მთავარი,სიახლეები

ბათუმში არჩევნებზე ხმა მისცა მხოლოდ 35 852 ამომრჩეველმა – უსკო

21.11.2020 • 1035
ბათუმში არჩევნებზე ხმა მისცა მხოლოდ 35 852 ამომრჩეველმა – უსკო

აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დღეს, 21 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში აჭარაში ამომრჩეველთა 30,27% -მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, სულ 73 833-მა ამომრჩეველმა.

არჩევნების მეორე ტური აჭარაში ორ ოლქში მიმდინარეობდა.

№28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, უსკოს ცნობით, არჩევნებში  მონაწილობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა – ამომრჩეველთა 24,35 პროცენტმა. ბათუმის №28 ოლქში 147 291 ამომრჩეველია.

პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, ბათუმის ოლქში აქტივობა 55,15 % იყო.

უსკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში – 52,08 %; ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში – 24,35%.

კენჭისყრის პროცესი უკვე დასრულდა და  ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: