ბათუმში 30 მისამართზე 49 ძველ, ამორტიზებულ ლიფტს, ახლით ჩაანაცვლებენ. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარია გამოყოფილი. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 162 593 ლარით გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ „ლიფტის მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტირებისათვის გათვალისწინებული ნორმების …
Category Archives: მთავარი
უკრაინელი პილოტის ბოლო ფრენა – გმირი, რომლის ვერტმფრენიც ოკუპანტებმა ააფეთქეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ფლოტის უფროსი პილოტი, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი 20 ივლისს 50 წლის გახდებოდა. მისი ვერტმფრენი პროფესიონალური მანევრის წყალობით სასწაულებრივად გაექცა რუსულ გამანადგურებელ სუ-30, რომელმაც ორჯერ გაისროლა ბეძაის ვერტმფრენისკენ. თუმცა უკრაინელი პილოტი ვეღარ გადაურჩა ამავე გამანადგურებლისგან გასროლილ მართვად რაკეტას Р-73. ეს პოლკოვნიკ ბეძაის ბოლო ფრენა იყო. ბორტზე ხუთი უკრაინელი სამხედრო პირი იმყოფებოდა. ვერტმფრენი რუსმა …
Continue reading “უკრაინელი პილოტის ბოლო ფრენა – გმირი, რომლის ვერტმფრენიც ოკუპანტებმა ააფეთქეს”
საქართველოს, როგორც დერეფნის როლი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება – იაპონიის ელჩი
„გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთის გზას, რომელიც რუსეთზე გადის, პრობლემები აქვს“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ. იგი მიიჩნევს, რომ ეს მოცემულობა საქართველოს როლს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. „საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის „შუა დერეფნის“ შემადგენელი ქვეყნის როლი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბევრი ექსპერტის თანახმად, ეს დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო …
Continue reading “საქართველოს, როგორც დერეფნის როლი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება – იაპონიის ელჩი”
ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196
ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც. „აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების …
Continue reading “ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196”
რადიაციულ ქარს ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ კრემლის შეჩერება შესაძლებელია – ზელენსკი
„რუსეთი უკრაინაში იქცევა როგორც ბირთვული ტერორისტი. კატასტროფის შემთხვევაში რადიაციის გავრცელებას ვერავინ შეუშლის ხელს, მაგრამ მოსკოვის შეჩერება შესაძლებელია“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კონფერენციაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული „24 კანალი“ ავრცელებს. ზელენსკის თქმით, რუსეთს მძევლად ჰყავს აყვანილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ყველას აშანტაჟებს მოსალოდნელი კატასტროფით. „საფრთხე ძალიან დიდია, რადგან რუსეთს …
Continue reading “რადიაციულ ქარს ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ კრემლის შეჩერება შესაძლებელია – ზელენსკი”
რა სისუსტეები აქვს რუსულ შეიარაღებას – უკრაინის თავდაცვის შიდა ანგარიშის დეტალები
რუსული იარაღი „არაეფექტიანი“ და „მოძველებულია“ – ასე აფასებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის შეიარაღებას შიდა დოკუმენტში, რომლის დეტალებსაც ბრიტანული The Times გაეცნო. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბრძოლაში მოპოვებული რუსული შეიარაღება არასანდოა და თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება. გამოცემას მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, კერძოდ, რა სისუსტეები აქვს რუსულ ტექნიკას უკრაინის თავდაცვის შეფასებით: თვითმფრინავ Ka-51 „ალიგატორს“, რუსეთის ფედერაცია …
Continue reading “რა სისუსტეები აქვს რუსულ შეიარაღებას – უკრაინის თავდაცვის შიდა ანგარიშის დეტალები”
რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე
საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება. ძუძუსა და …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე”
ყირიმის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა განადგურდეს – ჩუბაროვი
რუსეთმა ქერჩის ხიდი [იგივეა, რაც ყირიმის ხიდი] უკანონოდ ააგო და ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. შესაბამისად, ეს ხიდი ძალიან მალე უნდა დაინგრეს. ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ, რეფატ ჩუბაროვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ააფეთქეს. 9 აგვისტოს, ამ აფეთქების შედეგად, რუსეთის საჰაერო ძალებმა უდიდესი დანაკარგი განიცადა – მინიმუმ 9 თვითმფრინავია განადგურებული. ჩუბაროვმა …
Continue reading “ყირიმის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა განადგურდეს – ჩუბაროვი”
რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ
ქვაფენილი აყარეს ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩის მონაკვეთზე. მერიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, გარკვეულ ქუჩებზე, ქვაფენილი მთლიანად უნდა აიყაროს და მის ნაცვლად ასფალტი დაიგოს. წელს ქვაფენილის აყრა ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] დაიწყო, სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში …
Continue reading “რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ”
ლატვიამ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარა
დღეს, 11 აგვისტოს, ლატვიის სეიმმა რუსეთის ძალადობა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტერორიზმად აღიარა, ხოლო რუსეთი – ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. განცხადების თანახმად, ლატვია რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში ტერორიზმად აფასებს. ლატვიის პარლამენტის განცხადება შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის მიმართ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ. „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და …
Continue reading “ლატვიამ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარა”
საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI
„სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში და პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. …
Continue reading “საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI”
„ოკუპანტები გრძნობენ, რომ ხერსონიდან მათი გაქცევის დრო მოვიდა“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 10 აგვისტოს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა მათ, არ დაუჯერონ ოკუპანტების დაპირებებს. „რასაც არ უნდა დაგპირდნენ ოკუპანტები, მათი გზა ერთია – ისინი საუკეთესო შემთხვევაში გაიქცევიან, თუ მოასწრებენ. ისინი უკვე გრძნობენ, რომ მოვიდა ხერსონიდან და ჩვენი ქვეყნის სამხრეთიდან გაქცევის დრო. მოვა დრო, როცა ისინი გაიქცევიან ხარკოვიდან, დონბასიდან …
Continue reading “„ოკუპანტები გრძნობენ, რომ ხერსონიდან მათი გაქცევის დრო მოვიდა“ – ზელენსკი”
დაუძლურებული რუსეთის არმია ლუგანსკის საზღვრებზე გასვლას ვერ ახერხებს – გაიდაი
რუსეთის არმია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის ბრძოლების შემდეგ დაუძლურებულია, რის გამოც რუსები ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას ვერ ახერხებენ და ფრონტის წინა ხაზზე კერძო სამხედრო დაჯგუფებების დაქირავებულ მებრძოლებს უშვებენ. ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ. „რუსეთის არმია ვერაფრით ახერხებს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას – ისე, რომ არამხოლოდ სიტყვით, არამედ რეალურადაც …
Continue reading “დაუძლურებული რუსეთის არმია ლუგანსკის საზღვრებზე გასვლას ვერ ახერხებს – გაიდაი”
უცხოელმა ექსპერტებმა დათვალეს, რამდენი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს ყირიმში
ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგად განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობაზე ინფორმაციას სამი უცხოური წყარო ავრცელებს. პორტალი Oryx-ი, რომელიც ღია მონაცემებსა და სადაზვერვო ცნობებს სწავლობს, წერს, რომ განადგურდა სულ მცირე 4 თვითმფრინავი სუ 30 CM და 6 მოიერიშე-მზვერავი სუ 24 M/MP (5 განადგურდა, ერთი დაზიანდა.) List Of Aircraft Losses During The 2022 Russian Invasion Of #Ukraine …
Continue reading “უცხოელმა ექსპერტებმა დათვალეს, რამდენი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს ყირიმში”
რუსეთს იარაღის წარმოებაში სირთულეები აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წარმოების სირთულეებია. უწყების ცნობით, რუსეთი, ჯავშანმანქანებზე საექსპორტო შეკვეთების შესრულებას ვეღარ შეძლებს – ერთი მხრივ, დასავლური სანქციების მზარდი ეფექტის გამო, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ მას თვითონ სჭირდება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა უკრაინასთან ომში. დაზვერვა მიუთითებს, რომ ახლახან ბელარუსმა საკუთარი ძალებით გამოუშვა განახლებული საბრძოლო ტანკის T-72B-ის დეტალები, …
Continue reading “რუსეთს იარაღის წარმოებაში სირთულეები აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა”
ომში სულ ლიკვიდირებულია 43 ათასი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 846 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 4 100 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 974 ერთეული [+3] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 134 …
Continue reading “ომში სულ ლიკვიდირებულია 43 ათასი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი”
რა გაარკვია ქალაქში ნავთობის სუნზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ვრცელი მიმოწერები
საჯაროდ არაფერია ცნობილი საბოლოოდ რა გაირკვა ნავთობის სუნზე, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ. ვინ რას და რატომ არღვევს? მოჰყვება თუ არა ამას რაიმე სახის რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან? პერიოდულად ნავთობის სუნი განსაკუთრებით მკვეთრად თამარის დასახლებაში იგრძნობა. საკითხის გარკვევის მიზნით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გარემოს დაცვის სამმართველოს ოფიციალურად, სადეპუტატო კითხვის ფარგლებში მიმართა და პასუხიც მიიღო, თუმცა ამ …
Continue reading “რა გაარკვია ქალაქში ნავთობის სუნზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ვრცელი მიმოწერები “
რატომ გარეცხა გამწვანების სამსახურმა ბათუმის საკრებულოს წევრის ეზო და ბეტონის ღობე
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის სახლის ეზო და ბეტონის ღობე გარეცხეს. ადგილზე სამსახურის მანქანით ჯერ წყალი მიიტანეს, შემდეგ კი სამსახურის ტექნიკა ეზოს და ბეტონის რეცხვისთვისაც გამოიყენეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ბათუმის წინა …
ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“
„დაფინანსებულია ქართული ოცნების მიერ“ – ამ წარწერას დაინახავთ ყველა გამოქვეყნებული პოსტის ზემოთ, რომლებიც ფეისბუქგვერდ „სინამდვილეში“ ქვეყნდება. შინაარსის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდი ძირითადად კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა. გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა პოსტს „ქართული ოცნება“ არეკლამებს, 149 ასეთი პოსტის რეკლამირებაში კი 7 503 დოლარი გადაიხადა. ფეისბუქგვერდი …
Continue reading “ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“”
„არ შემეხო“ – ლევან სონღულაშვილი, როგორც მხატვარი და მოქალაქე
8 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ვიზუალური არტისტის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ლევან სონღულაშვილის ერთი ტილო გამოიფინა. გამოფენა 25 აგვისტომდე გასტანს და მისი ნახვა ყველას შეუძლია. ლევან სონღულაშვილი ბათუმში ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან 5 ტილო შექმნა, რომლებიც მალე ევროპისა და ამერიკის საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი. თუმცა სანამ მის ნამუშევრებს უცხოელი დამთვალიერებელი ნახავს, ხუთიდან ერთი, …
Continue reading “„არ შემეხო“ – ლევან სონღულაშვილი, როგორც მხატვარი და მოქალაქე”
ჩინეთი და აშშ – რამდენად დაძაბულია ვითარება ტაივანში
„ჩინეთი ეცდება, რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობების გაუმჯობესებით დასაჯოს აშშ“, – ამბობს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ (PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი. რა საფრთხეებს შეიცავს ტაივანის კრიზისი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, როგორ ეხმიანება იქაური მოვლენები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდეთ, – „ბათუმელები“ მარჩინ პჩიხოდნიაკს ამ საკითხებზე ესაუბრა. დავიწყოთ ვიზიტით. …
Continue reading “ჩინეთი და აშშ – რამდენად დაძაბულია ვითარება ტაივანში”
ავარია ქობულეთში – დაშავებულია 5 ადამიანი
დღეს, 10 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთში. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ფოტომასალაში, რომელიც „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილიდან მოაწოდეს, ჩანს, რომ ერთმანეთს შეეჯახა თავდაცვის სამინისტროს პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ ავარიის ადგილიდან 5 დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში.
უკრაინას 4 „გეპარდი“ გადაეცა – გერმანიის მთავრობა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო სისტემა, „გეპარდი“ მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით. გერმანიის მთავრობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯამში 15 „გეპარდს“ გადასცემს. ამ დროისთვის უკრაინამ უკვე მიიღო 12 გეპარდი, 49 ათასი ჭურვი „გეპარდისთვის“, სამი ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახის სამხედრო და სამედიცინო აღჭურვილობა. ________ ფოტო: ვიკიპედია
ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს
ახალი სპორტული ობიექტი 2795 კვ/მ ფართობზე შენდება. სამსართულიანი შენობა მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს, სასტუმრო ნომრებსა და კვების ობიექტს. ამ ეტაპზე კეთილმოეწყობა სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო და დამხმარე სათავსოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები, მოეწყობა პანდუსები, დასასვენებელი და საპარკინგე ადგილები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ექსტერიერისა და …
Continue reading “ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს”
ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ინდოეთში, ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქზე წერს, რომ „განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს ფენომენალური შედეგი ფინიშზე – ბოლო ოთხ ტურში – ოთხი გამარჯვება გადამწყვეტ პარტიებში“. საქართველოს ქალთა ნაკრები 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის …
Continue reading “ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა”
რუსეთი არ აბრალებს უკრაინას ყირიმზე თავდასხმას, რომ არ აღიაროს საკუთარი უძლურება – ISW
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) გუშინ ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას აფასებს. ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთი არ ადანაშაულებს უკრაინას ყირიმზე თავდასხმაში, რათა არ აღიაროს საკუთარი საჰაერო თავდაცვის უძლურება. ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია დაადანაშაულოს უკრაინა ნოვოფედოროვკას ავიაბაზაზე თავდასხმაში, რომ ეს იქნება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის არაეფექტურობის კიდევ ერთი დადასტურება, როგორც ეს უკვე მოხდა …
ხულოში გზაზე კლდე ჩამოიშალა
ხულოში, სოფელ ბეღლეთისა და დიოკნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ და გვაცნობებენ, როდის გაიწმინდება გზა და რა სამუშაოები ჩატარდება.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით – ზელენსკი
„რუსეთის ომი უკრაინის და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ, 9 აგვისტოს, საღამოს ტრადიციულ მიმართვაში. მან აღნიშნა, რომ დღეს შეუძლებელია თქმა, ზუსტად როდის მოხდება ეს, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად ამატებს აუცილებელ კომპონენტებს „ყირიმის გათავისუფლების ფორმულას“. მან ხაზი გაუსვა ყირიმის გათავისუფლების საკითხს გლობალური უსაფრთხოების …
Continue reading “რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით – ზელენსკი”
ბათუმის ცენტრალურ პარკში საკურას ხეები დაავადდა
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბის მარჯვენა მხარეს გაშენებული საკურას ხეები დაავადდა. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში უთხრეს, საკურას მავნებელი მწერი, ამერიკული პეპელა გაუჩნდა. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მავნე მწერების წინააღმდეგ მცენარეებს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე წამლავენ. „მცენარეები ბიფეტრონის შემცველი ინსექტიციდით იწამლება. 20 დღეა, რაც შევნიშნეთ დაავადება და პერიოდულად უტარდება მცენარეებს შეწამვლა,“- გვითხრეს მერიაში. მერიის …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში საკურას ხეები დაავადდა”
პოდოლიაკი ყირიმში აეროდრომის აფეთქებაზე: „ჩვენ რა შუაში ვართ“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, გუშინ, 9 აგვისტოს, უკრაინამ 9 თვითმფრინავი გაუნადგურა რუსეთს. გუშინ აფეთქება მოხდა ნოვოფედოროვკას აეროდრომზე, თუმცა უკრაინის გენშტაბი ამ აფეთქების შესახებ დღეს არაფერს წერს. გუშინ მომხდარ აფეთქებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს. მან უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ გუშინ უკრაინა არ მონაწილეობდა ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარ …
Continue reading “პოდოლიაკი ყირიმში აეროდრომის აფეთქებაზე: „ჩვენ რა შუაში ვართ“”
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმსა და აჭარის მთაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმსა და აჭარის მთაში”
რატომ დააკერეს ბაგრატიონზე ასფალტი – ქუჩის რემონტზე ამჯერად 6,6 მილიონი იხარჯება
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორმოები ასფალტით ამოავსეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ელოდნენ და არა „ასფალტის დაკერებას“. ბაგრატიონის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 8,6 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში კომპანია „ზიმო 7“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა. ბაგრატიონის ქუჩა ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო ჯავახიშვილისა და შარტავას ქუჩებს შორის მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი დარჩა. …
Continue reading “რატომ დააკერეს ბაგრატიონზე ასფალტი – ქუჩის რემონტზე ამჯერად 6,6 მილიონი იხარჯება”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 აგვისტოს მონაცემები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160] ტანკი – 1 832 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 4 086 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 971 ერთეული [+7] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 აგვისტოს მონაცემები”
რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თანახმად, რუსეთის სარდლობა კვლავაც დილემის წინაშეა, როგორ გადაანაწილოს ოპერატიული პრიორიტეტები – მას, ერთი მხრივ, სჭირდება შეტევის გაძლიერება დონბასში, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინელთა კონტრშეტევების მოგერიება ქვეყნის სამხრეთში. უწყება ადასტურებს მანამდე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას, რომ რუსეთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეთა ბატალიონებს ქმნის. „უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, რუსეთმა შექმნა …
ომის მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის სამხრეთზეა – პენტაგონი
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთმა თავისი ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებაზე გადაისროლა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, ომის მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის სამხრეთზეა. კალი დასძენს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი კონფლიქტია, რომელშიც …
Continue reading “ომის მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის სამხრეთზეა – პენტაგონი”
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში ვინმე აგეკიდათ
ქუჩაში გაცილების ან გაცნობის მიზეზით აკიდება/ადევნება სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ღირსების შელახვის გარდა, განსაკუთრებით ღამის საათებში, საკმაოდ საშიში გამოცდილებაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროებისა და ადევნების შემთხვევებში მსხვერპლი ძირითადად ქალია, დამნაშავე კი – კაცი. სწორედ ამიტომ ქალები გვიან ქუჩაში მარტო გადაადგილებას ერიდებიან, გოგონების მშობლები კი ერთგვარ „კომენდანტის საათს“ უწესებენ შვილებს. შედეგად, ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების …
Continue reading “როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში ვინმე აგეკიდათ”