მთავარი,სიახლეები

საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა – 2022 წლის 1 იანვრის მონაცემები

09.07.2022
საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა – 2022 წლის 1 იანვრის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის რაოდენობა  99 974 ადამიანია, რაც 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.

ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 80 351 პირი, საქართველოს მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ყველაზე დიდმა ნაწილმა (37%), საფრანგეთსა და გერმანიას მიმართა თავშესაფრის მიღების მიზნით.

მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებების რაოდენობა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.

ამავე პერიოდის მონაცემებით, საქართველოში წინა წელთა შედარებით 2.0 ერთეულით არის შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

„აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი“.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 1 770.0 ათასი კაცი და 1 918.7 ათასი ქალი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: