მთავარი,სიახლეები

საარჩევნო კომისიები ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე მუშაობენ – II ტური ბათუმში

21.11.2020
საარჩევნო კომისიები ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე მუშაობენ – II ტური ბათუმში

საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში საუბნო კომისიები ბათუმში არასრული შემადგენლობით მუშაობენ. გარდა იმისა, რომ კვალიფიციურმა ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიებიდან პროტესტის ნიშნად გაითხოვეს მათი წარმომადგენლები, საარჩევნო კომისიებს წევრები ავადმყოფობის გამოც გამოაკლდათ.

ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო ერთი ან ორი წევრი თითქმის ყველა საუბნო-საარჩევნო კომისიას აკლია.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს გაერთიანებული ოპოზიცია, შესაბამისად კომისიებს გამოაკლდათ წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“, რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, ისინი უბანზე მუშაობას აგრძელებენ.

შესაბამისად, დღეს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურს უმეტესწილად ცხრა ან რვაწევრიანი კომისიები ატარებენ, მათგან ექვსი საარჩევნო ოლქის შერჩეული პირია, სამი წევრი  – „ოცნებიდან“ და ერთიც – „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. კომისიის ერთი ან ორი წევრი ავადმყოფობის გამო ვერ მუშაობს.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, ბიულეტენზე ოპოზიციის კანდიდატებიცაა წარმოდგენილი.

ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: