მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 3824 ახალი შემთხვევა საქართველოში – 21 ნოემბერის მონაცემები

21.11.2020 • 827
კორონავირუსის  3824 ახალი შემთხვევა საქართველოში – 21 ნოემბერის მონაცემები

21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსისგან განიკურნა 3 851 პირი. 

24 საათის განმავლობაში 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის: თბილისში –  17  აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ადამიანი. 

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 927 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. 

ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 30.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 948 ადამიანს. მათგან  5 976 პირი მკურნალობს საავადმყოფოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: