ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს – Politico

ივლისის განმავლობაში ევროპის ექვს უდიდეს ქვეყანას უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები არ აუღია – მსგავსი რამ თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა და ეს მიუთითებს, რომ ევროპის სამხედრო დახმარება შესაძლოა მნიშნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს – წერს გამოცემა Politico კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით. ინსტიტუტი ომის დაწყების პირველი დღიდან აწარმოებს უკრაინის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი  ღამით: …

ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს – მედია

უკრაინაში დღეს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ელოდებიან. ლვოვში გუშინ საღამოს უკვე ჩავიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში. ორივე ლიდერი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამმხრივ სამიტში მონაწილეობს. „მოსალოდნელია, რომ ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს“, – დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება თურქული ტელეკომპანია A Haber-ის კორესპონდენტი ლვოვიდან. „იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც ჩვენ რუსული წყაროებიდან …

„სასწაული ამბავი მოვისმინეთ“ – რიჟვაძის თავდასხმა სახალხო დამცველზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ „ავარიული სახლების“ პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს გამოეხმაურა, ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „ნაცების სახალხო დამცველი“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან შეზრდილი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. „როგორც მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის არის ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000 ოჯახის მდგომარეობა და სულ რამდენიმე წუთის …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია – შემოსავლების სამსახური

2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1 907. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია …

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის [18 აგვისტო] გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.“ „ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის …

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

სახალხო დამცველმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს აძლევს უფლებას შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ. „განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 889 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 179 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 1010 ერთეული [+17] MLRS – 265 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

რუსეთმა საბრძოლო კულტურა ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ვერ გააუმჯობესა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძირითადი საბრძოლო ტანკების მწყობრიდან გამოსვლის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის არმია სათანადოდ და ადეკვატურად ვერ იყენებს ტანკების დინამიკური დაცვის სისტემას (ERA). „სწორად გამოყენების შემთხვევაში, დინამიკური ჯავშანი ამცირებს ჭურვის ეფექტიანობას ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ის ტანკს მოხვდება,“ – წერს უწყება 18 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ თავისი …

4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია

ბათუმში, ხმაურიან ეზოში, ბავშვებთან თამაშისას 4 წლის უკრაინელი ბიჭი – ვლადიკი, ყოველდღე უყვება მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია. უკრაინულად იწყებს საუბარს. რუსულად მოგვიყვები? – ვეკითხებით არა – გვპასუხობს ბიჭი და გვიყვება, რომ მოვიდნენ „ორკები“ და თავს დაესხნენ უკრაინას. „გავრბოდით, გავრბოდით და ისინი თავს გვესხმოდნენ. უკრაინაში ახლა ომია, იქ ყველას კლავენ. ჩვენები რომ გაიმარჯვებენ, ომი მერე დამთავრდება“, …

რამდენად რეალურია ატომური სადგურის აფეთქება და რა საფრთხეა საქართველოსთვის? – ინტერვიუ 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი „რადიაციული ინციდენტი“ საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ის რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. რამდენად რეალურია ატომური ობიექტის აფეთქება და რა საფრთხე ელის საქართველოს? „ბათუმელების“ კითხვებს ანდრონიკაშვილის სახელობის …

საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში

ხულოს მთა ლოდიძირში ორ ბოძზე გაბმულ დაგრეხილ თოკთან, შედარებით ვაკე ადგილზე, ახალგაზრდები ფრენბურთის სათამაშოდ იკრიბებიან. ლოდიძირში ხულოს რამდენიმე სოფლის მოიალაღეები ცხოვრობენ ზაფხულობით. შეკრებილი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სოფლიდან, სხვადასხვა ასაკის არიან. თბილი ჰუდი, ჟაკეტი აცვია ყველას, ცივა. ის დროა, როცა საძოვარზე გარეკილი პირუტყვი სახლებში ბრუნდება, მემთეურები კი მათ დასაბინავებლად პატარ-პატარა ქოხებიდან, ხის რამდენიმესაფეხურიანი კიბის თავში, ხელში ვედროებით …

ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს

პლასტიკატის ფირფიტები ჭერში, რომელთა ნაწილიც დეფორმირებულია, ჰალოგენის ნათურების სუსტი განათება, ფარდები თოკებზე და გასული საუკუნის 60-იანი წლების ფილებით შემოსაზღვრული ძველი შუშის აკვარიუმები – დაახლოებით ასე გამოიყურება ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმის ინტერიერი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა. ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. მას შემდეგ შენობაში არც აკვარიუმის ფორმის და არც ინტერიერის განახლების მხრივ, მნიშვნელოვანი …

დღეს ბათუმში ტროტუარზე დგომისთვის 112 მძღოლი დაჯარიმდა

დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 378 მძღოლი დაჯარიმეს. მათგან ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა 112 მძღოლი, 11 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის, 20 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 14 – ნიშანში დგომისთვის, 5 – ველობილიკზე პარკირებისთვის და 216 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმას პარტნიორებთან შეთანხმება არ გვიკრძალავს – რეზნიკოვი

უკრაინამ აიღო ვალდებულება, არ გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე. არ არსებობს რაიმე პირობა პარტნიორებისგან, რომ უკრაინას არ შეუძლია ამ შეიარაღების გამოყენება ოკუპირებულ ყირიმში – განმარტავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, აქვს თუ არა უკრაინას ისეთი შეიარაღება, რომელსაც სამიზნეების განადგურება ყირიმშიც შეუძლია და არის თუ არა რაიმე შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ამგვარი …

ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში

ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიის საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს. ნაკვეთი ოთხ საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი [49 651 კვ. მეტრი]. სავარაუდოდ მერია ოთხივე ნაკვეთს ერთ ლოტად გაასხვისებს, რადგან საკრებულოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტებში ოთხივე ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური ერთობლივად არის   განსაზღვრული და ჯამში 300 000 ლარია. შესაძლოა, ეს ფასი აუქციონის პირობებში გაიზარდოს. გასასხვისებელ ფართობთან …

ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში „ვოსტოკის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად

ჩინეთის „სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ ძალები გაემგზავრებიან რუსეთში და მონაწილეობას მიიღებენ საერთო სამხედრო წვრთნებში – „ვოსტოკ – 2022“. ინფორმაცია დღეს, 17 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნებს რუსეთი უმასპინძლებს და მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთის, ბელორუსის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, წვრთნებში მონაწილეობა ჩინეთსა და რუსეთს …

ბათუმის აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს – „ტავ ჯორჯია“

მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. „ტავ ჯორჯიას“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 313 036 მგზავრს მოემსახურა, რაც 35,37 პროცენტით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. „ტავ ჯორჯია“ „TAV Airports Holding“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას. კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის …

ხელვაჩაურის მერიამ 218 221 ლარის დავა წააგო სამ კომპანიასთან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებლებთან სასამართლო დავები წააგო და მათ სასარგებლოდ, ჯამში, 218 221 ლარის გადახდა დაეკისრა. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, საქმეები პროკურატურამ შეისწავლოს და გამოარკვიოს, ეს შედეგი დაუდევრობამ გამოიწვია თუ კორუფციული გარიგება იყო. „ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, 200 000 ლარზე მეტი უკვე გამოყოფილია ბიუჯეტში, ეს არის კორუფცია და ეს პროკურატურამ უნდა გამოარკვიოს,“ – ამბობს ხელვაჩაურის …

პუტინთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან „მან უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, ოლაფ შოლცი პუტინთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter-ს უთხრა. შვედ ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ „კრიზისის“ დროს კომუნიკაციის შენარჩუნება სირთულეების მიუხედავადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პუტინმა გზავნილები პირადად უნდა მიიღოს და …

ერდოღანი უკრაინაში ჩადის ომის „დიპლომატიური გზებით“ დამთავრებაზე სალაპარაკოდ 

ლვოვის სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასრულების შესაძლებლობები განიხილება. როგორც თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი, 18 აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა უკრაინის ქალაქ ლვოვს. „მოლაპარაკების ფარგლებში, ლიდერები ისაუბრებენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე. ასევე, …

რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ისე ექცევიან საქართველოში, როგორც „ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს“. ეპისკოპოსმა ამ თემაზე 14 აგვისტოს ხიჭაურში იქადაგა ამბიონიდან. „სოციალურ ქსელებში მოვისმინე, ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. ნუ ახლა, რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი. მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული …

ყირიმის ხიდი უკანონო მშენებლობაა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Guardian-თან ინტერვიუში ყირიმის ხიდს „უკანონო მშენებლობას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. „ეს უკანონო მშენებლობა და მთავარი გზაა ყირიმში რუსეთის არმიის მოსამარაგებლად. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს,“ – ეუბნება ბრიტანულ გამოცემას პოდოლიაკი. პრეზიდენტის მრჩეველი The Guardian-თან კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენიმე დღის წინ, „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების …

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …

რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს ყირიმში უსაფრთხოების დარღვევით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სარდლობა სერიოზულად უნდა იყოს შეშფოთებული ყირიმში მომხდარი ინციდენტებით, რადგან ოკუპირებული ნახევარკუნძული მათი საომარი მიზნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია და დღემდე ის უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა. 16 აგვისტოს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილოეთში, ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე სარკინიგზო ხაზი და ელექტროსადგურიც. რუსულმა მედიამ ასევე გაავრცელა …

ყირიმზე დარტყმა არ დაარღვევს უკრაინის შეთანხმებას პარტნიორებთან, რადგან ყირიმი უკრაინაა – ISW

პუტინის გეგმები უცვლელი რჩება: მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას კიევში და კონტროლქვეშ მოაქციოს უკრაინის უდიდესი ნაწილი – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ კრემლი თავისი რეალური გეგმების შენიღბვას ცდილობს. ISW-ი წერს, რომ 15 აგვისტოს, „არმია 2022-ის“ ფორუმზე, ომზე ლაპარაკისას პუტინს არ უხსენებია უკრაინის დანარჩენი ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა. მან თავისი გამოსვლა …

ომში სულ ლიკვიდირებულია 44 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 886 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 4 162 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 993 ერთეული [+4] MLRS – 263 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

ნუკრი ქანთარიას ხელფასი გაორმაგდა და 6000 ლარია, ის ბათუმის დრამატულ თეატრში მუშაობს

პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგა. დანიშვნის ეტაპზე „ბათუმელებს“ დრამატული თეატრიდან შეატყობინეს, რომ ნუკრი ქანთარიამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია თეატრში ოფიციალურად არ დაგვიდასტურეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დადასტურდა ინფორმაცია ახალი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის …

კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს

უკვე მერამდენე წელია ქობულეთში ჩამოსულ ტურისტს ზღვისპირას, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, დაუსრულებელი სამშენებლო პროცესი ხვდება. შპს „კრიტალ ბილდინგის“ პროექტი ჯერ ისევ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაშია, ტერიტორია კი – თუნუქის სამშენებლო ღობით შემოღობილი. გაჩერებულია ე.წ. „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაც. ერთ შემთხვევაში კომპანიამ ნებართვების მოპოვება და მშენებლობის გარკვეულ კონდიციამდე მიყვანა შეძლო, მეორე პროექტი კი ჯერ არც დაწყებულა. თავდაპირველი შეთანხმებით …

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა

5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპება შიმშილით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში – წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი ჟურნალ Nature food-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. ასეთია ყველაზე უარესი სცენარი იმ პუბლიკაციის თანახმად, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რა არაპირდაპირი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ატომურმა ომმა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ჭვარტლმა, რომელიც ქალაქებისა …

ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …

მიწის უფასო რეგისტრაცია ახალშენში, ბობოყვათსა და დაგვაში თვის ბოლოს დაიწყება

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში, ასევე, ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათსა და დაგვაში მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის 24 აგვისტოდან დაიწყება. რეესტრის ინფორმაციითვე, „რეესტრი შესულია და მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის შემდეგ სოფლებში: დანდალოში, წონიარისში [ქედა], დღვანში, უჩამბაში, ჭვანაში [შუახევი], ასევე ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო …

WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე

ვლადიმერ პუტინი უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, კიევის სამ დღეში აღებას, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და „თუ საჭირო გახდებოდა“ მის მკვლელობასაც გეგმავდა – წერს The Washington Post-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში აშშ-ის, უკრაინის, ევროპისა და NATO-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ვრცელი სტატია 2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში შეკრებით იწყება. აშშ-ის უმაღლესი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჯო …

ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ

ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე …

ბათუმში ბავშვებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა, როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი, რევაზ ნაკაშიძე გვიდასტურებს, რომ ზაფხულის სიცხესთან ერთად იმატა ჰოსპიტალში მიმართვიანობამ ბავშვთა ნაწლავური ინფექციებით. მისივე თქმით, ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან თავის ასარიდებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები: საჭიროა გაკონტროლდეს რამდენად ხშირად იბანს ბავშვი ხელებს კერძები აუცილებლად უნდა იყოს ახალმომზადებული არ არის სასურველი მომზადებული კერძების მაცივარში შენახვა თუ ასე არ ხერხდება, მაშინ …

ლატვიელი დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა და უკრაინაში „ბოროტების იმპერიას“ ებრძვის

მარტის დასაწყისში ლატვიის სეიმის კანცელარიამ პარტია „კონსერვატორების“ წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იურის იურაშის განცხადება მიიღო. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა. იურაშმა პარლამენტარის მანდატი დატოვა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა. „ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იბრძვის ჩვენი, მათ შორის ლატვიისა და ევროკავშირის თავისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საერთო გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,“ – თქვა …

Exit mobile version