„მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო. „დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ …

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააჯანსაღონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან – არ რჩება ჩვენი …

სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას პლატფორმა X-ზე ეხმიანება. „100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან. ის თავისუფალი პრესის სიმბოლოდ იქცა იმ პირობებში, როცა რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება“ – წერს ზურაბიშვილი. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის …

6 წლის გაბრიელს დახმარება სჭირდება – „აუცილებელია მედიკამენტი, რისთვისაც თანხა არ გვყოფნის“

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის ბებია, ეკატერინა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელს საბერძნეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად მას ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სასწრაფო და აუცილებელია დაავადების დასამარცხებლად. „ბავშვს კისრის არეში აქვს ხრტილოვანი სიმსივნური წანაზარდები და ამაზე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ახლა სჭირდება აუცილებელი მედიკამენტები (ნემსები), რომელსაც აშშ-იდან ვიწერთ და ძვირი გვიჯდება. 6 …

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა“ – მედიაკოალიცია

დღეს, 22 აპრილს, ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. მედიის ადვოკატირების კოალიცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა. „მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 4 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 943 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 10 683 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 296 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 26 689 ერთეული [+26] MLRS – 1 367 ერთეული [+0] …

„ამას სულხან თამაზაშვილს არასდროს ვაპატიებ“ – შვილმკვდარი დედა, რომელმაც საქმე სტრასბურგში მოიგო

„სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. საუბარია თბილისში 2016 წელს 37 წლის ზურა ელიბაშვილის დაღუპვაზე – მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [სსკ-ის 115] დაიწყო, საგამოძიებო …

რუსეთში სკოლის მოსწავლეები დირექტორმა ჯარის დისკრედიტაციისთვის დაასმინა, მათ 2.5 წელი მიუსაჯეს 

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ, რუსეთის ჯარის დისკრედიტაციაში ბრალდებულ ორ სკოლის მოსწავლეს, სასჯელის სახით 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსწავლეები პოლიციაში სკოლის დირექტორმა დაასმინა. 2023 წლის შემოდგომაზე, ლიცეუმის დირექტორმა ნინა გოვოროვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი სკოლის ორმა მოსწავლემ რუსული არმიის შესახებ გადაიღო ვიდეო „ფეიკებით“ [სიყალბეებით]. სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა ადმინისტრაციული საქმე, რომელიც სასჯელის სახით 50 000 …

ქობულეთში დაზიანებული გზა 4 თვეა ვერ შეაკეთეს – „გზა იყო, სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ“

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში უგზოობაზე წუხან. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ სოფლებში გზების მოწესრიგებაზე საუბრობს, ამ სოფელში გზა უკვე 4 თვეა ვერ გააკეთეს. სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი ამბობს, რომ გზაზე ავტომანქანით გავლა 2024 წლის დეკემბრიდან გახდა შეუძლებელი, მას შემდეგ, როცა იქ ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დეკემბრის შემდეგ აქ არ გამოჩენილანო, გვიყვება მოქალაქე, …

“10 საათისთვის აღდგება” – რომელ ქუჩებს შეუწყდა წყლის მიწოდება ბათუმში

ბათუმში ვაჟა-ფშაველას, ზურაბ გორგილაძის, დავით კლდიაშვილის, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. “ავარიული დაზიანებაა და საღამოს 10 საათისათვის აღდგება მიწოდება,” – უთხრეს “ბათუმელებს” კომპანია “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე. ასევე გუშინ, 20 აპრილს,  წყალი არ მიეწოდებოდა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მცხოვრებლებს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიულად დაზიანებულ მილზე მიმდინარე სამუშაოები იყო.

რატომ აღარ დადის ბათუმში N4 ავტობუსი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში

თითქმის ერთი კვირაა რაც ბათუმში N4 მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებისას გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში არ უხვევს და ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში არ შედის. ავტობუსი გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლიდან“ პირდაპირ აგრძელებს გზას იუსტიციის სახლამდე, ბრუნდება და შემდეგ შარტავას ქუჩით გადადის ფიროსმანის ქუჩაზე. მარშრუტის ცვლილების შესახებ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ზოგიერთი მძღოლის თქმით  კი, მარშრუტის …

„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ

„გამოდით ბათუმელებო, ქუდზე კაცია საჭირო, გამოვიდეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა“, – ამბობს ანი გობაძე, სტუდენტი, რომელიც გიორგი გურულთან ერთად დგას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ და აპროტესტებს თბილისში, პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას. პოლიციამ თბილისში აღდგომის ღამეს ორი ადამიანი დააკავა, დღეს, 21 აპრილს კი კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. „ადამიანი დააკავეს იმის გამო, …

3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს ქობულეთის შემოვლით გზაზე, დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შსს-დან დაზუსტებული ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების სამსახურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, მეორე კი ქობულეთის ევექსის კლინიკაში.  

„სააღდგომო ზავის“ შემდეგ რუსეთმა უკრაინას ასამდე დრონით დაარტყა

21 აპრილს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინის რეგიონებს 96 დრონითა და სამი სხვადასხვა ტიპის რაკეტით დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. აღდგომის წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე „ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების“ შესახებ, იმ პირობით თუ მას უკრაინის მხარეც დაიცავდა. კიევში პუტინის განცხადებას სკეპტიციზმით …

რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში. რომის პაპს 2025 წლის თებერვალში დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. ვატიკანის ცნობით, იგი კლინიკაში 38 დღის განმავლობაში იყოფებოდა, შემდეგ კი პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, კაზა სანტა მარტაში, სადაც ის გარდაიცვალა. პაპის დაკრძალვის წესი რომის პაპმა …

ომის პროპაგანდა ღმერთის სახელით – სამხედრო დროშა ქრისტეს გამოსახულებით რუსული კოსმოსური ხომალდიდან 

რუსმა კოსმონავტებმა კოსმოსში გაშალეს რუსული არმიის ძველი საბრძოლო დროშა ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რუს სამხედროებს გადაეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს. „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა! გამარჯვება ჩვენი იქნება!“ ციტირებს რუსული პროპაგანდა „როსკოსმოსის“ კოსმონავტების სერგეი რიჟიკოვის, ალექსეი ოვჩინინის და ივან ვაგნერის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 941 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670] ტანკი – 10 679 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 273 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 26 659 ერთეული [+10] MLRS – 1 368 ერთეული [+0] საზენიტო …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია. ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია. ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია. …

ადრეული გაფრთხილების სისტემები არაეფექტურია – აუდიტი სტიქიის მართვაში არსებულ პრობლემებზე

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში არ არსებობს „ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი“. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აუდიტი ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას ასახელებს, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.„ აღნიშნული პროცესის არარსებობა კი ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების …

ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

დღეს, 20 აპრილს, ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი იმართება. სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. პარალელურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რაშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარს ხარჯავს. ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის …

დაანებეთ ჩინურს თავი, ქართული ასწავლეთ თურქეთში, ირანში მცხოვრებ დიასპორის ბავშვებს – ქათამაძე „ოცნებას“

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ციხიდან [მიგრაციის ცენტრიდან] მორიგ წერილს ავრცელებს და „ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“ მოუწოდებს „თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას“ და ქართული დიასპორის ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების მიზნით გადადგას ნაბიჯი. „ივანიშვილის რუსული ოცნების რეჟიმმა თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას! და თუკი ეროვნული რამე განცდა დარჩენილი აქვთ და …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – …

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 20 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [11:40 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავიც [ 11:49 სთ]. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ცუდი ხილვადობაა [ნისლია], რის გამოც თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი შესაძლოა ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდეს, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 941 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 10 677 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 271 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 26 649 ერთეული [+49] MLRS – 1 368 ერთეული [+0] საზენიტო …

„ახლა დროა მხოლოდ რეჟიმის ტყვეებს მოვუსმინოთ“ – ემიგრანტი შვედეთიდან

„ემიგრაცია ბევრნაირია და ყველა ემიგრანტის გამოცდილება – განსხვავებული, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი განმარტება აქვს – იძულებული ხარ წახვიდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ 32 წლის სოფო შუბითიძემ. ის ბოლო სამი წელია შვედეთში ცხოვრობს, შვედურ ენას სწავლობს და ცდილობს დასაქმდეს. სოფომ გვიამბო იმ გამოცდილებაზე, რამაც ემიგრაციაში წასვლა გადააწყვეტინა, იმაზე, თუ როგორ მოახერხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 940 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 676 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 22 266 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 26 600 ერთეული [+70] MLRS – 1 368 ერთეული [+1] …

2,8 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ცესკო ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ადგილობრივი არჩევნების სამზადისშია. ცესკოს ინფორმაციით, „საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე“. საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. …

„ეს არაა უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა“ – „ოცნების“ გულგრილობას შეწირული ბავშვები

13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა. მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს. მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო …

რუსეთმა ხარკოვს ისკანდერებით დაარტყა და რაკეტა ჰაერში ააფეთქა მეტი ზიანის გამოსაწვევად

18 აპრილს, დილით, რუსეთმა უკრაინაში ქალაქ ხარკოვს „ისკანდერის“ 3 რაკეტებით დაარტყა. უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთმა სულ მცირე ერთი რაკეტა ააფეთქა ჰაერში, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოეწვიათ. „უკვე დადგენილია, რომ რაკეტა ჰაერში აფეთქდა იმ მიზნით, რომ დაზიანებულიყო რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო სამიზნე, ობიექტი“ – იუწყება ხარკოვის პროკურატურის წარმომადგენელი. გამოძიების თანახმად, რუსებმა ხარკოვს დაარტყეს დილის 5:10 …

21 წლის მარი გადარჩება თუ დავეხმარებით – ოჯახი ოპერაციისთვის თანხას აგროვებს

21 წლის მარის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ გადარჩეს. ოჯახი ყველაფერს ყიდის იმისთვის, რომ მარის გადარჩენისთვის საჭირო თანხა შეაგროვოს. ბიძის, მერაბ ანანიძის  ინფორმაციით, ის ახლა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სჭირდება 2 ოპერაცია, ამის შემდეგ კი 4 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიაროს. ოჯახმა უკვე მიიღო ის ფინანსური დახმარება, რისი მიღებაც ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროგრამებით შეიძლებოდა. …

უკრაინაში „აზოვს“ ახალი მეთაური ჰყავს

ცნობილ „აზოვის პოლკს“, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12  სპეცდანიშნულების ბრიგადაა და კვლავ „აზოვად“ იწოდება, ახალი მეთაური ჰყავს. „აზოვის“ ახალი მეთაური ბოგდან გრიშენკოვია [„პუგაჩი“]. რაც შეეხება „აზოვის“ ყოფილ მეთაურს, დენის პროკოპენკოს, იგი „აზოვის“ ბაზაზე შექმნილ კიდევ ერთ კორპუსს ხელმძღვანელობს უკრაინის გვარდიაში. სპეცდანიშნულების ბრიგადის ახალ მეთაურს„აზოვში“ მსახურობის თითქმის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალურ ქსელებში „აზოვის“ გვერდი წერს, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 938 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530] ტანკი – 10 662 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 257 ერთეული [+40] საარტილერიო სისტემა – 26 530 ერთეული [+88] MLRS – 1 367 ერთეული [+1] …

ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

50 წლის მაია ფელიშვილი ცხოვრება ბოლო წლებში ერთი წინადადებით ასეთია – პოლიციელობიდან ემიგრაციამდე. „ბათუმელები“ გიამბობთ ქალზე, რომელიც ბოლო 4 წელია იტალიაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დღე ფიქრობს საქართველოზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ახლა ქვეყანაში ვითარდება; აღელვებს თანამებრძოლების ბედი და აბრაზებს უსამართლობა. მაიას თქმით, მიუხედავად სხვა ქვეყანაში ყოფნისა, რუსული კანონის საპროტესტო აქციების პირველი ტალღიდან მოყოლებული უერთდება …

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი …

Exit mobile version