მიმოწერით მეგობრობა – ევრო-2000-ის გერმანული ენის მასწავლებლის პროექტი

სკოლა ევრო-2000-ის გერმანული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი, სოფიო აფხაზავა 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის იანვრის ბოლომდე პედაგოგთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფება გერმანიაში, ქ. დუისბურგის ლანდფერმანის სახელობის გიმნაზიაში. სოფიო აფხაზავას პრაქტიკის ფარგლებში პროექტის მომზადება დაევალა. მან გადაწყვიტა, ისეთი პროექტი გაეკეთებინა, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც. თავის გერმანელ კოორდინატორთან და ჩვენი სკოლის გერმანული …

კოვიდის 417 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 9 პაციენტი

23 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1048 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 60 ადამიანი. აჭარაში 1 988 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1062 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 36, გამოჯანმრთელდა – 3531 ადამიანი. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  108 690-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 012 შემთხვევა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 157, აჭარაში – 417, იმერეთში – 537, …

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 22 ნოემბერს მოხდა. „ორი დაშავებული გადაყვანილია კლინიკა ბაუ-ში, ქალი თავის ტრავმით და კაცი ზედაპირული დაზიანებებით“, – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. გადაკეტილია [17:00 სთ] თამარ მეფის გამზირი და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-გან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით წვიმა, რეგიონის მაღალმთაში კი – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი …

ბულვარის დალაგება-დასუფთავებისთვის მომავალ წელს 760 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალეგება-დასუფთავებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 760 942 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალაგება-დასუფთავება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურება მოიცავს: ბულვარის ტერიტორიის [283 110 კვ.მ] დაგვა-დასუფთავებას დღეში ერთხელ თორმეტი თვის განმავლობაში; დაგვა-დასუფთავება დამატებით …

ოპოზიციის ბოიკოტი და 87-93% „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს – მეორე ტურის წინასწარი შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. არჩევნებში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცესკოს მონაცემებით, ყველა, 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით [პროცენტები გამოთვლილია ამომრჩეველთა იმ რაოდენობიდან, რომლებმაც ხმა მისცეს მეორე ტურზე]: ბათუმი №5 – ლევან ვარშალომიძე -12.19% …

ტიტე აროშიძე – 88%, ფრიდონ ფუტკარაძე – 89.19% | წინასწარი შედეგები

21 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურზე, რომელზეც ამომრჩევლებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აერჩიათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ამომრჩეველთა ხმების 88 და 89 პროცენტი აქვთ მიღებული. „ოცნების“ კანდიდატების კონკურენტები ამ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იყვნენ, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს, რადგან არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ოპოზიციური …

პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში „სათანადოდ არ არის გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“. ამასთან, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაფინანსება 2021 წლისთვის შემცირებულია 15 855 000 ლარით, რაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზების გათვალისწინებით, საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებს,“ – აცხადებს …

დღეს საღამოს 10 საათიდან ბათუმში გადაადგილება ისევ შეიზღუდება

დღეიდან, 22 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე, გადაადგილება ბათუმში ისევ შეიზღუდება. საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შეზღუდვა, ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე, ორი ღამით იყო მოხსნილი.    

აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 427 პაციენტი. დღევანდელი დღის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს ჯამში 6 460 პაციენტი[კლინიკა, კოვიდსასტუმრო, ონლაინკლინიკა]. 22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი: კოვიდის 4 048 …

კოვიდის 4 048 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი საქართველოში – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 104 732-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 85 639 და გარდაიცვალა სულ 976 პაციენტი. 22 ნოემბრის დილის მონაცემებით საქართველოში: კარანტინშია 2 159 მოქალაქე; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 6 …

88%-ით გამარჯვებულები – ანზორ ბოლქვაძე და რესან კონცელიძე | წინასწარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების შედეგად ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში რესან კონცელიძემ გაიმარჯვა. ამ დროისთვის ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია უბნების 40 პროცენტი, სულ 49 უბანი. ამ მონაცემების მიხედვით კონცელიძემ ამომრჩეველთა ხმების 88.47% მიიღო, სულ 9 465 ხმა. ამავე ოლქში საარჩევნო ბიულეტენში იყო ლევან ვარშალომიძეც, რომელმაც თავის ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ოპოზიციის …

დაკავებულია აქციის 5 მონაწილე – აჭარის პოლიციის უფროსის განმარტება აქციის დაშლაზე

„საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დავაკავეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ბათუმის საოლქო კომისიის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს. კოტე ანანიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. კოტე ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად პოლიციის რა მოთხოვა არ შეასრულეს აქციის მონაწილეებმა. …

ბათუმის საოლქოსთან აქცია დაშალეს და მონაწილეები დააკავეს

ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან პოლიციამ დაშალა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ვერ დააკონკრეტა, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს, ან რა სამართალდარღვევა ჩაიდინეს მათ. ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ე.წ. სირცხვილის კორიდორი ბათუმის საოლქო კომისიასთან ამ საღამოს მოაწყო, როცა საუბნო კომისიების წარმომადგენლებს …

„მონებო“ – ბათუმის საოლქო კომისიათან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

„სირცხვილია“, „მონებო“, „მოღალატე“ – ამ და სხვა შეძახილებით მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები საუბნო კომისიების წარმომადგენლებს დახვდნენ, რომლებმაც მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები ბათუმის საოლქო კომისიაში მიიტანეს. ხმების დათვლის პროცესი სრულდება. ბათუმის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. საპროტესტო აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც პოლიციის თანამშრომლებთან. დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნებში ბათუმში …

ბათუმში არჩევნებზე ხმა მისცა მხოლოდ 35 852 ამომრჩეველმა – უსკო

აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დღეს, 21 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში აჭარაში ამომრჩეველთა 30,27% -მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, სულ 73 833-მა ამომრჩეველმა. არჩევნების მეორე ტური აჭარაში ორ ოლქში მიმდინარეობდა. №28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, უსკოს ცნობით, არჩევნებში  მონაწილობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა – ამომრჩეველთა 24,35 პროცენტმა. ბათუმის №28 ოლქში 147 …

რიჟვაძე შავაძის საქმის შეხსენებაზე – საარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“, რაზეც ევროსასამართლომ ორი დღის წინ დაადგინა, რომ დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, [მიუხედავად იმისა, რომ როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა], არჩევნების დღეს …

დაპირისპირება საპროტესტო სტიკერების გაკვრისთვის ბათუმის მერიასთან

დღეს, 21 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დაკეტვამდე 1 საათით ადრე ხმაური იყო ბათუმის მერიასთან. ოპოზიციური მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრები საპროტესტო სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რა დროსაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათი დაჯარიმება სცადეს. „იმოქმედეს“ ერთ-ერთი წევრის, ბექა მექვაბიშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა მათ ერთ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „იმოქმედეს“ კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი დუმბაძე კი ამბობს, რომ მუნიციპალური ინსპექციის …

„ხელისუფლება გვითვალთვალებს“ – „ალტერნატივას“ საარჩევნო ექსპერიმენტი ბათუმში

მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლება უკანონოდ უსმენს. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს. კერძოდ, „ალტერნატივამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციაა, დღეს, 21 ნოემბერს, გამოაქვეყნა საარჩევნო ბიულეტენები წარწერით: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“. წარწერებიანი ბიულეტენების ფეისბუქზე გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა …

24 ნოემბრამდე იწვიმებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე – 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში და აჭარის მთელს …

პედაგოგების გამოცდები შესაძლოა გადაიდოს – ცენტრის შეტყობინება კურატორებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაიდოს პედაგოგების საგნობრივი გამოცდები, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო. საბოლოო გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სმს-ს შეტყობინება უკვე დაუგზავნეს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, დამკვირვებლებსა და კურატორებს, ვისთანაც ყოველწლიურად თანამშრომლობს ცენტრი. თუმცა, როგორც ცენტრში ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცდების გაუქმებაზე უნდა მიიღოს საქართველოს განათლების …

#biaffathome – ბათუმის კინოფესტივალი ფოტოკონკურსს აცხადებს

საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ონლაინ ტარდება. კინოფესტივალი მაყურებლებს ფოტოკონკურსში – #biaffathome სთავაზობს მონაწილეობას. ამავე თემაზე – BIAFF: როგორ ვნახოთ ფილმები ონლაინ ბათუმის კინოფესტივალზე | ინსტრუქცია კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა: კონკურსანტმა უნდა გაგზავნოს  ფოტო  კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე (მესიჯის სახით)  ან ელ.ფოსტაზე  – biaffbatumi@gmail.com.  ფოტოს უნდა მიეთითოს ფოტოს ავტორის სახელი და ფეისბუქპროფილის გვერდი [იოლად დასაკავშირებლად]. …

ხელვაჩაურში 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანი ნებული შაშიკაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა. „ამომრჩეველმა ხმა მისცა უბანზე და გარეთ როცა გავიდა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დახმარება ვეღარ მოასწრეს, უცებ გარდაიცვალა“, – ამბობს კომისიის მდივანი. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. გარდაცვლილი ამომრჩეველი დაახლოებით …

უსკოს ცნობით ბათუმში ხმა მისცა 22 452 ამომრჩეველმა – 15 საათის მონაცემები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, 15 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ორ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, ჯამში 18,73 პროცენტია. უსკოს ცნობით, ბათუმის #28 ოლქში 15 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 15,25%-მა, სულ 22 452 -მა ამომრჩეველმა. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქში კი, უსკოს ცნობით, 15 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების …

საარჩევნო კომისიები ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე მუშაობენ – II ტური ბათუმში

საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში საუბნო კომისიები ბათუმში არასრული შემადგენლობით მუშაობენ. გარდა იმისა, რომ კვალიფიციურმა ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიებიდან პროტესტის ნიშნად გაითხოვეს მათი წარმომადგენლები, საარჩევნო კომისიებს წევრები ავადმყოფობის გამოც გამოაკლდათ. ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო ერთი ან ორი წევრი თითქმის ყველა საუბნო-საარჩევნო კომისიას აკლია. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არ …

საარჩევნო ყუთის მცველი ბათუმში 85-ე დაბადების დღეს უბანზე ხვდება

რამაზ სეფერთელაძე ბათუმის #63-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია. დღეს, 21 ნოემბერს, ის თავის 85-ე დაბადების დღეს საარჩევნო უბანზე ხვდება, მას  ყუთის დაცვა ევალება. რამაზ სეფერთელაძეს ამავე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. იგი არჩევნებზე კომუნისტების დროიდან მუშაობს, მაშინ როცა არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა, მაგრამ „ახლა სხვა დროაო“ – ამბობს. რამაზ სეფერთელაძე  ამბობს, რომ …

აჭარის ორი სოფლის ბოიკოტი – წაბლანა და წაბლიანი არჩევნებზე ისევ არ მიდის

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ხულოში, სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად კვლავ არ მიდის არჩევნებზე. ამ ორ სოფელში ამომრჩევლებმა არც პირველ ტურში არ მიიღეს მონაწილეობა. როგორც სოფელ წაბლანას კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო შანთაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა. წაბლანაში 600 ამომრჩეველია. …

აჭარაში ბოლო სამ არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობაა – 12 საათის მონაცემები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, დილის 12 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ორ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, ჯამში 8,58 პროცენტია. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო სამი არჩევნების 12 საათის მონაცემებთან შედარებით. მაგალითისთვის, 31 ოქტომბრის [პირველი ტური] არჩევნებზე დღის 12 საათზე ხმა სამივე ოლქში უკვე მიცემული ჰქონდა ამომრჩევლის 17,76 პროცენტს. 2016 წლის არჩევნებზე …

ბათუმელი მე-12 კლასელი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია შექმნა

„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა საჯარო სივრცეში, მე-12 კლასელმა კობა ჟღენტმა შექმნა. აპლიკაციას უკვე 14 500 გამომწერი ჰყავს და პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, აპლიკაციით უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც დაინტერესდნენ. როგორც კობა გვეუბნება, აპლიკაციის შექმნას თითქმის მთელი წელი დასჭირდა. ახლა ის ჰაგიოგრაფიის ნაწილზე მუშაობს. „ზოგადად, ძველი ქართულის გაგება არა მარტო სკოლაში, უნივერსიტეტშიც კი უჭირთ ხოლმე, …

კორონავირუსის 3824 ახალი შემთხვევა საქართველოში – 21 ნოემბერის მონაცემები

21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსისგან განიკურნა 3 851 პირი.  24 საათის განმავლობაში 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის: თბილისში –  17  აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 927 …

აჭარაში კოვიდის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 959 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 47 ადამიანი. აჭარაში 1 672 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 022 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში …

ბათუმში აქტივობა 10 საათისთვის 2,85 პროცენტია – არჩევნების მეორე ტური

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, დილის ათი საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ასეთია: ბათუმის N28 საარჩევნო ოლქი – 4201 ამომრჩეველი, 2,85% ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქი – 3934 ამომრჩეველი, 4,06% არჩევნების პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, ამ ოლქებში აქტივობა გაცილებით მაღალი იყო. უსკოს ცნობით, ბათუმში 31 ოქტომბერს დილის ათი საათისთვის უკვე 10 …

„გაყალბებულია“ „იმოქმედე“ – წარწერები საარჩევნო უბნებთან ბათუმში

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. დღეს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ …

შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე დროებით შეჩერებულია არჩევნების გამო

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ორი ღამით მოხსნილია შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე. მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით. საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. …

ვარდისფერი და ყვითელი ბიულეტენები აჭარაში – არჩევნები 2020

21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში  საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ბათუმის #28  და ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს  #30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველს ორ ბიულეტენს გადასცემენ. ყვითელი ბიულეტენი აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.  ბათუმის #28 ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ლევან …

Exit mobile version