ჩელებაძე და სხვები – ვის გადასცემენ ქობულეთის „შუქურას“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ 49 წლის ვადით ითხოვს შპს „საფეხბურთო კლუბი შუქურა“. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძეა. ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ კლუბ „შუქურას“ აქამდეც მართავდა და თანამდებობა 2019 წლის აგვისტოში ისე დატოვა, რომ არ განუმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სამსახურიდან წასვლამდე ორი თვით ადრე, 2019  წლის აპრილში, რევაზ ჩელებაძემ პარტნიორებთან …

„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა

22 ნოემბრის წვიმიან საღამოს გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ფეხბურთელ ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ დაბრუნდა რუმინულ „ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ. ქალაქში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ ისე დახვდნენ, როგორც გმირებს – ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით. ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ პირველმა საქართველოს ისტორიაში შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩის მოგება და გუნდი …

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები …

მოსამართლის განაჩენი ქობულეთში თოფით მომხდარ მკვლელობაზე: აუცილებელი მოგერიება

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მკვლელობის მუხლი გადაუკვალიფიცირა განზრახ მკვლელობაზე ბრალდებულ არჩილ ცეცხლაძეს. ის მხოლოდ 1 წელი და 6 თვე იქნება ციხეში. საუბარია ქობულეთში 27 თებერვალს მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა 31 წლის ბიჭს სანადირო თოფი ესროლა და გაიქცა. ადვოკატის ინფორმაციით, ამ მძიმე შემთხვევას წინ უსწრებდა შეიარაღებული კონფლიქტი. დაჭრილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიჩნია, რომ საქმე …

რატომ არის მყიდველი საიდუმლო – აჭარის მთავრობა ქობულეთის „შუქურას“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ პირდაპირი წესით ყიდის. კლუბის გასხვისების დეტალები უცნობია – არ ვიცით ვინ არის მყიდველი და არც გასხვისების პირობებზე გვაქვს ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლუბის წილების მართვით კონკრეტული პირები დაინტერესდნენ და მათ ამის თაობაზე მერიას წერილობით მიმართეს. მერიაში არ ამხელენ, ვინ არიან ისინი. „ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს …

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს

„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ბავშვები ემიგრანტ ქალს, რომელიც მათ ონლაინში ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმესაც ასწავლის. 30 ბავშვი საქართველოდან „გულო ბებოს“ ყოველ საღამოს ელოდება, რომელიც ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს. „გულო ბებო“ – გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმელი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში ხელსაქმეს ასწავლიდა სტუდენტებს. ეს საქმე არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. „თუ ამას …

გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ______ იურიდიულის პირველი კურსის მიწურულს მედიაციის ტრენინგზე უფროსკურსელ მონაწილეებს ვუმტკიცებდი – კი, მაგრამ სამართალი ხომ შექმნილია სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების უზრუნველსაყოფად-მეთქი. მათ კი მფარველის ტონით მკითხეს, თუ რომელ კურსზე ვარ. პასუხი რომ მოისმინეს, გამიღიმეს და კეთილგანწყობით მითხრეს: „გვესმის… ცოტა ხანში გაგივლის“. მე კიდევ უნივერსიტეტიც დავამთავრე, იმის …

ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის

ბათუმში საწოლფონდი 240-ით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 საწოლი კლინიკებში თერაპიული მიმართულებით გამოიყო, 40 კი – რეანიმაციული მიმართულებით. აჭარაში სულ 12 კოვიდკლინიკაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კოვიდკლინიკებს დაემატა „მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე ქობულეთში კლინიკამ „ბომონდი“ რამდენიმე რეანიმაციული დანიშნულების საწოლი გამოყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს კლინიკები დაახლოებით ერთი კვირაა კოვიდპაციენტებს უკვე …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

TV 25-ის საინფორმაციოს წამყვანი ავარიაში მოყვა – მას დახმარება სჭირდება

22 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა სამაუწყებლო კომპანია TV 25-ის წამყვან-რეპორტიორი ია გოლიაძე. TV 25-ის ცნობით, ია გოლიაძე ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ოპერაცია სჭირდება სახეზე მიყენებული ტრავმების გამო. დახმარების მსურველთათვის TV 25 ანგარიშის ნომერს ავრცელებს: TBC ბანკი: GE81TB7953845061100041 მიმღები: ია გოლიაძე დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 579342424

მრჩეველი აჭარა TV-ის დირექტორის ერთწლიან მუშაობაზე – „მისი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს“

აჭარის ტელევიზიაში დასაქმებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტყუილსა და ძალის დემონსტრირებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. გია ქარცივაძე ფეისბუქში დირექტორის ერთწლიან მუშაობას აფასებს. [toggle title=”გია ქარცივაძის შეფასება სრულად შეგიძლიათ …

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან. აკადემიაში პირველი ნაკადისთვის …

ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”. მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია. „ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და …

ტიკარაძე ამბობს, რომ რობოტი პეპერი პაციენტების მკურნალობის კომპონენტში ჩართულია 

დღეს, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რობოტ პეპერს, რომელიც მინისტრმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა და ივნისში საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა. თუმცა შემდეგ რობოტი პეპერი გაუჩინარდა. როგორც პრეზენტაციის დღეს მინისტრმა განაცხადა, Covid 19-თან ბრძოლაში მას რობოტი დაეხმარებოდა. „პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ რობოტი პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის …

უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვები აუდიოსახელძღვანელოებით ისარგებლებენ – სამინისტრო

IV-VII კლასის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს აუდიოფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზეც განთავსდება. „აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი …

როგორ ვებრძოლოთ უძილობას – დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეგიცვლით

COVID19-ის პანდემიის შედეგებით გამოწვეული შფოთვისა და სტრესის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ებრძვის უძილობას. ხანმოკლე უძილობა, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება, ხშირად ვითარდება სტრესის ან ტრავმული მოვლენის შედეგად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გრძელვადიანი, ქრონიკული უძილობა უყალიბდება, რომელიც ერთ თვეს ან მეტ ხანს გრძელდება. „ორივე შემთხვევაში უძილობა ნეგატიურად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მის …

ბათუმში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ცნობით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს. COVID19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უწევს. მერიის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ – სამარშრუტო ტაქსი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთადერთი ძლიერი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადე.  4 ოქტომბრიდან …

ხვალ ბათუმში ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან,   დღისით კი ყველგან  წვიმა. ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი …

სილქფესტის სამი შეთავაზება ერთ აქციაში!

24 ნოემბერს, სილქფესტის აქციით  მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: [checklist] 2 GB + 100 ლოკალური წუთი – 5 ლარად 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად 40 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 18 ლარად [/checklist] პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია კომბინაციით *202# – ერთად და ცალ-ცალკე. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება …

კოვიდის 576 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 10 პაციენტი

24 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 46 წლის ქალია. ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 390 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1036 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 108 …

კორონავირუსით გარდაიცვალა 39, დაინფიცირდა 3128 – 24 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3128 ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 3045, გარდაიცვალა – 39. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარაში – 576, იმერეთში – 212, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 101, გურიაში – 87, სამეგრელოში – ზემო …

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბენო ჭელიძე კოვიდით იყო ინფიცირებული. „20 ნოემბერს დაიწყო მკურნალობა და 24-ში გარდაიცვალა. თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს გია კიკაბიძე. ბენო ჭელიძე 55 წლის იყო. ბათუმის რესპუბლიკურში ეს მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით კი …

ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას,  რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები. „გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს …

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

„ახლაც პოლიციაში ვარ. გვეუბნებიან, აქციაზე სოციალურ დისტანციას არ იცავდით და იწევდით კომისიის წევრებისკენო. ლაივები იყო ჩართული, ვისკენ გავიწიეთ, ვინ ნახა? ან დისტანციაზე რომელ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ? სადმე ისმის გაფრთხილება, ამა და ამ მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებით, დაგშლით და დაგაკავებთო?“ – კითხულობს ხათუნა ბერიძე. მან 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. …

რა ღირს თევზი და ხორცი ბათუმში კორონავირუსის პანდემიისას

პანდემიის პირობებში, როცა რესტორნები შეზღუდვით მუშაობენ და წვეულების დარბაზებიც დაკეტილია, ბათუმში ხორცსა და თევზზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა – ასე ამბობენ გამყიდველები, რომლებიც დიდი ხანია ამ პროდუქტით ვაჭრობენ. ელზა ლაფერაშვილი, რომელიც ბათუმის თევზის ბაზრობაზე სხვადასხვა სახეობის თევზს წლებია ყიდის, გვეუბნება, რომ წელს მყიდველი პანდემიის გამო ძალიან ცოტაა. ბათუმში თევზის ჩასაბარებელი ფასი ყველა სახეობის შემთხვევაში 1 ან …

ქობულეთში ლეღვა და აჭყვა დაისეტყვა

ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლები დაისეტყვა. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დათვლილი არ არის რა ზიანი მიადგა სეტყვის შედეგად მოსახლეობას. დაისეტყვა სოფლები აჭყვა და ლეღვა, სადაც მოსახლეობას ციტრუსის ბაღები აქვს. თუმცა, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, დააზიანა თუ არა სეტყვამ მანდარინის ნაყოფი, ამის შესწავლა მხოლოდ გამოდარების შემდეგ არის შესაძლებელი, „რადგან წვიმაში დაზიანება ნაყოფზე არ ჩანს“. მერიის ინფორმაციით, …

ქართველი მეზღვაურების მილოცვა „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს ატლანტის ოკეანიდან

ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებიც ტოგოს რესპუბლიკაში, ქალაქ ლომეში იმყოფებიან, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ გემზე საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის აჟღერებით მიულოცეს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა. „საღამო მშვიდობისა საქართველო, საღამო მშვიდობისა ლანჩხუთი! ქალთა საფეხბურთო გუნდს ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ატლანტიკის ოკეანიდან, სამი სტადიონის სიგრძის გემიდან. 22 ქართველი გილოცავთ ამ გამარჯვებას და მრავალი მიღწევები გქონოდეთ წინ“ …

„სახლის ქვემოთ მიწა დაწეულია, ჩამოიშალა ფერდობიც“ – ექვსსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქედაში, სოფელ ცხემნაში მცხოვრები არჩილ ცინცაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ მეწყრული პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ შემოდგომაზე კიდევ უფრო გააქტიურდა. არჩილ ცინცაძის სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ბავშვი. „აქამდე სახლის ქვემოთ იყო დამეწყრილი მიწა, ახლა კი სახლს ზემოთ, ფერდობიც ჩამოიშალა. პირველად გაზაფხულზე მივმართე მთავრობას, რომ შეესწავლათ ვითარება. მოვიდნენ გეოლოგები და …

ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა

22 ნოემბერს ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა. ქობულეთის მერია ამ დროისთვის ზარალს ითვლის. მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში სახლის წინ ქარმა ხე წააქცია, რომელიც ბოსელს დაეცა და დაანგრია. აჭარაში რამდენიმე დღეა ავდარია. მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მოთოვა.

ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან „სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“. „როდესაც გვაქვს მეორე ტალღა და სამწუხაროდ, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი“ – განაცხადა დღეს, 23 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მან დასძინა, რომ შეზღუდვებზე გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე მთავრობას …

დამლაგებელი, რომელმაც ირლანდიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიიღო

39 წლის ირლანდიელი მწერალი ქეთრინა ლალი, რომელსაც დამლაგებლად მუშაობისას დაწერილი წიგნით პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, 2021 წელს მეორე წიგნს გამოსცემს, რომელსაც 5 წელი წერდა. წიგნის სახელწოდება ჯერ უცნობია. ქეთრინა ლალიმ 2018 წელს პირველი წიგნით – „კვერცხის ნაჭუჭი“ [Eggshells] ირლანდიური ლიტერატურის პრესტიჟული პრემია „რუნი“ მიიღო. წიგნი მაშინ ჟიურიმ შთამბეჭდავ, მახვილგონივრულ და არაპროგნოზირებად ტექსტად შეაფასა. სამწლინახევრის …

როცა პანდემიის მიზეზით შეღავათებს ითხოვ და პარალელურად ბიზნესს ზრდი

კომპანიები, რომლებმაც აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად მილიონობით ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღეს, პანდემიის მიზეზით შეღავათებს და ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას ითხოვენ. ეს, თავისთავად, დანაკლისის სახით აისახება ბიუჯეტის შემოსულობებში. ამავდროულად ეს კომპანიები პანდემიის  მიზეზით უარს არ ამბობენ გაფართოებასა და მშენებლობების მასშტაბების გაზრდაზე. მთავრობა კი პირველ მოთხოვნასაც თანხმდება და მეორესაც. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი, რომელსაც მთავრობამ პანდემიის მიზეზით …

რატომ დატოვა საქართველოს რკინიგზამ მგზავრები ბაქანზე – კომპანიის განმარტება

ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი გუშინ, 22 ნოემბერს, 25 წუთით [15:25-ის ნაცვლად გავიდა 15:00 საათზე] ადრე გავიდა, რის გამოც ზოგიერთმა მგზავრმა გამგზავრება ვეღარ მოახერხა. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ შეცვლილი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განათავსა, თუმცა ამის შესახებ მგზავრები ინფორმირებულნი არ იყვნენ. „ვისაც ადრე ჰქონდა ბილეთები აღებული და არ ჰქონდათ ინფორმაცია გრაფიკის შეცვლაზე, სალაროებში გაფრთხილებული არიან …

მიმოწერით მეგობრობა – ევრო-2000-ის გერმანული ენის მასწავლებლის პროექტი

სკოლა ევრო-2000-ის გერმანული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი, სოფიო აფხაზავა 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის იანვრის ბოლომდე პედაგოგთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფება გერმანიაში, ქ. დუისბურგის ლანდფერმანის სახელობის გიმნაზიაში. სოფიო აფხაზავას პრაქტიკის ფარგლებში პროექტის მომზადება დაევალა. მან გადაწყვიტა, ისეთი პროექტი გაეკეთებინა, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც. თავის გერმანელ კოორდინატორთან და ჩვენი სკოლის გერმანული …

კოვიდის 417 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 9 პაციენტი

23 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1048 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 60 ადამიანი. აჭარაში 1 988 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1062 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

Exit mobile version