„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის

ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ. ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს. ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია …

ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს. თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან …

დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს. ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა. დუგინმა ამის …

4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა.  ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში …

Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი, იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ 11 იანვრის ღამეს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, არაერთი კადრია გადაღებული და გავრცელებული, სადაც ჩანს, როგორ არღვევს პოლიცია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, დემონსტრანტების უფლებებს, დაკავებული და გასამართლებული კი მხოლოდ მზია ამაღლობელია სილის გაწვნის გამო, ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, …

აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი

15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.  

ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 935 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 629 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 22 150 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 26 290 ერთეული [+68] MLRS – 1 364 ერთეული [+2] …

„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე

„ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას… დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან მეგობრობის. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ღმერთის დახმარებით წელს დამთავრდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“, – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, პროპაგანდისტი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 933 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310] ტანკი – 10 622 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 22 130 ერთეული [+42] საარტილერიო სისტემა – 26 222 ერთეული [+59] MLRS – 1 362 ერთეული [+0] …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 14 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია. წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა ის, რომ პოლიციელები …

რატომ ჩამოხსნეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან მე-19 საუკუნის ჯვარი – კომენტარი

დღეს, 13 აპრილს, ფეისბუქში გავრცელდა გელათის მონასტერზე აღმართული ჯვრის ფოტო შინაარსით, რომ თითქოს მონასტერზე რუსული ჯვრის აღმართვა მიმდინარეობს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ბათუმელებმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად არა აღმართეს, არამედ ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს მე-19 საუკუნეში აღმართული ჯვარი. ჯვრის მოხსნის მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე რეაბილიტაციაა. სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ …

სუმზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-მდე ადამიანი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, სუმის ოლქი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმში დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. სუმის დაბომბვის შესახებ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „მტრის რაკეტები ურტყამს ქალაქის ქუჩებს, სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში… და ეს იმ დღეს, როცა ხალხი მიდის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 932 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 10 603 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 22 088 ერთეული [+33] საარტილერიო სისტემა – 26 163 ერთეული [+71] MLRS – 1 362 ერთეული [+0] …

„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტია 2022 წლის 14 სექტემბრიდან, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ციალა ქათამიძის თქმით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის, სამხედრო რეზერვში აღარ ირიცხება. ციალა ქათამიძის რეზერვიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. …

„ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან“ – სტუდენტების აქცია 14 აპრილს ბათუმში

14 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ  – „ერთად დავიცვათ სახელწიფო“. „სტუდენტებო, 14 აპრილი არ არის უბრალოდ თარიღი – ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა  დაიცვა სახელმწიფო ენა! დღესაც იმავე ძალით უნდა დავდგეთ ფეხზე სტუდენტები, ახალგაზრდები, საზოგადოება – ყველა, ვისაც არ გვსურს ქვეყნის გარუსება. რუსული რეჟიმის ჩრდილი ისევ ემუქრება ჩვენს  სახელმწიფოებრივობას და კიდევ …

რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას? – ინტერვიუ

„რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?… ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, ანტიკონსტიტუციური და ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, სადაც აგვისტოს ომის თემას კვლავ განიხილავენ. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული გმირობის გაუფასურება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების მცდელობას და იმის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 931 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240] ტანკი – 10 591 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 22 055 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 26 092 ერთეული [+49] MLRS – 1 362 ერთეული [+2] …

„საჯარო მოხელეებმა დამირეკეს, ხელზე რომ მოგიტანოთ ფულიო? ეს შიშის გამოა“ – დაჯარიმებულები ბათუმიდან

„ბათუმელები“ კვლავ გიამბობთ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. მათ ნაწილს სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა. სასამართლო მოქალაქეებს 5 000 ლარის გადახდას აკისრებს და ამისთვის ვადად გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთ კვირას უსაზღვრავს. დაჯარიმებულთა თქმით, 5 000 ლარის შეგროვება ისედაც დიდი გამოწვევაა მათთვის ამას კიდევ უფრო ართულებს ვადად განსაზღვრული 7 დღე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 …

რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში – გადაწყვეტილება გაყალბებული ოქმით

„წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება სტიკერის გაკვრისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მისი პოლიციის ეზოში შეყვანის ფაქტი“, – წერს გადაწყვეტილებაში მოსამართლე სალიხ შაინიძე. ამ გადაწყვეტილებაში მოსამართლე სიყალბეს აღწერს და აჯარიმებს ჟურნალისტ ქალს, რომელიც ამ სიყალბის მსხვერპლი გახდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო …

„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის …

2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?

„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან. ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს …

რას წერს მოსამართლეებს თემურ ქათამაძეზე გერმანიაში მცხოვრები ლაზი პოეტი

„მიუღებელია, რომ სასამართლოს სურს გაფფარ ილმაზის თურქეთში ექსტრადირება,“ – წერს ქართველ მოსამართლეებს წარმოშობით ლაზი პოეტი სელმა კოჩივა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის შესახებ. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე …

ბათუმსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

ბათუმსა და ფოთში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები 2025 წლის 14 აპრილიდან ამოქმედდება. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – …

ორთაბათუმში ავარიის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა

დღეს, 11 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში მოხდა. ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა. ორბათუმში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის, როსტომ ფაღავას თქმით, სკოლასთან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები არსებობს, თუმცა ტრაგიკული ფაქტი მაინც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

“ბათუმელები” ევროპის ფონდის საგამოძიებო კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულებს შორისაა

ევროპის ფონდმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და შვიდი მედია საშუალება დააჯილდოვა. საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ გამოცემები: აი, ფაქტი ბათუმელები პუბლიკა სამხრეთის კარიბჭე საქართველოს ამბები (მთის ამბები) სტუდია მონიტორი ტელეკომპანია პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი „ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ …

თურქეთში აქციების დროს დაკავებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

სტამბულის სასამართლომ გამოსცა ბრძანება საპროტესტო აქციებზე დაკავებული 102 ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა 100-მდე ახალგაზრდა კვლავ პატიმრობაში რჩება – წერს თურქული გამოცემა „ბიანეტი“. გამოცემის ცნობით, აქციაზე დაკავებულთა ოჯახების ქსელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს შვილების გათავისუფლებამდე. თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, როცა სტამბულის ოპოზიციონერი მერი, იმამოღლუ, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 930 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210] ტანკი – 10 580 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 048 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 26 043 ერთეული [+61] MLRS – 1 360 ერთეული [+1] …

ერთი კაცის აქცია გურჯაანში – თორნიკეს პროტესტი სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ

„პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში მოქალაქეების და მედიის თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ეთიკური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მოქალაქეების ხმაა და „ბათუმელები“, რომელიც არის მზიას დაფუძნებული, ყოველთვის იყო არა მარტო ბათუმელების, არამედ საქართველოს ხმა. ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის ხმაც იყო ტერორის წინააღმდეგ ყველა ხელისუფლების დროს. დიდი მადლობა მზიას და დიდი მადლობა „ბათუმელებს“ – …

სახიფათო ლიანდაგი ბათუმში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა

„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე. ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ …

„დედა დაბრუნდა იტალიიდან და მე წავედი ამერიკაში“ – ემიგრანტი

„გთხოვთ, თუ არის შესაძლებელი ჩემი ინტერვიუ ამით დაიწყოს – თავისუფლება ქალბატონ მზიას და რეჟიმის პატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია.  ერთობით თუ შევცვლით. ცალ-ცალკე ვერაფერს შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრძვით. ყველა სადღაც წევს უღელს, ერთი მიმართულებით თუ არ გავწიეთ, ეს სხვა საკითხია. ეს მინდა იყოს ჩემი მთავარი გზავნილი“ – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი …

ბრიტანეთის საელჩოს განცხადება „ოცნების“ 4 მაღალჩინოსნის მიმართ დაწესებული საქნციებზე

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსნის დაასანქცირებაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა ბრტანეთის საელჩომ საქართველოში: „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 …

თურქეთში აქციებზე დაკავებულ 139 ადამიანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ 23 მარტს სტამბოლის მერიასთან საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული 139 პირის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა წარადგინა. აქციაზე დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც სტუდენტია, ბრალად ედებათ კანონის დარღვევა შეხვედრებისა და დემონსტრაციების შესახებ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქული გამოცემა „ბიანეტის“ ცნობით, ბრალდებაში ნახსენებია დემონსტრაციის აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა სტამბოლში მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა და პოლიცია დემონსტრანტებს …

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს. „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება. „ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი …

Exit mobile version