დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 21;30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ციკლიდან – „სინდისის პატიმრების ამბები ქართველი კინემატოგრაფისტების ფილმებში“.
ნაჩვენები იქნება ფილმები:
- „მზია ამაღლობელი“ – რეჟისორი სალომე ჯაში
- „გიორგი გორგაძის ნამდვილი ამბავი“ – რეჟისორი ლევან შუბაშვილი
- „მათე დევიძის ამბავი“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
- „ირაკლი ქერაშვილი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი
- „თემურ ქათამაძე“ – რეჟისორი ანა ძიაპშიპა
- „გიორგი ახობაძე“ – რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი
- „გიორგი მინდაძე“ – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი
- „ზვიად ცეცხლაძე“ – რეჟისორი თიკუ კობიაშვილი
კინოჩვენება დღეს, ზუსტად იმავე დროს, 21:30 წუთზე, გაიმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან.
კინოჩვენების ორგანიზატორია მოძრაობა „კულტურა დემოკრატიისთვის“.






