მთავარი,სიახლეები

კოვიდის 1881 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი | 25 დეკემბრის მონაცემები

25.12.2020 • 1645
კოვიდის 1881 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი | 25 დეკემბრის მონაცემები

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1881 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 655 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 37 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 863
  • აჭარა – 97
  • იმერეთი – 259
  • ქვემო ქართლი – 168
  • შიდა ქართლი – 145
  • გურია – 35
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112
  • კახეთი – 108
  • მცხეთა-მთიანეთი – 54
  • სამცხე-ჯავახეთი – 29
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია  20 165 ადამიანი.  5 969 პირი მკურნალობს საავადმყოფოში,  12 654 – საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში 1 068 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 38 693 ადამიანი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: