მთავარი,სიახლეები,სპორტი

საქართველოს ნაკრები იტალიის წინააღმდეგ – შეხვედრა ბათუმში 10 ივლისს გაიმართება

08.07.2022
საქართველოს ნაკრები იტალიის წინააღმდეგ – შეხვედრა ბათუმში 10 ივლისს გაიმართება

ბათუმში 10 ივლისს საქართველოს ნაკრები რაგბიში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 10 ივლისს, 20 საათზე დაიწყება.

tkt.ge-ის მონაცემების თანახმად, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია.

იტალიის ნაკრები „6 ერის“ მონაწილეა. თუმცა სერიოზული შედეგებისთვის დიდი ხანია არ მიუღწევია და გათამაშების ყველაზე სუსტი მონაწილეა. ამის გამო საქართველოს რაგბის ფედერაცია ცდილობს გააქტიუროს საქართველოს რაგბის ნაკრების „6 ერის“ გათამაშებაში მონაწილეობის თემა, რის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება „6 ერის“ გათამაშების ბოლო ადგილზე მყოფის „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულთან [ბოლო წლებში ამ ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოა] პლეიოფის გამართვა.

ამასთან, მსოფლიო კლასიფიკაციაში ბოლო ორი წელია იტალიის ნაკრები რეიტინგით საქართველოს ნაკრებს ჩამორჩება, რაც დამატებით ინტრიგას ჰმატებს ბათუმში გასამართ შეხვედრას.

რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩის გამო მატარებლის დამატებითი რეისიც დაინიშნა.

4 ვაგონისგან შემდგარი (400 ადგილი) სწრაფი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 8 ივლისს, 09:45 საათზე გავა, უკან კი 11 ივლისს, 18:45 საათზე დაბრუნდება. მატარებლით მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: