მთავარი,სიახლეები

ხულოში, ტაბახმელაში, ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

08.07.2022
ხულოში, ტაბახმელაში, ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

დაახლოებით ერთი საათის წინ ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა.

თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა.

„ბათუმელები“  ტაბახმელაში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით ჰკითხა. გურამ კახაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გზის ჩავარდნაზე ინფორმაციას არ ფლობს და დეტალებს მოგვიანებით გაარკვევს.

ჩანგრეული ცენტრალური გზა სოფელ ტაბახმელაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: