ბათუმის საკრებულომ ავტობუსით მგზავრობა გააძვირა – ახალი ფასი 70 თეთრია

ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა. ბათუმის მერიის ინიციატივას, 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაეზარდათ ბათუმში, ავტობუსით მგზავრობის გადასახადი, მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს სხდომა სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა, დღეს, 30 იანვარს გაიმართა. გადაწყვეტილების მიხედვით, ის მოქალაქეები,  რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ. საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ვაჟა დარჩიამ. …

პოლიციელის ჯგუფურად ცემა ოზურგეთში – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუფარდეს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის სასამართლომ გირაო 30 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურა დავით შარაშიძის დაპატიმრებას ითხოვდა. დავით შარაშიძე საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. საუბარია 2026 წლის 27 იანვარს ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიების ვერსიით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა …

„შეეხება გამოხატვას სუფრასთანაც, ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა“ – საბა ბრაჭველი

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. ახალი ცვლილების მიხედვით უცხოური გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. იურისტების შეფასებით, დაანონსებული ცვლილება „ტოტალური კონტროლის მექანიზმია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს „ფეისბუქზე“ დაწერილი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 იანვრის 21 საათიდან 31 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 238 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 614 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 969 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 36 748 …

და-ძმის გარდაცვალების საქმე ხელვაჩაურში – რას ჰყვებიან სოფელში ტრაგედიაზე

და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები დღეს, 29 იანვარს დაკრძალეს ხელვაჩაურში. 56 წლის დარია და 54 წლის ტარიელი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ცხოვრობდნენ. ისინი 26 იანვარს, საკუთარი სახლის მიმდებარედ, ეზოს სხვადასხვა მხარეს იპოვეს გარდაცვლილი.  პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დასახელებული იყო ვერსია, რომ და-ძმის გარდაცვალება შესაძლოა „სხეულის გადაციებამ, მოყინვამ“ გამოიწვია. ამ ვერსიამ არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორ აღმოჩნდა …

„ყმას ზოგს თოხს დავაჭერინებთ ხელში და ზოგს ბატის ფრთას, რომ ბატონს მოემსახუროს?” – ლევან გორდეზიანი

„ტერმინი „განათლების დეფორმა“ აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მოფერებით ნათქვამია, რეალურად ეს არის საკმაოდ კარგად გათვლილი მავნებლობა, რომელიც თუ გაგრძელდა, რაღაც დროის მანძილზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი განათლების სისტემას“, – ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, გააერთიანოს ორი ძველი ქართული უნივერსიტეტი – თსუ [ივანე ჯავახიშვილის თბილისის …

ჩვენ გადავიქეცით ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა – ტროტუარზე დგომისთვის დასჯილი სანდრო მეგრელიშვილი

2025 წლის 17 დეკემბრის საღამოს, 35 წლის სანდრო მეგრელიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე იდგა. ერთი თვის და 5 დღის შემდეგ, 2026 წლის 23 იანვარს, სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ 17 დეკემბერს ტროტუარზე იდგა. „სანდრო მეგრელიშვილი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში …

სადავო პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში სურსათის ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება. დროებითი კომისია მუშაობას 3-4 თებერვლიდან დაიწყებს და მას „ოცნების“ დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „[დროებითი კომისიის შექმნის] ინიციატივა მოდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დადგენილების პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე. იმისთვის, რომ …

როგორ დაიწყო სახელაშვილის უკანონობა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რას წერს კლუნების ფონდი 

„სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ ახსნა, როგორ წარმოადგენდა მზია ამაღლობელის ქმედება დანაშაულს… გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ „საქმის არსებითი საკითხები განხილულია“. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში. ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის …

„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, დღეს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი განაცხადები არ დაიტოვა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადების შემდეგ მიმართეს. ნინო ნიჟარაძე 27 იანვარს გოგოლის ქუჩაზე, ოზთურქის კორპუსებთან შეკრებულ მოქალაქეებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ …

„315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის ყალბი ცნობები პენსიის მისაღებად“ – სუს-ის ბრიფინგი

სუს-ის ცნობით, საქართველოში დღეს, 29 იანვარს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი. ამის შესახებ 29 იანვარს სუს-მა ბრიფინგზე განაცხადა და დაასახელა კონკრეტული საქმეები. ეს საქმეებია: „პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა …

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება – განათლების სამინისტრო

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. „ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 237 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 613 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 965 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 36 733 ერთეული …

„ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით“ – თამთა მიქელაძე „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს. იგი წერს, რომ ამ ცვლილებებით „ოცნების“ მთავარი მიზანია საქართველოს დატოვება აიძულოს საზოგადოების დიდ ნაწილს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას …

„ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება

დღეს, 28 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. ცვლილებების შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, …

„ლარნახევრად პურსაც ვერ იყიდი“ – გამოკითხვა ბათუმში 1,57 ლარით სოცდაუცველების კვებაზე

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ და ანტიკონსტიტუციურ მთავრობაში ხელფასები ათასობით იზრდება, ბათუმის მერია სოციალურ სასადილოებში ერთი ადამიანის სადილში 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავს. რამდენად სამართლიანია მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდა? მაგალითად, 2026 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები 1400-1400 ლარით გაიზარდა და უკვე 16 000 ლარია, მინისტრების ხელფასი 13 600 ლარი გახდა, დეპუტატებისა – 12 …

კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს

ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში …

„ოცნებამ“ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია დაამტკიცა – რა წერია დოკუმენტში

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა. პარტია, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია, განათლების რეფორმის კონცეფციაში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა; ვერ ააშენა საკმარისი სკოლები, ვერ გამართა ინფრასტრუქტურა, ვერ აღჭურვა სკოლები ტექნოლოგიებით და ვერ მისცა ახალ თაობას გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნა. „ოცნების“ …

„აღარ იციან მასწავლებლებს ხელფასები როგორ მოუმატონ“ – სიმონ ჯანაშია ახალ სქემაზე

„უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია და მისი კავშირი განათლების სისტემასთან შემთხვევითია. მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. ანუ ჩვენ გვყავს ორი ძალოვანი ფიგურა და ისინი მართავენ განათლების სისტემას. მათ არ იციან განათლების სფეროში არსებული პრობლემები. შესაბამისად, არ შეუძლიათ ახსნან, ბიუროკრატების მიერ მოფიქრებული სისტემები როგორ მუშაობს“, – ამბობს განათლების ექსპერტი, …

რუსეთში ჯარისკაცმა სცემა 80 წლის ქალს, რომელმაც ალკოჰოლის საყიდლად ფული არ მისცა

რუსეთში, რუსული არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, 80 წლის პენსიონერს კბილი მოტეხა, რადგან ქალმა ალკოჰოლის საყიდლად მას 250 რუბლი არ მისცა – ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ წერს. „მედიაზონა“ ეყრდნობა ხაბაროვსკის მხარის სამხედრო სასამართლოს განაჩენს, რომელშიც ნათქვამია, რომ  სასამართლომ ყოფილი ჯარისკაცი, მაქსიმ კილდიუშკინი, 180 000 რუბლით დააჯარიმა ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. განაჩენში წერია, …

„Marinera-ს ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს“ – ადვოკატი

ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კაპიტნის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვენესუელასთან დაკავშირებული ნედლი ნავთობის ტანკერის კაპიტანი, რომელიც ამ თვეში შეერთებულმა შტატებმა დააკავა, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გადაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება,“ – წერს როიტერსი. აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეციალურმა დანაყოფებმა, სასამართლო …

ქალის გატაცების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2006 წელს დაბადებულ პირს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული პირებიც. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“ – წერს შსს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

გამოავლინეს ყველის არალეგალური საწარმოები – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში. „ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო. …

ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი 60 წლამდე კაცია. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 27 იანვარს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.  

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 236 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 609 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 958 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 36 713 ერთეული …

ირაკლი კობახიძის რა ციტატები მოხვდა „კლუნების ფონდის“ ანგარიშში – მზია ამაღლობელის საქმე

„უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა სასამართლო პროცესების დროს მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი განწყობის შემქმნელი, მიკერძოებული განცხადებებით,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში. ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა. სამართლის საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ დარღვევად „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის …

აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

აშშ-ის მიერ ჩრდილოეთის ზღვაში დაკავებულ ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის მეუღლე ნათია ძაძამია ედინბურგის სასამართლოში ჩივის და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ქმრის გასათავისუფლებლად. ბრიტანული გამოცემა გარდიანის თანახმად, ედინბურგში შეტანილ სარჩელის მოთხოვნაში ნათქვამია, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის Marinera-ს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე უკანონოდ არის დაკავებული. ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე BELLA 1-ის სახელით იყო ცნობილი, ამჟამად …

„პედაგოგი მშობელს აბრალებს, მშობელი – პედაგოგს და ბავშვი რჩება გვერდზე“ – ინტერვიუ მოზარდების ძალადობაზე

„იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი. მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი, როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში“- ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მას „ბათუმელები“ მოზარდების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და …

რა სურდა „ოცნებას“ და რა შეძლო? – პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის, რაც ვერ „გააპრავეს“

„არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის… არაკონსტიტუციურს რომ თავი დავანებოთ, აბსურდულია ეს ყველაფერი,“ – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. მას ვესაუბრეთ საქმეებზე, სადაც სასამართლომ ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო არც მეტი, არც ნაკლები – დააპატიმრა. რა ჩაწერა ამ დროს გადაწყვეტილებაში მოსამართლემ? „ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე …

შსს-ს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა გაყინვის შედეგად გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები, გაყინვით გარდაიცვალნენ. „პირველადი ინფორმაციით, და-ძმის გარდაცვალება გამოიწვია სხეულის გადაციებამ, მოყინვამ. გარეგანი დათვალიერებით არ აღენიშნებათ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდება ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,” – უთხრეს “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ორი გარდაცვლილი პირი გუშინ, 26 იანვარს იპოვეს. შინაგან …

ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი. მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას  ამ ბინების გადაცემას სთხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია …

საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – „აი, ფაქტი“

„19 ტანკერი, რომლებიც საქართველოში 2024-2026 წლებში იმყოფებოდნენ, აკმაყოფილებენ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს,“ – გამოცემა „აი, ფაქტი“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.  გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს პორტებში  – ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე აკვირდებოდა. „ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი …

ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ადგილობრივების ინფორმაციით და- ძმას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. გარდაცვლილები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედრები და-ძმის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს. სოფელში განხილავენ ვერსიას, რომ და ერთ-ერთი მათგანი …

რა მუხლით დააკავეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, “სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე” დააკავეს. ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. გამოძიებით დადგინდა რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი …

„მობილური წაართვეს და ბანკში ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ“ – ბათუმში 3 პირი დააკავეს

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ …

Exit mobile version