28 ნოემბრიდან მატარებელიც აღარ იმოძრავებს. მთავრობამ პანდემიის გამო კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 26 ნოემბერს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან აკრძალულია მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. შეზუდვა არ ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანებსა და ტაქსებს. ამ თემაზე: რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან
Category Archives: სიახლეები
26 307 განაცხადიდან მეორე ეტაპზე 4 103 გადავიდა – 30 ათასამდე გრანტის პროგრამა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად, წელს 26 307 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა, რაც მთლიანად წარდგენილი განაცხადების დაახლოებით 15,6 პროცენტია. „მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეის განაცხადებიდან 2 056 განაცხადის ავტორი ქალი, ხოლო 2 047 იდეის ავტორი კაცი მეწარმეა. აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე …
Continue reading “26 307 განაცხადიდან მეორე ეტაპზე 4 103 გადავიდა – 30 ათასამდე გრანტის პროგრამა”
რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ …
Continue reading “რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან”
ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე …
Continue reading “ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი”
ბათუმში შაბათს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა. ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში …
Continue reading “ბათუმში შაბათს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი”
დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა
მეძუძური დედების რძე შესაძლოა SARS-CoV-2 ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერ ანტისხეულებს შეიცავდეს, ნათქვამია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი The scientist-ი წერს. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული 15 მეძუძური დედისგან აღებულ ყველა ნიმუშში კორონავირუსის წვეტი ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები აღმოჩნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა დედის რძეში მიუთითებს იმაზე, რომ დედები შეიძლება ვირუსულ იმუნიტეტს გადასცემდნენ ჩვილებს. პანდემიის დროს ქალებს შეუძლიათ …
Continue reading “დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა”
4 გარდაცვლილი და კოვიდის 475 ახალი შემთხვევა აჭარაში
26 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 384 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1000 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 139 ადამიანი. აჭარაში 2154 დამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1035. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …
Continue reading “4 გარდაცვლილი და კოვიდის 475 ახალი შემთხვევა აჭარაში”
კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა – 26 ნოემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3200, გარდაიცვალა – 39. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარაში-475, იმერეთში-793, ქვემო ქართლში-270, შიდა ქართლში-232, გურიაში-80, სამეგრელო-ზემო სვანეთში-371, კახეთში-129, მცხეთა-მთიანეთში-70, სამცხე-ჯავახეთში-62, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-26.
საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“
„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაზე. დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც …
ლერმონტოვის ქუჩაზე წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეწყდა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეწყდა. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით წყლის მიწოდება 12:00 საათზე აღდგება. კომპანიის ცნობით წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – “წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”.
ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის
2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო. „2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის …
Continue reading “ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის”
სახელმწიფო 4 000 ფლაკონ რემდესივირის ყიდულობს
4 000 ფლაკონ რემდესივირს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, 104 000 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეიძენს. ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. „covid 19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი …
Continue reading “სახელმწიფო 4 000 ფლაკონ რემდესივირის ყიდულობს”
საპატრიარქო მრევლს კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ COVID19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, ტაძარში ყოფნის დროს, მრევლმა და სასულიერო პირებმა კოვიდიუსაფრთხოების წესები დაიცვან. „აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი …
Continue reading “საპატრიარქო მრევლს კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს”
მოქალაქე უმაღლეს საბჭოსთან 10 დღეა შიმშილობს – აქციით არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა
დღეს, 25 ნოემბერს მეათე დღეა, რაც ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მოქალაქე ედნარ ბაგრატიონი შიმშილობს. გუშინ ის ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, თუმცა დახმარება გაუწიეს და დღეს თავს უკეთ გრძნობს. ედნარ ბაგრატიონი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ახალ პარტიებს საქართველოში შანსს არ აძლევენ“, ამიტომაც დღეს პოლიტიკურ ამინდს …
„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს
მოსამართლე როინ კახიძემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მოსამართლეს არ განუმარტავს, რა ჩაითვალა ხულიგნობად, ან პოლიციის რომელ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები. ხათუნა ბერიძე და საპროტესტო აქციის კიდევ ოთხი მონაწილე პოლიციამ 21 ნოემბრის საღამოს დააკავა. 21 ნოემბერს არჩევნების …
Continue reading “„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს”
„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე
„ხელისუფლებას ეს სჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“, – მიიჩნევს ექიმი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებისგან ახალი გზავნილების გააქტიურებაზე – არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობა პაატა იმნაძის ან ამირან გამყრელიძის ნაცვლად უფრო იმ ექიმების გზავნილებს აწვდის საზოგადოებას, რომლებიც კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. აქამდე მათი აზრით ხელისუფლება არ ინტერესდებოდა. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამჯერად კრიტიკულად განწყობილი ექიმებისთვის ყურის დაგდება და საზოგადოებისთვის იმის …
Continue reading “„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე”
კორონავირუსით აჭარაში ექიმი გარდაიცვალა
კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ექიმის დღეს, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი 57 წლის იყო. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას კლინიკა „ბაუში“ გადიოდა. კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ვირუსმა მაქსიმალურად დაუზიანა ფილტვები,“- გვითხრეს კლინიკაში. ეს კორონავირუსით სამედიცინო …
ამირან გამყრელიძე: „დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციის გავრცელების მატებას“
„ჩვენ გარკვეულად უკვე პიკში შევედით, მონაცმები რაც გვაქვს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატორიულად, მათ შორის ყველაზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტია, ეს არის 70 – 75% , შემდეგ მოდიან კონტაქტები, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალი 5-6 %-ის ფარგლებში. იმ მოდელის მიხედვით, რომელსაც დღეს ჩვენ ვეყრდნობით ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულებს. არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვს …
შეზღუდვების დაწესებაზე ხვალ, 26 ნოემბერს, პრემიერი ისაუბრებს – ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით შეზღუდვებზე, რაც „კორონავირუსით გამოწვეული ვითარების შემსუბუქების მიზნით“ უნდა დაწესდეს ხვალ, 26 ნოემბერს, პრემიერი გააკეთებს განცხადებას: „ჩვენ ვერ დაველოდებით პიკს, მანამდე უნდა შევამსუბუქოთ ვითარება“ – განაცხადა მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობა ეყრდნობა ეპიდემიოლოგების დასკვნებს. გარდა ამისა, მინისტრმა დღეს, 25 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა ამ დროისთვის არ …
Continue reading “შეზღუდვების დაწესებაზე ხვალ, 26 ნოემბერს, პრემიერი ისაუბრებს – ტიკარაძე”
ვის უნდა დაუკავშირდეთ კოვიდის სიმპტომების დროს აჭარაში – სამინისტროს განმარტება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარია და აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, უნდა დაუკავშირდეს პირად ოჯახის ექიმს, მკურნალობის ტაქტისკის განსაზღვრისა და კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების საჭიროების დადგენისათვის. „თუ ოჯახის ექიმი სიმპტომების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რომ პაციენტს ესაჭიროება COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირება, მისივე მეშვეობით დაიგეგმება PCR-ის ნიმუშის აღება იმავე პირველად ჯანდაცვის ცენტრში, რომელშიც პაციენტია მიმაგრებული საყოველთაო …
Continue reading “ვის უნდა დაუკავშირდეთ კოვიდის სიმპტომების დროს აჭარაში – სამინისტროს განმარტება”
ცვლილებები მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებში 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცენტრის ინფორმაციით, ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. „ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის …
Continue reading “ცვლილებები მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებში 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე”
ბათუმში ექთანს კოვიდპაციენტი სამართებლით დაესხა თავს
ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“. „ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია. „ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ …
Continue reading “ბათუმში ექთანს კოვიდპაციენტი სამართებლით დაესხა თავს”
ბათუმის 25 საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაინერგება | KfW-ის გრანტი
ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმის 25 ბაღსა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ ძეგლში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით. მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამ საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და კონსულტანტი კომპანიის – Fichtner GmbH & Co.KG-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა. „ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს …
Continue reading “ბათუმის 25 საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაინერგება | KfW-ის გრანტი”
ხელვაჩაურის მერი 6 000 ლარით დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისთვის
ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, ბათუმის მერიამ 6 ათასი ლარით დააჯარიმა. მან სამსართულიანი სახლი სანაპიროსთან ისე ააშენა, რომ ბათუმის მერიას რეაგირება არ ჰქონია. ჯუმბერ ვარდმანიძე მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მისი უკანონო მშენებლობის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ დაწერა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს მშენებლობის ნებართვა. ხელვაჩაურის მერის დაჯარიმებაზე უარი თქვა ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ – „ქართული ოცნების“ …
Continue reading “ხელვაჩაურის მერი 6 000 ლარით დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისთვის”
ქობულეთის სანაპიროს ჩაბეტონება გრძელდება
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების ათვისების ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა ქობულეთის სანაპირო ზოლში გრძელდება. ზღვის პირველი ზოლის ჩაბეტონების პროცესი ხშირად ისე იწყება, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი გარემოს მოსალოდნელ ცვლილებაზე სრულყოფილი ინფორმაციაც კი არ აქვთ. კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კი, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის საჯაროდ განხილვის ვალდებულებას გულისხმობს, კომპანიები ხშირად მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ. სამშენებლო …
7 გარდაცვლილი და კოვიდის 523 ახალი შემთხვევა აჭარაში – დღევანდელი მონაცემები
25 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 402 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1010 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 ადამიანი. აჭარაში 2047 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1021. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …
Continue reading “7 გარდაცვლილი და კოვიდის 523 ახალი შემთხვევა აჭარაში – დღევანდელი მონაცემები”
კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 ნოემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3366, გარდაიცვალა – 34 უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რაოდენობას – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარაში – …
Continue reading “კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 ნოემბერი”
ჩელებაძე და სხვები – ვის გადასცემენ ქობულეთის „შუქურას“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ 49 წლის ვადით ითხოვს შპს „საფეხბურთო კლუბი შუქურა“. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძეა. ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ კლუბ „შუქურას“ აქამდეც მართავდა და თანამდებობა 2019 წლის აგვისტოში ისე დატოვა, რომ არ განუმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სამსახურიდან წასვლამდე ორი თვით ადრე, 2019 წლის აპრილში, რევაზ ჩელებაძემ პარტნიორებთან …
Continue reading “ჩელებაძე და სხვები – ვის გადასცემენ ქობულეთის „შუქურას“”
„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა
22 ნოემბრის წვიმიან საღამოს გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ფეხბურთელ ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ დაბრუნდა რუმინულ „ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ. ქალაქში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ ისე დახვდნენ, როგორც გმირებს – ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით. ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ პირველმა საქართველოს ისტორიაში შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩის მოგება და გუნდი …
Continue reading “„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა”
აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა
აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები …
Continue reading “აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა”
მოსამართლის განაჩენი ქობულეთში თოფით მომხდარ მკვლელობაზე: აუცილებელი მოგერიება
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მკვლელობის მუხლი გადაუკვალიფიცირა განზრახ მკვლელობაზე ბრალდებულ არჩილ ცეცხლაძეს. ის მხოლოდ 1 წელი და 6 თვე იქნება ციხეში. საუბარია ქობულეთში 27 თებერვალს მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა 31 წლის ბიჭს სანადირო თოფი ესროლა და გაიქცა. ადვოკატის ინფორმაციით, ამ მძიმე შემთხვევას წინ უსწრებდა შეიარაღებული კონფლიქტი. დაჭრილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიჩნია, რომ საქმე …
Continue reading “მოსამართლის განაჩენი ქობულეთში თოფით მომხდარ მკვლელობაზე: აუცილებელი მოგერიება”
რატომ არის მყიდველი საიდუმლო – აჭარის მთავრობა ქობულეთის „შუქურას“ ასხვისებს
აჭარის მთავრობა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ პირდაპირი წესით ყიდის. კლუბის გასხვისების დეტალები უცნობია – არ ვიცით ვინ არის მყიდველი და არც გასხვისების პირობებზე გვაქვს ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლუბის წილების მართვით კონკრეტული პირები დაინტერესდნენ და მათ ამის თაობაზე მერიას წერილობით მიმართეს. მერიაში არ ამხელენ, ვინ არიან ისინი. „ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს …
Continue reading “რატომ არის მყიდველი საიდუმლო – აჭარის მთავრობა ქობულეთის „შუქურას“ ასხვისებს”
ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს
„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ბავშვები ემიგრანტ ქალს, რომელიც მათ ონლაინში ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმესაც ასწავლის. 30 ბავშვი საქართველოდან „გულო ბებოს“ ყოველ საღამოს ელოდება, რომელიც ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს. „გულო ბებო“ – გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმელი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში ხელსაქმეს ასწავლიდა სტუდენტებს. ეს საქმე არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. „თუ ამას …
Continue reading “ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს”
გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო
ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ______ იურიდიულის პირველი კურსის მიწურულს მედიაციის ტრენინგზე უფროსკურსელ მონაწილეებს ვუმტკიცებდი – კი, მაგრამ სამართალი ხომ შექმნილია სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების უზრუნველსაყოფად-მეთქი. მათ კი მფარველის ტონით მკითხეს, თუ რომელ კურსზე ვარ. პასუხი რომ მოისმინეს, გამიღიმეს და კეთილგანწყობით მითხრეს: „გვესმის… ცოტა ხანში გაგივლის“. მე კიდევ უნივერსიტეტიც დავამთავრე, იმის …
ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის
ბათუმში საწოლფონდი 240-ით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 საწოლი კლინიკებში თერაპიული მიმართულებით გამოიყო, 40 კი – რეანიმაციული მიმართულებით. აჭარაში სულ 12 კოვიდკლინიკაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კოვიდკლინიკებს დაემატა „მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე ქობულეთში კლინიკამ „ბომონდი“ რამდენიმე რეანიმაციული დანიშნულების საწოლი გამოყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს კლინიკები დაახლოებით ერთი კვირაა კოვიდპაციენტებს უკვე …
Continue reading “ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის”
E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს
ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …
Continue reading “E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს”