Batumelebi | შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე დროებით შეჩერებულია არჩევნების გამო შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე დროებით შეჩერებულია არჩევნების გამო – Batumelebi
RU | GE  
პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება - სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე დროებით შეჩერებულია არჩევნების გამო

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ორი ღამით მოხსნილია შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე.

მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.

საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com