მთავარი,სიახლეები

თურქეთში შესვლის წესები იცვლება – საკონსულოს განცხადება

25.12.2020
თურქეთში შესვლის წესები იცვლება – საკონსულოს განცხადება

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში შესვლა-გამოსვლაზე ახალი რეგულაციები წესდება. საკონსულოს ინფორმაციით ეს წესები პირველ მარტამდე გაგრძელდება.

შესაბამისად, თურქეთში შესვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ:

„ბოლო პერიოდში ინგლისში დაფიქსირებულ ვირუსის მუტაციური ფორმის SARS-CoV-2-ის შემთხვევების მატების გამო,  2020 წლის 28 დეკემბრიდან უცხოეთიდან საჰაერო გზით, ხოლო 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით თურქეთში შემოსულმა პირებმა ქვეყანაში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული SARS-CoV-2 ტესტის უარყოფითი პასუხი.

ისინი, ვინც არ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფით პასუხს, დაექვემდებარებიან კარანტინის გავლას მათ მიერ გაცხადებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და ა.შ.), ხოლო ვისაც არ ექნებათ გასაჩერებელი ადგილი, განთავსდებიან რეგიონის ჯანდაცვის დირექტორატის მიერ განსაზღვრულ საკარანტინო სივრცეებში. საკარანტინო ვადის მე-7 დღეს, ვისაც ექნება უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე, მათთვის მე-7 დღის ბოლოს დასრულებულად ჩაითვლება საკარანტინო ვადა, ხოლო ვისაც PCR ტესტის პასუხი ექნება დადებითი, ის მკურნალობას გააგრძელებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს COVID-19 პროტოკოლის შესაბამისად“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: