მთავარი,სიახლეები

ბრალდებულებისა და მსჯავდებულებისთვის ამანათების მიღება 28 დეკემბერს დაიწყება

25.12.2020 • 1056
ბრალდებულებისა და მსჯავდებულებისთვის ამანათების მიღება 28 დეკემბერს დაიწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ხოლო 31 დეკემბერს ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი