო ლტოლვილად იქცა

უკრაინაში მიმდინარე თითქმის ორთვიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები უსაფრთხო თავშესაფრისა და დახმარების საძიებლად. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ომის პირველ ხუთ კვირაში უკრაინიდან 5 მილიონამდე ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვრები მეზობელ ქვეყნებში და კიდევ ბევრი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი და ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო. გაეროს …

ნორვეგია უკრაინას 100-მდე სარაკეტო სისტემას ჩუქნის

ნორვეგია უკრაინას 100-მდე სარაკეტო სისტემას გადასცემს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ეს არის ფრანგული წარმოების Mistral-ის მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემები, რომლებიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას. მინისტრმა დასძინა, რომ ნორვეგიამ უკრაინას უკვე გაუგზავნა 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და დამცავი სამხედრო აღჭურვილობა.

ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულებისთვის შესაძლოა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, დღეს, 2022 წლის 20 აპრილს,  14:00 საათიდან ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას მარიუპოლიდან ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების ევაკუაციისთვის. „მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებიდან გამომდინარე, მთელ ჩვენს ძალებს სწორედ ამისკენ მივმართავთ. მოვახერხეთ წინასწარი შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანზე ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან, ტაგანროგისა და ტაგანროგის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი  ღამით: 8 – 13 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – …

სკოლაში 1 პედაგოგი 6 საგანს მასწავლიდა – ქართული ფილოლოგიის სტუდენტი აზერბაიჯანული თემიდან

„მყავს დედა და ერთი კატა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი. ჩემს მარტოხელა დედას არ ჰქონდა ისეთი შემოსავალი, განათლება მოეცა ჩემთვის, ამიტომ ბავშვობიდან ვქსოვ, სამაჯურებს, ხელნაკეთებს ვამზადებ და ვყიდი. მცირე შემოსავალს, რაც ამ საქმით მაქვს, განათლებას ვახმარ. ჩემი კლასიდან მხოლოდ მე მივიღე განათლება. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე ვსწავლობ. ერთხელ მე და დედა კახეთში მარწყვის ბაღში ვმუშაობდით, ვკრეფდით …

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 20 900 ადამიანი ტანკი – 815 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 087 ერთეული საარტილერიო სისტემა – 391 ერთეული MLRS – 136 ერთეული …

„ჩვენ შეიძლება საათებიც კი დათვლილი გვაქვს“ – მიმართვა მსოფლიო ლიდერებს „აზოვსტალიდან“

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, თავის ვიდეომიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას სთხოვს.   სერგეი ვოლინა ჰყვება, რომ ვითარება ძალიან მძიმეა, ქარხანაში უკვე 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. „ეს არის მსოფლიოსადმი ჩვენი მიმართვა, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი იყოს. ჩვენ, შეიძლება, დღეები და საათებიც კი გვაქვს დათვლილი. …

კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 აპრილი

20 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით არავინ გარდაცვლილა. დღეს, 20 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში – 13, იმერეთში – 39, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 11, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში …

ჯონსონმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში მეტ საარტილერიო იარაღს გაგზავნის – reuters

დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ საარტილერიო იარაღს მიაწვდის, რადგანაც ომი რუსეთთან გადავიდა ახალ ფაზაში – განაცხადა დღეს, 19 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.  ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ეს იქნება საარტილერიო კონფლიქტი, მათ [უკრაინელებს] სჭირდებათ არტილერიით მხარდაჭერა და ეს ისაა, რასაც ჩვენ მათ მივაწვდით დამატებით, სხვა მრავალი ფორმით მხარდაჭერასთან ერთად“ – უთხრა ბორის ჯონსონმა კანონმდებლებს თემთა …

„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, დაახლოებით ორ კვირა-ნახევარში რუსეთს ისევ დასჭირდება პაუზა, როცა …

ბათუმის ბიუჯეტი დაკოპირებულია წინა წლების დოკუმენტებიდან – ყოფილი მერის კრიტიკა

„2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში ზუსტად, სიტყვა-სიტყვით, იგივე შეფასებები და მოლოდინებია დაფიქსირებული, რაც ასახული იყო წინა წლების დოკუმენტებში, მასში ვხვდებით იმავე პრობლემებსა და საკითხებს, რაც წინა წლებშიც ფიქსირდებოდა, მტკიცდებოდა, მაგრამ ვერ სრულდებოდა“, – ასე შეაფასა ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ყოფილმა მერმა, ჯემალ ანანიძემ. ის ახლა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია. ჯემალ ანანიძე რამდენიმე წლის წინ …

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

კამპანია მედიის მხარდასაჭერად უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. დღეიდან ამ კამპანიას „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“ უერთდება. ეს არის უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის მიზანიც ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ …

აჭარაში მხოლოდ ხულოსა და ქედაში არ აქვთ პროგრამა მარტოხელა დედებისთვის

საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად მთავრობას ერთიანი სტრატეგია არ აქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაეხმაროს მარტოხელა მშობელს, რომელთა უმრავლესობა მარტოხელა დედაა ან საერთოდ, დაეხმაროს თუ არა. ეს აჭარის მაგალითზეც ცხადად ჩანს. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა 3 მუნიციპალიტეტშია, ერთ მუნიციპალიტეტში მაისიდან ამოქმედდება, 2 მუნიციპალიტეტში კი საერთოდ არ არის. მუნიციპალიტეტებში სხვადასხვაა მარტოხელა მშობლების …

უეფა და დისნეი იწყებს პროექტს საქართველოში ფეხბურთის მოყვარული გოგოებისთვის

„ფლეიმეიქერსი“ უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტია, რომლის ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და გარკვეული აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. სავარჯიშო პროცესში ჩართვა ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ. საქართველოში „ფლეიმეიქერსის“ ჩასატარებლად მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტულ ეკიპირებასა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.  აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, …

„რუს სამხედროებს მოსწონთ, როცა სახალხოდ აუპატიურებენ“ – ფსიქოლოგები ფაქტებზე ჰყვებიან

ომში ყოველთვის იმატებს სქესობრივი დანაშაულების რიცხვი. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ქალი გააუპატიურეს უკრაინაში: გამოძიება, ოფიციალურად, მხოლოდ რამდენიმე საქმეზე დაიწყო, თუმცა თუ იმ ადამიანების მონაყოლით ვიმსჯელებთ, რომლებიც ლტოლვილებთან და დაზარალებულებთან მუშაობენ, ასეთი ათობით, შეიძლება ასობით შემთხვევაც კი იყოს. გამოცემა „Холод“ ესაუბრა ორ ფსიქოლოგს, რომლებიც ძალადობაგამოვლილ უკრაინელ ქალებს ეხმარებიან. „ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს …

ნამთვრალევი გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ – რუსი ბანკირი

რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი, ბანკ Тинькофф-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი ინსტაგრამზე უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება და წერს, რომ რუსების უმრავლესობა ამ ომის წინააღმდეგია. „მე ვერ ვხედავ ამ გიჟური ომის ვერც ერთ ბენეფიციარს! იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები. სიმთვრალის შემდეგ გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ. და როგორ იქნება არმია კარგი, თუკი ქვეყანაში სხვა ყველაფერი ნაგავშია და …

60 სამხედრო და 16 სამოქალაქო ტყვე დაბრუნდება სახლში – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 19 აპრილს ოფიციალურმა კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა. ვერეშუკი ტელეგრამზე წერს, რომ ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. „დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. გარდა ამისა, სახლში დაბრუნდება 16 სამოქალაქო პირი. ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. საერთო ჯამში 76 ადამიანი“, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი. მანამდე, ვერეშუკმა განაცხადა, …

ბათუმის საკრებულომ გახარიას პარტიაში გადასული თანამშრომელი სამსახურში უნდა აღადგინოს

„სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობდა,“ – ამბობს გია აბულაძე, ის ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი იყო და 2021 წლის 25 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მანამდე, ორი დღით ადრე, გია აბულაძემ ფეისბუქზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტი გაავრცელა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სრულად დააკმაყოფილა გია აბულაძის სასარჩელო მოთხოვნები: გათავისუფლების შესახებ …

საბერძნეთმა სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, საბერძნეთმა  კუნძულ ევიასთან დააკავა რუსული ნავთობის ტანკერი,  ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ აქვეყნებს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებასთან ერთად, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლა ევროკავშირის 27 ქვეყნის პორტებში, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი „პეგასი“, ბორტზე მყოფი …

სოფელ ბეღლეთში მოტობლოკი ხევში გადავარდა – დაშავდნენ ბაბუა და შვილიშვილი

დღეს, 19 აპრილს, ხულოში, სოფელ ბეღლეთში, ერთ-ერთი მცხოვრები კუთვნილი მოტობლოკით ხევში გადავარდა. მძიმედ დაშავდა მოტობლოკის მფლობელის შვილიშვილი, დაახლოებით სამი წლის ბავშვი, რომელიც თან ახლდა ბაბუას. შემთხვევა დილას მოხდა. როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ ბეღლეთში გურამ კახაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. „ბავშვის ბაბუას არ აქვს მძიმე დაზიანებები“, …

მოსთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ მსოფლიოში ბევრისთვის ომი უკრაინაში შოუდ იქცა, თუმცა „ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით იწერება“. „ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II”. მსოფლიოში ბევრისთვის ომი უკრაინაში netflix-ის კიდევ ერთ სატელევიზიო შოუდ იქცა. მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით, სხვადასხვა სიუჟეტური ხაზითა და პიკური მომენტებით ახალ ეპიზოდამდე. „ბეჭდების მბრძანებელი”? “სამეფო კარის თამაშები”? “შავი სარკე” ? …

რუსეთთან იმპორტ-ექსპორტი მარტში, თებერვალთან შედარებით, შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია როგორც იმპორტი რუსეთიდან, ასევე ექსპორტი. საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან მარტის თვეში საქართველოში შემოტანილია 91,5 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო თებერვლის თვეში შემოტანილი იყო 95,9 მილიონი დოლარის საქონელი. ამავე მონაცემებით, იმპორტი რუსეთიდან მარტის თვეში გაზრდილია იანვართან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან შემოტანილი იყო 85,9 …

უკრაინაში 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაეროს ცნობით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 აპრილის შუაღამემდე, უკრაინაში 2072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2818 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 537 კაცი და 327 ქალი, ასევე არიან ბავშვები – 38 გოგონა და 60 ბიჭი. გაერო იუწყება კიდევ 1039 ზრდასრულისა და 71 ბავშვის დაღუპვის შესახებ, რომელთა სქესი უცნობია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი …

რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, დღეს, 19 აპრილს, დილით, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის სახალხო მილიციის (DPR) სამხედრო ჯგუფებმა ნაწილობრივ დაიწყეს შეტევა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სამხედროების გარდა …

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინაში ბუჩის მერს შეხვდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოდან უკრაინაში ქალაქ ბუჩის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე ფეისბუქზე აქვეყნებს. შეხვედრას გია აბულაძის გარდა ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, ასევე, პარლამენტის წევრი ენმ-დან დავით ხაჯიშვილი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მათე გაბაიძე. უკრაინაში სხვადასხვა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის …

სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმები არ წყდება – უკრაინის თავდაცვა

რუსეთი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, და, ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 19 აპრილს. სამინისტრო დილის 6 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს: „უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმები არ წყდება. სლობოჟანსკოს და დონეცკის რეგიონებში აგრესორი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს …

ახალი კვლევა ბათუმის რეპროარტში უნაყოფობის პრობლემის მქონე მამაკაცებისთვის

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის ბათუმის ფილიალი მამაკაცის უნაყოფობის სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევას, სპერმის დნმ ფრაგმენტაციას გთავაზობთ. მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა სპერმის დნმ ფრაგმენტაცია იყოს. სპერმისა და კვერცხუჯრედის დნმ-ები გენეტიკური ინფორმაციის მატარებლებია. ორივე მათგანს ემბრიონის შექმნაში, ფეხმძიმობის დადგომაში, ნაყოფის სწორ განვითარებასა და, საბოლოოდ, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. მაღალი ფრაგმენტაციის დროს, …

გამოვლინდა კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა – 19 აპრილი

Stopcov-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი. ამავე პერიოდში ჩატარდა 22 329 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 058, PCR ტესტით – 2 271 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,53%-ია. ამ დროისთვის სულ აცრილია  2 873 980 ადამიანი. დღიურად აცრილია – 992. …

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 19 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 20 800 ადამიანი ტანკი – 802 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 063 ერთეული საარტილერიო სისტემა – 386 ერთეული MLRS – 132 ერთეული საზენიტო …

მოესწრება პრომინადის აღდგენა სეზონამდე? – ფეხით, სქროლით, კვადროციკლით ველობილიკზე

ბათუმის ახალ ბულვარში ორ თვეზე მეტია ფეხით მოსიარულეების პრომინადი რამდენიმე ათეულ მეტრზე შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები გადაკეტილია. განახევრებულ მონაკვეთში კი [უფრო ველობილიკზე] ერთდროულად მოძრაობენ ველოსიპედით, ფეხით, სქროლით თუ კვადროციკლით. ამ ვიწრო ზოლში უწევთ მშობლებს ბავშვების ეტლით გასეირნებაც. შესაბამისად, ეს ერთგვარი სახიფათო მონაკვეთია ბათუმის ბულვარში. უცნობია მოესწრება თუ არა სასეირნო ბილიკის აღდგენა მოახლოებული ზღვის …

„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება. „ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, …

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, 18 აპრილს ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 18 აპრილს, ცუდია: „ატმოსფერულ ჰაერში 18 აპრილიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს უმეტეს რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება …

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

ავტორი: თამარ რუხაძე ____________________ უკვე მეორე თვეა, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათ ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედია, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან. ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ …

უკრაინაში დაიღუპა რუსული სადესანტო ხომალდის მეთაური

უკრაინაში დაიღუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემების 197-ე ბრიგადის დიდი სადესანტო გემის „ცეზარ კუნიკოვის“ მეთაური ალექსანდრე ჩირვა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს სევასტოპოლის გუბერნატორზე დაყრდნობით. „ტასის“ ცნობით, ჩირვა უკრაინაში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ჩირვა 2015-2016 წლებში სირიაში იბრძოდა.

აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც

აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი]. პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ …

„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ? „30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, …

Exit mobile version