მთავარი,სიახლეები

რუსეთში „არასასურველი“ მუსიკოსების სია შეადგინეს – მედია

08.07.2022
რუსეთში „არასასურველი“ მუსიკოსების სია შეადგინეს – მედია

რუსულმა ონლაინგაზეთმა „ფონტანკამ“, რომელიც კრემლის მიერ, ათობით დამოუკიდებელი მედიასაშუალების მსგავსად „უცხოელ აგენტადაა“ მიჩნეული, გამოაქვეყნა იმ მომღერლების სია, რომელთა კონცერტებიც, გამოცემის ცნობით, რუსეთში „არასასურველადაა“ მიჩნეული.

გამოცემის ინფორმაციით, სია პრომოუტერებს შორის ვრცელდება.

სიაშია ბევრი ცნობილი რუსი მუსიკოსია და ჯგუფია. მათ შორის:

ჯგუფები: ДДТ, Машина времени, Аквариум-ი, Би-2, Несчастный случай, IC3PEAK, Литтл Биг-ი, Алоэ Вера, Каста, Louna და ა.შ.

მუსიკოსები, მომღერლები: ზემფირა, ოქსიმირონი, ნოიზ МС, ვალერი მელაძე, მანიჟა, მორგინშტერნი, ვასია ობლომოვი, მუსია თუთბერიძე და ა.შ.

სიაში მყოფი მუსიკოსების ნაწილმა რუსეთი უკვე დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

„ფონტანკა“ წერს, რომ სიის მოპოვების შემდეგ კონცერტების რამდენიმე ორგანიზატორს დაუკავშირდნენ. მათმა უმრავლესობამ უარი თქვა საუბარზე, თუმცა ერთმა მათგანმა სიის ნამდვილობა დაადასტურა და დასძინა, რომ სია ყოველდღიურად ახლდება და სწორდება.

___________

მთავარ ფოტოზე: მუსიკოსები: ჯგუფ ДДТ-ეს სოლისტი იური შევჩუკი, ზემფირა, ვალერი მელაძე და ვასია ობლომოვი. ფოტოკოლაჟი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: