მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქტივობა 10 საათისთვის 2,85 პროცენტია – არჩევნების მეორე ტური

21.11.2020
ბათუმში აქტივობა 10 საათისთვის 2,85 პროცენტია – არჩევნების მეორე ტური

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, დილის ათი საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ასეთია:

  • ბათუმის N28 საარჩევნო ოლქი – 4201 ამომრჩეველი, 2,85%
  • ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქი – 3934 ამომრჩეველი, 4,06%

არჩევნების პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, ამ ოლქებში აქტივობა გაცილებით მაღალი იყო. უსკოს ცნობით, ბათუმში 31 ოქტომბერს დილის ათი საათისთვის უკვე 10 340 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული [7,02%], ხოლო #30 ოლქში – 7499 ამომრჩეველს [7.75%].

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: