მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივლისის მონაცემები

08.07.2022 • 1963
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 637 ერთეული [+35]
  • ჯავშანტექნიკა – 3 811 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 828 ერთეული [+13]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 669 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 685 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 237 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 488 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 964 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 730 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 112 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 076 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ღმერთს თავისი გეგმები აქვს. ჩვენ დრაკონის დამარცხება შეგვიძლია – ვოლოდიმირ ზელენსკი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: