მთავარი,სიახლეები

საშობაო წირვა შობის დადგომამდე

24.12.2020 • 1660
საშობაო წირვა შობის დადგომამდე

ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს. საშობაო მესა გაიმართა ბათუმშიც, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. კომენდანტის საათის გამო საშობაო მესა სამი საათით ადრე დაიწყო.

საშობაო მსახურება

ქრისტეს შობის სცენა – საშობაო პრეზეპე ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში

საშობაო ლიტურგია

28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და 6 იანვარი. მთავრობამ არ გაითვალისწინა არადომინანტური კონფესიების რელიგიური დღესასწაულები. თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, მთავრობამ იმ რელიგიურ უმცირესობებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, საშვის სისტემით სარგებლობა შესთავაზა. საშვს მხოლოდ ის ადამიანები მიიღებდნენ, ვის პირად მონაცემებსაც ეკლესია სპეციალურ სამსახურებს გადასცემდა.

კათოლიკურმა ეკლესიამ უარი თქვა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე და საშობაო მსახურება კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩაატარა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: