მთავარი,სიახლეები

დონეცკის ოლქში ნანგრევებიდან 34 ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვია

12.07.2022 • 967
დონეცკის ოლქში ნანგრევებიდან 34 ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვია

დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასივ იარში,  რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის 12 ივლისის დილის მონაცემებით, ჩასივ იარში, ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 34 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვის.

მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს, ისინი ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

ქალაქ ჩასივ იარში კორპუსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასროლილი რაკეტები 9 ივლისს, ღამით მოხვდა.

__________________

ფოტოზე: სამაშველო სამუშაოები ქალაქ ჩასივ იარში, დანგრეული კორპუსების ადგილზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: