მთავარი,სიახლეები

საარჩევნო ყუთის მცველი ბათუმში 85-ე დაბადების დღეს უბანზე ხვდება

21.11.2020
საარჩევნო ყუთის მცველი ბათუმში 85-ე დაბადების დღეს უბანზე ხვდება

რამაზ სეფერთელაძე ბათუმის #63-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია.

დღეს, 21 ნოემბერს, ის თავის 85-ე დაბადების დღეს საარჩევნო უბანზე ხვდება, მას  ყუთის დაცვა ევალება.

რამაზ სეფერთელაძეს ამავე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

იგი არჩევნებზე კომუნისტების დროიდან მუშაობს, მაშინ როცა არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა, მაგრამ „ახლა სხვა დროაო“ – ამბობს.

რამაზ სეფერთელაძე  ამბობს, რომ აგიტატორები კომუნისტებსაც ჰყავდათ: „ახლა რომ კოორდინატორები ქვია, მაშინ აგიტატორები იყვნენ, დადიოდნენ და აგიტაციას ატარებდნენ, რომ ხალხი მოსულიყო  არჩევნებზე“.

რამაზ სეფერთელაძე

რამაზ სეფერთელაძეს დღესაც უდევს ბლოკნოტი ჯიბეში, სადაც ციფრები ჯერ კიდევ პირველი ტურის მიმდინარეობისას მოინიშნა. ამბობს, რომ დღეს აქტივობა ძალიან დაბალია: „პირველ ტურში აქ ათი საათისთვის 100 ამომრჩეველი იყო მისული, დღეს 43 მოვიდა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: