მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი …
Category Archives: მთავარი
სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით
სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …
Continue reading “სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 294 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 812 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 297 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 936 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი”
პარლამენტი 60 000 ბოთლ წყალში 58 000 ლარს იხდის, შარშან კი 22 ათასად იყიდა – მინის ბოთლები პლასტმასის ნაცვლად
საქართველოს პარლამენტის აპარატმა 60 000 ბოთლი არაგაზირებული სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირობის თანახმად, წყალი 0,5-ლიტრიან მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58 200 ლარია [რაც ერთი ბოთლისთვის მაქსიმუმ 97 თეთრს შეადგენს]. მიწოდების ვადად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ პარლამენტს 60 000 ბოთლ სასმელ წყალზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს …
„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ
„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ. თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან …
Continue reading “„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ”
,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის სხდომა გახსნისთანავე გადაიდო
დღეს, 27 მარტს, ჩანიშნული ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გახსნიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავს. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, …
Continue reading “,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის სხდომა გახსნისთანავე გადაიდო”
2025 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით. 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყოველ 1000 ახალშობილზე (1 წლამდე ასაკში) დაახლოებით 7–8 ბავშვი გარდაიცვალა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა [სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის] და – 6 452 …
Continue reading “2025 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა”
ფოთში ზღვის დაბინძურების შემთხვევა გამოვლინდა
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. დეპარტამენტის განცხადებით, ფოთში, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა. შედგა ინსპექტირების აქტი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგაც, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“-წერს გარემოს ზედამხედველობა. …
Continue reading “ფოთში ზღვის დაბინძურების შემთხვევა გამოვლინდა”
როგორ აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს
საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს. წმინდა სინოდში 39 წევრია. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა. სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა. 70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს …
საბავშვო ბაღების მშენებლობის თანხიდან 4,7 მილიონი მიითვისეს, დაკავებულია 4 პირი – პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ …
საქართველოში შობადობა 4.1%-ით შემცირდა – საქსტატი
2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა. 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა. 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი). „2025 წელს, 2024 …
Continue reading “საქართველოში შობადობა 4.1%-ით შემცირდა – საქსტატი”
ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან. ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ …
კვირას, 29 მარტს, ქუთაისში აქცია გაიმართება
29 მარტს ქუთაისში აქცია – „ძალა ერთობაშია“ გაიმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში, მერიის შენობის წინ, დღის 3 საათზე შეიკრიბებიან. შეკრების შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა. „საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება – ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება. …
Continue reading “კვირას, 29 მარტს, ქუთაისში აქცია გაიმართება”
რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ „მარიხუანას საქმეზე“ – მოსამართლე ხუჭუას წარდგინება არ დაკმაყოფილდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება. ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
შსს: ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი ფულის შეტანისთვის 3 პირი დააკავეს
შსს-მ ბათუმში დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურების მოთავსებაში. შსს-ს მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა ანგარიშზე 8 ათასი ლარის ყალბი კუპიურები შეიტანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. და 1984 …
Continue reading “შსს: ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი ფულის შეტანისთვის 3 პირი დააკავეს”
რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს ბათუმისა და ფოთის მიმართულებით
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.
გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა
კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა. „დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა. კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში …
Continue reading “გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 293 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 808 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 287 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 38 863 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მარტი”
„ჩვენთან პირველ პირად რომ დანიშნონ „ხარება“, ისე მოხდა ირანში“ – ინტერვიუ ირანისტთან
„აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“ კადრი. გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ პროტესტზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის და ხალხის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, მაინც იფეთქა ირანში. რა ბედი ეწია ფართომასშტაბიან პროტესტს ირანში? „ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ. …
ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება
ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …
მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა 110 მილიონი ლარი ნაშთი ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ
მთავრობის ახალი განკარგულებით შსს-ს მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა თავიანთ ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ჯამში 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ. კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი; შემოსავლების …
„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ. სამსახურიდან …
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. „ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ …
Continue reading “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს”
ორსული ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე …
Continue reading “ორსული ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დააკავეს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 292 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 807 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 278 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 38 795 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მარტი”
რატომ ინახავენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ათასობით დოლარს სახლში – ფული „შავი დღისთვის“?
„ქართული ოცნების“ პარლამენტარები და მინისტრები ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს სახლებში ინახავენ. 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნაღდი ფულის გადანახვის რეკორდს ხსნიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მისი ძმისშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ვახტანგ თურნავა. მაგალითად, ნათია თურნავას 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მარტო ერთ წელიწადში 540 473 ლარი აქვს დაფიქსირებული გასავლის სახით. ამის ფონზე, …
ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ [ფოტო]
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ ისტორიული სახლი დაანგრია და აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. 2019 წელს აქ 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „დექსტერ დეველოპმენტს“ სურდა, თუმცა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ ნებართვა არ გასცა, მოტივი – სამშენებლო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია და მაღლივი მშენებლობა ძეგლებს დაჩრდილავს. ამ საქმესთან დაკავშირებით მას ფარული სატელეფონო …
Continue reading “ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ [ფოტო]”
რა ელით დამეწყრილი კურსების მცხოვრებთ?- დაზარალებულები სახელმწიფოს პასუხს ელიან
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და არც ის ვიცით, რამ გამოიწვია მეწყერი. არც სოფლისკენ მიმავალი გზა გახსნილა, არც სახლებში დაბრუნების უფლება გვაქვს, რომ ნივთები ავიღოთ. ამ ეტაპზე, გაგვიყვანეს ქირით და ესაა,“ – სოფელ კურსების მცხოვრები ხატია ბეროძე „ბათუმელებს“ უყვება, როგორ ცხოვრობენ სოფლიდან ერთი ხელი ტანსაცმლით გამოქცეული ადამიანები. 12 მარტის ღამეს სოფელ კურსების მცხოვრებები საწოლებიდან …
Continue reading “რა ელით დამეწყრილი კურსების მცხოვრებთ?- დაზარალებულები სახელმწიფოს პასუხს ელიან”
ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება
ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ …
„იმედისა“ და „პოსტვის“ დამფინანსებელ კომპანიებს მეორადი სანქციები ემუქრებათ – TI-ს მონიტორინგი
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვი“ დაასანქცირა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა. …
ხანძრის შედეგად წაბლანაში სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი 24 მარტს, დილით ადრე გაჩნდა და სახლი სრულად გაანადგურა. ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო. ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში მეპატრონე მარტო იმყოფებოდა, მან ხანძარს თავი დააღწია. „ტრადიციულად, სამაშველო ჯგუფის ადგილზე მოსვლამდე, სოფლის მოსახლეობამ შეძლო შიშველი ხელებით გადაერჩინა დამხმარე შენობა-ნაგებობა და ბოსელი. მიუხედავად ადგილობრივ მცხოვრებთა მრავალ გზის …
აჭარაში ინტერპოლით ძებნილი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1998 წელს დაბადებული უ.ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. სხვადასხვა დროს დააკავეს. „თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები …
Continue reading “აჭარაში ინტერპოლით ძებნილი 2 პირი დააკავეს”
„2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება“ – სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. „ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა. 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 290 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 806 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 274 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 746 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მარტი”
ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა
ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც. 2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს. მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა”