მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

08.07.2022 • 2462
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 10-11 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: