3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს ქობულეთის შემოვლით გზაზე, დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შსს-დან დაზუსტებული ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების სამსახურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, მეორე კი ქობულეთის ევექსის კლინიკაში.  

„სააღდგომო ზავის“ შემდეგ რუსეთმა უკრაინას ასამდე დრონით დაარტყა

21 აპრილს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინის რეგიონებს 96 დრონითა და სამი სხვადასხვა ტიპის რაკეტით დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. აღდგომის წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე „ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების“ შესახებ, იმ პირობით თუ მას უკრაინის მხარეც დაიცავდა. კიევში პუტინის განცხადებას სკეპტიციზმით …

რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში. რომის პაპს 2025 წლის თებერვალში დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. ვატიკანის ცნობით, იგი კლინიკაში 38 დღის განმავლობაში იყოფებოდა, შემდეგ კი პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, კაზა სანტა მარტაში, სადაც ის გარდაიცვალა. პაპის დაკრძალვის წესი რომის პაპმა …

ომის პროპაგანდა ღმერთის სახელით – სამხედრო დროშა ქრისტეს გამოსახულებით რუსული კოსმოსური ხომალდიდან 

რუსმა კოსმონავტებმა კოსმოსში გაშალეს რუსული არმიის ძველი საბრძოლო დროშა ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რუს სამხედროებს გადაეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს. „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა! გამარჯვება ჩვენი იქნება!“ ციტირებს რუსული პროპაგანდა „როსკოსმოსის“ კოსმონავტების სერგეი რიჟიკოვის, ალექსეი ოვჩინინის და ივან ვაგნერის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 941 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670] ტანკი – 10 679 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 273 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 26 659 ერთეული [+10] MLRS – 1 368 ერთეული [+0] საზენიტო …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია. ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია. ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია. …

ადრეული გაფრთხილების სისტემები არაეფექტურია – აუდიტი სტიქიის მართვაში არსებულ პრობლემებზე

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში არ არსებობს „ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი“. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აუდიტი ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას ასახელებს, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.„ აღნიშნული პროცესის არარსებობა კი ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების …

ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

დღეს, 20 აპრილს, ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი იმართება. სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. პარალელურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რაშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარს ხარჯავს. ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის …

დაანებეთ ჩინურს თავი, ქართული ასწავლეთ თურქეთში, ირანში მცხოვრებ დიასპორის ბავშვებს – ქათამაძე „ოცნებას“

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ციხიდან [მიგრაციის ცენტრიდან] მორიგ წერილს ავრცელებს და „ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“ მოუწოდებს „თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას“ და ქართული დიასპორის ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების მიზნით გადადგას ნაბიჯი. „ივანიშვილის რუსული ოცნების რეჟიმმა თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას! და თუკი ეროვნული რამე განცდა დარჩენილი აქვთ და …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – …

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 20 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [11:40 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავიც [ 11:49 სთ]. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ცუდი ხილვადობაა [ნისლია], რის გამოც თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი შესაძლოა ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდეს, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 941 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 10 677 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 271 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 26 649 ერთეული [+49] MLRS – 1 368 ერთეული [+0] საზენიტო …

„ახლა დროა მხოლოდ რეჟიმის ტყვეებს მოვუსმინოთ“ – ემიგრანტი შვედეთიდან

„ემიგრაცია ბევრნაირია და ყველა ემიგრანტის გამოცდილება – განსხვავებული, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი განმარტება აქვს – იძულებული ხარ წახვიდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ 32 წლის სოფო შუბითიძემ. ის ბოლო სამი წელია შვედეთში ცხოვრობს, შვედურ ენას სწავლობს და ცდილობს დასაქმდეს. სოფომ გვიამბო იმ გამოცდილებაზე, რამაც ემიგრაციაში წასვლა გადააწყვეტინა, იმაზე, თუ როგორ მოახერხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 940 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 676 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 22 266 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 26 600 ერთეული [+70] MLRS – 1 368 ერთეული [+1] …

2,8 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ცესკო ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ადგილობრივი არჩევნების სამზადისშია. ცესკოს ინფორმაციით, „საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე“. საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. …

„ეს არაა უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა“ – „ოცნების“ გულგრილობას შეწირული ბავშვები

13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა. მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს. მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო …

რუსეთმა ხარკოვს ისკანდერებით დაარტყა და რაკეტა ჰაერში ააფეთქა მეტი ზიანის გამოსაწვევად

18 აპრილს, დილით, რუსეთმა უკრაინაში ქალაქ ხარკოვს „ისკანდერის“ 3 რაკეტებით დაარტყა. უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთმა სულ მცირე ერთი რაკეტა ააფეთქა ჰაერში, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოეწვიათ. „უკვე დადგენილია, რომ რაკეტა ჰაერში აფეთქდა იმ მიზნით, რომ დაზიანებულიყო რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო სამიზნე, ობიექტი“ – იუწყება ხარკოვის პროკურატურის წარმომადგენელი. გამოძიების თანახმად, რუსებმა ხარკოვს დაარტყეს დილის 5:10 …

21 წლის მარი გადარჩება თუ დავეხმარებით – ოჯახი ოპერაციისთვის თანხას აგროვებს

21 წლის მარის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ გადარჩეს. ოჯახი ყველაფერს ყიდის იმისთვის, რომ მარის გადარჩენისთვის საჭირო თანხა შეაგროვოს. ბიძის, მერაბ ანანიძის  ინფორმაციით, ის ახლა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სჭირდება 2 ოპერაცია, ამის შემდეგ კი 4 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიაროს. ოჯახმა უკვე მიიღო ის ფინანსური დახმარება, რისი მიღებაც ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროგრამებით შეიძლებოდა. …

უკრაინაში „აზოვს“ ახალი მეთაური ჰყავს

ცნობილ „აზოვის პოლკს“, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12  სპეცდანიშნულების ბრიგადაა და კვლავ „აზოვად“ იწოდება, ახალი მეთაური ჰყავს. „აზოვის“ ახალი მეთაური ბოგდან გრიშენკოვია [„პუგაჩი“]. რაც შეეხება „აზოვის“ ყოფილ მეთაურს, დენის პროკოპენკოს, იგი „აზოვის“ ბაზაზე შექმნილ კიდევ ერთ კორპუსს ხელმძღვანელობს უკრაინის გვარდიაში. სპეცდანიშნულების ბრიგადის ახალ მეთაურს„აზოვში“ მსახურობის თითქმის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალურ ქსელებში „აზოვის“ გვერდი წერს, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 938 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530] ტანკი – 10 662 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 257 ერთეული [+40] საარტილერიო სისტემა – 26 530 ერთეული [+88] MLRS – 1 367 ერთეული [+1] …

ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

50 წლის მაია ფელიშვილი ცხოვრება ბოლო წლებში ერთი წინადადებით ასეთია – პოლიციელობიდან ემიგრაციამდე. „ბათუმელები“ გიამბობთ ქალზე, რომელიც ბოლო 4 წელია იტალიაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დღე ფიქრობს საქართველოზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ახლა ქვეყანაში ვითარდება; აღელვებს თანამებრძოლების ბედი და აბრაზებს უსამართლობა. მაიას თქმით, მიუხედავად სხვა ქვეყანაში ყოფნისა, რუსული კანონის საპროტესტო აქციების პირველი ტალღიდან მოყოლებული უერთდება …

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი …

„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ – ეს არის ოცნების მესიჯი“ – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში.  რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს …

პოლონეთმა დაასანქცირა 8 ქართველი სამართალდამცავი

პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცავს, რომლებიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. „საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა რვა სამართალდამცავი პირის შემოსვლა აკრძალა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენებაში“ – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოში საზოგადოების …

უკრაინის თავდაცვამ გაათავისუფლა 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებით – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ დღეს, 17 აპრილს, განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებაზე. „მტერს არ შეუცვლია თავისი გეგმები – შეავიწროოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს მიღმა და ამ რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიაღწიოს, თუმცა მტრის გეგმა განუხორციელებელი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით …

მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესებით. 17 აპრილს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ქარტია აჯამებს ყველა იმ ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ქარტია მიუთითებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“  განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები და დამოუკიდებელი …

რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის

რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის – გადაწყვეტილება დღეს, 17 აპრილს მიიღო რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელის პასუხად. მედიის ცნობით, საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. თალიბანის ქვეყანაში მოქმედების ნებართვის მოთხოვნით რუსეთიდან გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა 31 მარტს უზენაეს სასამართლოში. თითქმის ერთი წლით ადრე, 2024 წლის მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ …

პარაგრაფთან და დენდროპარკში ხე-ტყეზე ოზურგეთის მერია 40 ათასს დახარჯავს – საჩუქარი ივანიშვილისგან

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები ოზურგეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცეს, ოღონდ მერიამ თავად უნდა გაიტანოს ხეები და ტერიტორიაც უნდა გაწმინდოს. კომპანიები მერიას წერენ, რომ ხე-ტყე „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით“ გადასცეს. შეკვეთილში იმ ნაკვეთებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკია, ხეების მოჭრა-გატანა, ტყეკაფის გაწმენდა …

27 000 კგ ქათმის ხორცის სინჯებში სალმონელა აღმოჩნდა – ტვირთი საზღვრიდან უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გააჩერეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის გამოც ტვირთი გაანადგურეს. ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან …

22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“

22 წლის ანრი მახარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს – ანრის სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას ელოდება. „ის ჩემი ერთადერთი შვილია და ახლა მისი ცხოვრება დიდ საფრთხეშია. ანრი ამჟამად სტამბოლში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანრის სჭირდება არა მხოლოდ თირკმლის, არამედ შარდის ბუშტის გადანერგვაც, რაც პროცედურას …

რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა

რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში დაამატა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული. 2024 წელს ქართველი მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის III ხარისხის მედლით დააჯილდოვა. რუსული პროპაგანდისტული მედია tass-ი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურის განცხადებას ციტირებს: „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული, რომელსაც აქვს ნატოს მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება სხვადასხვა ცხელ წერტილში, უკრაინის ტერიტორიაზე …

ბათუმში აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბათუმში უფასოა რელიგიური დღესასწაულების [აღდგომა, ბაირამი], ახალი წლის და ასევე, „ბათუმობის“ დღესასწაულებზე.

„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებენ. მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. „ჩვენი მიზანია შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 937 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230] ტანკი – 10 654 ერთეული [+16] ჯავშანტექნიკა – 22 217 ერთეული [+54] საარტილერიო სისტემა – 26 442 ერთეული [+65] MLRS – 1 366 ერთეული [+2] …

ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა“. „დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი [2025 წლის 29 …

Exit mobile version