ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 923 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330] ტანკი – 10 554 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 972 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 25 786 ერთეული [+56] MLRS – 1 354 ერთეული [+4] …

„ყველგან დანიშნავენ პოლიციელს და სუსის წარმომადგენელს, ასეა პუტინის რუსეთში“ – ინტერვიუ

„პუტინი არ ენდობა სამოქალაქო პირებს და ყველგან ამწესებს ბრმად ერთგულ ძალოვნებს. ასეა ახლა ჩვენთანაც,“ – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც მოსაზრება ივანიშვილის ახალ საკადრო ცვლილებებზე ვკითხეთ. საკადრო ცვლილებებია სუს-ში, პოლიციაში, აჭარის მთავრობაში. რის მიღწევას ცდილობს ამით ბიძინა ივანიშვილი? „როცა საქმე გვაქვს ასეთ დანაშაულებრივ რეჟიმთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებების შედეგად ოდნავ გაუმჯობესებასაც კი, თუნდაც …

„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები

„ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სულ რაღაც ერთ კვირაში ოპერაცია მიტარდება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაცია არ მიფინანსდება. ოჯახს ვეღარ მოვთხოვ ჯარიმის გადახდის ნაწილშიც დამეხმაროს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენ ერთობლივი რესურსი ამ ოპერაციის ხარჯზეა გადანაწილებული“, – გვეუბნება 24 წლის მარიამ საგინაძე ბათუმიდან. ის დიზაინერია და ატელიეში მუშაობს. მარიამ საგინაძე ერთ-ერთია ბათუმში, 31 იანვრის …

„ემზადება გაძევებისთვის“ – ნინა კაკულიას თქმით, ბათუმელ მედროშეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებში არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, სახელოვნად გამარჯვებამდე!“ – წერს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორიდან დღეს, 2025 წლის 5 აპრილს გამოგზავნილ წერილში „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. დღეს ბათუმელმა მედროშემ შიმშილობა შეწყვიტა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და …

„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში

ხელვაჩაურის სოფელ მახოში ამბობენ, რომ მათ სოფელში დაახლოებით ორი თვეა მუნიციპალური მიკროავტობუსი დაინიშნა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მოუხერხებელია. აქ ამბობენ, რომ მახოს და სოფელ ონტოფოს მცხოვრებლებს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე სოფელ ონტოფოდან გამოდის, ჩაჰყავს მგზავრები ბათუმში და შემდეგ მიდის მახო-დავითაძეებში მგზავრების ასაყვანად. ადგილობრივების მთავარი წუხილი ის არის, რომ ვინც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 922 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 10 541 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 952 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 25 730 ერთეული [+67] MLRS – 1 350 ერთეული [+1] …

დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია – რუსეთმა უკრაინაში კრივოი როგს დაარტყა

დღეს, 4 აპრილს, რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის საცხოვრებელ უბანზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელა. ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. დარტყმის ადგილთან ახლოს საბავშვო მოედანი მდებარეობდა. დაიჭრა 50-ზე მეტი მოქალაქე. ბოლო ცნობებით, კრივოი როგში განადგურდა 2 ათეული მაღალსართულიანი შენობა, ოცდაათზე მეტი მანქანა, სასწავლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ქალაქში სამაშველო ოპერაცია …

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

„ვერავის გადაუღუნოთ“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“, „პირადად ვიძიებ შურს“ – ძირითადად ამ ფრაზებით დაამახსოვრა თავი მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც 7-წლიანი უწყვეტი თავმჯდომარეობის შემდეგ დღეს, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. რიჟვაძეს ბრიფინგი არ გაუმართავს. მან ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე დადო განცხადება, რომ პოსტს ტოვებდა, მადლობა პირველ რიგში …

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას. რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით?!“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთი ძირითადად პოლიტიკური არგუმენტით აგრძელებს ომს უკრაინაში – თუ ომის შეწყდება, პუტინი ვეღარ მოატყუებს ხალხს, სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომაც გვიჭირსო. გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა დრონების ტექნიკაც დახვეწეს: უკვე …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თბილისის პოლიციის სანქცირებულ უფროსს ნიშნავენ

დღეს, 4 აპრილს, „ოცნების“ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. სულხან თამაზაშვილი შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს. თამაზაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია. იგი „ოცნების“ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა …

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. აჭარის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე გიორგი ბუხრაშვილი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. გიორგი ბუხრაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სპიკერი იყო. გიორგი ბუხრაშვილი ასევე მონაწილეობდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში. დღეს, 4 აპრილს ცნობილი …

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა

გრიგოლ ბესელიამ დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე შსს-ში არ გვითხრეს. შსს-ს ცნობით, ცვლილების საფუძველი როტაციაა. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს. …

მზია ამაღლობელზე მოძალადე დავით ათაბეგაშვილი ბელარუსში პოლიციის ატაშედ გაამწესეს

დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, ბელარუსში პოლიციის ატაშედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს. დავით ათაბეგაშვილი ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ასევე დაუფარავად აცხადებდა, რომ “ევროპას რუსეთი ურჩევნია”. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის პოლიციის შენობაში 2 საათის განმავლობაში ზურგზე ხელების გაკვრის უკანონო ბრძანება, …

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება. შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ხელი 2025 წლის 3 აპრილს მოაწერა [ოხანაშვილი სუსის უფროსად ინიშნება] იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარდა დამტკიცდა ასევე „ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 920 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380] ტანკი – 10 528 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 21 932 ერთეული [+30] საარტილერიო სისტემა – 25 663 ერთეული [+38] MLRS – 1 349 ერთეული [+1] …

თურქეთში სამომხმარებლო ბოიკოტის გამო 11 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მსახიობი

თურქეთში 11 ადამიანი დააკავეს სოციალურ ქსელში სამომხმარებლო ბოიკოტის მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. დაკავებულებს შორისა თურქი მსახიობი ჯემ იიგიტ უზუმოღლუ. თურქული მედიის ცნობით, კიდევ 16 პირზე დაკავების ორდერია გაცემული. თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებით გამოწვეულ მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, გუშინ, 2 აპრილს, მომხმარებელთა ერთდღიანი ბოიკოტი გამოცხადდა სლოგანით – „აჩვენე, ვინ არის მთავარი“. თურქული მედია „ბიანეტი“ …

„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, რომელიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. სააგენტო წერს, რომ თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ [კომპანიის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია „სოფლის ნობათის“ სახელწოდებით]  სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. „ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების …

ბავშვების სიღარიბე 6%-ით გაიზარდა, 369 924 ბავშვი საარსებო შემწეობას ითხოვს – ომბუდსმენი

2024 წელს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ახალ საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ. სახალხო დამცველი ბავშვთა სიღარიბეზე წერს, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებათა დარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. …

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

„ოცნების“ მთავრობამ საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე შეუმცირა. უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის ჯერ 2 წლამდე, შემდეგ კი 3 წლამდე გაზრდის შესახებ თავის დროზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო. „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.“ ამასთან, …

რატომ მოვიდა გაზის მაღალი გადასახადი? – „სოკარის“ განმარტება

„ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მიმართა კითხვით, რატომ მიიღეს აპრილში გაზზე წინა თვეებთან შედარებით გაზრდილი გადასახადი. ზოგიერთი მოქალაქე აცხადებს, რომ გაზის გადასახადი წინა თვესთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. „ბათუმელები“ კომპანია „სოკარს“ დაუკავშირდა. აქ ამბობენ, რომ აბონენტების ნაწილს დაემატა ის თანხა, რომელიც „სოკარმა“ წინა თვეში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ამოიღო: „თებერვლის თვეში, დიდთოვლობის გამო, ვერ მოხერხდა ნაწილი აბონენტების …

„ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების კონტროლიც დაუწესონ“ – საიას თავმჯდომარე ახალ რუსულ კანონზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ პარლამენტის მიერ ახალი რუსული კანონის მიღებას, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს. „აი, რა კანონი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს სახით: „საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომლებიც უცხოური პრინციპალის აგენტები არიან და ვალდებულნი არიან დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 919 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 10 521 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 21 902 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 25 625 ერთეული [+49] MLRS – 1 348 ერთეული [+1] …

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „სკინტლის საქმე“ განიხილა – მისი ქმარი და დაც მოსამართლეები არიან

ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტლს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა. ლაშა პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდნენ. მის საწარმოში ყიდულობდნენ …

ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 11 აპრილს ჩატარდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 აპრილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. სტუდენტები ფაკულტეტების თვითმმართველობის ახალ წევრებს აირჩევენ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება შეეძლო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, გარდა ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტისა. თვითმმართველობის არჩევნები ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე ბსუ-ში არსებული 7 ფაკულტეტიდან 108 …

„ამ მთავრობის მომხრეც კი ცდილობს შვილი მექსიკის გავლით გადმოიყვანოს“ – ემიგრანტი აშშ-დან

საფრთხის შემცველი და არაჯანსაღი გარემო, მომეტებული აგრესია და შვილისთვის კარგი განათლების მიცემის სურვილი – ის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები იყო, რის გამოც ნინია კაპანაძემ და მისმა მეუღლემ 5 წლის წინ საქართველო დატოვეს და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. ნინია გვიყვება, რომ პრობლემები, რომლებიც ახლა ქვეყნის დღის წესრიგში მწვავედ დგას, ხუთი წლის წინაც ხილული იყო მისთვის. ნინია უკვე ხუთი …

ხანდაზმულებზე ძალადობა დაწესებულებებსა და ოჯახში – რას წერს სახალხო დამცველი

საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებში [65+] საკმაოდ მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, ამას სახალხო დამცველის აპარატის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს და ხანდაზმულებს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიაკუთვნებს.  ანგარიშში განხილულია საქართველოში ხანდაზმული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და სისტემური ხარვეზები, რომლებიც ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უშლის ხელს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ხანდაზმულთა ზრუნვის დაწესებულებებში …

თურქეთში ოპოზიციამ სამომხმარებლო ბოიკოტი დაიწყო – „აჩვენე, ვინ არის მთავარი“

თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებით გამოწვეული საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით გადაიზარდა მომხმარებელთა ერთდღიან ბოიკოტის კამპანიაში. ბოიკოტის კამპანიას ხელმძღვანელობს მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP). ბოიკოტის მიზანია უარის თქმა მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიების მომსახურებასა და ვაჭრობაზე, მათ შორის სურსათზე, საწვავზე, სასადილოებზე, ონლაინშოპინგებზე… „მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა. აჩვენე, ვინ არის …

1 ლარიც მნიშვნელოვანია – ბათუმში დაჯარიმებული სტუდენტებისთვის თანხის აგროვება გრძელდება

ბათუმში სასამართლომ პროევროპული აქციების 36 მონაწილე დააჯარიმა. სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, ჯამში, 158 500 ლარს აღწევს. ამ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში სტუდენტები ულუკმაპუროდ რჩებიან. ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაჰბარდებათ. იმის გამო, რომ ყველა ფონდი დაყადაღებულია, დაჯარიმებულებისთვის თანხას სამოქალაქო აქტივისტები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა აგროვებენ. „დაჯარიმებულთა უმრავლესობა სტუდენტია – ამ …

ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია

პირველ აპრილს ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია, წყლის ძლიერმა ნაკადმა ქუჩებში ავტომანქანები წაიღო. „როიტერსი“ წერს, რომ საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პაროსსა და მიკონოსზე, ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და სეტყვის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მგზავრობას. პაროსის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ტალახიან წყლებში ჩარჩენილი ავტომანქანების ევაკუაციას მას შემდეგ, რაც …

საქართველო იხრება ავტორიტარიზმისკენ – ჩეხეთის საელჩო მზია ამაღლობელის გასამართლებაზე

უკანონო პოლიტიკური პატიმრის, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ქვეყნის საელჩო აკვირდება. ჩეხეთის საელჩო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს და წერს, რომ „ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ იხრება“. „ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებთან ერთად, განაგრძობს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დამოუკიდებელ, თავისუფალ …

დემონსტრანტების ცემა სახეში ფეხით, სექსუალური ძალადობის მუქარა და სხვა – რა წერია ახალ ანგარიშში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, არასათანადო მოპყრობისა და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელებს განიხილავს. საიას ცნობით, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT) და დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან (IFEG) ერთად, 2024 წლის 17-24 დეკემბერს თბილისში ჩაატარა ფაქტების დამდგენი მისია. მისია განხორციელდა Omega Research Foundation-ის და ქართული …

ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“

ბოლო რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეებს მასობრივად აჯარიმებენ.  ჯარიმა გამოუწერეს ბათუმის საპროტესტო აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის, სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა. როგორ მოახერხებენ სტუდენტები ჯარიმის გადახდას, როცა 5 000 ლარი მათთვის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 918 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410] ტანკი – 10 515 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 21 880 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 25 576 ერთეული [+24] MLRS – 1 347 ერთეული [+0] …

მზია ამაღლობელს 2 საათი ხელბორკილი ედო – რა გავიგეთ პოლიციელ კერესელიძის „აღიარებითი ჩვენებით“

„თქვენ ადასტურებთ, რომ დაახლოებით 2 საათი ქალბატონი მზია ოთახში იმყოფებოდა ხელზე ბორკილდადებული?“ – ჰკითხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოწმე გამომძიებელს, რომელიც გისოსებს მიღმა მყოფი მზია ამაღლობელის პირისპირ იდგა. „დიახ, იმყოფებოდა,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა პასუხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელ თამარ კერესელიძეს. მართალია, 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი სხვა პირმა დააკავა, …

Exit mobile version