მთავარი,სიახლეები

რუსეთი სლოვიანსკ-კრამატორსკის მიმართულებით მიიწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

08.07.2022
რუსეთი სლოვიანსკ-კრამატორსკის მიმართულებით მიიწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, რუსეთი ტექნიკის კონცენტრირებას იწყებს სივერსკის მიმართულების ფრონტის ხაზზე, რომელიც რუსეთის ახლანდელი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. უწყების ვარაუდით, რუსეთის არმია, სავარაუდოდ, აჩერებს მარაგების მიღებას დონეცკის ოლქში შეტევის ახალ ოპერაციამდე.

8 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ ამავე დროს, უკრაინის ძალები ხერსონის სამხრეთ-დასავლეთი სექტორში წინსვლას განაგრძობენ.

„სრულიად რეალურია, რომ რუსეთის უახლოესი ტაქტიკური ამოცანა იქნება სივერსკი, რადგან მისი ძალები ცდილობენ წინსვლას ყველაზე მეტად სავარაუდო ოპერატიული მიზნისკენ – სლოვიანსკ-კრამატორსკის რაიონისკენ,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. ბოლო დღეების განახლებებში უწყება მიუთითებდა, რომ დონეცკის ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიამ მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია და დონბასისთვის ბრძოლის მომდევნო გადამწყვეტი მომენტი სლოვიანსკი იქნება.

მთავარი ფოტო: კრამატორსკის რკინიგზის ვაგზალი 8 აპრილს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ/ფოტო:armyinform.com.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: