როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 23 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …

გახარია წულუკიანის კომისიაზე მისასვლელად ონლაინ ჩართვას ითხოვს – ყოფილი პრემიერი საზღვარგარეთაა

„გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება,“ – ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს დღეს, 22 ივნისს პარტია „საქართველოსთვის“. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი გახარია ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ ის წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთვება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 011 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 964 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 22 867 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 29 432 ერთეული [+39] MLRS – 1 421 ერთეული …

„4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ დავესხი თავს მანდატურებს?“ – მასწავლებელი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

აქტივისტს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ნინო დათაშვილს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურ გიორგი შარიქაძეზე თავდასხმას ედავებიან. ნინო დათაშვილს დაკავების შემდეგ, დღეს, 21 ივნისს, საკუთარ სასამართლო პროცესზე, პირველად მიეცა დაკავების დეტალებზე საჯაროდ საუბრის საშუალება. „როცა დამაკავეს, ფორმა არ ეცვა არავის, არ წარმიდგინეს …

“საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია” – პაველ ჰერჩინსკი

„საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში,“ – თქვა დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. დღეს, 21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება. ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, მათ შორის მასტერკლასებს და სხვადასხვა გასართობ …

სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა. მაღალჩინოსნის დაკავების ოფიციალური მიზეზი მისი კორუფციაში სავარაუდო ჩართულობაა. რომეო მიქაუტაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 ივნისს გახდა ცნობილი. უცვლელად გთავაზობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რომეო მიქაუტაძის დაკავების მიზეზების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი …

“10 წელი ფოკუსში” – ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა ბათუმში

20 ივნისს, ბათუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წლების განმავლობაში ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული ფოტო ნამუშევრები. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ცალკე აქვს ფოტოს კატეგორია. სწორედ ამ კატეგორიაში გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნახვა შეეძლო გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს. ფოტოები საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს. „ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის  მიმართ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 010 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 955 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 865 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 29 393 ერთეული [+19] MLRS – 1 421 ერთეული …

„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან

„უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს… ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“ – მიიჩნევს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ოპტიმიზმის საფუძველს EU-ს ელჩს საქართველოს ქუჩებში ხალხთან შეხვედრა აძლევს. განსაკუთრებული ემოციით ის ბათუმში ჩამოსვლამდე, ზუგდიდში მომხდარ ამბავზე გვიყვება: „გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურს ყიდდა, …

გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

„სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ რუსებმა?“ – გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ ვერც დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მიაღწევენ რუსები წარმატებას. ამ მიმართულებით წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ რუსები მდინარე დნეპრის ფორსირებას შეძლებენ, მაგრამ სად აქვთ რუსებს მაგის ძალა და რესურსიო, გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. „ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას …

ხულოში დროშის აღსამართად 84 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში სახელმწიფო დროშის აღსამართავად კონსტრუქციის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 ათას 520 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის დროშის შეძენაც, თუმცა დამატებით ცალკე თანხაა გადახდილი პროექტში. კონსტრუქციის მოწყობაზე ხულოს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონსტრუქცია აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოეწყობა. ტენდერს თან ახლავს 17-გვერდიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ხულოს მერიის დაკვეთით …

ევროპა რუსულ ნავთობს აღარ იღებს – „რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე გაქრება“

ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს. როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, …

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატები მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციამ დააბრალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან მისი დაკავება ე.წ სტიკერის გაკვრის გამო უკანონო იყო. ამასთან, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ეყრდნობა მხოლოდ მის უკანონო ადმინისტრაციულ ბრალდებას სწორედ 173-ე მუხლით. ამავე საქმეში მზია …

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უკვე მოამზადა და მერიას ჩააბარა, ქალაქში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას. ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციის იმ ნაწილში, სადაც მიმოხილულია „საცხოვრებლის …

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეოთხედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „HBD“ [„გილოცავ დაბადების დღეს“], რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა. ოქმში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 20 ივნისს ჩააბარეს, წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს …

ველომსვლელობა და მასტერკლასები – როგორ აღინიშნება ბათუმში ევროპის დღე

21 ივნისს, ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება, ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის ხანგრძლივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნიშნად. ევროპის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება 13:00-17:00 საათამდე. რა დახვდება ღონისძიებაზე მისულ სტუმარს EU პროექტების სივრცეში ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან – თანასწორობამდე. თამაშში „წიგნების …

„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო“ – პაველ ჰერჩინსკი | ვიდეო

“მინდოდა პირადად მოსვლა სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად თქვენდამი, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ბევრი თვეა უკვე ციხეშია და  სასამართლოს განაჩენს ელის,“ – ასე დაიწყო ინტერვიუ “ბათუმელებთან” ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი “ბათუმელებს” დღეს, 20 ივნისს ესტუმრა. ელჩმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს. ვრცელი ინტერვიუ მოგვიანებით გამოქვეყნდება. პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: …

აშშ-ს საელჩო სავიზო აპლიკაციის განხილვისას ყველა პირს სთხოვს სოცქსელების გასაჯაროებას

აშშ-ს საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს სავიზო ცვლილებებთან დაკავშირებით. საელჩოს ინფორმაციით, ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია, „მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო“. საელჩოს ინფორმაციით, სავიზო სკრინინგის დროს გამოყენებული იქნება ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. „ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ …

„აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან არცერთი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მათე დევიძეს

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე,  ასევე სინდისის პატიმარს, 21 წლის მათე დევიძეს მიმართავს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. წერილი დღეს, 20 ივნისს გაავრცელა მოძრაობა „დაფიონმა“. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან – არც ერთი. …

„ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ!“ – ბათუმელი მედროშის წერილი

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, თურქეთიდან წერილს აგზავნის საქართველოდან გაძევების შემდეგ. „ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო! ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – ზღვის წყალი 24 გრადუსამდე გათბა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …

რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლაც. ორივე ორგანიზაციას სასამართლოს დადგენილება 19 ივნისს ჩაჰბარდა. მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაჰბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 009 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090] ტანკი – 10 954 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 860 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 374 ერთეული [+46] MLRS – 1 421 ერთეული …

რა შემთხვევაში დაიჭერენ გახარიას? – ინტერვიუ

„ოცნებას“ უნდა იმ ტიპის გამარჯვება, როდესაც მისი ოპონენტებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს. გახარიაც და ხაზარაძეც ან უნდა დაითანხმოს ამ თამაშის წესებზე, თუ ვერ დაითანხმა, შეიძლება გახარია დაიჭიროს, ხაზარაძე კი იმდენად დაასუსტოს შიგნიდან, რომ დიდი აზრი არ ჰქონდეს. ან რაღაც მეთოდებით აიძულოს რომ ქვეყნიდან წავიდეს“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა სტრატეგიით …

ჩვენს კართან პოლიტიკური დევნის დროს არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს – ლენა შილინგი საქართველოზე

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგი ეხმიანება რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს, 19 ივნისს მიიღო მზია ამაღლობელის საქმის, პოლიტპატიმრებისა და საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. „ეს რეზოლუცია ძლიერი გზავნილია არა მხოლოდ მზიასთვის, არამედ საქართველოში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გაბედულად გამოდის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩვენ არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს ჩვენს კართან არსებული რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის დროს. …

ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებით, რომელიც 2025 წლის 19 ივნისს შევიდა ძალაში, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ძეგლის მონაცემების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. სააგენტოს ადმინისტრაციას კი დაევალა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ძეგლის მონაცემების საქართველოს …

ბინები გაყიდეს, მაგრამ კორპუსი არ ააშენეს – 10 მილიონის თაღლითურად მითვისების საქმე

პროკურატურა დაუსრულებელ მშენებლობასა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წერს და განმარტავს, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „სექტორი 7“ დააფუძნეს. …

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

324 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების და კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. რეზოლუციით, ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს …

„მზად ვარ, შევხვდე კიდეც“ – პუტინი ზელენსკიზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასწორია ბრალდება მისი მისამართით, რომ მას არ სურს უკრაინასთან მოლაპარაკება. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა ამავე დროს ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმურობა და უკრაინის პრეზიდენტს „რეჟიმის ხელმძღვანელი“ უწოდა. „ჩვენთვის სულერთია ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს იყოს რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი [ზელენსკი]. მე მზად …

„ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კი იწვევენ არჩევნებში ეუთო/ოდირს“ – ინტერვიუ

„ცენტრალური აზიის ქვეყნები, სადაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა დემოკრატია, ისინიც კი იწვევენ ეუთო/ოდირის მისიას. ჩვენ დავემსგავსეთ რუსეთს – საერთოდ არ გვაინტერესებს ეუთო/ოდირის აზრი,“ – მიიჩნევს ლევან ნატროშვილი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი. „ზოგადად, არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და „გადახვევად“ დაასახელა 2021 …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა სამი ადამიანი

სამი ადამიანი გარდაიცვალა 18 ივნისს, გვიან ღამით, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიისას. გარდაცვლილთაგან ერთი ბავშვია. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას ასევე დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულნი. ბოლო სამ დღეში ეს მეორე ავარიაა, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა და მსხვერპლით დასრულდა. „დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 008 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080] ტანკი – 10 951 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 853 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 29 328 ერთეული [+63] MLRS – 1 420 ერთეული …

მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

18 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დებატები გაიმართა მზია ამაღლობელის საქმისა და ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ. ევროპარლამენტარებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. დებატებისას თითქმის ყველა მათგანი შეეხო მზია ამაღლობელის საქმეს. ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომისიის პოზიცია სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის ევროკომისარმა ეკატერინა ზაჰარიევამ გაახმიანა. …

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე. წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც …

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

სამი ცათამჯენის მშენებლობის ნებართვას თამარის დასახლებაში, სანაპიროზე მედეა ბოჭორიშვილის კომპანია ისევ ითხოვს. მანამდე, 2024 წელს, მას იმავე ნაკვეთის გვერდით სხვა სამი ცათამბჯენის განაშენიანების დეტალური გეგმა დაუმტკიცეს, რის შემდეგაც კომპანიის წილებიც გაასხვისა და მთავრობისგან შესყიდული მიწის ნაკვეთის ნახევარიც. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან „ოცნების“ ორი დეპუტატის ცათამბჯენების პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. …

„ოცნებამ 3 მარშუტკით ჩაგვიყვანა აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით?“ – დაპირისპირება თამარის დასახლებაში

დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო …

Exit mobile version