მთავარი,სიახლეები

#biaffathome – ბათუმის კინოფესტივალი ფოტოკონკურსს აცხადებს

21.11.2020
#biaffathome – ბათუმის კინოფესტივალი ფოტოკონკურსს აცხადებს

საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ონლაინ ტარდება. კინოფესტივალი მაყურებლებს ფოტოკონკურსში – #biaffathome სთავაზობს მონაწილეობას.

ამავე თემაზე – BIAFF: როგორ ვნახოთ ფილმები ონლაინ ბათუმის კინოფესტივალზე | ინსტრუქცია

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • კონკურსანტმა უნდა გაგზავნოს  ფოტო  კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე (მესიჯის სახით)  ან ელ.ფოსტაზე  – biaffbatumi@gmail.com.  ფოტოს უნდა მიეთითოს ფოტოს ავტორის სახელი და ფეისბუქპროფილის გვერდი [იოლად დასაკავშირებლად].
  • ფოტო  დაკავშირებული უნდა იყოს BIAFF კინოფესტივალის ციფრულ ფორმატთან, ანუ ფოტო ასახავდეს  პროცესს, თუ როგორ უყურებენ ფილმს მაყურებლები – იქნება ეს სახლში, მეგობრებთან თუ სხვა გარემოში. ასევე, ფოტოზე შეიძლება გამოყენებული იყოს BIAFF-ის ატრიბუტიკაც [ლოგო, მაისური და ა.შ.].
  • კონკურში მონაწილე ფოტო გამოქვეყნდება ბათუმის კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე ფოტოკონკურსისთვის შექმნილ ცალკე ფოტო ალბომში, ჰეშთეგით –  #biaffathome.  შემდეგ კი ამ ფოტოალბომში გამოქვეყნებული ფოტო  [და არა პროფილზე ცალკე ატვირთული] შეიძლება გააზიაროთ  თქვენს ფეისბუქპროფილზე იგივე ჰეშთეგით  – #biaffathome.  ფოტოს  „მოწონება“/LIKE უნდა მოხდეს უშუალოდ  კინოფესტივალის ფოტოალბომში დადებულ ფოტოზე.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია 25 ნოემბრის ჩათვლით.

გამარჯვებული გამოცხადება 28 ნოემბერს.

ფოტოკონკურსში ორი პრიზი გაიცემა.

  • აუდიტორიის პრიზი გამოვლინდება ე.წ. LIKE-ებით. ანუ გამარჯვებული იქნება ფოტო, რომელიც მეტ მოწონებას, LIKE-ს დააგროვებს.
  • BIAFF-ის პრიზი – კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ არჩეული ერთი ფოტო.

კინოფესტივალის ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:

  • 2021 წლის კინოფესტივალზე  დასწრების პაკეტი – ორკაციანი სასტუმრო ნომერი (4 ღამით). ეს პრიზი არის განკუთვნილი არაბათუმელი მონაწილეებისთვის.
  • ფოტოკონკურსის ბათუმელი მონაწილის შემთხვევაში პრიზი პარფიუმერიის მაღაზიის 150-ლარიანი ვაუჩერია.

ასევე, ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჩანთა, მაისური და პირბადე [წლევანდელი, და, ასევე 2021 წლის ფესტივალის] და BIAFF 20201 კინოფესტივალის  – გახსნა-დახურვის ცერემონიის 2-კაციანი და ფესტივალის დახურვის წვეულების 2-კაციანი მოსაწვევი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: