როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები, ისევ გაურკვეველია. გაურკვეველია ისიც, თუ როდის დასრულდება მათთვის განკუთვნილი სოციალური სახლების მშენებლობა. ამ დრომდე სამინისტროში არც მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების პროექტი აქვთ, რომელიც 2 თვის წინ უნდა ყოფილიყო მზად. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობასა და ტერიტორიის განაშენიანების გეგმა-პროექტისთვის ამ ეტაპზე აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 40,1 მილიონი ლარი იხარჯება. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს …

რუსი დეპუტატის მუქარა გერმანელებს: „მოვალთ და ყველას დაგხოცავთ“

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ალექსეი ჟურავლევი გერმანელ ჟურნალისტს და, ზოგადად, გერმანელებს პირდაპირ ეთერში დახოცვით დაემუქრა. მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ არხ Russia 1-ის გადაცემის „60 წუთის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ალექსეი ჟურავლევმა, რომელიც რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს სახელმწიფო დუმაში, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა. ჟურავლევის მუქარის შემცველი ჩანაწერი პირდაპირ ეთერში გადაიცა, შემდეგ კი გადაცემის ვებგვერდზე განათავსეს. დეპუტატის …

უკრაინის ომში მინიმუმ 10 რუსი გენერალი მოკლეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 10 რუსი გენერალია ლიკვიდირებული. გარდა ამისა, ოკუპანტები იძულებულები გახდნენ მინიმუმ 6 სამხედრო მეთაური გამოეცვალათ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 7 აგვისტოს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცუდად შესრულებული ოპერაცია ძვირი დაუჯდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას. კერძოდ, რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში, სავარაუდოდ, დაკარგეს სარდლობა. …

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარაში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 26 – 31 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: …

ომში სულ ლიკვიდირებულია 42 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300] ტანკი – 1 805 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 055 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 958 ერთეული [+3] MLRS – 260 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 132 …

როგორია ზღვის წყლის ხარისხი აჭარის პლაჟებზე – ბოლო კვლევის შედეგები

აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია. ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი – ქობულეთში. ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში ამოწმებენ შემდეგ მაჩვენებლებს: • ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები • ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები [საერთო კოლიფორმული ბაქტერიები] • კოლიფაგი • ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss] • ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus …

ჩვენთან ომი ტყვიის გასროლის გარეშე დაიწყო – აგვისტოს ომის ვეტერანი ოფიცერი

ნათია გუმბერიძე აგვისტოს ომის ვეტერანია. უფროსი ლეიტენანტი, ახლა სახლში უმუშევრად ზის და იმ ტკივილზე გვიყვება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის გამო გადაიტანა. „ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, როცა ფორმის გახდა მომიწია,“ – ამბობს ნათია „ბათუმელებთან“. ის აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის გამო, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ომში დაღუპული გმირების მსხვერპლს ფასს …

აშშ-ში პროთეზები გაუკეთეს უკრაინელ დედა-შვილს – მათ კიდურები აფეთქებისას დაკარგეს

დედა-შვილს, რომლებსაც კრამატორსკის ვაგზლის დაბომბვის შემდეგ კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ, პროთეზები კალიფორნიაში გაუკეთეს. რუსეთის ძალებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს 8 აპრილს დაარტყეს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი მატარებლის ბაქანზე ჩაის რიგში იდგა. დედამ, ნატალია სტეპანენკომ, ერთი ფეხი დაკარგა, 11 წლის იანამ კი – ორივე. დაბომბვას გადაურჩა იანას ტყუპისცალი იაროსლავი, რომელიც  სადგურის შენობის შიგნით დარჩა ნივთების სადარაჯოდ. ლვოვში …

რუსები მარიუპოლში გალიებს აწყობენ და უკრაინის დამცველების გასამართლებას გეგმავენ – მერი

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუსები სექტემბერში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვას გეგმავენ. ბოიჩენკოს თქმით, ამ სასამართლოსთვის რუსი ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიებს აწყობენ. ქალაქის მერი აქვეყნებს ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანს სცენაზე დადგმული რამდენიმე გალია და ის, რომ სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, გალიები აწყობილია არმატურით, რომლის დიამეტრიც 20 მილიმეტრია. „რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საერთაშორისოდ აღიარებული …

რუსეთმა „ჰაიმარსების“ წინააღმდეგ ომში ირანული დრონები ჩართო

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრანასთან ომში უკვე ჩართო ირანისგან მიღებული 46 დრონი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ირანული დრონები უკვე დააფიქსირა. „ირანული უპილოტო საფრენი აპარატი წინა თაობის მანქანაა, თუმცა თავისი ამოცანების ნაწილს ის მაინც ასრულებს, რადგან ამ ომში საბავშვო …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიდებს აფართოებენ – ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მონაკვეთში შეფერხებულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ასრულებს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით გზის რეაბილიტაცია ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად უნდა განხორციელდეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირი კი, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის რეაბილიტაციაც …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრებისთვის ტენდერი 1,49 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 499 762 ლარია. ორი კვირის წინ მერიაში  „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ 2022 წელს 200 ათასი ლარი ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის დაიხარჯებოდა. მერიის სამმართველოში კი, ამჯერად გვითხრეს, რომ პროექტიც და ხარჯთაღრიცხვაც ახლა გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში მომზადდება გამარჯვებული კომპანიის …

რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, რუსეთის ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინის სამხრეთით. ისინი სავარაუდოდ, უკრაინელთა კონტრშეტევას ელოდებიან, ან თავად ემზადებიან ახალი შეტევისთვის. უწყების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კოლონები, სატვირთო მანქანებით, ტანკებით, არტილერიითა და სხვა შეიარაღებით, დონბასის რეგიონს ტოვებს და სამხრეთისკენ მიემართება. ტექნიკის გადაადგილება შეიმჩნევა ოკუპირებული მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან, მარიუპოლიდან და რუსეთიდან, ყირიმის ხიდის გავლით. დიდი ბრიტანეთის 6 აგვისტოს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250] ტანკი – 1 802 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 4 051 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 955 ერთეული [+5] MLRS – 260 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 127 …

ჰაიმარსებმა გააჩერა რუსეთი, წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა რაკეტებს მიიღებენ – ინტერვიუ

ჰაიმარსი“ რაკეტას არ ისვრის, ისვრის რეაქტიულ ჭურვს. წარმოიდგინეთ, როცა რაკეტას მიიღებს, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რუსები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. „რუსებს აქვთ გათვლა, რომ გაიწელოს მაქსიმალურად ეს დაპირისპირება ზამთრამდე,“ – ეს აზრი უჩნდება გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ის რუსების სვლებს აკვირდება უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუსები ცდილობენ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვას და …

უკრაინის 27 წლის გმირი პილოტი, რომელმაც სამხედრო ლიცეუმში ნასესხები ფულით ჩააბარა

27 წლის ალექსანდრ კუკურბა უკრაინელი პილოტი იყო. ახალგაზრდა გმირი. ბოგდან ხმელნიცკის ორი ორდენის კავალერი. კუკურბა 26 ივლისს დაიღუპა. პილოტმა უკრაინის ცის დაცვას შესწირა სიცოცხლე. ომის პირველივე დღეებიდან ასზე მეტი ფრენა შეასრულა ალექსანდრეს თვითმფრინავმა. უკრაინის გმირების შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” ამზადებს მასალებს სამხედრო ჩანაწერებსა და ფრონტის მებრძოლების მონათხრობზე დაყრდნობით. როგორც გმირი პილოტის ფრონტის …

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ …

გასახდელებს ბათუმის პლაჟზე ხალხი ტუალეტებად იყენებს

ბათუმის პლაჟზე განთავსებულ გასახდელებს ხალხი ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებს, რის გამოც გასახდელების დიდ ნაწილში შარდის სუნია, ზოგან დაფრინავენ ბუზებიც. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, გასახდელები სისტემატურად ირეცხება წყლითა და ქლორით, თუმცა მაინც არის პრობლემები. ბათუმის ბულვარის მოვლა-პატრონობაში ბულვარის გასწვრივ, სანაპირო ზოლზე, განთავსებული 33  გასახდელია. რამდენიმე გასახდელს აქვს კონკრეტული მოიჯარის ლოგო, მათი მოვლა-პატრონობა ამ მოიჯარეს ევალება. „მიუხედავად იმისა, რომ …

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

„მადლობელი ვარ უზენაესი სასამართლოსი, მაგრამ მე სტრასბურგის სასამართლოში მივდივარ,“ – ამბობს 81 წლის ციალა პერტია. ის 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ციალას მოდავე გარდაცვლილი ქმრის დისშვილია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბინა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე ციალა პერტია ცხოვრობს. იმის გამო, რომ …

„ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო“ – შიში სახელმწიფო უსაფრთხოებაზე

საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებია აკრიტიკებენ იმ ადამიანებსა და ჯგუფებს, ვისაც აშინებთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში „უკონტროლო შემოსვლა“. ხელისუფლება ამ შიშს აფასებს როგორც ქსენოფობიას და შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებასაც გეგმავს. ბოლო წლებში ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიის წყარო, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, არაერთხელ გამხდარა თავად ხელისუფლება. რა შეიცვალა ახლა? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის მოქალაქეების …

რას ამბობს მთავარსარდალი ზალუჟნი უკრაინის არმიის მებრძოლ ქალებზე

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა ქალებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ზალუჟნიმ ასევე გაავრცელა ვიდეო, თუ რა სახის დავალებების შესრულება უწევთ ქალებს გამარჯვებისთვის. ვიდეოში, რომელიც ზალუჟნიმ გაავრცელა, ომში მყოფი ჯარისქალები რუს ოკუპანტებს აფრთხილებენ, რომ ისინი აუცილებლად დაიღუპებიან უკრაინის მიწაზე. ზალუჟნის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ქალები ასევე საუბრობენ ომში გადატანილ სახიფათო და მძიმე წუთებზე, …

ჩვენი ქვეყნის მტრებს ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სურს მიუსამძიმროს მტრებს, რომლებსაც ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ. თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. „მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის …

აუქციონი “აჭარაბეთ არენას” კომერციული დანიშნულების ფართების იჯარაზე

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – „აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონები მიმდინარეობს. 300-იდან 900 კვ/მ-მდე კომერციული ფართების, პანორამული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა ამჯერად 20%-იდან 40%-მდე ფასდაკლებით მოხდება. სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის ფართობი 221,19 კვ. მ-ია. მისი პანორამული ხედი უშუალოდ სათამაშო მოედანზე იშლება და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას …

უცნობია, როდის აღდგება სატელეფონო კავშირი „ბილაინის“ ქსელში – კომპანია

დაახლოებით 2 საათია „ბილაინის“ ქსელი არ მუშაობს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს სატელეფონო ზარების განხორციელება შეზღუდული აქვთ, ხოლო ინტერნეტკავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შეწყვეტილი. ხარვეზი ქსელში დღეს, 5 აგვისტოს, დილას დაფიქსირდა. ქსელში არსებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავად კომპანიამ. „ძვირფასო მომხმარებლებო, დაზიანდა სერვისის მომწოდებლის ორი დამოუკიდებელი კაბელი, რის შედეგადაც ჩვენს მომხმარებლებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ხოლო დასავლეთ …

5 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილზე პუტინს აკრიტიკებდა და ბავშვებმა ჩაწერეს

ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინა გენს, რუსეთში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ. გენი პენზას ოლქის სკოლაში ასწავლიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ირინა გენი „მტრულად იყო განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ავრცელებდა აშკარად ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ“. ბრალდების საფუძვლად იქცა მოსწავლეებისა და მასწავლებლის საუბარი. გენი მოსწავლეებს რუსეთ-უკრაინის …

ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

ჩინური სახელმწიფო მედია CGTN-ი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპიკერს, ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს ჩინეთი სანქციებს უწესებს. CGTN-ის ცნობით, ამის შესახებ 5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ეწვია ტაივანის თვითმმართველ კუნძულს, რომელიც თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს. პელოსის ვიზიტს ჩინეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა უძღოდა წინ, მათ შორის, მუქარის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 26 – 31 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: …

რუსები ჯარისკაცებს ღამით ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში ასვენებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური 5 აგვისტოს მონაცემებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. დაზვერვის ცნობით, ოკუპაციის 5 თვის შემდეგაც გაურკვეველია, თუ რა განზრახვები აქვთ რუსებს ამ სადგურთან. როგორც განახლებულ მონაცემებში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, რუსების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა შეარყია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა. რუსები, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცულ სტატუსს იყენებდნენ, რათა სამხედროები უსაფრთხოდ მოესვენებინათ …

კოვიდით ხელახლა ინფიცირების მინიმალური ვადა 60 დღეა – NCDC

2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე საქართველოში აღირიცხა COVID 19-ით რეინფიცირების ანუ ხელახლა ინფიცირების 138 331 შემთხვევა. საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური – 60, მაქსიმალური კი – 767 დღე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] უახლეს ანგარიშში წერია. წინა ანგარიშის მიხედვით, COVID 19-ის პირველსა და მეორე …

როგორ შეცვალა 57 წლის ქალმა ქედის ერთ სოფელში თანასოფლელების ცხოვრება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ციური კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაცია კარდაკარ კამპანიით მიიღო და გადაწყვიტა მეზობლებთან ერთად სოფელში სკვერი მოეწყო. „სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის გართობის ერთადერთი საშუალება ინტერნეტი და მობილური თამაშებია. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში არაა გართობის საშუალება, გადავწყვიტეთ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამით შეგვექმნა ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის, სივრცე სადაც ისინი თამაშს, …

სარეკლამო აბრა მხოლოდ რუსულად ბათუმის პარკის შესასვლელში

სარეკლამო აბრა რუსულ ენაზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში კომპანია „სინევოს“ აქვს განთავსებული, გამოსასვლელთან კი – მხოლოდ ინგლისურად. იმის მიუხედავად, რომ კანონი ითხოვს სარეკლამო ბანერზე ინფორმაცია აუცილებლად იყოს განთავსებული სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულ ენაზეც, ბათუმის ცენტრში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, ამ სამართალდარღვევაზე ბათუმის მერიამ რეაგირება დღეს, 4 აგვისტოს, მას შემდეგ მოახდინა, როცა ჩვენ მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას. თუმცა …

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 5 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150] ტანკი – 1 792 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 032 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 950 ერთეული [+4] MLRS – 260 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 123 …

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, 2 კორპუსის ასაშენებლად 33 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, მერია ორ 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. კორპუსების მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 33 მილიონი ლარით გამოაცხადა. ეგრეთ წოდებული „შანხაის დასახლება“ ბათუმში, რაფიელ ერისთავისა და ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 5 სექტემბერს, დასრულდება. შესყიდვის სატენდერო თანხა 33 097 204 …

ვითარება დაძაბულია – ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები ისროლა

ჩინეთის არმია ტაივანის სრუტეში ექვს ლოკაციაზე ატარებს უპრეცედენტო საზღვაო და საჰაერო სამხედრო წვრთნებს საცეცხლე სისტემებიდან სროლით. ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით არაერთი რაკეტა გაუშვა. ტაივანის თვითმმართველი კუნძულის თავდაცვის მინისტრმა, 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ტაივანმა გააქტიურა საფრენი აპარატები, რათა მისი თავდაცვის ზონაში, ტაივანის სრუტის მედიანურ ხაზს [ტაივანისა და ჩინეთის თავდაცვის ზონებს შორის არეალი] მიღმა გადმოსული 22 ჩინური საბრძოლო …

ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

ქედის სოფელ ძენწმანში ხის მეჩეთის [ჯამეს] რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 188 ათასი ლარით გამოაცხადა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ტენდერში გამარჯვებულმა მეჩეთზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება. მეჩეთის რეაბილიტაცია …

Exit mobile version